Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"რეგიონში ტურბულენტობაა..." - "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი და საქართველო მსოფლიოსა და რეგიონში გავლენების განაწილების ახლებური მცდელობების ჭრილში
"რეგიონში ტურბულენტობაა..." - "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი და საქართველო მსოფლიოსა და რეგიონში გავლენების განაწილების ახლებური მცდელობების ჭრილში

17 დე­კემ­ბერს ბრი­უ­სელ­ში გა­ი­მარ­თა აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის მო­რი­გი სა­მი­ტი, რო­მე­ლიც, ექ­სპერტთა შე­ფა­სე­ბით, საკ­მა­ოდ უინ­ტე­რე­სო გა­მოდ­გა. იმ ხუთი ქვეყ­ნის­თვის, რომ­ლე­ბიც მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ (ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო სა­მიტს არ და­ეს­წრო), ევ­რო­კავ­შირს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი შე­უ­თა­ვა­ზე­ბია. თუ დღეს ევ­რო­პა­სა თუ მსოფ­ლი­ო­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ეს იქ­ნებ არც იყოს გა­საკ­ვი­რი - პან­დე­მია, ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლებ­ზე მზარ­დი ფა­სე­ბი, რუ­სე­თის მიერ ია­რა­ღის ჟღა­რუ­ნი ისე­დაც მე­ტის­მე­ტად პრაგ­მა­ტულ ევ­რო­პას, სა­ვა­რა­უ­დოდ, უფრო ფრთხი­ლი მოქ­მე­დე­ბის­კენ უბიძ­გებს. არის თუ არა ნამ­დვი­ლად ასე, მით უფრო იმ ფონ­ზე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თი ექა­ჩე­ბა ფორ­მატ­ში "3+3“, რო­მე­ლიც კრემლს ყველ­ზე მე­ტად რე­გი­ო­ნი­დან და­სავ­ლე­თის­თვის ფე­ხის ამო­საკ­ვე­თად სჭირ­დე­ბა.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის პროგ­რა­მა­ში 6 სა­ხელ­მწი­ფოა ჩარ­თუ­ლი, თუმ­ცა მას­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი ყვე­ლას თა­ნაბ­რად არ გა­აჩ­ნია. ამას სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზი გა­ნა­პი­რო­ბებს - თუკი აზერ­ბა­ი­ჯანს ნაკ­ლე­ბი ნდო­ბა აქვს, სომ­ხეთ­ზე რუ­სე­თის მხრი­დან დიდი ზე­წო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა ბე­ლა­რუსს - ის არა­თუ მშვი­დო­ბის ხელ­შემ­წყო­ბი, მიგ­რა­ცი­ის კრი­ზი­სის ერთ-ერთი ავ­ტო­რია. ვგუ­ლის­ხმობ, ლატ­ვი­ის, ლი­ე­ტუ­ვის და პო­ლო­ნე­თის სა­ზღვრებ­ზე მიგ­რან­ტთა უკა­ნო­ნო შე­დი­ნე­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, დარ­ჩა 3 ქვე­ყა­ნა, რომ­ლის­თვი­საც ევ­რო­პას­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - სა­ქარ­თვე­ლო, უკ­რა­ი­ნა და მოლ­დო­ვა“, - ამ­ბობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხთა ექ­სპერ­ტი გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე, რომ­ლის შე­ფა­სე­ბი­თაც, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

"ამა­ზე მი­უ­თი­თებს და­ნი­ელ­სო­ნი­სა და მი­შე­ლის ხში­რი ვი­ზი­ტე­ბი, მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი - ჩვენ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ელი­ტამ ზარ-ზე­ი­მით მი­ღე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე უარი თქვა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მიტ­ზე პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­ტყვს, ეს საკ­მა­ოდ სტან­დარ­ტუ­ლი გა­მოს­ვლა იყო. ამას­თა­ნა­ვე, ერ­თია იცო­დე თუ რა გჭირ­დე­ბა პარტნი­ო­რე­ბის­გან და მე­ო­რე, თუ რა ძა­ლის­ხმე­ვას იჩენ მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

სა­გუ­ლის­ხმოა, რამ­დე­ნად გვაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. სხვა­თა შო­რის, ნდო­ბის პრობ­ლე­მა არის არა მხო­ლოდ ევ­როს­ტრუქ­ტუ­რებ­თან, არა­მედ მთა­ვარ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ აშშ-თა­ნაც. შარლ მი­შე­ლის უამ­რა­ვი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გე­ბი მა­ინც ვერ მი­ვი­ღეთ და მათ უჩ­ნდე­ბათ შე­კი­თხვა - აქვს კი აზრი მათ ქმე­დე­ბებს? როცა რა­ღაც ფუ­ჭად ჩა­ივ­ლის, შემ­დეგ გაქვს გან­ცდა, რომ მო­მა­ვალ­ში აქ­ტი­უ­რო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ბას კარ­გავს.

