პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც არასოდეს უთანხმებდა მის გადაწყვეტილებებს არავის" - ლონდა თოლორაია
"პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც არასოდეს უთანხმებდა მის გადაწყვეტილებებს არავის" - ლონდა თოლორაია

"სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ძირი გა­მო­უ­თხა­რა და­მო­უ­კი­დე­ბელ უწყე­ბას, რო­მე­ლიც არა­სო­დეს უთან­ხმებ­და მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს არა­ვის და მოქ­მე­დებ­და მხო­ლოდ კა­ნო­ნის დაც­ვით" - ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა ლონ­და თო­ლო­რა­ი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ლონ­და თო­ლო­რა­ი­ამ პარ­ლა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც 2022 წლის 1 მარ­ტი­დან სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა უქ­მდე­ბა, მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებს, სტუ­დენ­ტებს, ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს,უპ­რე­ცე­დენ­ტო მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

რო­გორც თო­ლო­რა­ია აცხა­დებს, მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნით მიღ­წე­ულ იქნა მთა­ვა­რი მი­ზა­ნი - სახ­ლში იქ­ნეს გაშ­ვე­ბუ­ლი 2019 წელს პარ­ლა­მენ­ტის მიერ 6 წლის ვა­დით არ­ჩე­უ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რი და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი.

"კა­ნო­ნი მი­ღე­ბუ­ლი იქნა ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან და­ახ­ლო­ე­ბის სა­ხე­ლით, მა­შინ როცა ამ კა­ნონს, მისი მი­ღე­ბის ფორ­მას და მე­თო­დებს, არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან. კა­ნო­ნი მი­ღე­ბუ­ლი იქნა ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ხე­ლით, მა­შინ როცა კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შე­ჩე­რე­ბა მო­ი­თხო­ვა ევ­რო­კავ­შირ­მა, ევ­რო­პის საბ­ჭოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­სარ­მა, გა­ე­რომ, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა, ამე­რი­კის ელჩმა. ყვე­ლა მათ­გან­მა მი­უ­თი­თა, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის დაშ­ლა ასე­თი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით, გა­უმჭვირ­ვა­ლედ, იყო მი­უ­ღე­ბე­ლი და ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა უნდა და­ფუძ­ნე­ბო­და ფარ­თო დის­კუ­სი­ებს, ღია და ღრმა გან­ხილ­ვებს, მათ შო­რის ამ დის­კუ­სი­ებ­ში პირ­ველ რიგ­ში ჩარ­თუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი, რე­ფორ­მა უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო ფრთხი­ლად და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მი­მართ მსგავ­სი მსუს­ხა­ვი ეფექ­ტის თა­ვი­დან არი­დე­ბის გზით. ასე­ვე მი­უ­თი­თეს, რომ ეს პრო­ცე­სი საფრ­თხეს უქ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ას და ძირს უთხრის სამ­სა­ხუ­რის და­მო­უ­კი­დე­ბელ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას.

ასე­ვე, კა­ნო­ნი მი­ღე­ბუ­ლი იქნა არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მიერ 2018 წელს, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის შექ­მნამ­დე გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ხე­ლით. იმ რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ხე­ლით, რო­მე­ლიც სამ­სა­ხუ­რის შექ­მნის დროს წინ ედო იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, თუმ­ცა არ იქნა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. კა­ნო­ნი მი­ღე­ბუ­ლი იქნა იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წლე­ბის წინ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ხე­ლით, რომ­ლე­ბიც დღეს პო­ზი­ტი­უ­რად აფა­სე­ბენ სამ­სა­ხუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბას და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სამ­სა­ხუ­რის მუ­შა­ო­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცეს­ში არ გა­მო­უვ­ლე­ნი­ათ არც ერთი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ქმნი­და ამ ორ ფუნ­ქცი­ას შო­რის ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტის რის­კებს. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში, უგულ­ვე­ბელ­ყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მიერ, სამ­სა­ხუ­რის შექ­მნის შემ­დგომ გა­ცე­მუ­ლი ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და სამ­სა­ხუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბას და ინ­სტი­ტუ­ცი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას.

