პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ინფორმაციულ ტერორად და ძალადობადაც კი შეიძლება განვიხილოთ ის, რაც რიგ ტელევიზიებში ხდება" - როგორ შეიძლება მოიძებნოს გახლეჩილ საზოგადოებაში ერთმანეთისკენ სავალი გზა?
"ინფორმაციულ ტერორად  და ძალადობადაც კი შეიძლება განვიხილოთ ის, რაც რიგ ტელევიზიებში ხდება" - როგორ შეიძლება მოიძებნოს გახლეჩილ საზოგადოებაში ერთმანეთისკენ სავალი გზა?

პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი, გახ­ლე­ჩი­ლი გა­რე­მო, თა­ვის­თა­ვად, გან­სხვა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ა­თა მწვა­ვე კონ­ფლიქტს მო­ი­აზ­რებს, რა დრო­საც ად­გი­ლი აქვს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა შო­რის სი­ტყვი­ერ და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას, აგ­რე­სი­ას, სი­ძულ­ვი­ლის ენას, მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბას, რის შე­დე­გა­დაც დე­ორ­გა­ნი­ზე­ბულ, აგ­რე­სი­ის ხა­ფან­გში გაბ­მულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვი­ღებთ. სხვა უამ­რავ ნე­გა­ტი­ურ შე­დე­გებ­თან ერ­თად, პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცია ქმნის არამ­დგრად პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მებ­სა და ინ­სტი­ტუ­ტებს, რო­მე­ლიც სა­ერ­თო ჯამ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ზი­ანს აყე­ნებს მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს და ადა­მი­ა­ნის წინსვლის ბა­რი­ერ­საც წარ­მო­ად­გენს.

"პო­ლა­რი­ზა­ცია, თა­ვის­თა­ვად, აჩენს აგ­რე­სი­ას, სი­ძულ­ვილს... სო­ცი­ა­ლურ ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში არა­ერ­თი ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, რის შე­დე­გა­დაც გა­მოკ­ვე­თი­ლა, რომ ასე­თი და­პი­რის­პი­რე­ბა - " ჩვე­ნი­ა­ნე­ბი“ და "არა ჩვე­ნი­ა­ნე­ბი/უცხო­ე­ბი“ ძა­ლი­ან დიდ სი­ძულ­ვილს წარ­მო­შობს. ამას­თა­ნა­ვე, ახ­ლავს რის­კე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ერ­თო ენას ვე­ღარ პო­უ­ლო­ბენ და ვერ ამ­ჩნე­ვენ უკვე იმას, რაც შე­იძ­ლე­ბა აერ­თი­ა­ნებ­დეთ, რა პო­ზი­ტი­უ­რი მო­მენ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­აჩ­ნდეს თი­თო­ე­ულ მხა­რეს ან რა სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა ხდე­ბო­დეს ირ­გვლივ. შე­სა­ბა­მი­სად, ჩნდე­ბა დრო­ში და სივ­რცე­ში და­კარ­გვის საფრ­თხე. ადა­მი­ა­ნე­ბი ვე­ღარ ამ­ჩნე­ვენ საყ­რდე­ნებს, არი­ან სა­დღაც მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ში გა­ჭე­დი­ლე­ბი და წინ ვე­ღარ მოძ­რა­ო­ბენ. ჩვენ ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ კრი­ზის­ში ვიმ­ყო­ფე­ბით, კრი­ზის­ში გან­ვი­თა­რე­ბა კი ძალ­ზე რთუ­ლია და ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რა - ვი­ტყო­დი, ჩვენ გვჭირ­დე­ბა ურ­თი­ერ­თმხარ­და­ჭე­რა. და თუ ერ­თმა­ნეთს ვჭირ­დე­ბით, რა­ღაც­ნა­ი­რად ხომ უნდა მო­ი­ძებ­ნოს ერ­თმა­ნეთ­თან შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი?“ - გვე­უბ­ნე­ბა გეშ­ტალტ-თე­რა­პევ­ტი დალი ლაშ­ხი­ძე, რო­მე­ლიც ორ პა­რა­ლე­ლურ რე­ა­ლო­ბა­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქი­კას აღ­წერს და ინ­ტერ­ვი­უ­ში იმ რის­კებ­ზე ლა­პა­რა­კობს, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცი­ას ახ­ლავს თან.

