Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"თითი ჩაწიე, ჭკვიანად იყავი, ნუ "ბლატაობ“ - ხმაური და არეულობა საპარლამენტო კომიტეტების სხდომაზე: ვინ ვის დაუპირისპირდა?
"თითი ჩაწიე, ჭკვიანად იყავი, ნუ "ბლატაობ“ - ხმაური და არეულობა საპარლამენტო კომიტეტების სხდომაზე: ვინ ვის დაუპირისპირდა?

საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტე­ბის ერ­თობ­ლივ სხდო­მა­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტებ­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას გა­ნი­ხი­ლავ­დნენ.

უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბი - მიხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძე, ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რი და რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის“ თავ­მჯდო­მა­რის ედუ­არდ მა­რი­კაშ­ვი­ლის სი­ტყვებ­მა გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ სხდო­მა­ზე მყო­ფი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან.

"ერ­თა­დერ­თი, რაც შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ, არის ის, რომ და­გარ­ქვათ სა­ხე­ლი, და­ვარ­ქვათ თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს სა­ხე­ლი, რათა შემ­დგომ ის გა­მოჩ­ნდეს რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე, ისე მო­სახ­ლე­ო­ბამ და­ი­ნა­ხოს თქვენ რა გქვი­ათ - თქვენ ახლა ყვე­ლა ხართ ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - გივი, ალუ­და და ა.შ“, - აღ­ნიშ­ნა ედუ­არდ მა­რი­კაშ­ვილ­მა.

ამის სა­პა­სუ­ხოდ, უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა მა­რი­კაშ­ვილს მი­მარ­თა სი­ტყვე­ბით: "შე­უ­რა­ცხყო­ფას გვა­ყე­ნებ. თითი ჩა­წიე, ჭკვი­ა­ნად იყა­ვი.ნუ ბლა­ტა­ობ“.

სი­ტყვი­ერ შე­ლა­პა­რა­კე­ბას ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი თინა ბო­კუ­ჩა­ვა, რო­მელ­მაც ღუ­დუ­შა­ურს მი­მარ­თა: "ბა­ტო­ნო ალუ­და, დიდი ბო­დი­ში, მაგ­რამ სი­ტყვა "ბლა­ტა­ო­ბა“ და ასე­თი ტერ­მი­ნო­ლო­გია გა­მო­ი­ყე­ნეთ ქუ­ჩა­ში. ნუ ბე­დავთ და პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში ასეთ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ას ნუ იყე­ნებთ. ასე­ვე, ბა­ტო­ნო მი­ხე­ილ (სარ­ჯვე­ლა­ძე), მი­მარ­თეთ ეთი­კის კო­მი­სი­ას იმის­თვის, რომ ბა­ტო­ნი ალუ­დას მიერ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და პარ­ლა­მენ­ტის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­თა­ნა­დოდ რე­ა­გი­რე­ბის ქვეშ მო­ექ­ცეს“.

ამის შემ­დეგ მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძის მი­თი­თე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ედუ­არდ მა­რი­კაშ­ვილს სი­ტყვის დას­რუ­ლე­ბის და კი­თხვის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა. სარ­ჯვე­ლა­ძემ მა­რი­კაშ­ვილს მიკრო­ფო­ნის გა­მორ­თვა მოს­თხო­ვა, რის შემ­დე­გაც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სხდო­მა და­ტო­ვა.

"ზუს­ტად ამი­ტომ ამარ­თლებთ იმ სა­ხელს, რო­მე­ლიც და­გარ­ქვით“, - ასე მი­მარ­თა სხდო­მის და­ტო­ვე­ბამ­დე ედუ­არდ მა­რი­კაშ­ვილ­მა სარ­ჯვე­ლა­ძეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი რეპ­ლი­კა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა უპა­სუ­ხოდ არ და­ტო­ვა.

"შე­გიძ­ლი­ათ სა­კუ­თარ სა­ახ­ლობ­ლო­ში მო­ნა­ხოთ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც შე­გიძ­ლი­ათ სა­ხე­ლი და­არ­ქვათ. ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ამის უფ­ლე­ბა არ გაქვთ“, - გა­ნუ­ცხა­და სარ­ჯვე­ლა­ძემ.