ჩვენ თუ აქამ­დე მი­ვე­დით, რომ გვი­ხა­რია და კარ­გია ის, რომ სან­ქცი­ებს ავ­ცდით, მა­შინ მარ­თლა კარ­გად ყო­ფი­ლა საქ­მე. გა­ვიხ­სე­ნოთ, ვის უწე­სე­ბენ სან­ქცი­ებს? - ბე­ლა­რუსს, რუ­სეთს, ირანს. ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი და მის­წრა­ფე­ბე­ბი გა­ცი­ლე­ბით დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უნდა იყოს“, - ამ­ბობს გობ­რო­ნი­ძე.

ექ­სპერტ თენ­გიზ ფხა­ლა­ძის თქმით, სა­მი­ტის შედ­გებ­ზე სუბ­რი­სას ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კონ­ტექ­სტია.

"ვგუ­ლის­ხმობ არა მხო­ლოდ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, ზო­გა­დად, შავი ზღვის რე­გი­ონ­სა თუ თვი­თონ ევ­რო­კავ­შირ­სა და მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, რო­მელ­თაც, ძი­რი­თა­დად, რუ­სე­თი ქმნის. შე­სა­ბა­მი­სად, ეს სა­მი­ტი ვერ იქ­ნე­ბო­და რი­გი­თი მოვ­ლე­ნა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ნათ­ლად წარ­მოჩ­ნდა ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ფორ­მა­ტი, რაც ჩვენ­თვის ნამ­დვი­ლად კარ­გია. მკა­ფი­ოდ ით­ქვა, რომ ამ ქვეყ­ნებს აქვთ სხვა მის­წრა­ფე­ბე­ბი, რო­მელ­თაც აღი­ა­რებს ევ­რო­კავ­ში­რი და არა მხო­ლოდ აღი­ა­რებს, მზად არის, ხელი შე­უ­წყოს მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა გახ­და Horizon Europe-ის ნა­წი­ლი, რაც ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებ­თან მე­დი­ა­ცი­ა­სა და კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ მუ­შა­ო­ბას. გარ­და ამი­სა, სა­მი­ტის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში გა­მო­იკ­ვე­თა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის სა­კი­თხი; ასე­ვე არის ჩა­ნა­წე­რი იმ პრო­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც ხელი უნდა შე­უ­წყოს პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბის მეტ და­ახ­ლო­ე­ბას და ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას. ცხა­დია, ვი­სურ­ვებ­დი, რომ დეკ­ლა­რა­ცი­ას მა­ლე­ვე მოჰ­ყვეს რე­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი და კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც სექ­ტო­რულ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ლა­პა­რა­კია ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბა­ზეც, რო­მელ­საც მი­ი­ღე­ბენ პარტნი­ო­რო­ბის წევ­რე­ბი, მათ შო­რის - სა­ქარ­თვე­ლოც”, - ამ­ბობს ფხა­ლა­ძე.

ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და და­სავ­ლეთს შო­რის არ­სე­ბობს პრობ­ლე­მე­ბი, რაც დიდ­წი­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არას­წო­რი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია.

"რთუ­ლია, ამის მი­ზე­ზე­ბი ზუს­ტად ამ­ტკი­ცო. შე­საძ­ლოა ათ­ვლის წერ­ტი­ლი თა­ვის დრო­ზე, პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­ზე უა­რის თქმა იყო. არ გა­მოვ­რი­ცხავ, მთა­ვა­რი გან­მსა­ზღვრე­ლი სა­სა­მარ­თლოს სა­ში­ნე­ლი რე­ფორ­მაც ყო­ფი­ლი­ყო. კი­დევ ერთი სირ­თუ­ლე ანაკ­ლი­ის პორ­ტის შე­ჩე­რე­ბაა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ერთ დღეს პრე­მი­ე­რი ბახ­ტა­ძე ამ­ბობს, რომ პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა, რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა ჩერ­დე­ბა. რო­გორ აღიქ­მე­ბო­და ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­გობ­რე­ბის თვალ­ში?