- რო­დე­საც პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ადა­მი­ა­ნებს შო­რის კონ­ტაქ­ტი გარ­თუ­ლე­ბუ­ლია. ის თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხმობს ორ ბა­ნა­კად გა­ყო­ფას - "ჩვე­ნი­ა­ნე­ბი“ და "უცხო­ე­ბი“ და, შე­სა­ბა­მი­სად, მეტი მტრო­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა არ­სე­ბობს. ასეთ გა­რე­მო­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ანს, რა თქმა უნდა, უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ცდა აქვს და­კარ­გუ­ლი. როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა არის პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რის შე­სა­ხებ არის ეს და­პი­რის­პი­რე­ბა, რა არის ამის ფონი? ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბაც, თუ რა ველ­ში ვცხოვ­რობთ, რო­გო­რი რყე­ვე­ბი და ცვლი­ლე­ბე­ბია სამ­ყა­რო­ში, რო­გო­რი ეკო­ლო­გი­უ­რი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, თუ სუ­ლი­ე­რი ძვრე­ბი ხდე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის­თვის რთუ­ლია ამ ყო­ველ­დღი­ურ სტრე­სულ გა­რე­მო­ში ორი­ენ­ტი­რე­ბა და ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი რყე­ვე­ბი­სა და ცვლი­ლე­ბე­ბის ფონ­ზე, უფრო და უფრო რთულ­დე­ბა ახა­ლი საყ­რდე­ნე­ბის, ნი­ა­და­გის მო­ძებ­ნა, რა­ზეც მყა­რად შე­იძ­ლე­ბა დგო­მა. ეს მხარ­და­ჭე­რე­ბი მოშ­ლი­ლია არა მარ­ტო გა­რე­მო­ში, არა­მედ სა­კუ­თა­რი თა­ვის შიგ­ნი­თაც. სი­ცო­ცხლის საზ­რი­სი რა­შიც მდგო­მა­რე­ობ­და, რა­ზეც იდგა ადა­მი­ა­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, მო­ი­შა­ლა და შე­სა­ბა­მი­სად, ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ კრი­ზის­ში ვიმ­ყო­ფე­ბით. კრი­ზის­ში გან­ვი­თა­რე­ბა კი ძალ­ზე რთუ­ლია და ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რა - ვი­ტყო­დი, ურ­თი­ერთ მხარ­და­ჭე­რა. და თუკი ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვჭირ­დე­ბით, რა­ღაც­ნა­ი­რად ხომ უნდა მო­ი­ძებ­ნოს ერ­თმა­ნეთ­თან შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი? პირ­ველ რიგ­ში, ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს რა მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი აქვს, რა უნდა და სად უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მისი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის­თვის ცვლი­ლე­ბა - გა­რეთ, თუ თა­ვის შიგ­ნით. უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რა გვინ­და და საით ვმოძ­რა­ობთ ამ ვექ­ტორ­და­კარ­გულ გა­რე­მო­ში.

- ასეთ გა­რე­მო­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია კი, გა­მო­იკ­ვე­თოს ვექ­ტო­რი იმი­სა, საით მინ­და მოძ­რა­ო­ბა? რო­გორ ვი­პო­ვოთ და შევ­ცვა­ლოთ სა­კუ­თა­რი თავი ასეთ რე­ა­ლო­ბა­ში?