კა­ნო­ნი მი­ღე­ბუ­ლი იქნა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სტან­დარ­ტის ამაღ­ლე­ბის სა­ხე­ლით 4 დღე­ში, მა­შინ როცა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი კა­ნო­ნი პარ­ლა­მენ­ტში ორ წელ­ზე მე­ტია გა­ნუ­ხილ­ვე­ლად დევს თა­რო­ზე და მისი არც ერთი დე­ბუ­ლე­ბა ამ ახალ კა­ნონ­ში იმპლე­მენ­ტი­რე­ბუ­ლი არ არის.

კა­ნო­ნი მი­ღე­ბუ­ლი იქნა სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­უ­ლე­ბის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბის სა­ხე­ლით, მა­შინ როცა ახალ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს არ და­უ­მა­ტეს არც ერთი ქმე­დი­თი მე­ქა­ნიზ­მი სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად და არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს არც ერთი ის გა­მოწ­ვე­ვა, რო­მელ­ზეც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი მი­უ­თი­თებ­და თა­ვის ან­გა­რი­შებ­ში, რო­გორც სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში და­მაბ­რკო­ლე­ბელ გა­რე­მო­ე­ბას.

კა­ნო­ნი მი­ღე­ბუ­ლი იქნა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ფუნ­ქცი­ე­ბის შე­უ­თავ­სებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, თუმ­ცა სამ­სა­ხუ­რის­თვის არა­ვის უკი­თხავს თავ­სდე­ბო­და თუ არა ეს ორი ფუნ­ქცია ერ­თმა­ნეთ­თან ან რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი იყო უწყე­ბის მიერ ამ ორი ფუნ­ქცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში. პარ­ლა­მენ­ტმა ვერ და­ა­სა­ხე­ლა ვერც ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თი, რო­დის შექ­მნა პრობ­ლე­მა პრაქ­ტი­კა­ში ამ ორი ფუნ­ქცი­ის ერთი უწყე­ბის ქვეშ თა­ნა­არ­სე­ბო­ბამ.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­დე­საც არ­ჩე­ვი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე გა­ა­უქ­მა.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა, ჩვე­ნი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის სამდღი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ, შეც­ვა­ლა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბით და მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­და­ა­ნა­წი­ლოს ახ­ლად შექ­მნილ ორ უწყე­ბა­ში, თუმ­ცა ეს არ ცვლის შე­დეგს - და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტი აღარ არ­სე­ბობს. არა მგო­ნია ამ გზავ­ნი­ლის შემ­დეგ რო­მე­ლი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა შეძ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლად მისი საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მარ­თვა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. ცხა­დია ეს ძა­ლი­ან სა­ში­შია, რო­გორც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის, ასე­ვე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის.

მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სამ­სა­ხუ­რი­დან გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლეს მე და ჩემი მო­ად­გი­ლე­ე­ბი. ეს კი­დევ ერთხელ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორ­გა­ნო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბით. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად, კი­დევ ერთხელ და­ვი­ნა­ხეთ, რომ მი­უ­ღე­ბე­ლია ობი­ექ­ტუ­რი და კა­ნო­ნი­ე­რი შე­ფა­სე­ბე­ბი.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გუ­შინ აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ახა­ლი კა­ნო­ნით ამ­ჯე­რად შე­იქ­მნა ორი ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნო. ანუ, გარ­და იმი­სა, რომ პარ­ლა­მენ­ტმა პირ­და­პირ აღი­ა­რა ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა, რაც უკვე ნონ­სენ­სია, ფაქ­ტობ­რი­ვად და­ა­ნონ­სა ამ ორი ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბაც და მათ მო­მა­ვალ ხელ­მძღვა­ნე­ლებს გა­უგ­ზავ­ნა ძა­ლი­ან მკა­ფიო მე­სი­ჯი, რომ თუ ისი­ნიც იმოქ­მე­დე­ბენ და­მო­უ­კი­დებ­ლად, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა მათი სახ­ლში გაშ­ვე­ბაც.

