პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაჯიუტებული ბავშვივით იქცევა სააკაშვილი, უჭირს სამართლიანი სასჯელის მიღება" - ალუდა ღუდუშაური
"გაჯიუტებული ბავშვივით იქცევა სააკაშვილი, უჭირს სამართლიანი სასჯელის მიღება" - ალუდა ღუდუშაური

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფი იქ­ნე­ბა, მო­ცეკ­ვა­ვე თუ ტან­მო­ვარ­ჯი­შე ყვე­ლა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა კა­ნონს და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მორ­ჩა - გა­ჯი­უ­ტე­ბუ­ლი ბავ­შვი­ვით იქ­ცე­ვა სა­ა­კაშ­ვი­ლი, უჭირს სა­მარ­თლი­ა­ნი სას­ჯე­ლის მი­ღე­ბა" - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას.

ღუ­დუ­შა­უ­რის თქმით, სა­ა­კაშ­ვილს სას­ჯე­ლის მოხ­და მო­უ­წევს და ამას უნდა შე­ე­გუ­ოს.

"პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან იქ­ნე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოკ­ვდა­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, თუ უცხოპ­ლა­ნეტ­ლე­ბის­გან ეს ჯგუ­ფი, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, არ­სე­ბობს სა­სა­მარ­თლო და მისი პრე­რო­გა­ტი­ვაა მსჯავ­რის და­დე­ბა და მსჯავ­რის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, აქ არის ძა­ლი­ან დიდი წერ­ტი­ლი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფი იქ­ნე­ბა, მო­ცეკ­ვა­ვე თუ ტან­მო­ვარ­ჯი­შე ყვე­ლა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა კა­ნონს და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მორ­ჩა.

გა­ჯი­უ­ტე­ბუ­ლი ბავ­შვი­ვით იქ­ცე­ვა სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი ახი­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი ერ­თა­დერთ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა - მას უჭირს სა­მარ­თლი­ა­ნი სას­ჯე­ლის მი­ღე­ბა, მაგ­რამ მო­უ­წევს და ამას უნდა შე­ე­გუ­ონ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და თვი­თონ პირ­ველ რიგ­ში. მისი ეს ახი­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი და თით­ქოს­და ეპის­ტო­ლა­რუ­ლი ჟან­რის წე­რი­ლე­ბი არა­ნა­ირ შე­დეგს არ და ვერ იქო­ნი­ებს, შე­სა­ბა­მი­სად მას მო­უ­წევს მსჯავ­რის პირ­ნათ­ლად მოხ­და, მისი ყვე­ლა უფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი რო­გორც აქამ­დე და სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი მისი მსჯავ­რდე­ბის საქ­მე­ზე არის ამაო. მე ვურ­ჩევ­დი ამ ადა­მი­ა­ნებს, თუ რამე აქვთ სათ­ქმე­ლი წე­რი­ლე­ბის ნაც­ვლად, რომ ტყვე­ო­ბა­ში მყო­ფი სა­ა­კაშ­ვი­ლი და­იც­ვან, კარ­გად მო­ემ­ზა­დონ და სა­სა­მარ­თლო­ზე და­იც­ვან თავი,"- გა­ნა­ცხა­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მას­თან დე­პუ­ტა­ტებს შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ეძ­ლე­ვათ და თუ ასე გაგ­რძელ­დე­ბა, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბას შე­წყვეტს. ამას­თან, სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ა­ზე სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­მა უნდა იმუ­შა­ოს და იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ მისი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მი­ტე­ტი მალე შე­იქ­მნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მეტყველი.
1

მთელი სექტა ეგრე არ იქცევა. ჯერ კიდე როდის თქვა ნაცსექტაზე ამერიკელმა კონგრესმენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იმ დროს საქართველოს მთავრობა საბავშო ბაღის ცელქი ბავშვებივით იქცევიანო.

ბადრი
29

მდედრობითი სქესის დეპუტატები ნდომებია თან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"გაჯიუტებული ბავშვივით იქცევა სააკაშვილი, უჭირს სამართლიანი სასჯელის მიღება" - ალუდა ღუდუშაური

"გაჯიუტებული ბავშვივით იქცევა სააკაშვილი, უჭირს სამართლიანი სასჯელის მიღება" - ალუდა ღუდუშაური

"საზოგადოებრივი ჯგუფი იქნება, მოცეკვავე თუ ტანმოვარჯიშე ყველა ექვემდებარება კანონს და სასამართლოს გადაწყვეტილებას და მორჩა - გაჯიუტებული ბავშვივით იქცევა სააკაშვილი, უჭირს სამართლიანი სასჯელის მიღება" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

ღუდუშაურის თქმით, სააკაშვილს სასჯელის მოხდა მოუწევს და ამას უნდა შეეგუოს.

"პოლიტიკოსებისგან იქნება, ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანებისგან, თუ უცხოპლანეტლებისგან ეს ჯგუფი, არ აქვს მნიშვნელობა, არსებობს კანონი, არსებობს სასამართლო და მისი პრეროგატივაა მსჯავრის დადება და მსჯავრისგან გათავისუფლება, შესაბამისად, აქ არის ძალიან დიდი წერტილი და საზოგადოებრივი ჯგუფი იქნება, მოცეკვავე თუ ტანმოვარჯიშე ყველა ექვემდებარება კანონს და სასამართლოს გადაწყვეტილებას და მორჩა.

გაჯიუტებული ბავშვივით იქცევა სააკაშვილი და მისი ახირებული მოთხოვნები ერთადერთ მიზანს ემსახურება - მას უჭირს სამართლიანი სასჯელის მიღება, მაგრამ მოუწევს და ამას უნდა შეეგუონ ეს ადამიანები და თვითონ პირველ რიგში. მისი ეს ახირებული მოთხოვნები და თითქოსდა ეპისტოლარული ჟანრის წერილები არანაირ შედეგს არ და ვერ იქონიებს, შესაბამისად მას მოუწევს მსჯავრის პირნათლად მოხდა, მისი ყველა უფლება იქნება დაცული როგორც აქამდე და სპეკულაციები მისი მსჯავრდების საქმეზე არის ამაო. მე ვურჩევდი ამ ადამიანებს, თუ რამე აქვთ სათქმელი წერილების ნაცვლად, რომ ტყვეობაში მყოფი სააკაშვილი დაიცვან, კარგად მოემზადონ და სასამართლოზე დაიცვან თავი,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მასთან დეპუტატებს შესვლის საშუალება არ ეძლევათ და თუ ასე გაგრძელდება, მედიკამენტების მიღებას შეწყვეტს. ამასთან, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა უნდა იმუშაოს და იმედს გამოთქვამს, რომ მისი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი მალე შეიქმნება.