- ეს ძა­ლი­ან ძნე­ლია. მე­ტა­ფო­რას თუ შე­მო­ვი­ტანთ - მუდ­მი­ვი მი­წისძვრის პი­რო­ბებ­ში, სახ­ლი სად აა­შე­ნო, სად ჩა­ყა­რო სა­ფუძ­ვე­ლი, ამას ვერ მივ­ხვდე­ბი. ჩვენ გვჭირ­დე­ბა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ რა არის ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, საზ­რი­სე­ბი, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბი, სად არის და რაში მდგო­მა­რე­ობს ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი. რა­ტომ არ­სე­ბობს ქუ­ჩა­ში მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი? იმი­ტომ, რომ ვიზ­რუ­ნოთ რო­გორც სა­კუ­თარ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, ისე სხვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზეც. მაგ­რამ უნდა შევ­თან­ხმდეთ, რომ მა­გა­ლი­თად, "წი­თე­ლი“ წი­თე­ლია და შე­ჩე­რე­ბას ითხოვს ჩვენ­გან; "მწვა­ნე“ კი მწვა­ნეა და ნიშ­ნავს მოძ­რა­ო­ბის ნე­ბარ­თვას და ა.შ. ამა­ზე თუ ვერ შევ­თან­ხმდე­ბით, მა­შინ იქ­მნე­ბა ქა­ო­სი და ასე ვთქვათ, დავ­კარ­გავთ უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ცდას. დღეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფსი­ქო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და ამ პი­რო­ბებ­ში რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს გან­ვი­თა­რე­ბა? სტა­ბი­ლუ­რი, გან­ვი­თა­რე­ბა­დი გა­რე­მოს გა­რე­შე დრო­ში გა­ი­წე­ლე­ბა და გაძ­ნელ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ახა­ლი თა­ო­ბე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი ერთი მხრივ, სა­ჭი­როც კია. ეს გვეხ­მა­რე­ბა და­ვი­ნა­ხოთ ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფე­ნო­მე­ნე­ბი. მაგ­რამ, პრობ­ლე­მა ჩნდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ვი­ჭე­დე­ბით და­პი­რის­პი­რე­ბა­ში და აღარ ხდე­ბა მოძ­რა­ო­ბა ერ­თმა­ნე­თის­კენ. ამას ხელს უშ­ლის ასე­ვე კა­ტე­გო­რი­უ­ლი, ფრაგ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი და კონ­ტექ­სტი­დან ამო­ვარ­დნი­ლი აღ­ქმე­ბი და მას­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ასე­თი­ვე ფრაგ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი, კა­ტე­გო­რი­უ­ლი და კონ­ტექ­სტი­დან ამო­ვარ­დნი­ლი აზ­როვ­ნე­ბის სტი­ლი და ემო­ცი­უ­რი გან­წყო­ბე­ბი. აქ არის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, არე­ბობ­დეს და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი სო­ცი­უ­მის შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი...

- დიდ­წი­ლად მე­დი­ის ხელ­შწყო­ბით ორ პა­რა­ლე­ლურ რე­ა­ლო­ბა­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქი­კა რო­გო­რია, რა გავ­ლე­ნას ახ­დენს ეს ყვე­ლა­ფე­რი მას­ზე?

- მე­დია დიდ როლს თა­მა­შობს პო­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში, გახ­ლეჩ­ვა­ში. იმის მი­ხედ­ვით, თუ ვის რა გე­მოვ­ნე­ბა აქვს, ვინ რას, რო­გორ აღიქ­ვამს და რო­გორ ეს­მის, და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, ვის რა ში­ნა­გა­ნი ფილტრი აქვს და­ყე­ნე­ბუ­ლი ან სა­ერ­თო­დაც არ აქვს ფილტრი და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლა­ფერს "ყლა­პავს“. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ტყუ­ილ-მარ­თა­ლის დად­გე­ნა ძალ­ზე რთუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ყვე­ლა­ფერს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ფსი­ქო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მიჰ­ყავს.

- და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი სო­ცი­უ­მის შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი ახ­სე­ნეთ, სა­დაც ყვე­ლას აზრს მო­უს­მე­ნენ, არ ჩა­ქო­ლა­ვენ ერ­თმა­ნეთს, და­ზავ­დე­ბი­ან. გა­მო­სა­ვა­ლი რა­შია, ასეთ დროს რა როლს თა­მა­შობს და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი მე­დია. მა­გა­ლი­თად, სო­ცი­ო­ლოგ­მა იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში ბრძა­ნა: "და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი მე­დი­ე­ბი უნდა არ­სე­ბობ­დნენ და ასე­თი ტე­ლე­მე­დი­ის­თვის ნიშა უნდა იყოს "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი". ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში "პა­ლიტ­რა­ნი­უს­მა“, რო­გორც ტე­ლე­ვი­ზი­ამ, ჩემი აზ­რით, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ფუნ­ქცია იტ­ვირ­თა".

