პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დეკემბერ-იანვარი მთელი 2-წლიანი პანდემიის მიმდინარეობისას ქვეყანაში ყველაზე მძიმე გამოცდა იქნება" - რას ამბობს ივანე ჩხაიძე "ომიკრონ" შტამის შესახებ
"დეკემბერ-იანვარი მთელი 2-წლიანი პანდემიის მიმდინარეობისას ქვეყანაში ყველაზე მძიმე გამოცდა იქნება" - რას ამბობს ივანე ჩხაიძე "ომიკრონ" შტამის შესახებ

იმუ­ნი­ზა­ცი­ის მრჩე­ველ­თა ეროვ­ნუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლის, იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, პრო­ფე­სორ ივა­ნე ჩხა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ შტამს "ომიკ­რონს“ იოლი გავ­რცე­ლე­ბი­სა და გა­და­დე­ბის უნა­რი გა­აჩ­ნია.

რო­გორც მან მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში“ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, "ომიკ­რო­ნის“ გავ­რცე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ქვე­ყა­ნა­ში რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის რი­ცხვი გა­იზ­რდე­ბა.

ამას­თან, ივა­ნე ჩხა­ი­ძის თქმით, უც­ნო­ბია, რო­დის შე­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში "ომიკ­რო­ნის“ შტა­მი, მაგ­რამ ის ძა­ლი­ან მალე გახ­დე­ბა დო­მი­ნან­ტუ­რი.

"ომიკ­რო­ნი“ სე­რი­ო­ზულ საფრ­თხედ უნდა გან­ვი­ხი­ლოთ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ 6 ქვე­ყა­ნა­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და დღეს უკვე 52 ქვე­ყა­ნა­შია. ასე რომ ძა­ლი­ან სწრა­ფად იზ­რდე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბი­სა და იმ ქვეყ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, სა­დაც ინ­ფი­ცი­რე­ბაა. რაც შე­ხე­ე­ბა სხვა ტი­პის საფრ­თხე­ებს, რა თქმა უნდა, ზამ­თარ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, დე­კემ­ბერ-იან­ვარ­ში რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მა­ტე­ბის პი­კია, რაც საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს. იცით, რომ წინა კვი­რას გრი­პის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, გრი­პის შემ­თხევ­ვე­ბიც მო­ი­მა­ტებს და ესეც საფ­თხეა. ჩვენ გვაქვს წინ ზამ­თრის პე­რი­ო­დი და მო­სა­ლოდ­ნე­ლია რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მა­ტე­ბა.

გვაქვს გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის მო­ლო­დი­ნი და ასე­ვე იმის მო­ლო­დი­ნი, რომ ქვე­ყა­ნა­ში ალ­ბათ და­ფიქ­სირ­დე­ბა ახა­ლი მუ­ტა­ცია, რო­მე­ლიც თა­ვის­თა­ვად მდგო­მა­რე­ო­ბას კი­დევ უფრო გარ­თუ­ლებს. ამი­ტომ, ალ­ბათ, დე­კემ­ბერ-იან­ვა­რი მთე­ლი 2-წლი­ა­ნი პან­დე­მი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე და ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­და იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან ასე­თი რე­ა­ლურ საფრ­თხე­ე­ბი წინა ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­ში ნამ­დი­ლად არ ყო­ფი­ლა“,-გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მან ის სიმპტო­მე­ბი და­ა­სა­ხე­ლა, რაც "ომიკ­რონს“ ასა­ხი­ა­თებს.

"ამ ვა­რი­ანტს ახა­სი­ა­თებს უფრო მე­ტად გა­ცი­ე­ბის მსგავ­სი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, არ ახა­სი­ა­თებს ხვე­ლა, არ ახა­სი­ა­თებს ხან­გრძლი­ვი მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, არ ახა­სი­ა­თებს ყნოს­ვი­სა და გე­მოს და­კარ­გვა. უფრო მე­ტად მისი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა არის გა­ცი­ე­ბის მსგავ­სი, ერთ-ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მა­ტი­კით, თა­ვის ტკი­ვი­ლით, დაღ­ლი­ლო­ბით“,-გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მისი თქმით, "ომიკ­რონ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით ჯანმთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზი­ა­ცი­ას ორი რე­კო­მენ­და­ცია აქვს- ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გაზ­რდა და ე.წ. ბუს­ტერ დო­ზის აქ­ტი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა.

