საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაიხსენეთ, რა დღეა ხვალ, როდესაც "ვარდების რევოლუციის" გმირი გისოსების უკან წევს, ეს რა თქმა უნდა, არ მომწონს" - გიული ალასანია
"გაიხსენეთ, რა დღეა ხვალ, როდესაც "ვარდების რევოლუციის" გმირი გისოსების უკან წევს, ეს რა თქმა უნდა, არ მომწონს" - გიული ალასანია

"გა­იხ­სე­ნეთ, რა დღეა ხვალ, რო­დე­საც "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" გმი­რი გი­სო­სე­ბის უკან წევს და ფან­ჯა­რას აქვს გი­სო­სე­ბი, ეს რა თქმა უნდა, არ მომ­წონს და ვერ ვიქ­ნე­ბი კმა­ყო­ფი­ლი" - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დამ, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პიტ­ლის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა ბევ­რად უკე­თე­სია და სტა­ცი­ო­ნა­რულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ნაგ­რძობს მკურ­ნა­ლო­ბას.

"მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ბევ­რად უკე­თე­სია, შე­და­რე­ბაც არ არის იმას­თან, რაც წინა შემ­თხვე­ვა­ში იყო. ზო­გა­დად არის სუს­ტად, უჭირს სი­ა­რუ­ლი, ეტყო­ბა კუნ­თე­ბის პრობ­ლე­მა აქვს. რა თქმა უნდა, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას დას­ჭირ­დე­ბა საკ­მაო დრო. ექი­მე­ბი და პერ­სო­ნა­ლი, ვინც ვნა­ხე, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და კმა­ყო­ფი­ლი ვარ, მაგ­რამ გა­იხ­სე­ნეთ, რა დღეა ხვალ, რო­დე­საც "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" გმი­რი გი­სო­სე­ბის უკან წევს და ფან­ჯა­რას აქვს გი­სო­სე­ბი, ეს რა თქმა უნდა, არ მომ­წონს და ვერ ვიქ­ნე­ბი კმა­ყო­ფი­ლი. სტა­ცი­ო­ნა­რულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ნაგ­რძობს მკურ­ნა­ლო­ბას, წევს და ყვე­ლა­ფე­რი უკეთ­დე­ბა. ოთა­ხი პა­ტა­რაა, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, მე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არც არის ამ კლი­ნი­კა­ში, სარ­კმე­ლი გა­ღე­ბუ­ლია, თუმ­ცა აქვს გი­სო­სე­ბი, რაც ძა­ლი­ან დამ­თრგუნ­ვე­ლია“, - აღ­ნიშ­ნა გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

მან ასე­ვე უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას, გა­ნი­ხი­ლეს თუ არა ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­ა­კაშ­ვი­ლის შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბის მიზ­ნით სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას გან­მარ­ტე­ბით, სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბა არ გა­ნუ­ხი­ლავთ, თუმ­ცა სა­ერ­თო მო­თხოვ­ნა არა გა­და­ვა­დე­ბა, არა­მედ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა იყოს.

"ამა­ზე ჩვენ არ გვი­სა­უბ­რია, მე სა­ერ­თოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ვი­ლა­პა­რა­კებ­დი. ჩემი სურ­ვი­ლი ასე­თია და მი­მაჩ­ნია, მო­თხოვ­ნაც ასე­თი უნდა იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის“, - აღ­ნიშ­ნა გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვვ
0

მიშაში ალასანიები გაცილებით ჭარბადაა

ლოგიკა
0

ამის გაზრდილი :))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"გაიხსენეთ, რა დღეა ხვალ, როდესაც "ვარდების რევოლუციის" გმირი გისოსების უკან წევს, ეს რა თქმა უნდა, არ მომწონს" - გიული ალასანია

"გაიხსენეთ, რა დღეა ხვალ, როდესაც "ვარდების რევოლუციის" გმირი გისოსების უკან წევს, ეს რა თქმა უნდა, არ მომწონს" - გიული ალასანია

"გაიხსენეთ, რა დღეა ხვალ, როდესაც "ვარდების რევოლუციის" გმირი გისოსების უკან წევს და ფანჯარას აქვს გისოსები, ეს რა თქმა უნდა, არ მომწონს და ვერ ვიქნები კმაყოფილი" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობა ბევრად უკეთესია და სტაციონარულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

"მისი მდგომარეობა ბევრად უკეთესია, შედარებაც არ არის იმასთან, რაც წინა შემთხვევაში იყო. ზოგადად არის სუსტად, უჭირს სიარული, ეტყობა კუნთების პრობლემა აქვს. რა თქმა უნდა, რეაბილიტაციას დასჭირდება საკმაო დრო. ექიმები და პერსონალი, ვინც ვნახე, ძალიან მომეწონა და კმაყოფილი ვარ, მაგრამ გაიხსენეთ, რა დღეა ხვალ, როდესაც "ვარდების რევოლუციის" გმირი გისოსების უკან წევს და ფანჯარას აქვს გისოსები, ეს რა თქმა უნდა, არ მომწონს და ვერ ვიქნები კმაყოფილი. სტაციონარულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას, წევს და ყველაფერი უკეთდება. ოთახი პატარაა, მაგრამ როგორც ჩანს, მეტის შესაძლებლობა არც არის ამ კლინიკაში, სარკმელი გაღებულია, თუმცა აქვს გისოსები, რაც ძალიან დამთრგუნველია“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილეს თუ არა ინიციატივა სააკაშვილის შემდგომი მკურნალობის მიზნით სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით. გიული ალასანიას განმარტებით, სასჯელის გადავადება არ განუხილავთ, თუმცა საერთო მოთხოვნა არა გადავადება, არამედ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა იყოს.

"ამაზე ჩვენ არ გვისაუბრია, მე საერთოდ თავისუფლებაზე ვილაპარაკებდი. ჩემი სურვილი ასეთია და მიმაჩნია, მოთხოვნაც ასეთი უნდა იყოს საზოგადოების“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.