გა­უ­გე­ბა­რი იყო სხვა სა­კი­თხე­ბიც - მა­გა­ლი­თად, ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კის მი­მართ ტო­ნა­ლო­ბა. ხში­რად ფაქ­ტებს უც­ნა­უ­რი ახ­სნას ვუ­ძებ­ნი­დით.. ის, რომ თურ­მე მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი თუ სე­ნა­ტის წევ­რი გვაკ­რი­ტი­კებს, არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ნათ­ქვა­მის. სწო­რედ ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე, შე­სა­ბა­მი­სად დას­კვნებ­საც ისი­ნი აკე­თე­ბენ, თუმ­ცა ეს ყვე­ლას აზრს გა­მო­ხა­ტავს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­მეც­ნი­ე­რუ­ლი, არა­ე­თი­კუ­რი და არა­სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა, ვინ­მეს რუ­სუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბა და­ვაბ­რა­ლო. შე­საძ­ლოა, კურ­სი დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლად რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლო არ იყოს, თუმ­ცა დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი რომ რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებს აძ­ლი­ე­რებს, ამ ფაქტს ვერ­სად გა­ვექ­ცე­ვით.

2008 წლი­დან დღემ­დე, რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია უფრო ბი­პო­ლა­რულ აშ­ლი­ლო­ბას ჰგავს. გა­დავ­ხე­დო­ოთ, რა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვაქვს პო­ლი­ტი­კურ, სა­მარ­თლებ­რივ და ეკო­ნო­მი­კუ­რი კუ­თხით.

მა­გა­ლი­თად, რუსი აქ­ტო­რე­ბი წარ­მა­ტე­ბით ოპე­რი­რე­ბენ და ეს მხო­ლოდ "ბი­ლა­ინს“ ან "იან­დექსს“ არ შე­ე­ხე­ბა, აქ იგუ­ლის­ხმე­ბა ენერ­გო­კომ­პა­ნი­ე­ბი. ამავდრო­უ­ლად, სატ­რან­სპორ­ტო შე­ზღუდ­ვებს რუსი ტუ­რის­ტე­ბის აქ­ტი­ურ შე­მოს­ვლა­ში ხელი არ შე­უშ­ლია. ამავდრო­უ­ლად, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გენ­ლის თი­თო­ე­ულ გან­ცხა­დე­ბას მეტი დე­ლი­კა­ტუ­რო­ბა მო­ე­თხო­ვე­ბა. მა­გა­ლი­თად, ყო­ფილ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში პრე­მი­ერ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მხრი­დან რე­ვან­შზე ღია სა­უ­ბა­რი გვეს­მის - ის, რომ შე­საძ­ლოა, ყო­ფილ პრე­ზი­დენტს მუხ­ლე­ბი და­ე­მა­ტოს. ისე­დაც არამ­ყა­რი სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და ნდო­ბას უფრო მეტი დარ­ტყმის ქვეშ აყე­ნებს“, - აცხა­დებს გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან გარე საფრ­თხე­ებ­ზე მოქ­ნი­ლი რე­ა­გი­რე­ბა არ ხდე­ბა.

"რე­გი­ონ­ში ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბაა. სა­ჭი­როა უფრო მეტი პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ნა­ბი­ჯე­ბი - გარ­კვე­ულ პე­რი­ოდ­ში ესა თუ ის ქმე­დე­ბა რა შე­დე­გებს მოგ­ვცემს. გა­სა­გე­ბია არა­ღი­ა­რე­ბი­სა და დე­ო­კუ­პა­ცი­ის პო­ლი­ტი­კა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რა ქმე­დით ნა­ბი­ჯებს ვდგამთ და რო­გო­რია გა­წე­რი­ლი გეგ­მა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან საფრ­თხე­ებ­ზე მოქ­ნილ რე­ა­გი­რე­ბას ვერ ვამ­ჩნევთ. რე­გი­ონ­ში რუ­სუ­ლი, თურ­ქუ­ლი და ირა­ნის გავ­ლე­ნე­ბი იზ­რდე­ბა, ამ თე­მას კი ქარ­თუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე სა­ერ­თოდ არ ეთ­მო­ბა. თუნ­დაც სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კა და პო­ზი­ტი­უ­რი როლი ავი­ღოთ - ის ერთჯე­რა­დი აქტი არ უნდა იყოს. სა­გუ­ლის­ხმო რა­მეს გე­ტყვით - ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ცეფ­ცია 2011 წლის შემ­დეგ არ შეც­ვლი­ლა - არა­და, ამ წლებ­ში იმ­დე­ნი რამ შე­იც­ვა­ლა. ამი­ტომ, სა­ერ­თოდ რაზე ვსა­უბ­რობთ?

