ავტორი:

ქალმა გადაუდებელი დახმარების სამსახურს იმის გამო დაურეკა,  რომ შეყვარებულმა მის კოცნაზე უარი თქვა - უჩვეულო შემთხვევა ბრიტანეთში

ქალმა გადაუდებელი დახმარების სამსახურს იმის გამო დაურეკა,  რომ შეყვარებულმა მის კოცნაზე უარი თქვა - უჩვეულო შემთხვევა ბრიტანეთში

გადაუდებელი დახმარების სამსახურში ყოველდღიურად მრავალი სახის ზარი შედის და ეს კონკრეტული შემთხვევა განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახდა დიდი ბრიტანეთის გადაუდებელი სამსახურის თანამშრომლებისთვის.

999-ში დარეკა ქალმა და იჩივლა, რომ შეყვარებული მის კოცნაზე უარს ამბობდა. უჩვეულო ზარის შემდეგ გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა გაიხსენეს, რომ მათ უამრავ უცნაურ ადამიანთან უწევთ კომუნიკაცია, თუმცა მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ჰქონიათ.

"გვეკითხებიან მატარებლების გასვლის საათს, ან სტომატოლოგის ტელეფონის ნომერს, ხან კი იმის გამო ჩივიან, რომ წყლის მიწოდება შეუწყდათ. იყო კიდევ შემთხვევა, როცა დღესასწაულის პერიოდში, ქალმა ასჯერ დარეკა და წუწუნებდა, რომ მოწყენილი იყო და არავინ ედარდებოდა."

დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა თქვეს, რომ შარშან, შობისა და ახალი წლის კვირას, დღეში 265 999 ზარი შედიოდა დღის განმავლობაში,.

ისინი აღშფოთებულები არიან იმ ზარებით, რომლებიც რეალურ პრობლემებს და საგანაგაშო სიტუაციას არ ეხება იმაზე წუხან, რომ ამგავრი საქციელით, მართლა საფრთხეში მყოფ ადამიანებს ექმნებათ პრობლემები და ოფიცრებსაც ფუჭად ეკარგებათ დრო:

"ჩვენ ვერც ტაქსის გამოძახებაში, ვერც საჭმლის ბინაზე მოტანაში და ვერც სტომატოლოგის ნომრის შოვნაში ვერ დაგეხმარებით“, - აცხადებენ ბრიტანულ გადაუდებელი დახმარების სამსახურში.

მოამზადა ანა სიბოშვილმა