- ვფიქ­რობ და მი­ხა­რია, რომ მა­ს­მე­დი­ა­ში არ­სე­ბობს ისე­თი კუნ­ძუ­ლე­ბი, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა. ამ­ღვრე­ულ წყალ­ში არა­ფე­რი ჩანს. ომის დროს მხო­ლოდ ტყვი­ე­ბი ზუ­ზუ­ნე­ბენ და მხო­ლოდ ზა­ვის და­დე­ბის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა გა­ირ­კვეს, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს შე­თან­ხმე­ბის ად­გი­ლი. ამ და­პი­რის­პი­რე­ბის უკან ხომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­თა­გა­ნის სამ­შობ­ლო დგას. პო­ლი­ტი­კურ პო­ლა­რი­ზა­ცი­ას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის, ღია და გამჭვირ­ვა­ლე მმარ­თვე­ლო­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი ეთი­კი­სა და კულ­ტუ­რის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა. ამ პრო­ცეს­ში კი მა­ს­მე­დი­ას უდი­დე­სი ფუნ­ქცია აკის­რია. თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი მე­დია, რო­მელ­მაც ადა­მი­ანს უნდა და­უ­ტო­ვოს გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და თავს არ მო­ახ­ვი­ოს სა­კუ­თა­რი აზრი და ინ­ტერპრე­ტა­ცია, გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­დე­საც სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, ის უნდა იყოს ობი­ექ­ტურ რე­ა­ლო­ბა­სა და ფაქ­ტებ­ზე აგე­ბუ­ლი. ინ­ფორ­მა­ცი­ულ ტე­რო­რად და ძა­ლა­დო­ბა­დაც კი შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ ის, რაც რიგ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ხდე­ბა - რო­დე­საც ად­გი­ლი აქვს მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი აზ­რე­ბის თავს მოხ­ვე­ვას. შე­დე­გად, ასე­თი გახ­ლეჩ­ვით და პო­ლა­რი­ზე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი ტრამ­ვას იღე­ბენ და სად მი­დის მერე ეს ტრამ­ვი­რე­ბუ­ლი ფსი­ქი­კა? ვინ მო­უვ­ლის ამას?

- რო­გორ გა­უმკლავ­დეს ადა­მი­ა­ნი და რო­გორ ვი­პო­ვოთ სა­კუ­თა­რი თავი ამ ქა­ოს­სა და რყე­ვებ­ში?

- გა­მო­სა­ვა­ლი და­ბა­ლან­სე­ბულ ცვლი­ლე­ბა­შია, რო­გორც სა­კუ­თარ თავ­ში, ისე გა­რე­მო­ში, სა­კუ­თა­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და­ნახ­ვა­ში და მათი მიღ­წე­ვის ეკო­ლო­გი­უ­რი გზე­ბის მო­ძებ­ნა­ში. ადა­მი­ა­ნი კრე­ა­ტი­უ­ლი ხდე­ბა შრო­მა­ში, შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. დავძლი­ოთ უსას­რუ­ლო ინ­ფან­ტი­ლიზ­მი და ვის­წავ­ლოთ სა­კუ­თარ ქმე­დე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა. პო­ლა­რი­ზა­ცი­ამ შვა აგ­რე­სია, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო გა­ამ­ძაფ­რა კო­რო­ნა­ვირუს­მა - გაჩ­ნდა ბევ­რი არა­რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ენერ­გია. ამი­ტომ, სა­სურ­ვე­ლია ამ აგ­რე­სი­ის სუბ­ლი­მი­რე­ბა შრო­მა­ში, სწავ­ლა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბა­ში, მშვი­დო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე ზრუნ­ვა­ში. დღეს, ამ გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში, ყვე­ლა­ზე მე­ტად უსაფრ­თხო­ე­ბის შეგ­რძნე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა ადა­მი­ანს და, შე­სა­ბა­მი­სად, ვიზ­რუ­ნოთ ერ­თმა­ნე­თის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კკ
13

ამომავალი პრობლემა ქვეყნის არის სიღარიბე და გასაცოდავებული ხალხი, რომელიც ივსება შუღლით და ბოროტებით. ჩვენ ყველანი ქვეცნობიერად ამ წრეში ვექცევით. ბოლო 9 წლის განმავლობაში ძალიან გაღარიბდა ქვეყანა ამიტომაც მასობრივად გარბის აქედან ხალხი. 

 მეორე მიზეზი არი პირდაპირ დეზინფორმაცია და სიძულვილი რაც სამთავრობო არხებიდან მოდის. მთავრობამ ისწავლა ასეთ რამ რომ მოდი ერთმანეთს გადავკიდოთ ეს სულელი ხალხი. ერთს დავარქვათ ნაცი მეორეს ქოცი და სანამ ერთმანეთს დაჭამენ ჩვენ მილიონებს გავაკეთებთ. სანამ ამ ორ რაღაცას არ გავიაზრებით, აბსოლუტურად არაფერი შეიცვლება. გააზრების მერე კი არჩევნებია და ქმედებაა საჭირო

დიმა
22

თუ სწორად გავიგე ქვეყანაში რომ კორუფციაა და სრული ბარდაგი ტელევიზიებმა არ უნდა გააშუქოს. სიძულვილის ენაა. ისე ესუბუა თუ დააკავეს.

