მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაბახუსევზე ყველაზე დიდი რისკი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებაა" - რა უნდა გაითვალისწინოთ ალკოჰოლის ჭარბად მიღების შემთხვევაში: რას გვირჩევს ექიმი?
"ნაბახუსევზე ყველაზე დიდი რისკი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებაა" - რა უნდა გაითვალისწინოთ ალკოჰოლის ჭარბად მიღების შემთხვევაში: რას გვირჩევს ექიმი?

2022 წლის 2 იან­ვრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ახა­ლი წლის დღე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში კვე­ბი­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის 41 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ალ­კოჰო­ლით მო­წამ­ვლას, 231 ფაქ­ტი გა­მოვ­ლინ­და. მათ­გან 97 თბი­ლის­ში და 134 რე­გი­ო­ნებ­ში. ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია დას­ჭირ­და 60 ადა­მი­ანს.

ალ­კოჰო­ლით მო­წამ­ვლის დროს ადა­მი­ანს აქვს შემ­დე­გი სიმპტო­მე­ბი:

ღე­ბი­ნე­ბა ან გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა, კრუნ­ჩხვა, შე­ნე­ლე­ბუ­ლი სუნ­თქვა, ფერ­მკრთა­ლი ან მო­ლურ­ჯო ფე­რის კანი, რო­მე­ლიც სხე­უ­ლის და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. მძი­მე შემ­თხვე­ვებ­ში კი შე­საძ­ლე­ბე­ლია გო­ნე­ბის და­კარ­გვა, კომა და სიკ­ვდი­ლიც კი გა­მო­იწ­ვი­ოს.

ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ექი­მი-ტოქ­სი­კო­ლო­გი, ეკა ქურ­და­ძე ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ ჭარ­ბად მოხ­მა­რე­ბუ­ლი ალ­კოჰო­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ნა­ბა­ხუ­სევ­ზე გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბის დიდი რის­კია.

- ნა­ბა­ხუ­სევ­ზე სა­სურ­ვე­ლი არ არის ცივი წლის და­ლე­ვა, ასე­ვე ცივ ამინ­დში გა­რეთ გას­ვლა და შხა­პის მი­ღე­ბა. ამ დროს ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის წყა­ლის ან მი­ნე­რა­ლუ­რი სას­მე­ლის მი­ღე­ბაა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი. შე­საძ­ლე­ბე­ლია ერთი აბი ას­პი­რი­ნის გა­ღეჭ­ვაც. ზო­გა­დად ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ალ­კო­ლო­ჰის გა­და­ჭარ­ბე­ბით მი­ღე­ბა იწ­ვევს ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ას, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ის სას­მე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სპირტს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცა­ვენ. ამ დროს ყვე­ლა­ზე კარ­გი რჩე­ვაა ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა, თუმ­ცა თუ ალ­კოჰო­ლით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მა­ინც გან­ვი­თარ­და, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი რჩე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და დამ­ძი­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია.

- ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ჯან­მრთელ მა­მა­კაცს, ნა­ბა­ხუ­სევ­ზე და­ე­მარ­თა გუ­ლის შე­ტე­ვა, რაც შემ­დეგ ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­და. ასე­ვე ექი­მე­ბის­გან გვეს­მის, რომ ეს რის­კი იზ­რდე­ბა 40 წლის ზე­ვით მა­მა­კა­ცებ­ში...

- სა­ერ­თოდ, ნა­ბა­ხუ­სევ­ზე ყვე­ლა­ზე დიდი რის­კი გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბაა. ამ დროს მნიშნვნე­ლო­ბა აქვს იმა­საც, ადა­მი­ა­ნი რამ­დე­ნი წე­ლია, რაც თამ­ბა­ქოს მომ­ხმა­რე­ბე­ლია. ამას ემა­ტე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნას გა­მო­ყე­ნე­ბაც, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, რისკ-ფაქ­ტო­რი ხდე­ბა. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი რისკ-ფაქ­ტო­რია ასე­ვე კვე­ბა. მავ­ნე ჩვე­ვე­ბი გროვ­დე­ბა 20-დან 40 - წლამ­დე და სა­ბო­ლო­ოდ ვი­ღებთ მძი­მე შე­დეგს. სხვა­თა შო­რის ადრე ეს რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი 60 წლის ზე­ვით მა­მა­კა­ცებ­ში მი­იჩ­ნე­ო­და პრობ­ლე­მად და სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო წლებ­ში ასა­კი გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და. აქ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ისიც, რომ გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლად სხვა ბევ­რი გარე ფაქ­ტო­რიც შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს, ასე­ვე სტრე­სუ­ლი ცხოვ­რე­ბა და არა­ჯან­სა­ღი კვე­ბა.

- შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბი არ ჰქონ­დეს და ამ დროს გულ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დეს?

- დიახ, ძა­ლი­ან ხში­რია ატი­პი­უ­რი ჩი­ვი­ლე­ბი. გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ზი­ა­ნე­ბის გამო, ადა­მი­ა­ნებს შე­საძ­ლაო ჰქონ­დეთ ტკი­ვი­ლი გულმ-მკერ­დის, ასე­ვე მარ­ცხე­ნა ხე­ლის ან კბი­ლის არე­ში, ხში­რია მუც­ლის არე­ში ტკი­ვი­ლიც, რა­საც კუ­ჭის ტკი­ვილს უკავ­ში­რე­ბენ ხოლ­მე. ასე­ვე გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ხში­რია და­ბუ­ჟე­ბაც. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ადა­მი­ანს თუ დი­ა­ბე­ტი აქვს კი­დევ უფრო ვერ გრძნობს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბებს. ასე­ვე თუ ალ­კოჰო­ლის ხში­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლია, რად­გან გაბ­რუ­ე­ბის გამო ტკი­ვილს ვერ გრძნო­ბენ. ამ დროს ტკი­ვი­ლი ერთ-ერთი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია და უფრო ად­ვი­ლად ხდე­ბა და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და პა­ცი­ენ­ტის სტა­ცი­ო­ნარ­ში დრო­უ­ლი მო­თავ­სე­ბა. ფა­ტა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რად დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მი­მარ­თვის ბრა­ლია.

- ბოლო დროს რამ­დე­ნი­მე ასე­თი შემ­თხვე­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კო­ვიდ­ვაქ­ცი­ნით აც­რას დაბ­რალ­და...

- ყვე­ლა ფაქ­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი. ვაქ­ცი­ნა­ცის შემ­დეგ არ არის სა­სურ­ვე­ლი ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა, მი­თუ­მე­ტეს თუ ადა­მი­ანს აქვს რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი და მავ­ნე ჩვე­ვე­ბი. ან­ტი­ბი­ო­ტი­კის და ასე­ვე ბევ­რი სხვა მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბი­სა­საც არ შე­იძ­ლე­ბა ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა, რად­გან შე­იძ­ლე­ბა მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი გახ­დეს. ბო­დი­ში მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბად გვაქვს ეს კულ­ტუ­რა და 40 წლის ზე­ვით ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი არ დავ­დი­ვართ პრე­ვენ­ცი­ულ კვლე­ვებ­ზე, რათა გა­ვარ­კვი­ოთ, რა რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი გვაქვს და რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახელი
0

 მთავარი გავიწყდებათ--ალკოხოლის ხარისხი!

სამოცს გადავცდი, გადამიმეტებია კიდეც და უარესიც. თამადობა მიწევს და სადაც ვიცი ქარხნის ღვინო იქნება, იქ ჩემი ღვინოთ მივდივარ...!

ზურა
2

პრევენციულ კვლევაზე ხომ გადაგყვებიან თან.სულ ჰკიდიხარ.....გადაიხდი ფულებს და მოდიხარ სახლში არაფრით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ნაბახუსევზე ყველაზე დიდი რისკი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებაა" - რა უნდა გაითვალისწინოთ ალკოჰოლის ჭარბად მიღების შემთხვევაში: რას გვირჩევს ექიმი?

"ნაბახუსევზე ყველაზე დიდი რისკი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებაა" - რა უნდა გაითვალისწინოთ ალკოჰოლის ჭარბად მიღების შემთხვევაში: რას გვირჩევს ექიმი?

2022 წლის 2 იანვრის მონაცემებით, ახალი წლის დღეებში საქართველოში კვებითი ინტოქსიკაციის 41 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება ალკოჰოლით მოწამვლას, 231 ფაქტი გამოვლინდა. მათგან 97 თბილისში და 134 რეგიონებში. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 60 ადამიანს.

ალკოჰოლით მოწამვლის დროს ადამიანს აქვს შემდეგი სიმპტომები:

ღებინება ან გულისრევის შეგრძნება, კრუნჩხვა, შენელებული სუნთქვა, ფერმკრთალი ან მოლურჯო ფერის კანი, რომელიც სხეულის დაბალი ტემპერატურით არის გამოწვეული. მძიმე შემთხვევებში კი შესაძლებელია გონების დაკარგვა, კომა და სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი-ტოქსიკოლოგი, ეკა ქურდაძე ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ჭარბად მოხმარებული ალკოჰოლის შემთხვევაში, ნაბახუსევზე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანების დიდი რისკია.

