სპორტი
საზოგადოება
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2021 წელი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2021 წელი

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა (KIU) 2021 წელი წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა. ამის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, არა მხო­ლოდ უნი­ვერ­სი­ტე­ტის გაზ­რდი­ლი რე­ი­ტინ­გე­ბი, არა­მედ ის შე­დე­გე­ბი რომ­ლებ­საც KIU-ს სტუ­დენ­ტებ­მა მი­აღ­წი­ეს. პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, წელს KIU-ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და.

KIU-ს მე­ნე­ჯმენ­ტის გუნდთან სა­უბ­რის დროს, მათ გა­მოყ­ვეს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი, რა­საც ამ ახალ გახ­სნილ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის მე­ო­რე წელს მი­აღ­წია.

2021 წელს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად KIU-ში გან­ხორ­ცი­ელ­და 100-მდე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა, მათ შო­რის:

- მა­თე­მა­ტი­კის სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლა „ალ­გებ­რის და ანა­ლი­ზის ზო­გი­ერ­თი სტრუქ­ტუ­რა და გა­მო­ყე­ნე­ბა“

- კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის პროგ­რა­მის სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლა „ციფ­რუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა 2021“

- π დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი მა­თე­მა­ტი­კის კონ­კურ­სი KIU π-DAY MATH CONTEST

- KIU ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­თე­მა­ტი­კის ფეს­ტი­ვა­ლი KIU VISUAL MATH FEST

- მა­თე­მა­ტი­კის ზამ­თრის სკო­ლა „კალ­კუ­ლუ­სის ზო­გი­ერ­თი რჩე­უ­ლი სა­კი­თხი“

2021 წელს KIU-მ უმას­პინ­ძლა ახალ­გაზ­რდა ფი­ზი­კოს­თა 34-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირს, რო­მელ­შიც 27 ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მათ­გან 15 ქვეყ­ნის გუნ­დი KIU-ს კამ­პუს­ში იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ჩემ­პი­ო­ნა­ტი 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. „ფი­ზი­კის მსოფ­ლიო თას­ზე“ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რა­ზი­ის ლი­დერ­თა ალი­ან­სის (CELA) ის­ტო­რი­ა­ში, წელს პირ­ვე­ლად, CELA-ს ბორ­დის სხდო­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ კი ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ტარ­და. 2022 წელს იგეგ­მე­ბა CELA-ს ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მი­ის ჩა­ტა­რე­ბა KIU-ში, სა­დაც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ბიზ­ნეს და სა­ჯა­რო სექ­ტო­რის ლი­დე­რე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელს შე­უ­წყობს იმე­რე­თის რე­გი­ო­ნის და ზო­გა­დად სა­ქარ­თვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზე­ბას და მო­მა­ვა­ლი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბას ინ­დუსტრი­ა­სა და სა­ჯა­რო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის.

უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა ფოტო კონ­კურსს „KIU Photo Contest,“ რო­მე­ლიც საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ „ქარ­თუს“ და­ფი­ნან­სე­ბით და ფო­ტოგ­რაფ ნა­თე­ლა გრი­გა­ლაშ­ვილ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

KIU-ს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტებს შო­რის, გერ­მა­ნელ­მა პრო­ფე­სო­რებ­მა 15 სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტი შე­არ­ჩი­ეს, რომ­ლე­ბიც მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და ლუდ­ვიგ მაქ­სი­მი­ლი­ა­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ემ­გზავრნენ და მსოფ­ლი­ოს ამ ორი წამ­ყვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცესს გა­ეც­ნენ.

ნი­ჭი­ე­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად უნი­ვერ­სი­ტე­ტი ხელს უწყობს ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურსს, მა­თე­მა­ტი­კუ­რი და ალ­გო­რით­მუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის კონ­კურსს „M ვექ­ტო­რი“, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ინ­ტე­ლექტ-ჩემ­პი­ო­ნატს „ეტა­ლო­ნი“. Mვექ­ტო­რი­სა და ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სის ფი­ნა­ლის­ტე­ბი KIU-ში სწავ­ლის შემ­თხვე­ვა­ში სწავ­ლი­სა და კამ­პუს­ზე ცხოვ­რე­ბის სტი­პენ­დი­ებს და და­ფი­ნან­სე­ბას იღე­ბენ.