სამ­წუ­ხა­როდ, კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე ვერ მო­ვის­მი­ნე ვერც ერთი და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი პა­სუ­ხი ჩემს კი­თხვებ­ზე: 1) ვერ მი­ვი­ღე პა­სუ­ხი რა­ტომ არ ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლე­ბი ამ ე.წ. რე­ფორ­მა­ში, 2) ვერ მი­ვი­ღე პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, რა­ტომ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პრო­ცე­სი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით, 3) ვერ მი­ვი­ღე პა­სუ­ხი რე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩეს უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი რო­მე­ლიც 6 წლი­თაა არ­ჩე­უ­ლი, 4) ვერ მი­ვი­ღე პა­სუ­ხი, რითი ძლი­ერ­დე­ბა ეს ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­ყო­ფის შემ­დეგ, 5) ვერ მი­ვი­ღე პა­სუ­ხი რო­მელ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში ტარ­დე­ბა რე­ფორ­მე­ბი ასე­თი მე­თო­დე­ბით. ნაც­ვლად იმი­სა, კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე მა­ინც ეკი­თხათ ჩემ­თვის, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი ჰქონ­და სამ­სა­ხურს და რა მო­საზ­რე­ბე­ბი მქონ­და ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე, ერ­თა­დერ­თი წუ­ხი­ლი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენტს ჰქონ­და იყო ის, თუ სა­ი­დან მო­ი­პო­ვა უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლი­თაც უწყე­ბას უშ­ლი­ან და თა­ნამ­დე­ბო­ბას უუქ­მე­ბენ. ანუ, სა­ი­დან მო­ი­პო­ვა უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ის კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლის გად­მოგ­ზავ­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა პარ­ლა­მენტს კა­ნო­ნით ჰქონ­და და­კის­რე­ბუ­ლი.

პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, ვინც დღეს ამ კა­ნო­ნის მხარ­და­ჭე­რის ღი­ლაკს ხელი და­ა­ჭი­რა, შე­ვახ­სე­ნებ, რომ სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო უწყე­ბებს ქვეყ­ნე­ბი არ ქმნი­ან იმის­თვის რომ უპი­რო­ბოდ და­ე­თან­ხმონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო უწყე­ბებს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ქმნი­ან იმის­თვის, რომ თა­ვი­სი სათ­ქმე­ლი თქვას, როცა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი არ­ღვე­ვენ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს.

ამის სა­პი­რის­პი­როდ:

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ძირი გა­მო­უ­თხა­რა და­მო­უ­კი­დე­ბელ უწყე­ბას, რო­მე­ლიც არა­სო­დეს უთან­ხმებ­და მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს არა­ვის და მოქ­მე­დებ­და მხო­ლოდ კა­ნო­ნის დაც­ვით;

თქვენ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­უ­უქ­მეთ უწყე­ბა, რო­მე­ლიც სხვის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში უკა­ნო­ნო ჩა­რე­ვი­სა და სხვი­სი მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნო გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თა­მა­მად აკის­რებ­და სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს;

დღეს თქვენ გა­ა­უქ­მეთ უწყე­ბა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას და თქვა რომ ეს ფაქ­ტი არ უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე;

თქვენ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­უ­უქ­მეთ უწყე­ბა, რო­მე­ლიც შე­ზღუ­დუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო, ადა­მი­ა­ნუ­რი, ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბით აკე­თებ­და მაქ­სი­მუმს რომ გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნა სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი;

თქვენ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­უ­უქ­მეთ უწყე­ბა, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად უწევ­და ბრძო­ლა იმის­თვის, რომ რო­გორ­მე დას­ჯი­ლიყ­ვნენ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი მო­ძა­ლა­დე მო­ხე­ლე­ე­ბი;

