პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისინი "მწვანე რევოლუციის" ნაცვლად, ბირთვულ ზამთარს მიიღებენ" - რას ამბობს ჟირინოვსკი ნატოზე, უკრაინასა და საქართველოზე?
"ისინი "მწვანე რევოლუციის" ნაცვლად, ბირთვულ ზამთარს მიიღებენ" - რას ამბობს ჟირინოვსკი ნატოზე, უკრაინასა და საქართველოზე?

რუ­სე­თის რა­დი­ოს "კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­დას“ (Радио «Комсомольская правда») ეთერ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი ვლა­დი­მერ ვორ­სო­ბი­ნი ლი­ბე­რა­ლურ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ლი­დერს ვლა­დი­მერ ჟი­რი­ნოვ­სკის ესა­უბ­რა. თე­მე­ბი - რუ­სე­თის სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა, რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან და უკ­რა­ი­ნას­თან, 2008-2014 წლე­ბის ამ­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბა და ა.შ.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს სა­უბ­რი­დან:

- თა­ვის დრო­ზე და­სავ­ლე­თი საბ­ჭო­თა კავ­შირ­საც აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბას აბ­რა­ლებ­და. იმავდრო­უ­ლად საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ყო­ველ­თვის აცხა­დებ­და, რომ ბირ­თვულ ია­რაღს არა­ნა­ირ გა­რე­მო­ე­ბებ­ში პირ­ვე­ლი არ გა­მო­ი­ყე­ნებ­და. მე სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ვუ­წყე ძებ­ნა მსგავს და­პი­რე­ბას ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბებ­ში - მა­გა­ლი­თად, "ჩვენ ომს პირ­ვე­ლე­ბი არ და­ვი­წყებთ - მაგ­რამ ვერ ვი­პო­ვე. ეს ში­შის სა­ფუძ­ველს ქმნის. ანუ გა­მო­დის, რომ არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, როცა ჩვე­ნი, რუ­სე­თის ჯა­რებს შე­უძ­ლი­ათ პირ­ვე­ლებ­მა და­ი­წყონ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბა..

- მსგავს ნა­ბიჯს შე­იძ­ლე­ბა ასე­თი სა­ხე­ლი ვუ­წო­დოთ: "პრე­ვენ­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა უკ­რა­ი­ნის შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის აგ­რე­სი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მშვი­დო­ბა­ზე იძუ­ლე­ბის მიზ­ნით“. ანუ ისე, რო­გორც სამ­ხრეთ ოსეთ­ში მოხ­და. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ომი არ გა­მოგ­ვი­ცხა­დე­ბია, მაგ­რამ ჩვენ ვა­ი­ძუ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შე­ე­წყვი­ტათ...

უკ­რა­ი­ნა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით მო­ხა­ლი­სე მო­ლაშ­ქრე­ე­ბიც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა. აი, როცა დონ­ბა­სე­ლებს უკ­რა­ი­ნის მთე­ლი არ­მა­და შე­უ­ტევს, ტან­კე­ბით, არ­ტი­ე­ლე­რი­ით, თან­მედ­რო­ვე ია­რა­ღით, მა­შინ გო­ნეც­კის რეს­პუბ­ლი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი დახ­მა­რე­ბის­თვის მოგ­ვმარ­თა­ვენ, რო­გორც ეს სამ­ხრეთ ოსეთ­მა გა­ა­კე­თა. იქ ჩვე­ნი მშვი­დო­ბის­მყოფ­ლე­ბი მხო­ლოდ 100 ჯა­რის­კა­ცი იყო, მაგ­რამ მათ ჩვე­ნი არ­მია ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან და­ეხ­მა­რა და წეს­რი­გი და­ამ­ყა­რა. ანუ სა­ჭი­როა, რომ ჯა­რის შეყ­ვა­ნი­სათ­ვის სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობ­დეს. ამ ეტაპ­ზე ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, რო­მე­ლიც დონ­ბასს ჰყავს, ჯერ­ჯე­რო­ბით საკ­მა­რი­სია. თუმ­ცა ჩემი პი­რა­დი აზ­რია, რომ უკ­რა­ი­ნის არ­მი­ას ისე და­ვარ­ტყათ, რომ ჭკუა ვას­წავ­ლოთ და, რა თქმა უნდა, ნაკ­ლე­ბი მსხვერ­პლით.