სა­ქარ­თვე­ლოს აქვს შან­სი, რე­გი­ონ­ში გავ­ლე­ნე­ბი გა­ზარ­დოს და უფრო დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მი­ი­ღოს. მი­უ­ხე­და­ვად ჩვენ­თან არ­სე­ბუ­ლი არას­ტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, აქ მა­ინც ყვე­ლა­ზე დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტი და ფუნ­ქცია გვაქვს, რა­საც შე­სა­ბა­მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა სჭირ­დე­ბა.

პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი გა­რე­მო შე­იქ­მნას. ამის­თვის ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ბო­ლომ­დე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი უნდა იყოს. "ა“ პუნ­ქტი­დან "ბ“ პუნ­ქტამ­დე გეგ­მა­ზო­მი­ე­რად უნდა მი­ვი­დე. არ­ჩევ­ნე­ბი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მის მე­ქა­ნიზ­მი უნდა იყოს და არა აპო­კა­ლიფ­სის ნი­შა­ნი“, - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ორ­ბის“ სა­მი­ტამ­დე მოს­კოვ­ში გა­ი­მარ­თა შეხ­ვედ­რა ე.წ. 3+3-ის ფორ­მა­ტის ფარ­გლებ­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ შეხ­ვედ­რა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და და არც ამ პლატ­ფორ­მა­ში გა­წევ­რე­ბას აპი­რებს, ამ თავ­ყრი­ლო­ბა­ზე პრო­ვო­კა­ცი­უ­ლად გა­მო­ფი­ნეს ქარ­თუ­ლი დრო­ში. ის­მის კი­თხვა, ეს ხომ არ არის გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის მო­ნიშ­ვნის მცდე­ლო­ბა, ანუ გზავ­ნი­ლი და­სავ­ლე­თის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი აქ არი­სო…

თენ­გიზ ფხა­ლა­ძის თქმით, რუ­სე­თი ჯი­უ­ტად ეძა­ხის ამ ფორ­მატს "3+3"-ს რო­დე­საც რე­ა­ლუ­რად ეს არის "3+2". მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ჩვენ სწო­რედ ეს უკა­ნას­კნე­ლი ტერ­მი­ნი უნდა და­ვამ­კვიდ­როთ.

"დრო­შის გა­მო­ფე­ნა კი მარ­თლაც პრო­ვო­კა­ცია იყო. რუ­სე­თის­თვის ეს იყო რო­გორც რე­გი­ო­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის გზავ­ნი­ლი, ასე­ვე გზავ­ნი­ლი და­სავ­ლე­თის­თვი­საც. რუ­სე­თი ცდი­ლობს ვი­თა­რე­ბა ისე წარ­მო­ა­ჩი­ნოს, თით­ქოს ამ რე­გი­ონ­ში მისი შე­ფა­სე­ბით უცხოს არა­ფე­რი ესაქ­მე­ბა, რომ ეს არის მისი გავ­ლე­ნის სფე­რო, რო­მელ­საც, მი­სი­ვე წარ­მოდ­გე­ნით, იყოფს ირან­სა და თურ­ქეთ­თან. კრემ­ლი ცდი­ლობს ისე წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რომ ეს რე­გი­ო­ნი და­სავ­ლე­თის­თვის ჩა­კე­ტი­ლია და ის აქ არ უნდა შე­მო­ვი­დეს. ასე­ვე ცდი­ლობს შე­ა­მოწ­მოს ჩვე­ნი რე­აქ­ცია - რო­გორ გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბა ამ­გვარ პრო­ვო­კა­ცი­ას ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ამ ფორ­მატს, იქ სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი ნამ­დვი­ლად არ არის, მაგ­რამ გარ­და ამი­სა, ამ ქვეყ­ნე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბაც წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი მგო­ნია. ეს არის იმ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის თავ­ყრი­ლო­ბა, რო­მელ­თაც ძა­ლი­ან რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ისევ სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან და, ვფიქ­რობ, ვიდ­რე სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას არ მო­ე­წე­რე­ბა ხელი, არა­ვის უნდა ჰქონ­დეს ილუ­ზია, რომ მათ შო­რის ომი დას­რულ­და. რთუ­ლია სომ­ხეთ­სა და თურ­ქეთს შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოლო ხანს ნორ­მა­ლი­ზე­ბის მცდე­ლო­ბებს ვხე­დავთ. ის­ტო­რი­უ­ლად ძა­ლი­ან რთუ­ლი, ცვა­ლე­ბა­დი და ჩახ­ლარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და ირან­სა და თურ­ქეთს შო­რის, ისე­ვე, რო­გორ თურ­ქეთ­სა და რუ­სეთს შო­რის... მოკ­ლედ, ისე­თი პრობ­ლე­მე­ბის გორ­გა­ლია ამ ვი­თომ ერ­თი­ა­ნო­ბა­ში, რომ ამ ფორ­მა­ტის პერ­სპექ­ტი­ვის და­ნახ­ვა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია...