თქვენ დღეს ამ ქვე­ყა­ნას გა­უ­უქ­მეთ უწყე­ბა, რო­მე­ლიც ბე­დავ­და და ხმა­მაღ­ლა ამ­ბობ­და რომ მას უქ­მნიდ­ნენ პრობ­ლე­მებს და დაბ­რკო­ლე­ბებს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის პრო­ცეს­ში და არ აწ­ვდიდ­ნენ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს - დო­კუ­მენ­ტებს, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებს, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო მო­ძა­ლა­დე მო­ხე­ლე­თა და­სას­ჯე­ლად;

თქვენ დღეს ამ ქვე­ყა­ნას გა­უ­უქ­მეთ უწყე­ბა, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად ადგა ევ­რო­პულ გზას და ამ­კვიდ­რებ­და ახალ, ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს;

თქვენ დღეს გა­ა­უქ­მეთ უწყე­ბა, რო­მელ­მაც 2 წელ­ში შეძ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო ნდო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბა და თქვენ ეს ბოლო 3 დღე­ში თვალ­ნათ­ლივ და­ი­ნა­ხეთ;

დღეს თქვენ გა­ა­უქ­მეთ უწყე­ბა, რო­მე­ლიც მომ­ზა­დე­ბულ სა­კა­ნონ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­ზე ბე­დავ­და და თა­მა­მად გა­მო­ხა­ტავ­და მის კრი­ტი­კულ მო­საზ­რე­ბას, მა­შინ როცა ეს რე­ფორ­მე­ბი იყო ფა­სა­დუ­რი;

თქვენ დღეს გა­დად­გით ნა­ბი­ჯი, რო­მელ­საც არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო რე­ფორ­მას­თან;

თქვენ დღეს გა­დად­გით ნა­ჯი­ბი, რო­მელ­საც არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას­თან;

თქვენ დღეს გა­და­წყვი­ტეთ, რომ სახ­ლში გა­უშ­ვათ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რი და მისი სამი მო­ად­გი­ლე, რომ­ლებ­მაც მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბი­სა შეძ­ლეს შე­ექ­მნათ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა.

მე მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებს, სტუ­დენ­ტებს, ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ამ უპ­რე­ცე­დენ­ტო მხარ­და­ჭე­რის­თვის, რა­საც ჩვენ ბოლო 3 დღეა ვუ­ყუ­რებთ.

მე მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს თა­ნამ­შრომ­ლებს კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი და ღირ­სე­უ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის.

მე მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მო­ად­გი­ლე­ებს გი­ორ­გი გა­მე­ზარ­დაშ­ვილს, სოფო ჯი­ა­ძეს და სა­ლო­მე ბა­ხო­ლი­ანს ამ სამ­სა­ხუ­რის შექ­მნის­თვის და ღირ­სე­უ­ლი და გა­ბე­დუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის­თვის.

ეხლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სი­ტყვა. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მას გა­მო­ხა­ტუ­ლი მხარ­და­ჭე­რის­თვის. მე მაქვს ძა­ლი­ან დიდი იმე­დი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ვე­ტოს და­ა­დებს ამ კა­ნონს.

ეს სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა!

მინ­და გი­სურ­ვოთ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა!“, - გა­ნა­ცხა­და ლონ­და თო­ლო­რა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 2022 წლის 1-ელი მარ­ტი­დან სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი გა­უქ­მე­ბუ­ლია. ამა­ვე პე­რი­ო­დი­დან თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რი და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი პარ­ლა­მენ­ტმა მე­სა­მე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცა.

მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი უქ­მდე­ბა და მის ნაც­ვლად ორი უწყე­ბა - სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი და პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი იქ­მნე­ბა.

?
2

რატომ აქვს ამ ადამიანს პრეტენზია რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება უნდა ჰქონდეს? ზედამიანია? რა ცოდნა-გამოცდილება აქვს ასეთი?