- ჩვენ პირ­ვე­ლი უნდა და­ვარ­ტყათ? მო­ი­ცათ... ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი ამ­ბობს, რომ პუ­ტინ­მა უნდა გა­მო­ა­ცხა­დოს, რომ ომს პირ­ვე­ლი არ და­ი­წყებ­სო, მაგ­რამ კრემ­ლი ჩუ­მად არის. განა არ შე­გიძ­ლია ვუ­თხრათ უკ­რა­ი­ნე­ლებს - "ბი­ჭე­ბო, ჩვენ აგ­რე­სო­რე­ბი არ ვართ, ჩვენ არა­სო­დეს პირ­ვე­ლე­ბი ჩხუბს არ და­ვი­წყებთ“? მოს­კო­ვი კი ჩუ­მად არის, ამი­ტომ ყვე­ლა ნერ­ვი­უ­ლობს...

- და რა­ტომ უნდა ია­როს მოს­კოვ­მა ყვე­ლას ნე­ბა­ზე? და სა­ერ­თოდ, ვისი თუ რისი ეში­ნია ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის? ვა­ლო­დია, დამ­შვიდ­დი, არა­ვინ არ გე­მუქ­რე­ბათ... მაგ­რამ რა­ტომ უნდა მივ­ცეთ გა­რან­ტი­ე­ბი ზე­ლენ­სკის? ამ ბოლო შვიდ წე­ლი­წად­ში დონ­ბას­ში ძი­რი­თა­დად რუ­სე­ბი იღუ­პე­ბოდ­ნენ, 15 ათა­სამ­დე, 2014 წლი­დან. წე­სით, უკ­რა­ი­ნის იმ­დრო­ინ­დე­ლი ყვე­ლა ხელ­მძღვა­ნე­ლი და­სა­ჭე­რია და მათ მოს­კო­ვის სამ­ხედ­რო ტრი­ბუ­ნა­ლი უნდა მო­ვუ­წყოთ ჩვენ კი ვე­ლო­ლი­ა­ვე­ბით - გა­აგ­რძე­ლეთ, ბი­ჭე­ბო, რუ­სე­ბის ხოც­ვა, გა­აგ­რძე­ლეთ და­ბომბვე­ბი, არა­ფე­რი არ გე­მუქ­რე­ბათ... აი, ნა­ტოც გა­თავ­ხედ­და და გვე­უბ­ნე­ბა, რომ რუ­სეთს არა­ვი­თა­რი გავ­ლე­ნის სფე­რო არ უნდა ჰქონ­დეს, ჯა­რე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა კი ჩვენ უნდა შეგ­ვი­თან­ხმო­სო. სა­ერ­თოდ, ბრი­უ­სელ­ში ტვი­ნით აზ­როვ­ნე­ბენ თუ...? ისი­ნი ხომ ჩვენ არა­ფერს გვი­თან­ხმე­ბენ.

....

ჩვენ გვინ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად მო­ვაგ­ვა­როთ, მაგ­რამ ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. უნდა ვაჩ­ვე­ნოთ ამე­რი­კას და ნა­ტოს, თუ რითი შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს მათ­თვის ჩვენ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა. ხომ მიხ­ვდნენ, რომ ჩვენ არა­ნა­ი­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბი არ გვა­ში­ნებს. საქ­მე ეხე­ბა სა­კი­თხის სამ­ხედ­რო გზით გა­დაჭ­რას. მათ პირ­და­პირ უნდა ვუ­თხრათ: თქვენ გინ­დათ თქვე­ნი ქა­ლა­ქე­ბის დან­გრე­ვა ატო­მუ­რი ბომ­ბე­ბით და თქვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­წყვე­ტა? გა­რე­მოს დას­ნე­ბოვ­ნე­ბა რა­დი­ა­ცი­ით? ეს ხომ ბუ­ნე­ბი­სათ­ვის უდი­დე­სი და გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბას ნიშ­ნავს... ისი­ნი "მწვა­ნე რე­ვო­ლუ­ცი­ის“ ნაც­ვლად ბირ­თვულ ზამ­თარს მი­ი­ღე­ბენ. ეს ჩვენ­თვი­საც კა­ტას­ტრო­ფუ­ლი იქ­ნე­ბა... მათ ჰგო­ნი­ათ, რომ ისი­ნი გა­დარ­ჩე­ბი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით ამე­რი­კე­ლე­ბი, ოკე­ა­ნის იქით.