აქვე ვი­ტყვი, რომ ამ ფორ­მა­ტის და, ზო­გა­დად, რუ­სე­თის მი­მართ გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი არ უნდა ვი­ყოთ, პი­რი­ქით, რუ­სე­თის ყვე­ლა მცდე­ლო­ბა, რე­გი­ო­ნი ჩა­კე­ტოს, ძა­ლი­ან და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია და ამის სა­პირ­წო­ნედ უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან - ვგუ­ლის­ხმობ ევ­რო­კავ­შირს, ნა­ტოს, აშშ-ს, რათა უფრო მას­შტა­ბუ­რად იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნილ­ნი შავ ზღვა­ზე და, ზო­გა­დად, რე­გი­ონ­ში”, - გა­ნა­ცხა­და ფხა­ლა­ძემ. წყა­რო

მოკ­ლედ, რე­გი­ონ­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აშ­კა­რაა, რომ მთა­ვა­რი მო­თა­მა­შე­ე­ბი გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის ახ­ლე­ბუ­რი გა­ნა­წი­ლე­ბას ცდი­ლო­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენს და­სავ­ლურ დეკ­ლა­რი­რე­ბულ არ­ჩე­ვანს სჭირ­დე­ბა საქ­მეც - მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა ქვეყ­ნის შიგ­ნით და ასე­ვე აქ­ტი­უ­რო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე. ამას­თა­ნა­ვე და­სავ­ლეთ­მაც ბო­ლოს და ბო­ლოს უნდა და­ი­ნა­ხოს კრემ­ლის მავ­ნე პო­ლი­ტი­კის შე­დე­გე­ბი და ის, რომ რუ­სეთს რაც მე­ტად პრაგ­მა­ტუ­ლი სიფრ­თხი­ლით მო­ექ­ცე­ვი და და­უთ­მობ, უფრო მე­ტის წა­ღე­ბას და მი­ტა­ცე­ბას შე­ეც­დე­ბა...

ავ­ტო­რი: ღვთი­სა­ვარ ან­თა­ძე

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
koka
8

საქართველოს ყველაზე ტრაგიკულ კრიტიკულ დროს ხელმძღვანელობს უთავმოყვარე ლაქია არავითარი გეგმა ქვეყნის განვითარების არავითარი წინსვლა

მომავალი ჩვენია
24

ძალიან კარგია, დავიბრუნებთ დავიწყებულ დიდებას და აღვადგენთ კავშირებს ჩვენს ისტორიულ მოკავშირეებთან. ევროპა და ამერიკა უკვე მოგვბეზრდა

ავტორი:

"რეგიონში ტურბულენტობაა..." - "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი და საქართველო მსოფლიოსა და რეგიონში გავლენების განაწილების ახლებური მცდელობების ჭრილში

"რეგიონში ტურბულენტობაა..." - "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი და საქართველო მსოფლიოსა და რეგიონში გავლენების განაწილების ახლებური მცდელობების ჭრილში

17 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის მორიგი სამიტი, რომელიც, ექსპერტთა შეფასებით, საკმაოდ უინტერესო გამოდგა. იმ ხუთი ქვეყნისთვის, რომლებიც მასში მონაწილეობდნენ (ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სამიტს არ დაესწრო), ევროკავშირს განსაკუთრებული არაფერი შეუთავაზებია. თუ დღეს ევროპასა თუ მსოფლიოში შექმნილ ვითარებას გავითვალისწინებთ, ეს იქნებ არც იყოს გასაკვირი - პანდემია, ენერგომატარებლებზე მზარდი ფასები, რუსეთის მიერ იარაღის ჟღარუნი ისედაც მეტისმეტად პრაგმატულ ევროპას, სავარაუდოდ, უფრო ფრთხილი მოქმედებისკენ უბიძგებს. არის თუ არა ნამდვილად ასე, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც საქართველოს რუსეთი ექაჩება ფორმატში "3+3“, რომელიც კრემლს ყველზე მეტად რეგიონიდან დასავლეთისთვის ფეხის ამოსაკვეთად სჭირდება.

"მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში 6 სახელმწიფოა ჩართული, თუმცა მასში აქტიური მონაწილეობის სურვილი ყველას თანაბრად არ გააჩნია. ამას სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს - თუკი აზერბაიჯანს ნაკლები ნდობა აქვს, სომხეთზე რუსეთის მხრიდან დიდი ზეწოლა მიმდინარეობს. რაც შეეხება ბელარუსს - ის არათუ მშვიდობის ხელშემწყობი, მიგრაციის კრიზისის ერთ-ერთი ავტორია. ვგულისხმობ, ლატვიის, ლიეტუვის და პოლონეთის საზღვრებზე მიგრანტთა უკანონო შედინებაზე. შესაბამისად, დარჩა 3 ქვეყანა, რომლისთვისაც ევროპასთან ახლო ურთიერთობა მნიშვნელოვანია - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა“, - ამბობს საერთაშორისო საკითხთა ექსპერტი გიორგი გობრონიძე, რომლის შეფასებითაც, საქართველოს ევროპულ პარტნიორებთან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები აქვს.

"ამაზე მიუთითებს დანიელსონისა და მიშელის ხშირი ვიზიტები, მათი დამოკიდებულებები და მიღებული შედეგები - ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ ზარ-ზეიმით მიღებული შეთანხმების შესრულებაზე უარი თქვა. რაც შეეხება სამიტზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვს, ეს საკმაოდ სტანდარტული გამოსვლა იყო. ამასთანავე, ერთია იცოდე თუ რა გჭირდება პარტნიორებისგან და მეორე, თუ რა ძალისხმევას იჩენ მის განსახორციელებლად.

საგულისხმოა, რამდენად გვაქვს გააზრებული ჩვენი ვალდებულებები. სხვათა შორის, ნდობის პრობლემა არის არა მხოლოდ ევროსტრუქტურებთან, არამედ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თანაც. შარლ მიშელის უამრავი მცდელობის მიუხედავად, ხელშესახები შედეგები მაინც ვერ მივიღეთ და მათ უჩნდებათ შეკითხვა - აქვს კი აზრი მათ ქმედებებს? როცა რაღაც ფუჭად ჩაივლის, შემდეგ გაქვს განცდა, რომ მომავალში აქტიურობა მნიშვნელობას კარგავს.

ჩვენ თუ აქამდე მივედით, რომ გვიხარია და კარგია ის, რომ სანქციებს ავცდით, მაშინ მართლა კარგად ყოფილა საქმე. გავიხსენოთ, ვის უწესებენ სანქციებს? - ბელარუსს, რუსეთს, ირანს. ჩვენი სურვილები და მისწრაფებები გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი უნდა იყოს“, - ამბობს გობრონიძე.

ექსპერტ თენგიზ ფხალაძის თქმით, სამიტის შედგებზე სუბრისას ყველაზე მნიშვნელოვანია კონტექსტია.

"ვგულისხმობ არა მხოლოდ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ზოგადად, შავი ზღვის რეგიონსა თუ თვითონ ევროკავშირსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, რომელთაც, ძირითადად, რუსეთი ქმნის. შესაბამისად, ეს სამიტი ვერ იქნებოდა რიგითი მოვლენა. მნიშვნელოვანია, რომ ნათლად წარმოჩნდა ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ფორმატი, რაც ჩვენთვის ნამდვილად კარგია. მკაფიოდ ითქვა, რომ ამ ქვეყნებს აქვთ სხვა მისწრაფებები, რომელთაც აღიარებს ევროკავშირი და არა მხოლოდ აღიარებს, მზად არის, ხელი შეუწყოს მათ განხორციელებაში. მაგალითად, საქართველოს განათლების სისტემა გახდა Horizon Europe-ის ნაწილი, რაც ნიშნავს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების ევროკავშირის შესაბამის ორგანოებთან მედიაციასა და კოორდინირებულ მუშაობას. გარდა ამისა, სამიტის დეკლარაციაში გამოიკვეთა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი; ასევე არის ჩანაწერი იმ პროექტების განვითარების შესახებ, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს პარტნიორობის ქვეყნების მეტ დაახლოებას და ევროკავშირში ინტეგრაციას. ცხადია, ვისურვებდი, რომ დეკლარაციას მალევე მოჰყვეს რეალური პროექტები და კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც სექტორულ ინტეგრაციაში დაგვეხმარება. დეკლარაციაში ლაპარაკია ფინანსურ დახმარებაზეც, რომელსაც მიიღებენ პარტნიორობის წევრები, მათ შორის - საქართველოც”, - ამბობს ფხალაძე.

ფაქტია, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის არსებობს პრობლემები, რაც დიდწილად საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია.