KIU-ში წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის საგ­რან­ტო პროგ­რა­მა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც და­ფი­ნანსდა სხვა­დას­ხვა სტუ­დენ­ტუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა, მათ შო­რის, შე­იქ­მნა KIU-ს ფეხ­ბურ­თის და კა­ლათ­ბურ­თის გუნ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე ას­პა­რე­ზო­ბენ ეროვ­ნულ დო­ნე­ზე კონ­კურ­სებ­ში.

KIU-მ ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მე­ბი გა­ა­ფორ­მა ევ­გე­ნი ხა­რა­ძის ეროვ­ნულ ას­ტრო­ფი­ზი­კურ ობ­სერ­ვა­ტო­რი­ას­თან, ჭი­ა­თუ­რის მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ ცენ­ტრთან, სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­შირ­თან, გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრთან, სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან (და­ფუძნ­და რე­გი­ო­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რექ­ტორ­თა კონ­ფე­რენ­ცია).

KIU-მ და­ა­ფუძნა სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბის ციკ­ლი, რომ­ლის ფარ­გლებ­ში 2021 წელს არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ცია და პრე­ზენ­ტა­ცია ჩა­ტარ­და. 2021 წელს უნი­ვერ­სი­ტეტს სხვა­დას­ხვა დროს ეწ­ვია ია­პო­ნი­ის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის, ჩე­ხე­თის, შვე­დე­თის, უნ­გრე­თის ელ­ჩე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი, პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი, გერ­მა­ნე­ლი და ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი, სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტი და დე­კა­ნე­ბის დე­ლე­გა­ცია აშშ-დან, გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რი და გუნ­დი, ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტუმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შეხ­ვდნენ სტუ­დენ­ტებს, და­ათ­ვა­ლი­ე­რეს KIU-ს კამ­პუ­სი და წა­ი­კი­თხეს სა­ჯა­რო ლექ­ცია.

KIU-ში წელს ინო­ვა­ცი­ე­ბის ეკო­სის­ტე­მის პლატ­ფორ­მა შე­იქ­მნა, რომ­ლის მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს KIU-ს რე­გი­ო­ნის წამ­ყვან სა­მე­წარ­მეო უნი­ვერ­სი­ტე­ტად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, ინ­დუსტრი­ას­თან წარ­მა­ტე­ბუ­ლი პარტნი­ო­რო­ბა და­ამ­ყა­როს და სტუ­დენ­ტე­ბი მო­ამ­ზა­დოს სა­ერ­თა­შო­რი­სოდ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბად. შე­დე­გად:

- KIU-მ TUM-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ინ­დუსტრი­ის მრჩე­ველ­თა საბ­ჭო, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს KIU-ს ინ­დუსტრი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და ინო­ვა­ცი­ე­ბის ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. საბ­ჭოს წევ­რე­ბი არი­ან უცხო­ე­თის და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის გუნ­დის წევ­რე­ბი.

- KIU-მ TUM International-თან ერ­თად ჩა­ა­ტა­რა კერ­ძო-სა­ჯა­რო პარტნი­ო­რე­ბის სე­მი­ნა­რე­ბის ციკ­ლი. შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტის კონ­ცეფ­ცია შე­მუ­შავ­და, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ინო­ვა­ცი­ე­ბის ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

- თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან (GITA).

- GITA-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და თანა-და­ფი­ნან­სე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სტარ­ტა­პე­ბის აქ­სე­ლე­რა­ცი­ის სას­წავ­ლო კურ­სი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის.

რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით, KIU-მ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ი­წყო ჭი­ა­თუ­რის მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ ცენ­ტრთან. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, KIU-ს პრო­ფე­სო­რე­ბი იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ მე-11 და მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს STEM დარ­გებ­ში გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რე­ბენ, ატა­რე­ბენ ლექ­ცი­ებს-გაკ­ვე­თი­ლებს და მო­სამ­ზა­დე­ბელ კურ­სებს მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის.

ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძის კო­მენ­ტა­რი:

2022 წელს გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­და­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე და­გეგ­მი­ლი ად­რო­ნუ­ლი თე­რა­პი­ის ცენ­ტრი. მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან კომ­პა­ნი­ას­თან IBA-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლი პრო­ტო­ნუ­ლი თე­რა­პი­იც ცენ­ტრის პრო­ექ­ტი­რე­ბა, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა. აქვე იქ­მნე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ცენ­ტრი, რო­მელ­საც თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ტო­ნუ­ლი ამაჩ­ქა­რე­ბე­ლი - ციკ­ლოტ­რო­ნი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. ცენ­ტრში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო ფი­ზი­კის, რა­დი­ა­ცი­უ­ლი ფი­ზი­კის, რა­დი­ო­ქი­მი­ი­სა და ბი­ო­ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მო­მა­ვალ წელს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცეს და­ე­მა­ტე­ბა მულ­ტიდსციპ­ლი­ნუ­რი სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბი, რაც ახალ სა­ფე­ხურ­ზე აიყ­ვანს უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვით პო­ტენ­ცი­ალს. იმე­დი გვაქვს, რომ ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა ახალ­გაზ­რდე­ბი­სათ­ვის იქ­ნე­ბა უნი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც მათ და­ეხ­მა­რე­ბა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში.

მაგ­და მაღ­რა­ძის კო­მენ­ტა­რი:

KIU უკვე გახ­და ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა­საც ერ­თი­ა­ნი-ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით სხვა­დას­ხვა რე­ი­ტინ­გე­ბი მოწ­მობს. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი მიმ­ზიდ­ვე­ლი იყოს რო­გორც ქარ­თვე­ლი, ასე­ვე უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის, ასე­ვე ინ­დუსტრი­ი­სა და კერ­ძო-სა­ჯა­რო პარტნი­ო­რე­ბის­თვის. ჩვე­ნი მი­სი­აა შევ­თა­ვა­ზოთ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბა და სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა, რაც მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის და მსოფ­ლი­ოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახა­ლი თა­ო­ბის ფორ­მი­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ­ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (KIU) ქუ­თა­ის­ში, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში მდე­ბა­რე­ობს. კამ­პუ­სი 160-მდე ჰექ­ტარ მი­წა­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი და მო­ი­ცავს ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე აკა­დე­მი­ურ კორ­პუ­სებს, ბიბ­ლი­ო­თე­კებს, კა­ფე­ტე­რი­ებს, კე­თილ­მო­წყო­ბილ სას­პორ­ტო და საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, სა­ერ­თო სა­მუ­შაო სივ­რცე­ებს, სტუ­დენ­ტურ სა­ცხოვ­რებ­ლებს, ასე­ვე სა­ცხოვ­რებ­ლებს აკა­დე­მი­უ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის­თვის. სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა და მშე­ნებ­ლო­ბა ეტა­პობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს. უნი­ვერ­სი­ტეტ­მა პირ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი 2020 წელს მი­ი­ღო და დღე­ი­სათ­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 700-მდე სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს. KIU-ს პარტნი­ო­რია მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი - მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი (TUM and TUM International).

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ana
2

ვაიმე, ეს რომ მიშას გაეხსნა, ყოველ დღე წაგვჭამდნენ ტვინს ამ მონაცემებით. "მსოფლიოში საუკეთესო"-ს ძახილით. წარმატებები ახალ უნივერსიტეტს და მის სტუდენტებს!