ჩვენ უკვე ვე­ღარ და­ვუშ­ვებთ ისეთ შეც­დო­მებს, რო­გო­რიც 1941 წელს (გერ­მა­ნი­ის თავ­დას­ხმის დროს), 1956 წელს (უნ­გრეთ­ში), 1968 წელს (ჩი­ნეთ­თან, კუნ­ძულ და­მანსკთან და­კავ­ში­რე­ბით და ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ა­ში) და­ვუშ­ვით... საქ­მე ბო­ლომ­დე უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ. მო­ვი­და ამის დრო. ჯო ბა­ი­დე­ნი დაგ­ვთან­ხმდე­ბა - მას ხომ მე­ო­რე ვა­დით არ­ჩე­ვა სურს. თუ იგი ევ­რო­პა­ში ომს წა­ა­გებს (და ნამ­დვი­ლად წა­ა­გებს), მას აღარ აირ­ჩე­ვენ და შე­იძ­ლე­ბა უფრო ად­რეც აი­ძუ­ლონ გა­დად­გეს. ამი­ტო­მაც იგი ჩვენ­თან მო­ი­ლა­პა­რა­კებს. ყვე­ლამ უნდა და­ი­მახ­სოვ­როს: სა­კითხს არც ნატო, არც ბრი­უ­სე­ლი, არც პა­რი­ზი და ლონ­დო­ნი და სა­ერ­თოდ არა­ვინ არ გა­და­წყვეტს. სა­კითხს წყვეტს მხო­ლოდ მოს­კო­ვი.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუხო
0

ამ კაცში ბოროტი სული ბორგავს, კაცობრიობის მოსპობა უნდა.

სოფო
0

რუსი პოლიტიკოსებიდან ერთ-ერთი მთავარია ვისაც ვერ ვიტან, პუტინის მერე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ისინი "მწვანე რევოლუციის" ნაცვლად, ბირთვულ ზამთარს მიიღებენ" - რას ამბობს ჟირინოვსკი ნატოზე, უკრაინასა და საქართველოზე?

"ისინი "მწვანე რევოლუციის" ნაცვლად, ბირთვულ ზამთარს მიიღებენ" - რას ამბობს ჟირინოვსკი ნატოზე, უკრაინასა და საქართველოზე?

რუსეთის რადიოს "კომსომოლსკაია პრავდას“ (Радио «Комсомольская правда») ეთერში ჟურნალისტი ვლადიმერ ვორსობინი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ვლადიმერ ჟირინოვსკის ესაუბრა. თემები - რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რუსეთის ურთიერთობა საქართველოსთან და უკრაინასთან, 2008-2014 წლების ამბების გახსენება და ა.შ.

გთავაზობთ ამონარიდს საუბრიდან:

- თავის დროზე დასავლეთი საბჭოთა კავშირსაც აგრესიული პოლიტიკის გატარებას აბრალებდა. იმავდროულად საბჭოთა კავშირი ყოველთვის აცხადებდა, რომ ბირთვულ იარაღს არანაირ გარემოებებში პირველი არ გამოიყენებდა. მე სპეციალურად დავუწყე ძებნა მსგავს დაპირებას ვლადიმერ პუტინის განცხადებებში - მაგალითად, "ჩვენ ომს პირველები არ დავიწყებთ - მაგრამ ვერ ვიპოვე. ეს შიშის საფუძველს ქმნის. ანუ გამოდის, რომ არის შესაძლებლობა, როცა ჩვენი, რუსეთის ჯარებს შეუძლიათ პირველებმა დაიწყონ სამხედრო მოქმედება..

- მსგავს ნაბიჯს შეიძლება ასეთი სახელი ვუწოდოთ: "პრევენციული მოქმედება უკრაინის შეირაღებული ძალების აგრესიული მოქმედების წინააღმდეგ, მშვიდობაზე იძულების მიზნით“. ანუ ისე, როგორც სამხრეთ ოსეთში მოხდა. ჩვენ საქართველოსთვის ომი არ გამოგვიცხადებია, მაგრამ ჩვენ ვაიძულეთ საქართველოს შეიარაღებული ძალები წინააღმდეგობა შეეწყვიტათ...

უკრაინაში ჯერჯერობით მოხალისე მოლაშქრეებიც საკმარისი იქნება. აი, როცა დონბასელებს უკრაინის მთელი არმადა შეუტევს, ტანკებით, არტიელერიით, თანმედროვე იარაღით, მაშინ გონეცკის რესპუბლიკის ხელმძღვანელები დახმარებისთვის მოგვმართავენ, როგორც ეს სამხრეთ ოსეთმა გააკეთა. იქ ჩვენი მშვიდობისმყოფლები მხოლოდ 100 ჯარისკაცი იყო, მაგრამ მათ ჩვენი არმია ჩრდილოეთ კავკასიიდან დაეხმარა და წესრიგი დაამყარა. ანუ საჭიროა, რომ ჯარის შეყვანისათვის საფუძველი არსებობდეს. ამ ეტაპზე ის შეიარაღებული ძალები, რომელიც დონბასს ჰყავს, ჯერჯერობით საკმარისია. თუმცა ჩემი პირადი აზრია, რომ უკრაინის არმიას ისე დავარტყათ, რომ ჭკუა ვასწავლოთ და, რა თქმა უნდა, ნაკლები მსხვერპლით.

- ჩვენ პირველი უნდა დავარტყათ? მოიცათ... ვლადიმერ ზელენსკი ამბობს, რომ პუტინმა უნდა გამოაცხადოს, რომ ომს პირველი არ დაიწყებსო, მაგრამ კრემლი ჩუმად არის. განა არ შეგიძლია ვუთხრათ უკრაინელებს - "ბიჭებო, ჩვენ აგრესორები არ ვართ, ჩვენ არასოდეს პირველები ჩხუბს არ დავიწყებთ“? მოსკოვი კი ჩუმად არის, ამიტომ ყველა ნერვიულობს...

- და რატომ უნდა იაროს მოსკოვმა ყველას ნებაზე? და საერთოდ, ვისი თუ რისი ეშინია ვლადიმერ ზელენსკის? ვალოდია, დამშვიდდი, არავინ არ გემუქრებათ... მაგრამ რატომ უნდა მივცეთ გარანტიები ზელენსკის? ამ ბოლო შვიდ წელიწადში დონბასში ძირითადად რუსები იღუპებოდნენ, 15 ათასამდე, 2014 წლიდან. წესით, უკრაინის იმდროინდელი ყველა ხელმძღვანელი დასაჭერია და მათ მოსკოვის სამხედრო ტრიბუნალი უნდა მოვუწყოთ ჩვენ კი ველოლიავებით - გააგრძელეთ, ბიჭებო, რუსების ხოცვა, გააგრძელეთ დაბომბვები, არაფერი არ გემუქრებათ... აი, ნატოც გათავხედდა და გვეუბნება, რომ რუსეთს არავითარი გავლენის სფერო არ უნდა ჰქონდეს, ჯარების გადაადგილება კი ჩვენ უნდა შეგვითანხმოსო. საერთოდ, ბრიუსელში ტვინით აზროვნებენ თუ...? ისინი ხომ ჩვენ არაფერს გვითანხმებენ.

....

ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად მოვაგვაროთ, მაგრამ ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით. უნდა ვაჩვენოთ ამერიკას და ნატოს, თუ რითი შეიძლება დასრულდეს მათთვის ჩვენთან დაპირისპირება. ხომ მიხვდნენ, რომ ჩვენ არანაირი ეკონომიკური სანქციები არ გვაშინებს. საქმე ეხება საკითხის სამხედრო გზით გადაჭრას. მათ პირდაპირ უნდა ვუთხრათ: თქვენ გინდათ თქვენი ქალაქების დანგრევა ატომური ბომბებით და თქვენი მოსახლეობის გაწყვეტა? გარემოს დასნებოვნება რადიაციით? ეს ხომ ბუნებისათვის უდიდესი და გამოუსწორებელი ზიანის მიყენებას ნიშნავს... ისინი "მწვანე რევოლუციის“ ნაცვლად ბირთვულ ზამთარს მიიღებენ. ეს ჩვენთვისაც კატასტროფული იქნება... მათ ჰგონიათ, რომ ისინი გადარჩებიან, განსაკუთრებით ამერიკელები, ოკეანის იქით.

ჩვენ უკვე ვეღარ დავუშვებთ ისეთ შეცდომებს, როგორიც 1941 წელს (გერმანიის თავდასხმის დროს), 1956 წელს (უნგრეთში), 1968 წელს (ჩინეთთან, კუნძულ დამანსკთან დაკავშირებით და ჩეხოსლოვაკიაში) დავუშვით... საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მოვიდა ამის დრო. ჯო ბაიდენი დაგვთანხმდება - მას ხომ მეორე ვადით არჩევა სურს. თუ იგი ევროპაში ომს წააგებს (და ნამდვილად წააგებს), მას აღარ აირჩევენ და შეიძლება უფრო ადრეც აიძულონ გადადგეს. ამიტომაც იგი ჩვენთან მოილაპარაკებს. ყველამ უნდა დაიმახსოვროს: საკითხს არც ნატო, არც ბრიუსელი, არც პარიზი და ლონდონი და საერთოდ არავინ არ გადაწყვეტს. საკითხს წყვეტს მხოლოდ მოსკოვი.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