"ე.წ.ბუ­ტერ დო­ზის გა­კე­თე­ბა არის ერთ-ერთი გზა, ვი­ნა­ი­დან "ბუს­ტე­რის“ მიერ მი­ღე­ბუ­ლი იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხი არის გა­ცი­ლე­ბით უფრო ძლი­ე­რი, მყა­რი და ხან­გრძლი­ვი, ვიდ­რე ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი ორი დო­ზის გა­კე­თე­ბის შემ­დგომ“,-გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

გარ­და ამი­სა, მისი შე­ფა­სე­ბით, ნიღ­ბის ტა­რე­ბის წესი სა­ქარ­თვე­ლო­ში სრუ­ლი­ად არის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფი­ლი და ეს ეპიდ­ვი­თა­რე­ბას კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს. რო­გორც ივა­ნე ჩხა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ნიღ­ბის ტა­რე­ბის მა­ჩე­ნე­ბე­ლი 22%-ზეა ჩა­მო­სუ­ლი მა­შინ, როცა 70-80%-ია სა­ჭი­რო.

ამას­თან, მისი გან­მარ­ტე­ბით, უკვე აღარ არის სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ დე­კემ­ბრის ბო­ლომ­დე ეროვ­ნუ­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, მო­სახ­ლე­ო­ბის 60%-ის ვაქ­ცი­ნა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
0

ალბათ, ქართულად თედორე ტიუტჩევმა 150 წლის უკან უპასუხა თქვენს კომენტარებს, რადგან ის არანაირ განმარტებას არ შეიცავს და მაგონებს ბოლშევიკების პრაქტიკას, მუშათა ჯგუფების წერილის პათოსს(ამ რეალობაში რა სახის ზნეობრიობას წარმოადგენს, ცალკე საკითხია), ხოლო საქართველო სასოწარკვეთის ზღვარზე ცხოვრობს(თუ ბიოლოგია, ფიზიოლოფია და ქიმია არ წარმოადგენს მეცნიერებას, რატომ უნდა შეწუხდეს ის, ხოლო განმარტებისა და არგუმენტების გარეშე ისედაც წარმოებს ეს პრაქტიკა, რაშიც იკარგება ადამიანი და ქვეყანა): «Не плоть, а дух растлился в наши дни, и человек отчаянно тоскует».............(ისედაც არა ვარ კარგი მოქართულე და არ მინდა თარგმანში აზრი დაიკარგოს)! მარიამი-ს, ??-ს მორჩი რა ბოდიალს, კაცი არა ხარ? 18:10 / 08-12-2021>>>>>>>>ფაქტების ქმნადობა ინერციაშია ისედაც, ხოლო რა გაგება აქვს ადამიანს (დანიშნულება), ამას ალბათ გაეცემა პასუხი(მგონი, მას უკვე გაეცა პასუხი, როდესაც მოსაზრებას (ვ)წერთ, სხვა გაგება მას არა აქვს დიალოგში). თქვენი დამოკიდებულებაც ხომ ცნობილია, ჰოდა გაიხარეთ. მარტივად, ამისათვის ნამდვილად ღირდა თქვენი შეწუხება. ანუ ფხაკაძემ და ჩხაიძემ ისაუბროს მუდმივობაში ისე, რომ კითხვებიც არ უნდა დაისვას, მე მგონი პასუხობს ამისაგან მიღებულ შედეგებს. რა გამოდის, აფრიკას არ დაუკარგავს ადამიანის თანაგრძნობა(ადამიანის დანიშნულება, სახიერება), თუ არა ანალოგიურ შედეგს ექნებოდა ადგილი. გამოდის განხილვა საქმეს აფუჭებს, არაა, მაშ გიხაროდეთ(გაიხარეთ)!

მარიამი
14

კომენტარებს ვკითხულობ და ვხვდები რომ სრული ბნელეთია!!!

ქვის ხანის მოსახლეობა ხართ დედას გეფიცებით!!!

ექიმი გეუბნებათ თავი დაიცავიო და თქვენ ქაჯებივით გაჰკივიხართ შენ ვინ გეკითხებაო???!!!!