ავტორი:

"პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც არასოდეს უთანხმებდა მის გადაწყვეტილებებს არავის" - ლონდა თოლორაია

"პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც არასოდეს უთანხმებდა მის გადაწყვეტილებებს არავის" - ლონდა თოლორაია

"საქართველოს პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც არასოდეს უთანხმებდა მის გადაწყვეტილებებს არავის და მოქმედებდა მხოლოდ კანონის დაცვით" - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ლონდა თოლორაიამ პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა უქმდება, მკაცრად გააკრიტიკა, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო სექტორს, პარლამენტის წევრებს, საზოგადოების წევრებს, სტუდენტებს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს,უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც თოლორაია აცხადებს, მიღებული კანონით მიღწეულ იქნა მთავარი მიზანი - სახლში იქნეს გაშვებული 2019 წელს პარლამენტის მიერ 6 წლის ვადით არჩეული დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.

"კანონი მიღებული იქნა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების სახელით, მაშინ როცა ამ კანონს, მისი მიღების ფორმას და მეთოდებს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან. კანონი მიღებული იქნა ევროპული ღირებულებების სახელით, მაშინ როცა კანონის მიღების შეჩერება მოითხოვა ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, გაერომ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტარებმა, ამერიკის ელჩმა. ყველა მათგანმა მიუთითა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის დაშლა ასეთი დაჩქარებული წესით, გაუმჭვირვალედ, იყო მიუღებელი და ამ კანონის მიღება უნდა დაფუძნებოდა ფართო დისკუსიებს, ღია და ღრმა განხილვებს, მათ შორის ამ დისკუსიებში პირველ რიგში ჩართული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რეფორმა უნდა განხორციელებულიყო ფრთხილად და თანამდებობის პირების მიმართ მსგავსი მსუსხავი ეფექტის თავიდან არიდების გზით. ასევე მიუთითეს, რომ ეს პროცესი საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას და ძირს უთხრის სამსახურის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას.

ასევე, კანონი მიღებული იქნა არასამთავრობო სექტორის მიერ 2018 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნამდე გაცემული რეკომენდაციის სახელით. იმ რეკომენდაციის სახელით, რომელიც სამსახურის შექმნის დროს წინ ედო იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული. კანონი მიღებული იქნა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წლების წინ გაცემული რეკომენდაციის სახელით, რომლებიც დღეს პოზიტიურად აფასებენ სამსახურის საქმიანობას და აღნიშნავენ, რომ სამსახურის მუშაობის დაკვირვების პროცესში არ გამოუვლენიათ არც ერთი პრობლემა, რომელიც ქმნიდა ამ ორ ფუნქციას შორის ინტერესთა კონფლიქტის რისკებს. ამის პარალელურად, საქართველოს პარლამენტმა, ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უგულვებელყო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ, სამსახურის შექმნის შემდგომ გაცემული ყველა რეკომენდაცია, რომელიც რეალურად ემსახურებოდა სამსახურის გაძლიერებას და ინსტიტუციურ განვითარებას.

კანონი მიღებული იქნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლების სახელით 4 დღეში, მაშინ როცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ევროპული კანონი პარლამენტში ორ წელზე მეტია განუხილველად დევს თაროზე და მისი არც ერთი დებულება ამ ახალ კანონში იმპლემენტირებული არ არის.

კანონი მიღებული იქნა სამოხელეო დანაშაულების საგამოძიებო სამსახურის გაძლიერების სახელით, მაშინ როცა ახალ საგამოძიებო სამსახურს არ დაუმატეს არც ერთი ქმედითი მექანიზმი სამოხელეო დანაშაულების გამოსაძიებლად და არ გაითვალისწინეს არც ერთი ის გამოწვევა, რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიუთითებდა თავის ანგარიშებში, როგორც სამოხელეო დანაშაულების გამოძიების პროცესში დამაბრკოლებელ გარემოებას.

კანონი მიღებული იქნა საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციების შეუთავსებლობის მოტივით, თუმცა სამსახურისთვის არავის უკითხავს თავსდებოდა თუ არა ეს ორი ფუნქცია ერთმანეთთან ან რა გამოწვევები იყო უწყების მიერ ამ ორი ფუნქციის განხორციელების პროცესში. პარლამენტმა ვერ დაასახელა ვერც ერთი კონკრეტული მაგალითი, როდის შექმნა პრობლემა პრაქტიკაში ამ ორი ფუნქციის ერთი უწყების ქვეშ თანაარსებობამ.

საქართველოს პარლამენტმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც არჩევითი თანამდებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გააუქმა.

საბედნიეროდ, საქართველოს პარლამენტმა, ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის სამდღიანი ბრძოლის შემდეგ, შეცვალა დამოკიდებულება სამსახურის თანამშრომლებთან მიმართებით და მიიღო გადაწყვეტილება თანამშრომლები გადაანაწილოს ახლად შექმნილ ორ უწყებაში, თუმცა ეს არ ცვლის შედეგს - დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი აღარ არსებობს. არა მგონია ამ გზავნილის შემდეგ რომელიმე თანამდებობის პირმა შეძლოს დამოუკიდებლად მისი საქმიანობის წარმართვა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. ცხადია ეს ძალიან საშიშია, როგორც ადამიანის უფლებებისთვის, ასევე დამოუკიდებელი ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.

მიღებული კანონის თანახმად, სამსახურიდან გაგვათავისუფლეს მე და ჩემი მოადგილეები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის მიუღებელი იყო დამოუკიდებელი ორგანო დამოუკიდებელი ხელმძღვანელებით. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ მიუღებელია ობიექტური და კანონიერი შეფასებები.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გუშინ აღნიშნა, რომ ამ ახალი კანონით ამჯერად შეიქმნა ორი ანტიკონსტიტუციური ორგანო. ანუ, გარდა იმისა, რომ პარლამენტმა პირდაპირ აღიარა ანტიკონსტიტუციური კანონის მიღება, რაც უკვე ნონსენსია, ფაქტობრივად დაანონსა ამ ორი ახალი სამსახურის გაუქმებაც და მათ მომავალ ხელმძღვანელებს გაუგზავნა ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ თუ ისინიც იმოქმედებენ დამოუკიდებლად, არანაირი პრობლემა არ იქნება მათი სახლში გაშვებაც.

სამწუხაროდ, კომიტეტის სხდომაზე ვერ მოვისმინე ვერც ერთი დასაბუთებული პასუხი ჩემს კითხვებზე: 1) ვერ მივიღე პასუხი რატომ არ ვიყავით ჩართულები ამ ე.წ. რეფორმაში, 2) ვერ მივიღე პასუხი კითხვაზე, რატომ მიმდინარეობდა პროცესი დაჩქარებული წესით, 3) ვერ მივიღე პასუხი რეფორმირებული უწყების ხელმძღვანელად რატომ არ შეიძლება დარჩეს უწყების ხელმძღვანელი რომელიც 6 წლითაა არჩეული, 4) ვერ მივიღე პასუხი, რითი ძლიერდება ეს ორი მიმართულება გაყოფის შემდეგ, 5) ვერ მივიღე პასუხი რომელ ევროპულ ქვეყანაში ტარდება რეფორმები ასეთი მეთოდებით. ნაცვლად იმისა, კომიტეტის სხდომაზე მაინც ეკითხათ ჩემთვის, რა გამოწვევები ჰქონდა სამსახურს და რა მოსაზრებები მქონდა ამ კანონპროექტზე, ერთადერთი წუხილი, რომელიც პარლამენტს ჰქონდა იყო ის, თუ საიდან მოიპოვა უწყების ხელმძღვანელმა კანონპროექტი, რომლითაც უწყებას უშლიან და თანამდებობას უუქმებენ. ანუ, საიდან მოიპოვა უწყების ხელმძღვანელმა ის კანონპროექტი, რომლის გადმოგზავნის ვალდებულება პარლამენტს კანონით ჰქონდა დაკისრებული.