ავტორი:

"ინფორმაციულ ტერორად და ძალადობადაც კი შეიძლება განვიხილოთ ის, რაც რიგ ტელევიზიებში ხდება" - როგორ შეიძლება მოიძებნოს გახლეჩილ საზოგადოებაში ერთმანეთისკენ სავალი გზა?

"ინფორმაციულ ტერორად  და ძალადობადაც კი შეიძლება განვიხილოთ ის, რაც რიგ ტელევიზიებში ხდება" - როგორ შეიძლება მოიძებნოს გახლეჩილ საზოგადოებაში ერთმანეთისკენ სავალი გზა?

პოლარიზებული, გახლეჩილი გარემო, თავისთავად, განსხვავებულ პოზიციათა მწვავე კონფლიქტს მოიაზრებს, რა დროსაც ადგილი აქვს მოწინააღმდეგეთა შორის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, აგრესიას, სიძულვილის ენას, მწვავე დაპირისპირებას, რის შედეგადაც დეორგანიზებულ, აგრესიის ხაფანგში გაბმულ საზოგადოებას ვიღებთ. სხვა უამრავ ნეგატიურ შედეგებთან ერთად, პოლიტიკური პოლარიზაცია ქმნის არამდგრად პოლიტიკურ სისტემებსა და ინსტიტუტებს, რომელიც საერთო ჯამში მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მთლიანად ქვეყნის განვითარების პროცესს და ადამიანის წინსვლის ბარიერსაც წარმოადგენს.

"პოლარიზაცია, თავისთავად, აჩენს აგრესიას, სიძულვილს... სოციალურ ფსიქოლოგიაში არაერთი ექსპერიმენტი ჩატარებულა, რის შედეგადაც გამოკვეთილა, რომ ასეთი დაპირისპირება - " ჩვენიანები“ და "არა ჩვენიანები/უცხოები“ ძალიან დიდ სიძულვილს წარმოშობს. ამასთანავე, ახლავს რისკები, როდესაც ადამიანები საერთო ენას ვეღარ პოულობენ და ვერ ამჩნევენ უკვე იმას, რაც შეიძლება აერთიანებდეთ, რა პოზიტიური მომენტები შეიძლება გააჩნდეს თითოეულ მხარეს ან რა სასიკეთო ცვლილება შეიძლება ხდებოდეს ირგვლივ. შესაბამისად, ჩნდება დროში და სივრცეში დაკარგვის საფრთხე. ადამიანები ვეღარ ამჩნევენ საყრდენებს, არიან სადღაც მოჯადოებულ წრეში გაჭედილები და წინ ვეღარ მოძრაობენ. ჩვენ ეგზისტენციალურ კრიზისში ვიმყოფებით, კრიზისში განვითარება კი ძალზე რთულია და ადამიანს სჭირდება მხარდაჭერა - ვიტყოდი, ჩვენ გვჭირდება ურთიერთმხარდაჭერა. და თუ ერთმანეთს ვჭირდებით, რაღაცნაირად ხომ უნდა მოიძებნოს ერთმანეთთან შეხვედრის ადგილი?“ - გვეუბნება გეშტალტ-თერაპევტი დალი ლაშხიძე, რომელიც ორ პარალელურ რეალობაში მცხოვრები ადამიანების ფსიქიკას აღწერს და ინტერვიუში იმ რისკებზე ლაპარაკობს, რაც საზოგადოების პოლარიზაციას ახლავს თან.