- ნაბახუსევზე სასურველი არ არის ცივი წლის დალევა, ასევე ცივ ამინდში გარეთ გასვლა და შხაპის მიღება. ამ დროს ოთახის ტემპერატურის წყალის ან მინერალური სასმელის მიღებაა რეკომენდირებული. შესაძლებელია ერთი აბი ასპირინის გაღეჭვაც. ზოგადად ნებისმიერი ტიპის ალკოლოჰის გადაჭარბებით მიღება იწვევს ინტოქსიკაციას, თუმცა განსაკუთრებულად ის სასმელები, რომლებიც სპირტს დიდი რაოდენობით შეიცავენ. ამ დროს ყველაზე კარგი რჩევაა ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება, თუმცა თუ ალკოჰოლით ინტოქსიკაცია მაინც განვითარდა, აუცილებელია ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინება და დამძიმების შემთხვევაში დროული ჰოსპიტალიზაცია.

- ხშირია შემთხვევები, როდესაც ჯანმრთელ მამაკაცს, ნაბახუსევზე დაემართა გულის შეტევა, რაც შემდეგ ფატალურად დასრულდა. ასევე ექიმებისგან გვესმის, რომ ეს რისკი იზრდება 40 წლის ზევით მამაკაცებში...

- საერთოდ, ნაბახუსევზე ყველაზე დიდი რისკი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებაა. ამ დროს მნიშნვნელობა აქვს იმასაც, ადამიანი რამდენი წელია, რაც თამბაქოს მომხმარებელია. ამას ემატება მარიხუანას გამოყენებაც, რაც, ბუნებრივია, რისკ-ფაქტორი ხდება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორია ასევე კვება. მავნე ჩვევები გროვდება 20-დან 40 - წლამდე და საბოლოოდ ვიღებთ მძიმე შედეგს. სხვათა შორის ადრე ეს რისკ-ფაქტორები 60 წლის ზევით მამაკაცებში მიიჩნეოდა პრობლემად და სამწუხაროდ, ბოლო წლებში ასაკი გაახალგაზრდავდა. აქ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გამაღიზიანებლად სხვა ბევრი გარე ფაქტორიც შეიძლება იქცეს, ასევე სტრესული ცხოვრება და არაჯანსაღი კვება.

- შეიძლება ადამიანს გამოხატული სიმპტომები არ ჰქონდეს და ამ დროს გულზე სერიოზული პრობლემები ჰქონდეს?

- დიახ, ძალიან ხშირია ატიპიური ჩივილები. გულის იშემიური დაზიანების გამო, ადამიანებს შესაძლაო ჰქონდეთ ტკივილი გულმ-მკერდის, ასევე მარცხენა ხელის ან კბილის არეში, ხშირია მუცლის არეში ტკივილიც, რასაც კუჭის ტკივილს უკავშირებენ ხოლმე. ასევე გულის დაავადებების ქონის შემთხვევაში, ხშირია დაბუჟებაც. განსაკუთრებულად ადამიანს თუ დიაბეტი აქვს კიდევ უფრო ვერ გრძნობს გულის დაავადებებს. ასევე თუ ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელია, რადგან გაბრუების გამო ტკივილს ვერ გრძნობენ. ამ დროს ტკივილი ერთ-ერთი გამაფრთხილებელი ფაქტორია და უფრო ადვილად ხდება დაავადების გამოვლენა და პაციენტის სტაციონარში დროული მოთავსება. ფატალურად დასრულებული შემთხვევები ხშირად დაგვიანებული მიმართვის ბრალია.

- ბოლო დროს რამდენიმე ასეთი შემთხვევა საზოგადოებაში კოვიდვაქცინით აცრას დაბრალდა...

- ყველა ფაქტორი შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი. ვაქცინაცის შემდეგ არ არის სასურველი ალკოჰოლის მიღება, მითუმეტეს თუ ადამიანს აქვს რისკ-ფაქტორები და მავნე ჩვევები. ანტიბიოტიკის და ასევე ბევრი სხვა მედიკამენტის მიღებისასაც არ შეიძლება ალკოჰოლის მოხმარება, რადგან შეიძლება მაპროვოცირებელი გახდეს. ბოდიში მოსახლეობასთან, მაგრამ ნაკლებად გვაქვს ეს კულტურა და 40 წლის ზევით ასაკის ადამიანები არ დავდივართ პრევენციულ კვლევებზე, რათა გავარკვიოთ, რა რისკ-ფაქტორები გვაქვს და რა მდგომარეობაშია ჩვენი ჯანმრთელობა.