თავ­და­პირ­ვე­ლად, მა­რი­კაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლა იმით და­ი­წყო, რომ მან "ქარ­თლუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვის გამო გა­აკ­რი­ტი­კა.

"ეს ფორ­მა­ტი ძა­ლი­ან ჰგავს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერთი იდე­ო­ლო­გის ცნო­ბილ სკეჩს, რო­დე­საც ადა­მი­ანს აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას, სულ­ში აფურ­თხე­ბენ და ეს ადა­მი­ა­ნი რომ ბრაზ­დე­ბა, მობ­რუ­ნე­ბულს ეუბ­ნე­ბი­ან, რომ სტა­ბი­ლუ­რო­ბა უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. თქვენ აყე­ნებთ შე­უ­რა­ცხყო­ფას თქვე­ნი­ვე ინ­სტი­ტუ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს, დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მერე გვე­უბ­ნე­ბით, რომ სტა­ბი­ლუ­რო­ბა უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ“, - გა­ნუ­ცხა­და დე­პუ­ტა­ტებს მა­რი­კაშ­ვილ­მა სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის და­წყე­ბამ­დე.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტია და მას გა­უქ­მე­ბა სწო­რედ ამი­ტომ ემუქ­რე­ბა.

"ბა­ტონ­მა რატი იო­ნა­თა­მიშ­ვილ­მა ისა­უბ­რა ევ­რო­პუ­ლი ტი­პის სხვა­დას­ხვა გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და მინ­და პრინ­ცი­პე­ბის დო­ნე­ზე გი­თხრათ, რომ ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი არის მი­უ­ღე­ბე­ლი, რად­გან ის არ­ღვევს ერთ-ერთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან კონ­სტი­ტუ­ცი­ურ პრინ­ციპს - ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბით ირ­ღვე­ვა წო­ნას­წო­რო­ბა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებ­მა და­ა­ბა­ლან­სონ პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბი, არ და­ე­მორ­ჩი­ლონ პო­ლი­ტი­კურ გავ­ლე­ნებს და იყ­ვნენ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი პრინ­ცი­პი, რო­მელ­ზეც დგას ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცია, მაგ­რამ პრაქ­ტი­კა­ში რამ­დე­ნად ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ეს სხვა სა­კი­თხია.

თქვენ ეს სიჩ­ქა­რე ძა­ლი­ან აკ­რე­ფი­ლი გაქვთ და ამ ეტაპ­ზე ვე­რა­ფე­რი გა­ჩე­რებთ, რომ თქვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბი გა­ავ­რცე­ლოთ და­მო­უ­კი­დე­ბელ ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და "სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ედუ­არდ მა­რი­კაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სხდო­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვეს.

ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ხილ­ვის შემ­დეგ, პარ­ლა­მენ­ტის საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტებ­მა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას, ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით, მხა­რი და­უ­ჭი­რა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
1

ზედმეტად მიმაჩნია ეს თანამდებობა

დგ
2

გრანტები მოენატრათ

ავტორი:

"თითი ჩაწიე, ჭკვიანად იყავი, ნუ "ბლატაობ“ - ხმაური და არეულობა საპარლამენტო კომიტეტების სხდომაზე: ვინ ვის დაუპირისპირდა?

"თითი ჩაწიე, ჭკვიანად იყავი, ნუ "ბლატაობ“ - ხმაური და არეულობა საპარლამენტო კომიტეტების სხდომაზე: ვინ ვის დაუპირისპირდა?

საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავდნენ.

უმრავლესობის დეპუტატები - მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური და რატი იონათამიშვილი "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარის ედუარდ მარიკაშვილის სიტყვებმა გააღიზიანა, რომელმაც აღნიშნა, რომ სხდომაზე მყოფი "ქართული ოცნების“ დეპუტატები ავტორიტარიზმის წარმომადგენლები არიან.

"ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ დაგარქვათ სახელი, დავარქვათ თქვენს გადაწყვეტილებებს სახელი, რათა შემდგომ ის გამოჩნდეს როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე მოსახლეობამ დაინახოს თქვენ რა გქვიათ - თქვენ ახლა ყველა ხართ ავტორიტარიზმის წარმომადგენლები - გივი, ალუდა და ა.შ“, - აღნიშნა ედუარდ მარიკაშვილმა.