- როდესაც პოლარიზებულია საზოგადოება, ადამიანებს შორის კონტაქტი გართულებულია. ის თავისთავად გულისხმობს ორ ბანაკად გაყოფას - "ჩვენიანები“ და "უცხოები“ და, შესაბამისად, მეტი მტრობა და დაპირისპირება არსებობს. ასეთ გარემოში მცხოვრებ ადამიანს, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების განცდა აქვს დაკარგული. როცა საზოგადოება არის პოლარიზებული, მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რის შესახებ არის ეს დაპირისპირება, რა არის ამის ფონი? ასევე მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერებაც, თუ რა ველში ვცხოვრობთ, როგორი რყევები და ცვლილებებია სამყაროში, როგორი ეკოლოგიური, ბიოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური, თუ სულიერი ძვრები ხდება. თანამედროვე ადამიანისთვის რთულია ამ ყოველდღიურ სტრესულ გარემოში ორიენტირება და ცხოვრების გაგრძელება. ასეთი სერიოზული რყევებისა და ცვლილებების ფონზე, უფრო და უფრო რთულდება ახალი საყრდენების, ნიადაგის მოძებნა, რაზეც მყარად შეიძლება დგომა. ეს მხარდაჭერები მოშლილია არა მარტო გარემოში, არამედ საკუთარი თავის შიგნითაც. სიცოცხლის საზრისი რაშიც მდგომარეობდა, რაზეც იდგა ადამიანის ღირებულებები, მოიშალა და შესაბამისად, ეგზისტენციალურ კრიზისში ვიმყოფებით. კრიზისში განვითარება კი ძალზე რთულია და ადამიანს სჭირდება მხარდაჭერა - ვიტყოდი, ურთიერთ მხარდაჭერა. და თუკი ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, რაღაცნაირად ხომ უნდა მოიძებნოს ერთმანეთთან შეხვედრის ადგილი? პირველ რიგში, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს რა მოთხოვნილებები აქვს, რა უნდა და სად უნდა განახორციელოს მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის ცვლილება - გარეთ, თუ თავის შიგნით. უნდა გავაცნობიეროთ, რა გვინდა და საით ვმოძრაობთ ამ ვექტორდაკარგულ გარემოში.

- ასეთ გარემოში შესაძლებელია კი, გამოიკვეთოს ვექტორი იმისა, საით მინდა მოძრაობა? როგორ ვიპოვოთ და შევცვალოთ საკუთარი თავი ასეთ რეალობაში?

- ეს ძალიან ძნელია. მეტაფორას თუ შემოვიტანთ - მუდმივი მიწისძვრის პირობებში, სახლი სად ააშენო, სად ჩაყარო საფუძველი, ამას ვერ მივხვდები. ჩვენ გვჭირდება გავაცნობიეროთ რა არის ჩვენი ღირებულებები და ფასეულობები, საზრისები, ცხოვრებისეული სტრატეგიები, სად არის და რაში მდგომარეობს ჩვენი პასუხისმგებლობები. რატომ არსებობს ქუჩაში მოძრაობის წესები? იმიტომ, რომ ვიზრუნოთ როგორც საკუთარ უსაფრთხოებაზე, ისე სხვების უსაფრთხოებაზეც. მაგრამ უნდა შევთანხმდეთ, რომ მაგალითად, "წითელი“ წითელია და შეჩერებას ითხოვს ჩვენგან; "მწვანე“ კი მწვანეა და ნიშნავს მოძრაობის ნებართვას და ა.შ. ამაზე თუ ვერ შევთანხმდებით, მაშინ იქმნება ქაოსი და ასე ვთქვათ, დავკარგავთ უსაფრთხოების განცდას. დღეს არის ჩვეულებრივი ფსიქოზური მდგომარეობა და ამ პირობებში როგორ შეიძლება მოხდეს განვითარება? სტაბილური, განვითარებადი გარემოს გარეშე დროში გაიწელება და გაძნელდება პროფესიულად განვითარებული ახალი თაობებით ჩანაცვლება ნებისმიერი მიმართულებით. შეიძლება ითქვას, რომ დაპირისპირებული მოსაზრებები ერთი მხრივ, საჭიროც კია. ეს გვეხმარება დავინახოთ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ფენომენები. მაგრამ, პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ვიჭედებით დაპირისპირებაში და აღარ ხდება მოძრაობა ერთმანეთისკენ. ამას ხელს უშლის ასევე კატეგორიული, ფრაგმენტირებული და კონტექსტიდან ამოვარდნილი აღქმები და მასზე დაფუძნებული ასეთივე ფრაგმენტირებული, კატეგორიული და კონტექსტიდან ამოვარდნილი აზროვნების სტილი და ემოციური განწყობები. აქ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, არებობდეს დაპირისპირებული სოციუმის შეხვედრის ადგილი...

- დიდწილად მედიის ხელშწყობით ორ პარალელურ რეალობაში მცხოვრები ადამიანების ფსიქიკა როგორია, რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი მასზე?