"რთულია, ამის მიზეზები ზუსტად ამტკიცო. შესაძლოა ათვლის წერტილი თავის დროზე, პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმა იყო. არ გამოვრიცხავ, მთავარი განმსაზღვრელი სასამართლოს საშინელი რეფორმაც ყოფილიყო. კიდევ ერთი სირთულე ანაკლიის პორტის შეჩერებაა. წარმოიდგინეთ, ერთ დღეს პრემიერი ბახტაძე ამბობს, რომ პროცესი გაგრძელდება, რამდენიმე დღეში კი პორტის მშენებლობა ჩერდება. როგორ აღიქმებოდა ეს საერთაშორისო მეგობრების თვალში?

გაუგებარი იყო სხვა საკითხებიც - მაგალითად, ევროპული პოლიტიკის მიმართ ტონალობა. ხშირად ფაქტებს უცნაური ახსნას ვუძებნიდით.. ის, რომ თურმე მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარი თუ სენატის წევრი გვაკრიტიკებს, არასერიოზული ნათქვამის. სწორედ ისინი მუშაობენ საქართველოს საკითხზე, შესაბამისად დასკვნებსაც ისინი აკეთებენ, თუმცა ეს ყველას აზრს გამოხატავს. აბსოლუტურად არამეცნიერული, არაეთიკური და არასერიოზული იქნება, ვინმეს რუსული ინტერესების გატარება დავაბრალო. შესაძლოა, კურსი დეკლარირებულად რუსეთის სასარგებლო არ იყოს, თუმცა დაშვებული შეცდომები რომ რუსეთის ინტერესებს აძლიერებს, ამ ფაქტს ვერსად გავექცევით.

2008 წლიდან დღემდე, რუსეთთან მიმართებაში ქართული დიპლომატია უფრო ბიპოლარულ აშლილობას ჰგავს. გადავხედოოთ, რა ურთიერთობები გვაქვს პოლიტიკურ, სამართლებრივ და ეკონომიკური კუთხით.

მაგალითად, რუსი აქტორები წარმატებით ოპერირებენ და ეს მხოლოდ "ბილაინს“ ან "იანდექსს“ არ შეეხება, აქ იგულისხმება ენერგოკომპანიები. ამავდროულად, სატრანსპორტო შეზღუდვებს რუსი ტურისტების აქტიურ შემოსვლაში ხელი არ შეუშლია. ამავდროულად, ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლის თითოეულ განცხადებას მეტი დელიკატურობა მოეთხოვება. მაგალითად, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში პრემიერ ღარიბაშვილის მხრიდან რევანშზე ღია საუბარი გვესმის - ის, რომ შესაძლოა, ყოფილ პრეზიდენტს მუხლები დაემატოს. ისედაც არამყარი სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ნდობას უფრო მეტი დარტყმის ქვეშ აყენებს“, - აცხადებს გიორგი გობრონიძე.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან გარე საფრთხეებზე მოქნილი რეაგირება არ ხდება.

"რეგიონში ტურბულენტობაა. საჭიროა უფრო მეტი პროგნოზირებადი ნაბიჯები - გარკვეულ პერიოდში ესა თუ ის ქმედება რა შედეგებს მოგვცემს. გასაგებია არაღიარებისა და დეოკუპაციის პოლიტიკა. მნიშვნელოვანია, რა ქმედით ნაბიჯებს ვდგამთ და როგორია გაწერილი გეგმა. ხელისუფლების მხრიდან საფრთხეებზე მოქნილ რეაგირებას ვერ ვამჩნევთ. რეგიონში რუსული, თურქული და ირანის გავლენები იზრდება, ამ თემას კი ქართული საინფორმაციო სივრცე საერთოდ არ ეთმობა. თუნდაც სამეზობლო პოლიტიკა და პოზიტიური როლი ავიღოთ - ის ერთჯერადი აქტი არ უნდა იყოს. საგულისხმო რამეს გეტყვით - ჩვენი უსაფრთხოების კონცეფცია 2011 წლის შემდეგ არ შეცვლილა - არადა, ამ წლებში იმდენი რამ შეიცვალა. ამიტომ, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ?

საქართველოს აქვს შანსი, რეგიონში გავლენები გაზარდოს და უფრო დიდი შესაძლებლობები მიიღოს. მიუხედავად ჩვენთან არსებული არასტაბილური მდგომარეობისა, აქ მაინც ყველაზე დიდი ავტორიტეტი და ფუნქცია გვაქვს, რასაც შესაბამისი გამოყენება სჭირდება.

პირველ რიგში, აუცილებელია პროგნოზირებადი გარემო შეიქმნას. ამისთვის ინსტიტუტები ბოლომდე ჩამოყალიბებული უნდა იყოს. "ა“ პუნქტიდან "ბ“ პუნქტამდე გეგმაზომიერად უნდა მივიდე. არჩევნები ძალაუფლების გადაცემის მექანიზმი უნდა იყოს და არა აპოკალიფსის ნიშანი“, - ამბობს ექსპერტი.

