ავტორი:

საბერძნეთში 60 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება - რა სანქციები ემუქრებათ არავაქცინირებულებს

საბერძნეთში 60 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება - რა სანქციები ემუქრებათ არავაქცინირებულებს

საბერძნეთში 60 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება და არავაქცინირებული პირები თვეში 100 ევროს ოდენობის თანხით დაჯარიმდებიან,- ინფორმაციას Reuters-ი საბერძნეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„60 წლის ასაკიდან საბერძნეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ჯერჯერობით ვაქცინირებულები არ არიან, ასაცრელად ვიზიტი 16 იანვრამდე უნდა დაჯავშნონ, წინააღმდეგ შემოხვევაში მათ ყოველ თვეში 100 ევროთი დაჯარიმება ემუქრებათ,“- აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა.

ცნობისათვის, საბერძნეთში, სადაც დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 63%. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დრომდე 60 წელზე უფროსი ასაკის 520 000-მდე მოქალაქე აუცრელია.