საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მინდა, ვინმე ჩემი იმედოსავით გაწამდეს ტკივილით. ვერ სუნთქავენ, იხრჩობიან ადამიანები... კლავს აუცრელობა!" - ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კოვიდით გარდაიცვალა
"არ მინდა, ვინმე ჩემი იმედოსავით გაწამდეს ტკივილით. ვერ სუნთქავენ, იხრჩობიან ადამიანები... კლავს აუცრელობა!" - ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კოვიდით გარდაიცვალა

ხა­შუ­რის N35 სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, იმე­დო ლა­ცა­ბი­ძე, კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა. იმე­დო ლა­ცა­ბი­ძე ხა­შუ­რის სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას 2004 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ახალ­გაზ­რდა კაცი რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და სიკ­ვდილს.

ჯერ კი­დევ 2 ნო­ემ­ბერს შვილ­თან ერ­თად, ინ­ტერ­ნეტ­სა­უბ­რი­სას გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებ­და და წერ­და:

"აუ­ცი­ლებ­ლად ვიბ­რძო­ლებ სი­ცო­ცხლის­თვის ღმერ­თი მო­წყა­ლეა, და­გიბ­რუნ­დე­ბით, მამა...“

იმე­დო ლა­ცა­ბი­ძის დე­ი­და ქალ­ბა­ტო­ნი მაია ლა­ცა­ბი­ძე ჯერ კი­დევ ორი დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და, რომ მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და ცეს­კო - ს მი­მარ­თავ­და.

"უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, ჩა­ე­რი­ეთ, გა­არ­კვი­ეთ, გა­და­არ­ჩი­ნეთ იმე­დოს სი­ცო­ცხლე, იმე­დო ხომ თქვე­ნი სა­უ­კე­თე­სო თა­ნამ­შრო­მე­ლია, იმე­დო ხომ ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში დგას და ყვე­ლა­ფერს უმაღ­ლეს დო­ნე­ზე აკე­თებს. არ შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რე­ბო, მისი სიკ­ვდი­ლი, კი­დევ ბევ­რი წელი უნდა ემ­სა­ხუ­როს ქვე­ყა­ნას.

ყო­ველ­დღე რა­ტომ უა­რეს­დე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბა თუ რო­გორც ექი­მი გვე­უბ­ნე­ბა ყვე­ლა­ფერს უკე­თე­ბენ, მოგ­ვხე­დეთ, გვიშ­ვე­ლეთ, ბა­ტო­ნო გოგა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, თქვენ ხმას მე­ტად გა­ი­გო­ნებს მთავ­რო­ბაც და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, ვიდ­რე ჩემ­სას. მოგ­ვეხ­მა­რეთ, გვიშ­ვე­ლეთ, ყო­ველ დღე ხე­ლი­დან გვეც­ლე­ბა იმე­დო!“

"მე­გობ­რე­ბო, ეს ვე­რა­გი კო­რო­ნა ვირუ­სი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს და ძა­ლი­ან გა­უფრ­თხილ­დით ერ­თმა­ნე­თის სი­ცო­ცხლეს. ა ი ც ე რ ი თ !!!

ქვე­ყა­ნა­ში უმარ­თა­ვი სი­ტუ­ა­ცი­აა, მარ­ტი­ვი მი­სახ­ვედ­რია, რომ ასეთ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში ქე­ი­ფო­ბის დრო არ არის, სირ­ცხვი­ლია თუ კი­დევ ვინ­მე ხართ აუც­რე­ლი. სა­ვად­მყო­ფო­ე­ბი და­და­ჭე­დი­ლია, რე­ა­მი­ნა­ცი­ა­ში სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი ხალ­ხი, არა­ვინ იცის, ვინ გა­დარ­ჩე­ბა და ვინ არა, უფ­ლის რწმე­ნით ვუძ­ლებთ ამ დიდ გა­სა­ჭირს. ექი­მე­ბი არა­ნაკ­ლებ გა­ტან­ჯუ­ლე­ბი და გა­დაღ­ლი­ლე­ბი არი­ან უმ­ძი­მე­სი პა­ცი­ენ­ტე­ბის უშე­დე­გო მკურ­ნა­ლო­ბით, უფრთხილ­დით, ხალ­ხო, ეს ბო­რო­ტი ვირუ­სია, არ მინ­და, ვინ­მეს ვხე­დავ­დე ჩემი იმე­დო­სა­ვით გა­წამ­დეს ტკი­ვი­ლით, ვერ სუნ­თქა­ვენ, იხ­რჩო­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი. ჩემო მე­გობ­რე­ბო, და­მი­ჯე­რეთ, კლავს აუც­რე­ლო­ბა და კო­რო­ნა ვირუ­სი ადა­მი­ა­ნებს...“

