მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შუალედური ზომების მიღების ფორმით ჩაერთო, მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები, რადგან არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი, - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომლითაც 23 ევროპარლამენტარი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეინს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ხელმძღვანელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართავენ.
ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა სერიოზულად უნდა განიხილოს სანქციების დაწესება იმ პირების წინააღდეგ, რომლებმაც დაუშვეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.
"ევროკავშირმა სერიოზულად უნდა განიხილოს სანქციები იმ ინდივიდუალური პირების მიმართ, რომლებმაც დაუშვეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა,“- აღნიშნულია წერილში.
"ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები გამოვხატავთ უდიდეს შეშფოთებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, რომელიც გლდანის #18 სასჯელაღსრულების დეპარტამენტში იმყოფება. მივიღეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ასევე მის მიმართ საქართველოს ხელისუფლებისა და სხვა პატიმრების მიერ არასათანადოდ მოპყრობის შესახებ,“- აცხადებენ ევროპარლამენტარები.
წერილში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა და ექიმების კომიტეტმა დაადგინა, რომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება სათანადოდ არ არის აღჭურვილი იმისთვის, რომ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწიოს.
„მიუხედავად იმისა, მიხეილ სააკაშვილი არის თუ არა დამნაშავე მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში, მისი უფლებები და ღირსება დაცული უნდა იყოს. როგორც ამჟამად ჩანს, მას ადეკვატურ სამედიცინო მკურნალობაზე უარს პოლიტიკური მიზეზის გამო ეუბნებიან. მეტიც, საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მას უარი უთხრა, თბილისის საქალაქო სასამართლოში საკუთარ პროცესს დასწრებოდა.
ის ფაქტიც, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს უარი უთხრეს სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე, უაღრესად შემაშფოთებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შუალედური ზომების მიღების ფორმით ჩაერთო, მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები, რადგან არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი,“- აღნიშნულია წერილში.
თქვენ დიდი ბოდიში რუსეთის დავალებას ასრულებთ??? რა არადამინური მოპყრობა??? სადაა ეგ ?? სად ნახეთ??? მთელი ქვეყნა და მთავრობა იღვიძებს რა ჭამა დღეს!!! გინდათ რომ თავი შეგვაძლოთ და ამსა ნაცინელბი კარაგად ასრულებენ???? სადმი და მილოშევიჩის დროს სად იყავით არ იყო ადამიანთა უფლებები??? ამას როგრო ბედვათ საუკეთესო ექომები ახვევია თავს???ხალხს ნუ განწყობთ ცუდადა და ამდენი წლის ნდობას ნუ ჩაყრუით წყალში!!!
700 დეპუტატიდან მხოლოდ 25 ყავს ბალტიისპირეთს , სამივე ქვეყანას ერთად , ეგენი რუსეთის იმპერიაში უხსოვარი დროიდან არიან , ჩვენგან განსხვავებით, უფრო მეტი: ევროკავშირში შესვლამდე მათ სსრკ კომპარტიის ცეკას პირველი მდივნები თავის ცეკათი მართავდნენ , კგბ და ჩეკა და რუსეთის ჟანდარმერია ღამეც უთვალთვალებდათ , ისე რომ არ გინდათ , რა , მიხედეთ კრემლს , რამდენჯერ სცადეთ შეძრომა და სწორედ ქართველებმა არ შეგიშვეს, ეგ ბოღმა გაქვთ , შედარებისათვის ჩვენი წერეთელი მოქკავშირელი კომკავშირელი და კგბ ყურადღების ობიექტი გვარის გამო ყოვეთვის იყო და ახლა ნაცია -დემოკრატიის შუქურის მეფარანეა ევროპაში ! ძაანაც ნუ გაახურებთ , გცნობთ , კოჭებში !