პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ -ში დავით კლდიაშვილის შთამომავალი გარდაიცვალა - რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი, რასაც 27 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, უცნობია
აშშ -ში დავით კლდიაშვილის შთამომავალი გარდაიცვალა - რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი, რასაც 27 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, უცნობია

15 დე­კემ­ბერს, აშშ-ში ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა, 27 წლის ქა­ქუ­ცა კლდი­აშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის, და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის შთა­მო­მა­ვა­ლია.

"კი­დევ ერთი კარ­გი ახალ­გაზ­რდა, კარ­გი შვი­ლი, კარ­გი მე­უღ­ლე, კარ­გი მამა, კარ­გი მე­გო­ბა­რი და დიდი და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის შთა­მო­მა­ვა­ლი წა­ვი­და იმ ქვეყ­ნად, New York-ის ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ი­დან. ვუ­სამ­ძიმ­რებთ ქალ­ბა­ტონ თა­მარ ღო­ღო­ბე­რი­ძეს შვი­ლის, ქა­ქუ­ცა კლდი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მისი სი­ცო­ცხლე უბე­დურ შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა, თუმ­ცა დამ­წუხ­რე­ბუ­ლი დე­დის­თვის ეს არა­ნა­ი­რი შე­ღა­ვა­თი არ არის. დაე, ნა­თელ­ში იყოს ქა­ქუ­ცას სული და მის ოჯახს კი გამ­ძლე­ო­ბას ვუ­სურ­ვებთ!“ - ვკი­თხუ­ლობთ ემიგ­რან­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

Ambebi.ge-მ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი მო­ი­ძია. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­აც წერს.

ნიუ იორკში, სტე­ი­ტენ-აი­ლენ­დის მახ­ლობ­ლად, სა­ვა­რა­უ­დოდ, იმ მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს, რო­მე­ლიც გა­სულ სამ­შა­ბათს Verrazzano-Narrows-ს ხი­დი­დან გა­და­ვარ­და. ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა silive.com წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­უ­ბა­რია 27 წლის მა­მა­კაც­ზე, რო­მე­ლიც სტე­ი­ტენ-აი­ლენ­დზე ცხოვ­რობ­და. წყა­როს ცნო­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით გამ­თე­ნი­ი­სას, 6:25 სა­ათ­ზე ხი­დის ქვეშ მი­ტო­ვე­ბუ­ლი მან­ქა­ნა იპო­ვეს.

ახალ­გაზ­რდის ძებ­ნა­ში ჩარ­თუ­ლი იყო აშშ-ის სა­ნა­პი­რო დაც­ვა. ცხე­და­რი პოვ­ნის შემ­დეგ, აშშ-ის სა­ნა­პი­რო დაც­ვის სად­გურ­ზე, ნიუ იორკში გა­და­ას­ვე­ნეს.

ოფი­ცი­ა­ლუ­რად მა­მა­კა­ცის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო მო­ნა­ცე­მე­ბი არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბი­ათ და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ელო­დე­ბი­ან გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის დას­ტურს. პო­ლი­ცი­ის პრესს­პი­კე­რი აცხა­დებს, რომ სიკ­ვდი­ლის ზუსტ მი­ზეზს სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ქუ­ცა კლდი­აშ­ვილს ამე­რი­კა­ში დაკ­რძა­ლა­ვენ. გარ­დაც­ვლილს მე­უღ­ლე და ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა. ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს ქა­ქუ­ცა კლდი­აშ­ვი­ლის დე­დაც.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თათკა
20

დაანებეთ თავი ამ ამერიკას და ევროპას, ადამიანი უნდა ცხოვრობდეს თავის ქვეყანაში. საზღვარგარეთ ბევრი ხიფათია

შიო
3

ძალიან სამწუხარო ამბავია. ვუსამძიმრებ ოჯახს. მიზეზი კი ძალიან ბუნდოვანია-თუ ბიჭი ხიდიდან გადავარდა, მანქანა ხიდის ქვეშ როგორ იდგა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

აშშ -ში დავით კლდიაშვილის შთამომავალი გარდაიცვალა - რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი, რასაც 27 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, უცნობია

აშშ -ში დავით კლდიაშვილის შთამომავალი გარდაიცვალა - რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი, რასაც 27 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, უცნობია

15 დეკემბერს, აშშ-ში ქართველი ახალგაზრდა, 27 წლის ქაქუცა კლდიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ცნობილი ქართველი მწერლის, დავით კლდიაშვილის შთამომავალია.

"კიდევ ერთი კარგი ახალგაზრდა, კარგი შვილი, კარგი მეუღლე, კარგი მამა, კარგი მეგობარი და დიდი დავით კლდიაშვილის შთამომავალი წავიდა იმ ქვეყნად, New York-ის ქართული ემიგრაციიდან. ვუსამძიმრებთ ქალბატონ თამარ ღოღობერიძეს შვილის, ქაქუცა კლდიაშვილის გარდაცვალების გამო, როგორც ცნობილია, მისი სიცოცხლე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, თუმცა დამწუხრებული დედისთვის ეს არანაირი შეღავათი არ არის. დაე, ნათელში იყოს ქაქუცას სული და მის ოჯახს კი გამძლეობას ვუსურვებთ!“ - ვკითხულობთ ემიგრანტების განცხადებაში.

Ambebi.ge-მ მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები მოიძია. მომხდარის შესახებ ადგილობრივი მედიაც წერს.

ნიუ იორკში, სტეიტენ-აილენდის მახლობლად, სავარაუდოდ, იმ მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც გასულ სამშაბათს Verrazzano-Narrows-ს ხიდიდან გადავარდა. ამის შესახებ გამოცემა silive.com წყაროზე დაყრდნობით წერს.

მათივე ცნობით, საუბარია 27 წლის მამაკაცზე, რომელიც სტეიტენ-აილენდზე ცხოვრობდა. წყაროს ცნობით, დაახლოებით გამთენიისას, 6:25 საათზე ხიდის ქვეშ მიტოვებული მანქანა იპოვეს.

ახალგაზრდის ძებნაში ჩართული იყო აშშ-ის სანაპირო დაცვა. ცხედარი პოვნის შემდეგ, აშშ-ის სანაპირო დაცვის სადგურზე, ნიუ იორკში გადაასვენეს.

ოფიციალურად მამაკაცის საიდენტიფიკაციო მონაცემები არ გამოუქვეყნებიათ და სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ელოდებიან გარდაცვლილის ოჯახის დასტურს. პოლიციის პრესსპიკერი აცხადებს, რომ სიკვდილის ზუსტ მიზეზს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

ჩვენი ინფორმაციით, ქაქუცა კლდიაშვილს ამერიკაში დაკრძალავენ. გარდაცვლილს მეუღლე და ერთი ქალიშვილი დარჩა. ამერიკაში ცხოვრობს ქაქუცა კლდიაშვილის დედაც.