ანდაზა ჰოლანდიური
2

ფურცელს მოთმინება აქვსო, უთქვამთ ბრძენ ნიდერლანდელებს, რასაც გინდა იმას დაწერ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2021 წელი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2021 წელი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) 2021 წელი წარმატებით დაასრულა. ამის მაჩვენებელია, არა მხოლოდ უნივერსიტეტის გაზრდილი რეიტინგები, არამედ ის შედეგები რომლებსაც KIU-ს სტუდენტებმა მიაღწიეს. პანდემიის მიუხედავად, წელს KIU-ში სასწავლო პროცესის პარალელურად მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

KIU-ს მენეჯმენტის გუნდთან საუბრის დროს, მათ გამოყვეს რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი, რასაც ამ ახალ გახსნილმა უნივერსიტეტმა ფუნქციონირების მეორე წელს მიაღწია.

2021 წელს სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად KIU-ში განხორციელდა 100-მდე მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის:

- მათემატიკის საზაფხულო სკოლა „ალგებრის და ანალიზის ზოგიერთი სტრუქტურა და გამოყენება“

- კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის საზაფხულო სკოლა „ციფრული აზროვნება 2021“

- π დღისადმი მიძღვნილი მათემატიკის კონკურსი KIU π-DAY MATH CONTEST

- KIU ვიზუალური მათემატიკის ფესტივალი KIU VISUAL MATH FEST

- მათემატიკის ზამთრის სკოლა „კალკულუსის ზოგიერთი რჩეული საკითხი“

2021 წელს KIU-მ უმასპინძლა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირს, რომელშიც 27 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა. მათგან 15 ქვეყნის გუნდი KIU-ს კამპუსში იყო წარმოდგენილი. ჩემპიონატი 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. „ფიზიკის მსოფლიო თასზე“ საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის (CELA) ისტორიაში, წელს პირველად, CELA-ს ბორდის სხდომა საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა. 2022 წელს იგეგმება CELA-ს ლიდერობის აკადემიის ჩატარება KIU-ში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს და საჯარო სექტორის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ხელს შეუწყობს იმერეთის რეგიონის და ზოგადად საქართველოს პოპულარიზებას და მომავალი კავშირების დამყარებას ინდუსტრიასა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის.

უნივერსიტეტმა მხარი დაუჭირა ფოტო კონკურსს „KIU Photo Contest,“ რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით და ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილთან თანამშრომლობით განხორციელდა.

KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებს შორის, გერმანელმა პროფესორებმა 15 საუკეთესო სტუდენტი შეარჩიეს, რომლებიც მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში გაემგზავრნენ და მსოფლიოს ამ ორი წამყვანი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროცესს გაეცნენ.

ნიჭიერი მოსწავლეების მხარდასაჭერად უნივერსიტეტი ხელს უწყობს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს, მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსს „M ვექტორი“, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატს „ეტალონი“. Mვექტორისა და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტები KIU-ში სწავლის შემთხვევაში სწავლისა და კამპუსზე ცხოვრების სტიპენდიებს და დაფინანსებას იღებენ.

KIU-ში წარმატებით ხორციელდება სტუდენტური პროექტების საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა სხვადასხვა სტუდენტური ინიციატივა, მათ შორის, შეიქმნა KIU-ს ფეხბურთის და კალათბურთის გუნდები, რომლებიც უკვე ასპარეზობენ ეროვნულ დონეზე კონკურსებში.

KIU-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიასთან, ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან, საქართველოს რაგბის კავშირთან, განათლების საერთაშორისო ცენტრთან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საქართველოს რეგიონულ უნივერსიტეტებთან (დაფუძნდა რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია).

KIU-მ დააფუძნა საჯარო ლექციების ციკლი, რომლის ფარგლებში 2021 წელს არაერთი საინტერესო ლექცია და პრეზენტაცია ჩატარდა. 2021 წელს უნივერსიტეტს სხვადასხვა დროს ეწვია იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთის, შვედეთის, უნგრეთის ელჩები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტარები, პრემიერ მინისტრი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, გერმანელი და ქართველი მეცნიერები, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი და დეკანების დელეგაცია აშშ-დან, გაეროს განვითარების პროგრამის დირექტორი და გუნდი, ინდუსტრიის წარმომადგენლები და სხვა მნიშვნელოვანი სტუმრები, რომლებიც შეხვდნენ სტუდენტებს, დაათვალიერეს KIU-ს კამპუსი და წაიკითხეს საჯარო ლექცია.

