Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ალბათ ვინმე იტყვის, რომ არ ვარ საღ ჭკუაზე..." - როგორ დაიწყო გამოსვლა სასამართლოში მიხეილ სააკაშვილმა?
"ალბათ ვინმე იტყვის, რომ არ ვარ საღ ჭკუაზე..." - როგორ დაიწყო გამოსვლა სასამართლოში მიხეილ სააკაშვილმა?

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლის პირ­და­პი­რი ტრანსლი­რე­ბაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მან თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბა და­ი­წყო გა­რეთ მყო­ფი ხალ­ხის­თვის მად­ლო­ბით და რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბა წარ­მოთ­ქვა უკ­რა­ი­ნუ­ლად, რაც გა­აპ­რო­ტეს­ტა ბრალ­დე­ბის მხა­რემ.

"მინ­და, მად­ლო­ბა ვუ­თხრა, გა­რეთ შეკ­რე­ბილ ხალ­ხს და და­ვი­წყო კი­თხვით. მე ჩა­მო­ვე­დი და რამ­დე­ნი­მე დღე დავ­დი­ო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ხალ­ხი არის დაღ­ვრე­მი­ლი, არ იღი­მე­ბა, მინ­და, გკი­თხოთ ჩემო საყ­ვა­რე­ლო ქარ­თვე­ლო ხალ­ხო, არ მო­გე­ნატ­რათ თქვე­ნი ქვეყ­ნით სი­ა­მა­ყის გან­ცდა, არ მო­გე­ნატ­რათ გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პი, სი­ახ­ლე და აღმშე­ნებ­ლო­ბა, სი­ხა­რუ­ლი და სით­ბო, გა­მარ­ჯვე­ბის ზე­ი­მი... თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­გე­ნატ­რათ, რაც ახლა ხდე­ბა, ეს უნდა და­ვას­რუ­ლოთ. მინ­და და­ვი­წყოთ იმით, რა­ტომ ვარ ამ დარ­ბაზ­ში... მე ვარ ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე დიდ ქვე­ყა­ნა­ში იმ საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, რო­მელ­საც ეს­წრე­ბი­ან უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, გენპ­რო­კუ­რო­რი და ა.შ და ამ­ზა­დებს აუ­ცი­ლე­ბელ რე­ფორ­მებს, ჩემი მომ­ზა­დე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე კარ­გი კა­ნო­ნი უკვე მი­ი­ღო "რა­დამ", უკ­რა­ი­ნა­ში მე­კა­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ზი­ცია, არას­დროს ვყო­ფილ­ვარ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ისე კარ­გად, რო­გორ ახლა ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფე­რი მქონ­და, მაგ­რამ ჩა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვი­ცო­დი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და გზა­ში მო­ვე­კა­ლი, აქ მო­ვე­კა­ლი, რო­გორც უქ­ნეს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას, ან დი­ლეგ­ში ჩა­ვეს­ვი, სა­ი­და­ნაც ცო­ცხა­ლი ვერ გა­მო­ვი­დო­დი, ალ­ბათ ვინ­მე იტყვის, რომ არ ვარ საღ ჭკუ­ა­ზე... მი­ზე­ზი რა­ტო­მაც ჩა­მო­ვე­დი არის ის, რომ მე მარ­თლაც მიყ­ვარს უკ­რა­ი­ნა, მაგ­რამ გი­ჟი­ვით მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, სა­დაც და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ძა­ლი­ან მოყ­ვა­რულ ოჯახ­ში, ბე­ბი­ა­ჩე­მი მზია გარ­და­იც­ვა­ლა ცოტა ხნის წინ, რო­მე­ლიც ვერ გა­ვა­ცი­ლე უკა­ნას­კნელ გზა­ზე", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 89 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
31

კარტოფილის როგორი ოხშივარი დადგა!!!

გელა
31

ქოცეპოქას მომავალში მოიხსენიებენ, როგორც უკიდურესად სამარცხვინო პერიოდს ქვეყნის ისტორიაში!

თუმცა ერთი დადებითი მხარე მას აქვს - ხდება ლუსტრაცია-თვითლუსტრაცია სამშობლოს გამყიდველების, კრემლის აგენტების!

ავტორი:

"ალბათ ვინმე იტყვის, რომ არ ვარ საღ ჭკუაზე..." - როგორ დაიწყო გამოსვლა სასამართლოში მიხეილ სააკაშვილმა?

"ალბათ ვინმე იტყვის, რომ არ ვარ საღ ჭკუაზე..." - როგორ დაიწყო გამოსვლა სასამართლოში მიხეილ სააკაშვილმა?

საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლის პირდაპირი ტრანსლირებაც ხორციელდება. მან თავისი განცხადება დაიწყო გარეთ მყოფი ხალხისთვის მადლობით და რამდენიმე წინადადება წარმოთქვა უკრაინულად, რაც გააპროტესტა ბრალდების მხარემ.

"მინდა, მადლობა ვუთხრა, გარეთ შეკრებილ ხალხს და დავიწყო კითხვით. მე ჩამოვედი და რამდენიმე დღე დავდიოდი საქართველოში, ხალხი არის დაღვრემილი, არ იღიმება, მინდა, გკითხოთ ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნით სიამაყის განცდა, არ მოგენატრათ განვითარების ტემპი, სიახლე და აღმშენებლობა, სიხარული და სითბო, გამარჯვების ზეიმი... თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, რაც ახლა ხდება, ეს უნდა დავასრულოთ. მინდა დავიწყოთ იმით, რატომ ვარ ამ დარბაზში... მე ვარ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში იმ საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი, გენპროკურორი და ა.შ და ამზადებს აუცილებელ რეფორმებს, ჩემი მომზადებული რამდენიმე კარგი კანონი უკვე მიიღო "რადამ", უკრაინაში მეკავა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, არასდროს ვყოფილვარ მატერიალურად ისე კარგად, როგორ ახლა ვიყავი, ყველაფერი მქონდა, მაგრამ ჩამოვედი საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რომ შეიძლებოდა გზაში მოვეკალი, აქ მოვეკალი, როგორც უქნეს ზვიად გამსახურდიას, ან დილეგში ჩავესვი, საიდანაც ცოცხალი ვერ გამოვიდოდი, ალბათ ვინმე იტყვის, რომ არ ვარ საღ ჭკუაზე... მიზეზი რატომაც ჩამოვედი არის ის, რომ მე მართლაც მიყვარს უკრაინა, მაგრამ გიჟივით მიყვარს საქართველო, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ძალიან მოყვარულ ოჯახში, ბებიაჩემი მზია გარდაიცვალა ცოტა ხნის წინ, რომელიც ვერ გავაცილე უკანასკნელ გზაზე", - განაცხადა სააკაშვილმა.