ქანიე ვესტმა "ინსტაგრამის" სთორიში მისი და კიმ კარდაშიანის ძველი ერთობლივი ფოტო ატვირთა და დაწერა, რომ "ღმერთის ძალით, ისინი კვლავ ერთად იქნებიან.“
აღსანიშნავია, რომ წინა კვირას ლოს ანჯელესში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ქანიემ ფიცი დადო, რომ ყოფილ მეუღლეს შეურიგდებოდა და კარდაშიანების რეალით შოუს არ მისცემდა მისი ცხოვრების განკარგვის უფლებას.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Kanye West says that he "needs to be back home" and that KimYe needs to be back together 🤔 <a href="https://t.co/B37sEBFBn6">pic.twitter.com/B37sEBFBn6</a></p>— Squirt Reynolds (@SquirtReynoIds) <a href="https://twitter.com/SquirtReynoIds/status/1463655742381113344?ref_src=twsrc%5Etfw">November 24, 2021</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
44 წლის რეპერმა ეჭვიც გამოთქვა, რომ ის და კიმი, შესაძლოა არც იყვნენ ოფიციალურად გაყრილები - "მე არასდროს მინახავს გაყრის საბუთები. ბავშვებსაც უნდათ, რომ მათი მშობლები ერთად იყვნენ.“
წყვილი ოფიციალურად თებერვალში გაშორდა ერთმანეთს და როგორც ჩანს, მხოლოდ ქანიე ვესტს სურს ურთიერთობის განახლება, რადგანაც კიმმა უკვე იპოვა ახალი სიყვარული.
კიმ კარდაშიანს რომანი აქვს Saturday Night Live-ის 28 წლის კომიკოსთან, პიტ დევიდსონთან. წყვილი ხშირად დადის საიდუმლო პაემნებზე. პაპარაცების გადაღებული ფოტოები, სადაც კიმი და პიტი ხელჩაკიდებულები არიან, გულზე მწარედ მოხვდა ქანიე ვესტს და როგორც წყარო იტყობინება, რეპერმა ყოფილ მეუღლეს, შეყვარებულთან ერთად ფიზიკური სიახლოვის სახალხოდ გამომჟღავნება აუკრძალა, სანამ მათი განქორწინების პროცესი საბოლოო სახეს არ მიიღებდა.
რეპერის აზრით, კიმის ამგვარი საქციელი არც მის რეპუტაციას არგებს და არც ღმერთის თვალში იქნება მოსაწონი.
მოამზადა ანა სიბოშვილმა