ამას ჰქვია ბნელი ტყეეე!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"დეკემბერ-იანვარი მთელი 2-წლიანი პანდემიის მიმდინარეობისას ქვეყანაში ყველაზე მძიმე გამოცდა იქნება" - რას ამბობს ივანე ჩხაიძე "ომიკრონ" შტამის შესახებ

"დეკემბერ-იანვარი მთელი 2-წლიანი პანდემიის მიმდინარეობისას ქვეყანაში ყველაზე მძიმე გამოცდა იქნება" - რას ამბობს ივანე ჩხაიძე "ომიკრონ" შტამის შესახებ

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამს "ომიკრონს“ იოლი გავრცელებისა და გადადების უნარი გააჩნია.

როგორც მან მედიაცენტრ "მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, "ომიკრონის“ გავრცელების შემთხვევაში, ქვეყანაში რეინფიცირების რიცხვი გაიზრდება.

ამასთან, ივანე ჩხაიძის თქმით, უცნობია, როდის შემოვა საქართველოში "ომიკრონის“ შტამი, მაგრამ ის ძალიან მალე გახდება დომინანტური.

"ომიკრონი“ სერიოზულ საფრთხედ უნდა განვიხილოთ. რამდენიმე დღის წინ 6 ქვეყანაში იყო გავრცელებული და დღეს უკვე 52 ქვეყანაშია. ასე რომ ძალიან სწრაფად იზრდება ინფიცირებისა და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ინფიცირებაა. რაც შეხეება სხვა ტიპის საფრთხეებს, რა თქმა უნდა, ზამთარში, განსაკუთრებით, დეკემბერ-იანვარში რესპირაციული ინფექციების მატების პიკია, რაც საფრთხეს წარმოადგენს. იცით, რომ წინა კვირას გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და სავარაუდოდ, გრიპის შემთხევვებიც მოიმატებს და ესეც საფთხეა. ჩვენ გვაქვს წინ ზამთრის პერიოდი და მოსალოდნელია რესპირაციული ინფექციების მატება.

გვაქვს გრიპის შემთხვევების მატების მოლოდინი და ასევე იმის მოლოდინი, რომ ქვეყანაში ალბათ დაფიქსირდება ახალი მუტაცია, რომელიც თავისთავად მდგომარეობას კიდევ უფრო გართულებს. ამიტომ, ალბათ, დეკემბერ-იანვარი მთელი 2-წლიანი პანდემიის მიმდინარეობისას ქვეყანაში ყველაზე მძიმე და ყველაზე სერიოზული გამოცდა იქნება, ვინაიდან ასეთი რეალურ საფრთხეები წინა ანალოგიურ პერიოდში ნამდილად არ ყოფილა“,-განაცხადა ჩხაიძემ.

მან ის სიმპტომები დაასახელა, რაც "ომიკრონს“ ასახიათებს.

"ამ ვარიანტს ახასიათებს უფრო მეტად გაციების მსგავსი მიმდინარეობა, არ ახასიათებს ხველა, არ ახასიათებს ხანგრძლივი მაღალი ტემპერატურა, არ ახასიათებს ყნოსვისა და გემოს დაკარგვა. უფრო მეტად მისი მიმდინარეობა არის გაციების მსგავსი, ერთ-ორი დღის განმავლობაში გამოხატული სიმპტომატიკით, თავის ტკივილით, დაღლილობით“,-განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, "ომიკრონთან“ დაკავშირებით ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზიაციას ორი რეკომენდაცია აქვს- ვაქცინაციის გაზრდა და ე.წ. ბუსტერ დოზის აქტიური გამოყენება.

"ე.წ.ბუტერ დოზის გაკეთება არის ერთ-ერთი გზა, ვინაიდან "ბუსტერის“ მიერ მიღებული იმუნური პასუხი არის გაცილებით უფრო ძლიერი, მყარი და ხანგრძლივი, ვიდრე ვაქცინის პირველი ორი დოზის გაკეთების შემდგომ“,-განაცხადა ჩხაიძემ.

გარდა ამისა, მისი შეფასებით, ნიღბის ტარების წესი საქართველოში სრულიად არის უგულვებელყოფილი და ეს ეპიდვითარებას კიდევ უფრო ართულებს. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, ნიღბის ტარების მაჩენებელი 22%-ზეა ჩამოსული მაშინ, როცა 70-80%-ია საჭირო.

ამასთან, მისი განმარტებით, უკვე აღარ არის საუბარი იმაზე, რომ დეკემბრის ბოლომდე ეროვნული გეგმის შესაბამისად, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება.