ავტორი:

რამდენად ეფექტიანია და რა უკუჩვენებები შეიძლება ახასიათებდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველ წამალს - ნანა გეგეჭკორი მოლნუპირავირის შესახებ

რამდენად ეფექტიანია და რა უკუჩვენებები შეიძლება ახასიათებდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველ წამალს - ნანა გეგეჭკორი მოლნუპირავირის შესახებ

მოლნუპირავირი არის კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი მედიკამენტი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში ავტორიზაცია მიანიჭეს. მათ შორის, წამალმა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიიღო ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტოსგანაც.

აღნიშნული მედიკამენტის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი:

"FDA-მ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა მოლნუპირავირს კოვიდ-19-ის მკურნალობაში გამოსაყენებლად. თანაფარდობა კენჭისყრისას განაწილდა 13 დადებითი 10 უარყოფითი ხმის წინააღმდეგ. ადრეულ კვლევაში ნაჩვენები 50%-იანი ეფექტურობა კოვიდის სიმპტომატური ფორმების და ჰოსპიტალიზაციის შემცირებაში, სამი დღის წინ დასრულებულმა კვლევამ ვერ გაიმეორა და ეფექტურობა 30%-მდე დაეცა.

მერკმა ეს შედეგი პლაცებო ჯგუფის მიერ, მოულოდნელად ნაჩვენები გაუმჯობესებული მაჩვენებლებლით ახსნა. რამ გამოიწვია პლაცებო ჯგუფში დაავადების უფრო მარტივი მიმდინარეობა წინა კვლევის პლაცებო ჯგუფთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არაა ნათელი. კლევის დეტალები ჯერ საჯარო არაა. ნიუანსებს ალბათ მალე გავიგებთ.დღეისათვის ფიქრობენ, რომ მოლნიპირავირის გამოყენება დაშვებული იქნება აუცრელ რისკ ჯგუფებში. ეს ადამიანები სიკვდილისგან არაფრით არიან დაცული ამიტომ ამ კონკრეტულ ჯგუფში სარგებელი სავარაუდოდ გადასწონის რისკს.

მოლნუპირავირის მექანიზმი მუტაგენობაზეა აგებული. ის იწვევს მუტაციას ვირუსის რნმ-ში და ასე უშლის მას ხელს გამრავლებაში. ჯერ-ჯერობით არაა გამოკვლეული პრეპარატის კანცეროგენული პოტენციალი. მუტაგენური მექანიზმიდან გამომდინარე არსებობს რისკები ნაყოფის თანდაყოლილ პათოლოგიებთან დაკავშირებითაც.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით ის არ იქნება გამოყენებული ორსულებში, მეძუძურებსა და 18 წლამდე ასაკის პოპულაციაში. მოკლედ, ჯადოსნური წამლები ვერ იქნება კოვიდ-19-ის მკურნალობაში.

სიკვდილის და ინვალიდიზაციის შესამცირებლად, საუკეთესო საშუალებად ისევ პრევენცია რჩება.პრევენციის იდეალურ ფორმულას ხშირად გავიმეორებ; ვაქცინაცია + ცხვირ-პირზე მორგებული ნიღაბი + სოციალური დისტანცია + ჰიგიენა + საეჭვო სიმპტომების გამოჩენისთანავე სასწრაფო იზოლაცია.მნიშვნელვანია გვესმოდეს, რომ ცალკე აღებული არც ერთი კომპონენტი არ მუშაობს. ერთობლიობაში მათი ეფექტურობა მილიონობით ადამიანზეა გამოცდილი და საიმედოდ გამოიყურება", - წერს ნანა გეგეჭკორი.