აღსანიშნავია, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორბის“ სამიტამდე მოსკოვში გაიმართა შეხვედრა ე.წ. 3+3-ის ფორმატის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამ შეხვედრაში არ მონაწილეობდა და არც ამ პლატფორმაში გაწევრებას აპირებს, ამ თავყრილობაზე პროვოკაციულად გამოფინეს ქართული დროში. ისმის კითხვა, ეს ხომ არ არის გავლენის სფეროების მონიშვნის მცდელობა, ანუ გზავნილი დასავლეთისთვის, საქართველოს ადგილი აქ არისო…

თენგიზ ფხალაძის თქმით, რუსეთი ჯიუტად ეძახის ამ ფორმატს "3+3"-ს როდესაც რეალურად ეს არის "3+2". მისივე განცხადებით, ჩვენ სწორედ ეს უკანასკნელი ტერმინი უნდა დავამკვიდროთ.

"დროშის გამოფენა კი მართლაც პროვოკაცია იყო. რუსეთისთვის ეს იყო როგორც რეგიონული მიმართულების გზავნილი, ასევე გზავნილი დასავლეთისთვისაც. რუსეთი ცდილობს ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს ამ რეგიონში მისი შეფასებით უცხოს არაფერი ესაქმება, რომ ეს არის მისი გავლენის სფერო, რომელსაც, მისივე წარმოდგენით, იყოფს ირანსა და თურქეთთან. კრემლი ცდილობს ისე წარმოაჩინოს, რომ ეს რეგიონი დასავლეთისთვის ჩაკეტილია და ის აქ არ უნდა შემოვიდეს. ასევე ცდილობს შეამოწმოს ჩვენი რეაქცია - როგორ გამოეხმაურება ამგვარ პროვოკაციას ჩვენი ხელისუფლება თუ საზოგადოება. რაც შეეხება ამ ფორმატს, იქ საქართველოს ადგილი ნამდვილად არ არის, მაგრამ გარდა ამისა, ამ ქვეყნების თანამშრომლობაც წარმოუდგენლად რთული მგონია. ეს არის იმ სახელმწიფოების თავყრილობა, რომელთაც ძალიან რთული ურთიერთობა აქვთ. სომხეთ-აზერბაიჯანი, ფაქტობრივად, ისევ საომარ მდგომარეობაში არიან და, ვფიქრობ, ვიდრე სამშვიდობო ხელშეკრულებას არ მოეწერება ხელი, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მათ შორის ომი დასრულდა. რთულია სომხეთსა და თურქეთს შორის დამოკიდებულებაც, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს ნორმალიზების მცდელობებს ვხედავთ. ისტორიულად ძალიან რთული, ცვალებადი და ჩახლართული ურთიერთობა ჩამოყალიბდა ირანსა და თურქეთს შორის, ისევე, როგორ თურქეთსა და რუსეთს შორის... მოკლედ, ისეთი პრობლემების გორგალია ამ ვითომ ერთიანობაში, რომ ამ ფორმატის პერსპექტივის დანახვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია...

აქვე ვიტყვი, რომ ამ ფორმატის და, ზოგადად, რუსეთის მიმართ გულხელდაკრეფილი არ უნდა ვიყოთ, პირიქით, რუსეთის ყველა მცდელობა, რეგიონი ჩაკეტოს, ძალიან დამაფიქრებელია და ამის საპირწონედ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან - ვგულისხმობ ევროკავშირს, ნატოს, აშშ-ს, რათა უფრო მასშტაბურად იყვნენ წარმოდგენილნი შავ ზღვაზე და, ზოგადად, რეგიონში”, - განაცხადა ფხალაძემ. წყარო

მოკლედ, რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ მთავარი მოთამაშეები გავლენის სფეროების ახლებური განაწილებას ცდილობენ, შესაბამისად, ჩვენს დასავლურ დეკლარირებულ არჩევანს სჭირდება საქმეც - მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება ქვეყნის შიგნით და ასევე აქტიურობა საერთაშორისო ასპარეზზე. ამასთანავე დასავლეთმაც ბოლოს და ბოლოს უნდა დაინახოს კრემლის მავნე პოლიტიკის შედეგები და ის, რომ რუსეთს რაც მეტად პრაგმატული სიფრთხილით მოექცევი და დაუთმობ, უფრო მეტის წაღებას და მიტაცებას შეეცდება...

ავტორი: ღვთისავარ ანთაძე