ამის საპასუხოდ, უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა მარიკაშვილს მიმართა სიტყვებით: "შეურაცხყოფას გვაყენებ. თითი ჩაწიე, ჭკვიანად იყავი.ნუ ბლატაობ“.

სიტყვიერ შელაპარაკებას ასევე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, რომელმაც ღუდუშაურს მიმართა: "ბატონო ალუდა, დიდი ბოდიში, მაგრამ სიტყვა "ბლატაობა“ და ასეთი ტერმინოლოგია გამოიყენეთ ქუჩაში. ნუ ბედავთ და პარლამენტის სხდომათა დარბაზში ასეთ ტერმინოლოგიას ნუ იყენებთ. ასევე, ბატონო მიხეილ (სარჯველაძე), მიმართეთ ეთიკის კომისიას იმისთვის, რომ ბატონი ალუდას მიერ შეურაცხმყოფელი და პარლამენტისთვის შეუფერებელი ტერმინოლოგიის გამოყენება სათანადოდ რეაგირების ქვეშ მოექცეს“.

ამის შემდეგ მიხეილ სარჯველაძის მითითების საფუძველზე, ედუარდ მარიკაშვილს სიტყვის დასრულების და კითხვის დასმის საშუალება არ მიეცა. სარჯველაძემ მარიკაშვილს მიკროფონის გამორთვა მოსთხოვა, რის შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა სხდომა დატოვა.

"ზუსტად ამიტომ ამართლებთ იმ სახელს, რომელიც დაგარქვით“, - ასე მიმართა სხდომის დატოვებამდე ედუარდ მარიკაშვილმა სარჯველაძეს.

აღნიშნული რეპლიკა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა უპასუხოდ არ დატოვა.

"შეგიძლიათ საკუთარ საახლობლოში მონახოთ ადამიანები, ვისაც შეგიძლიათ სახელი დაარქვათ. ჩემთან მიმართებაში ამის უფლება არ გაქვთ“, - განუცხადა სარჯველაძემ.

თავდაპირველად, მარიკაშვილის გამოსვლა იმით დაიწყო, რომ მან "ქართლული ოცნება“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივის გამო გააკრიტიკა.

"ეს ფორმატი ძალიან ჰგავს "ქართული ოცნების“ ერთ-ერთი იდეოლოგის ცნობილ სკეჩს, როდესაც ადამიანს აყენებენ შეურაცხყოფას, სულში აფურთხებენ და ეს ადამიანი რომ ბრაზდება, მობრუნებულს ეუბნებიან, რომ სტაბილურობა უნდა შეინარჩუნოს. თქვენ აყენებთ შეურაცხყოფას თქვენივე ინსტიტუტის წარმომადგენლებს, დამსწრე საზოგადოებას და მერე გვეუბნებით, რომ სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ“, - განუცხადა დეპუტატებს მარიკაშვილმა სიტყვიერი დაპირისპირების დაწყებამდე.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი ინსტიტუტია და მას გაუქმება სწორედ ამიტომ ემუქრება.

"ბატონმა რატი იონათამიშვილმა ისაუბრა ევროპული ტიპის სხვადასხვა გამოცდილებაზე და მინდა პრინციპების დონეზე გითხრათ, რომ ეს კანონპროექტი არის მიუღებელი, რადგან ის არღვევს ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან კონსტიტუციურ პრინციპს - ამ კანონის მიღებით ირღვევა წონასწორობა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა დააბალანსონ პოლიტიკური გავლენები, არ დაემორჩილონ პოლიტიკურ გავლენებს და იყვნენ დამოუკიდებელი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური პრინციპი, რომელზეც დგას ჩვენი კონსტიტუცია, მაგრამ პრაქტიკაში რამდენად ხორციელდება, ეს სხვა საკითხია.

თქვენ ეს სიჩქარე ძალიან აკრეფილი გაქვთ და ამ ეტაპზე ვერაფერი გაჩერებთ, რომ თქვენი პოლიტიკური გავლენები გაავრცელოთ დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე“, - განაცხადა "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა.

ცნობისთვის, აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე წუთში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ხმაურიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა.