კათოლიკოს-პატრიარქმა პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დალოცა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური "ფეისბუქში" ავრცელებს.
"დღეს, 2021 წლის 29 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე, ბატონი შალვა პაპუაშვილი დალოცა და საჩუქრად ხატი გადასცა.
პარლამენტის თავმჯდომარე უწმინდესს მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ეწვია." - ვკითხულობთ განცხადებაში.