იმე­დო ლა­ცა­ბი­ძე რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გუ­შინ სა­ღა­მოს გარ­და­იც­ვა­ლა. მა­მა­კაცს მე­უღ­ლე და ორი გო­გო­ნა დარ­ჩა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
2

აუცრელებო, ღმერთო მიშველეს პასუხი რა არის იცით? - "გაანძრიე ხელი და გეშველებაო"

putini
18

am sackals egona kabinetshi vzivar da mtavrobashi var korona ar shemexebao xo,shecda magrad,verc ocnebam ushvela verc zarebma klinikashi((((((

ავტორი:

"არ მინდა, ვინმე ჩემი იმედოსავით გაწამდეს ტკივილით. ვერ სუნთქავენ, იხრჩობიან ადამიანები... კლავს აუცრელობა!" - ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კოვიდით გარდაიცვალა

"არ მინდა, ვინმე ჩემი იმედოსავით გაწამდეს ტკივილით. ვერ სუნთქავენ, იხრჩობიან ადამიანები... კლავს აუცრელობა!" - ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კოვიდით გარდაიცვალა

ხაშურის N35 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, იმედო ლაცაბიძე, კორონავირუსით გარდაიცვალა. იმედო ლაცაბიძე ხაშურის საარჩევნო კომისიას 2004 წლიდან ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდა კაცი რამდენიმე კვირის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს.

ჯერ კიდევ 2 ნოემბერს შვილთან ერთად, ინტერნეტსაუბრისას გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდა და წერდა:

"აუცილებლად ვიბრძოლებ სიცოცხლისთვის ღმერთი მოწყალეა, დაგიბრუნდებით, მამა...“

იმედო ლაცაბიძის დეიდა ქალბატონი მაია ლაცაბიძე ჯერ კიდევ ორი დღის წინ სოციალურ ქსელში წერდა, რომ მამაკაცის მდგომარეობა დამძიმდა და ცესკო - ს მიმართავდა.

"უმორჩილესად გთხოვთ, ჩაერიეთ, გაარკვიეთ, გადაარჩინეთ იმედოს სიცოცხლე, იმედო ხომ თქვენი საუკეთესო თანამშრომელია, იმედო ხომ ქვეყნის სამსახურში დგას და ყველაფერს უმაღლეს დონეზე აკეთებს. არ შეიძლება მეგობრებო, მისი სიკვდილი, კიდევ ბევრი წელი უნდა ემსახუროს ქვეყანას.

ყოველდღე რატომ უარესდება მდგომარეობა თუ როგორც ექიმი გვეუბნება ყველაფერს უკეთებენ, მოგვხედეთ, გვიშველეთ, ბატონო გოგა ჯავახიშვილი, თქვენ ხმას მეტად გაიგონებს მთავრობაც და ჯანდაცვის სამინისტრო, ვიდრე ჩემსას. მოგვეხმარეთ, გვიშველეთ, ყოველ დღე ხელიდან გვეცლება იმედო!“

"მეგობრებო, ეს ვერაგი კორონა ვირუსი ნამდვილად არსებობს და ძალიან გაუფრთხილდით ერთმანეთის სიცოცხლეს. ა ი ც ე რ ი თ !!!

ქვეყანაში უმართავი სიტუაციაა, მარტივი მისახვედრია, რომ ასეთ მძიმე ვითარებაში ქეიფობის დრო არ არის, სირცხვილია თუ კიდევ ვინმე ხართ აუცრელი. სავადმყოფოები დადაჭედილია, რეამინაციაში სიცოცხლისთვის იბრძვის აპარატზე შეერთებული ხალხი, არავინ იცის, ვინ გადარჩება და ვინ არა, უფლის რწმენით ვუძლებთ ამ დიდ გასაჭირს. ექიმები არანაკლებ გატანჯულები და გადაღლილები არიან უმძიმესი პაციენტების უშედეგო მკურნალობით, უფრთხილდით, ხალხო, ეს ბოროტი ვირუსია, არ მინდა, ვინმეს ვხედავდე ჩემი იმედოსავით გაწამდეს ტკივილით, ვერ სუნთქავენ, იხრჩობიან ადამიანები. ჩემო მეგობრებო, დამიჯერეთ, კლავს აუცრელობა და კორონა ვირუსი ადამიანებს...“

იმედო ლაცაბიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ საღამოს გარდაიცვალა. მამაკაცს მეუღლე და ორი გოგონა დარჩა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"