KIU-ში წელს ინოვაციების ეკოსისტემის პლატფორმა შეიქმნა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს KIU-ს რეგიონის წამყვან სამეწარმეო უნივერსიტეტად ჩამოყალიბდეს, ინდუსტრიასთან წარმატებული პარტნიორობა დაამყაროს და სტუდენტები მოამზადოს საერთაშორისოდ კონკურენტუნარიან პროფესიონალებად. შედეგად:

- KIU-მ TUM-თან თანამშრომლობით ჩამოაყალიბა ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო, რომელიც აქტიურად მუშაობს KIU-ს ინდუსტრიასთან თანამშრომლობის და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებაზე. საბჭოს წევრები არიან უცხოეთის და საქართველოს სხვადასხვა წამყვანი კომპანიების მენეჯმენტის გუნდის წევრები.

- KIU-მ TUM International-თან ერთად ჩაატარა კერძო-საჯარო პარტნიორების სემინარების ციკლი. შედეგად, რამდენიმე პროექტის კონცეფცია შემუშავდა, რაც საქართველოში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

- თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA).

- GITA-სთან თანამშრომლობით და თანა-დაფინანსებით განახორციელა სტარტაპების აქსელერაციის სასწავლო კურსი სტუდენტებისთვის.

რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის განათლებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, KIU-მ თანამშრომლობა დაიწყო ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან. პროექტის ფარგლებში, KIU-ს პროფესორები იმერეთის რეგიონში მცხოვრებ მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს STEM დარგებში გამოცდილებას უზიარებენ, ატარებენ ლექციებს-გაკვეთილებს და მოსამზადებელ კურსებს მოსწავლეებისთვის.

ალექსანდრე თევზაძის კომენტარი:

2022 წელს განვითარების ახალ ეტაპზე გადადის უნივერსიტეტის ბაზაზე დაგეგმილი ადრონული თერაპიის ცენტრი. მსოფლიოს წამყვან კომპანიასთან IBA-სთან თანამშრომლობით მიმდინარეობს რეგიონში პირველი პროტონული თერაპიიც ცენტრის პროექტირება, სადაც შესაძლებელი იქნება სიმსივნური დაავადებების თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა. აქვე იქმნება სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელსაც თანამედროვე პროტონული ამაჩქარებელი - ციკლოტრონი მოემსახურება. ცენტრში განხორციელდება საერთაშორისო კვლევითი პროექტები სამედიცინო ფიზიკის, რადიაციული ფიზიკის, რადიოქიმიისა და ბიოფიზიკის მიმართულებით.

მომავალ წელს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცეს დაემატება მულტიდსციპლინური სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, რაც ახალ საფეხურზე აიყვანს უნივერსიტეტის კვლევით პოტენციალს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს უნივერსიტეტში სწავლა ახალგაზრდებისათვის იქნება უნიკალური გამოცდილება, რაც მათ დაეხმარება პროფესიულ განვითარებასა და დასახული მიზნების მიღწევაში.

მაგდა მაღრაძის კომენტარი:

KIU უკვე გახდა ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი დღეს საქართველოში, რასაც ერთიანი-ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით სხვადასხვა რეიტინგები მოწმობს. ჩვენი მიზანია, რომ უნივერსიტეტი მიმზიდველი იყოს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ასევე ინდუსტრიისა და კერძო-საჯარო პარტნიორებისთვის. ჩვენი მისიაა შევთავაზოთ მაღალი ხარისხის განათლება და საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება, რაც მომავალი პროფესიონალების და მსოფლიოს მოქალაქეების წარმატებული ახალი თაობის ფორმირებას შეუწყობს ხელს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 160-მდე ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. უნივერსიტეტმა პირველი სტუდენტები 2020 წელს მიიღო და დღეისათვის უნივერსიტეტში 700-მდე სტუდენტი სწავლობს. KIU-ს პარტნიორია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო უნივერსიტეტი - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM and TUM International).

NS