- მედია დიდ როლს თამაშობს პოლარიზაციაში, გახლეჩვაში. იმის მიხედვით, თუ ვის რა გემოვნება აქვს, ვინ რას, როგორ აღიქვამს და როგორ ესმის, დამოკიდებულია იმაზე, ვის რა შინაგანი ფილტრი აქვს დაყენებული ან საერთოდაც არ აქვს ფილტრი და ინფორმაციული თვალსაზრისით ყველაფერს "ყლაპავს“. აქედან გამომდინარე, ტყუილ-მართალის დადგენა ძალზე რთულია. შესაბამისად, ამ ყველაფერს საზოგადოება ფსიქოზურ მდგომარეობამდე მიჰყავს.

- დაპირისპირებული სოციუმის შეხვედრის ადგილი ახსენეთ, სადაც ყველას აზრს მოუსმენენ, არ ჩაქოლავენ ერთმანეთს, დაზავდებიან. გამოსავალი რაშია, ასეთ დროს რა როლს თამაშობს დაბალანსებული მედია. მაგალითად, სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა ინტერვიუში ბრძანა: "დაბალანსებული მედიები უნდა არსებობდნენ და ასეთი ტელემედიისთვის ნიშა უნდა იყოს "საზოგადოებრივი მაუწყებელი". ჩვენს რეალობაში "პალიტრანიუსმა“, როგორც ტელევიზიამ, ჩემი აზრით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ფუნქცია იტვირთა".

- ვფიქრობ და მიხარია, რომ მასმედიაში არსებობს ისეთი კუნძულები, სადაც შესაძლებელია ობიექტური ინფორმაციის მიღება. ამღვრეულ წყალში არაფერი ჩანს. ომის დროს მხოლოდ ტყვიები ზუზუნებენ და მხოლოდ ზავის დადების შემდეგ შეიძლება გაირკვეს, რა შეიძლება იყოს შეთანხმების ადგილი. ამ დაპირისპირების უკან ხომ თითოეული ჩვენთაგანის სამშობლო დგას. პოლიტიკურ პოლარიზაციასთან გასამკლავებლად კი მნიშვნელოვანია: კანონის უზენაესობის, ღია და გამჭვირვალე მმართველობითი პროცესების, პოლიტიკური ეთიკისა და კულტურის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება. ამ პროცესში კი მასმედიას უდიდესი ფუნქცია აკისრია. თანამედროვე სამყაროში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაბალანსებული მედია, რომელმაც ადამიანს უნდა დაუტოვოს გაანალიზების საშუალება და თავს არ მოახვიოს საკუთარი აზრი და ინტერპრეტაცია, განსაკუთრებით, როდესაც საინფორმაციო საშუალებებზე ვლაპარაკობთ, ის უნდა იყოს ობიექტურ რეალობასა და ფაქტებზე აგებული. ინფორმაციულ ტერორად და ძალადობადაც კი შეიძლება განვიხილოთ ის, რაც რიგ ტელევიზიებში ხდება - როდესაც ადგილი აქვს მათთვის სასურველი აზრების თავს მოხვევას. შედეგად, ასეთი გახლეჩვით და პოლარიზებით ადამიანები ტრამვას იღებენ და სად მიდის მერე ეს ტრამვირებული ფსიქიკა? ვინ მოუვლის ამას?

- როგორ გაუმკლავდეს ადამიანი და როგორ ვიპოვოთ საკუთარი თავი ამ ქაოსსა და რყევებში?

- გამოსავალი დაბალანსებულ ცვლილებაშია, როგორც საკუთარ თავში, ისე გარემოში, საკუთარი მოთხოვნილებების დანახვაში და მათი მიღწევის ეკოლოგიური გზების მოძებნაში. ადამიანი კრეატიული ხდება შრომაში, შემოქმედებაში. დავძლიოთ უსასრულო ინფანტილიზმი და ვისწავლოთ საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღება. პოლარიზაციამ შვა აგრესია, რომელიც კიდევ უფრო გაამძაფრა კორონავირუსმა - გაჩნდა ბევრი არარეალიზებული ენერგია. ამიტომ, სასურველია ამ აგრესიის სუბლიმირება შრომაში, სწავლასა და შემოქმედებაში, მშვიდობის უზრუნველყოფაზე ზრუნვაში. დღეს, ამ გლობალიზაციის პროცესში, ყველაზე მეტად უსაფრთხოების შეგრძნება ესაჭიროება ადამიანს და, შესაბამისად, ვიზრუნოთ ერთმანეთის უსაფრთხოებაზე.