მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირადად მე ზვიადაურს შევუნდობ! ჩემი შვილიც აპატიებდა" - რას ამბობენ მოკლული ნიკა კენჭოშვილის მშობლები ზვიადაურის გათავისუფლების შემდეგ?
"პირადად მე ზვიადაურს შევუნდობ! ჩემი შვილიც აპატიებდა" - რას ამბობენ მოკლული ნიკა კენჭოშვილის მშობლები ზვიადაურის გათავისუფლების შემდეგ?

წი­ნან­დალ­ში, სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლი ნიკა კენ­ჭოშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ზვი­ა­და­უ­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უსა­მარ­თლოს უწო­დე­ბენ.

მათ ინ­ტერ­ვიუ "ნო­დარ მე­ლა­ძის" შა­ბათს მის­ცეს.

რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მათი შვი­ლი მე­ო­რედ მოკ­ლეს. თუმ­ცა, მოკ­ლუ­ლის მა­მის თქმით, მან ზვი­ა­და­ურს შე­უნ­დო და აპა­ტია, რად­გან იცის, რომ ასე მო­იქ­ცე­ო­და მისი შვი­ლიც.

"სა­მარ­თა­ლი მემ­გო­ნი არ არ­სე­ბობს ამ დე­და­მი­წა­ზე. მკვლე­ლი რო­გორ უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლო. ეს ადა­მი­ა­ნი არ უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო ცი­ხი­დან, სა­ნამ არ მი­ვი­ღებ­დით სა­ბო­ლოო დას­კვნას ექ­სპერ­ტის. ექ­სპერ­ტის დას­კვნა ჯერ არ არის, სა­ი­დან გა­მო­აქვთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლა­ბა?! პირ­ვე­ლად ვამ­ბობ ამას, სუ­რა­თე­ბით გვაქვს ნა­ნა­ხი, 7 ად­გილ­ზე აქვს ჩემ შვილს ჭრი­ლო­ბე­ბი. რათ უნ­დო­და ახ­ლოს, მიბ­ჯე­ნით სრო­ლა, თავ­ში წა­მო­ერ­ტყა. მე მინ­და მო­სა­მარ­თლე მა­მუ­კა წიკ­ლა­ურს მივ­მარ­თო, მი­ი­ღებ­და თუ არა მსგავს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჩემს შვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ის რომ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო? ამა­ზე მი­პა­სუ­ხოს.

რა­საც ახლა ვი­ტყვი, ამას ჩემი შვი­ლის სუ­ლის ცხო­ნე­ბის­თვის ვი­ტყვი - ყვე­ლა­ფე­რი უფ­ლის­თვის მი­მინ­დია. პი­რა­დად მე ზვი­ა­და­ურს შე­ვუნ­დობ და ვა­პა­ტი­ებ!იმი­ტომ ვა­პა­ტი­ებ რომ ჩემი შვი­ლიც აპა­ტი­ებ­და"- ამ­ბობს 27 წლის ბი­ჭის მამა.

ნიკა კენ­ჭოშ­ვი­ლის დე­დის თქმით, ზვი­ა­და­უ­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ მისი მხრი­დან მოწ­მე­ე­ბის და­ში­ნე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის.

"ასე­თი მკვლე­ლი რო­გორ უნდა გა­მო­უშ­ვან, რა­ტომ ახა­ლი­სე­ბენ ასე­თებს, გინ­და პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი იყოს, ან თუნ­დაც ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი?! რა­ტომ ვცხოვ­რობთ ასეთ ქვე­ყა­ნა­ში?! რო­გორ არი­ან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი იმა­ში, რომ ჩვენს მოწ­მე­ებ­ზე გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს და რა­მეს არ და­უ­შა­ა­ვე­ბენ ვინ­მეს. ყო­ველ­დღე ში­შის ქვეშ ვარ. საფრ­თხეს ვე­ლო­დე­ბი ყო­ველ­დღე მა­გა­თი მხრი­დან. გული მტკი­ვა. ისეთ­მა ადა­მი­ან­მა მო­მიკ­ლა შვი­ლი, ვი­საც უნდა მი­ა­ბა­რო და იმე­დი გქონ­დეს" - ამ­ბობს კენ­ჭოშ­ვი­ლის დედა.

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ 16 აგ­ვის­ტოს, წი­ნან­დლის ტყე­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ძი­უ­დო­ის­ტი ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი და კი­დევ ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვი­ლი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს, ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვი­ლი კი 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ, სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვა, სო­ფელ წი­ნან­დლის ტყე­ში მიმ­დი­ნა­რე წლის 16 აგ­ვის­ტოს მოხ­და. ორ­მხრი­ვი სრო­ლის დროს და­იჭ­რა 5 პირი, მათ შო­რის 3 გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლილ­თა­გან ერთი ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ძმა ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი იყო.

კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ფაქ­ტზე ორი პირი და­ა­კა­ვეს. ყო­ფილ პარ­ლა­მენ­ტარს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა, ხოლო ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვილს - ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვას.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
0

მშობლებს რაღაც გაურკვეველი და უცნაური პოზიცია აქვთ. პატარა ეჭვი გამიჩნდა, მაგრამ ვერ ვამბობ, არ მინდა ცილი დავწამო.

მარინა
4

ორი ადამიანი მოკლა და იმ მომენტში ვინ დაიწყებდა ფიქრს ვესროლო თუ არაო.სასჯელი უნდა იყოს მინიმალური და აიკრძალოს ყველანაირი იარაღის ტარება ყველასთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"პირადად მე ზვიადაურს შევუნდობ! ჩემი შვილიც აპატიებდა" - რას ამბობენ მოკლული ნიკა კენჭოშვილის მშობლები ზვიადაურის გათავისუფლების შემდეგ?

"პირადად მე ზვიადაურს შევუნდობ! ჩემი შვილიც აპატიებდა" - რას ამბობენ მოკლული ნიკა კენჭოშვილის მშობლები ზვიადაურის გათავისუფლების შემდეგ?

წინანდალში, სისხლიანი დაპირისპირების შედეგად მოკლული ნიკა კენჭოშვილის მშობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას, ზვიადაურის გათავისუფლებასთან დაკავშირებით უსამართლოს უწოდებენ.

მათ ინტერვიუ "ნოდარ მელაძის" შაბათს მისცეს.

როგორც ისინი ამბობენ, სასამართლოს გადაწყვეტილებით მათი შვილი მეორედ მოკლეს. თუმცა, მოკლულის მამის თქმით, მან ზვიადაურს შეუნდო და აპატია, რადგან იცის, რომ ასე მოიქცეოდა მისი შვილიც.

"სამართალი მემგონი არ არსებობს ამ დედამიწაზე. მკვლელი როგორ უნდა გაათავისუფლო. ეს ადამიანი არ უნდა გამოსულიყო ციხიდან, სანამ არ მივიღებდით საბოლოო დასკვნას ექსპერტის. ექსპერტის დასკვნა ჯერ არ არის, საიდან გამოაქვთ ეს გადაწყვეტილაბა?! პირველად ვამბობ ამას, სურათებით გვაქვს ნანახი, 7 ადგილზე აქვს ჩემ შვილს ჭრილობები. რათ უნდოდა ახლოს, მიბჯენით სროლა, თავში წამოერტყა. მე მინდა მოსამართლე მამუკა წიკლაურს მივმართო, მიიღებდა თუ არა მსგავს გადაწყვეტილებას ჩემს შვილთან დაკავშირებით, ის რომ გადარჩენილიყო? ამაზე მიპასუხოს.

რასაც ახლა ვიტყვი, ამას ჩემი შვილის სულის ცხონებისთვის ვიტყვი - ყველაფერი უფლისთვის მიმინდია. პირადად მე ზვიადაურს შევუნდობ და ვაპატიებ!იმიტომ ვაპატიებ რომ ჩემი შვილიც აპატიებდა"- ამბობს 27 წლის ბიჭის მამა.

ნიკა კენჭოშვილის დედის თქმით, ზვიადაურის გათავისუფლების შემდეგ მისი მხრიდან მოწმეების დაშინება გამორიცხული არ არის.

"ასეთი მკვლელი როგორ უნდა გამოუშვან, რატომ ახალისებენ ასეთებს, გინდა პარლამენტის ყოფილი დეპუტატი იყოს, ან თუნდაც ოლიმპიური ჩემპიონი?! რატომ ვცხოვრობთ ასეთ ქვეყანაში?! როგორ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ ჩვენს მოწმეებზე გავლენას არ მოახდენს და რამეს არ დაუშაავებენ ვინმეს. ყოველდღე შიშის ქვეშ ვარ. საფრთხეს ველოდები ყოველდღე მაგათი მხრიდან. გული მტკივა. ისეთმა ადამიანმა მომიკლა შვილი, ვისაც უნდა მიაბარო და იმედი გქონდეს" - ამბობს კენჭოშვილის დედა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური და კიდევ ერთი ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

ცნობისთვის, შემთხვევა, სოფელ წინანდლის ტყეში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ყოფილ პარლამენტარს საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილს - იარაღის დაუდევრად შენახვას.