ავტორი:

"როდის მუშაობდა სასამართლო გამართულად, რომ დღეს იმუშაოს? - მე ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ" - მამუკა ხაზარაძე

"როდის მუშაობდა სასამართლო გამართულად, რომ დღეს იმუშაოს? - მე ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ" - მამუკა ხაზარაძე

"ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის წარმატებისთვის" - ამის შესახებ "ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, წინასწარ ვერაფერს იტყვის იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის საქალაქო სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების საქმეზე, რომელიც ე.წ. ფულის გათეთრებას ეხება.

"დაველოდოთ, რად გვინდა წინასწარ მკითხაობა. ნახევარი საათი დარჩა და მერე გეტყვით. როდის მუშაობდა სასამართლო გამართულად, რომ დღეს იმუშაოს? მე ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის წარმატებისთვის“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ბრალდებული პოლიტიკოსები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას პარტია "ლელოს“ ცენტრალურ ოფისში ელოდებიან. პარტიის ოფისში მივიდნენ სხვა პარტიების წარმომადგენლებიც.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

სასამართლომ განაჩენი დღეს უნდა გამოაცხადოს.