პარლამენტის წევრებს, ვინც დღეს ამ კანონის მხარდაჭერის ღილაკს ხელი დააჭირა, შევახსენებ, რომ საზედამხედველო უწყებებს ქვეყნები არ ქმნიან იმისთვის რომ უპირობოდ დაეთანხმონ ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებას. საზედამხედველო უწყებებს განვითარებულ ქვეყნებში ქმნიან იმისთვის, რომ თავისი სათქმელი თქვას, როცა სახელმწიფო უწყებები არღვევენ ადამიანის უფლებებს.

ამის საპირისპიროდ:

საქართველოს პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც არასოდეს უთანხმებდა მის გადაწყვეტილებებს არავის და მოქმედებდა მხოლოდ კანონის დაცვით;

თქვენ დღეს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელიც სხვის პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევისა და სხვისი მონაცემების უკანონო გამოყენებისთვის, პასუხისმგებლობას თამამად აკისრებდა საჯარო დაწესებულებებს;

დღეს თქვენ გააუქმეთ უწყება, რომელიც პირველი გამოეხმაურა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას და თქვა რომ ეს ფაქტი არ უნდა დარჩენილიყო რეაგირების გარეშე;

თქვენ დღეს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელიც შეზღუდული საკანონმდებლო, ადამიანური, ფინანსური რესურსებით აკეთებდა მაქსიმუმს რომ გამოეძიებინა სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტები;

თქვენ დღეს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელსაც მუდმივად უწევდა ბრძოლა იმისთვის, რომ როგორმე დასჯილიყვნენ დანაშაულის ჩამდენი მოძალადე მოხელეები;

თქვენ დღეს ამ ქვეყანას გაუუქმეთ უწყება, რომელიც ბედავდა და ხმამაღლა ამბობდა რომ მას უქმნიდნენ პრობლემებს და დაბრკოლებებს მტკიცებულებების მოპოვების პროცესში და არ აწვდიდნენ მტკიცებულებებს - დოკუმენტებს, ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც აუცილებელი იყო მოძალადე მოხელეთა დასასჯელად;

თქვენ დღეს ამ ქვეყანას გაუუქმეთ უწყება, რომელიც ნამდვილად ადგა ევროპულ გზას და ამკვიდრებდა ახალ, ევროპულ სტანდარტებს;

თქვენ დღეს გააუქმეთ უწყება, რომელმაც 2 წელში შეძლო საზოგადოების უპრეცედენტო ნდობისა და მხარდაჭერის მოპოვება და თქვენ ეს ბოლო 3 დღეში თვალნათლივ დაინახეთ;

დღეს თქვენ გააუქმეთ უწყება, რომელიც მომზადებულ საკანონდებლო ცვლილებებზე ბედავდა და თამამად გამოხატავდა მის კრიტიკულ მოსაზრებას, მაშინ როცა ეს რეფორმები იყო ფასადური;

თქვენ დღეს გადადგით ნაბიჯი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეფორმასთან;

თქვენ დღეს გადადგით ნაჯიბი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან;

თქვენ დღეს გადაწყვიტეთ, რომ სახლში გაუშვათ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი სამი მოადგილე, რომლებმაც მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა შეძლეს შეექმნათ დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება.

მე მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო სექტორს, პარლამენტის წევრებს, საზოგადოების წევრებს, სტუდენტებს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ამ უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენ ბოლო 3 დღეა ვუყურებთ.

მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს კეთილსინდისიერი და ღირსეული მუშაობისთვის.

მე მინდა მადლობა გადავუხადო მოადგილეებს გიორგი გამეზარდაშვილს, სოფო ჯიაძეს და სალომე ბახოლიანს ამ სამსახურის შექმნისთვის და ღირსეული და გაბედული გადაწყვეტილებებისთვის.

ეხლა მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა. მინდა მადლობა გადავუხადო მას გამოხატული მხარდაჭერისთვის. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს.

ეს სამართლებრივი ბრძოლა არ დასრულებულა!

მინდა გისურვოთ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ ქვეყანაში ცხოვრება!“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია. ამავე პერიოდიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ნაცვლად ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.