ავტორი:

"ჩვენს სამოქალაქო კლინიკებს მოშიმშილის მკურნალობის ან რეაბილიტაციის გამოცდილება არ აქვთ" - მამუკა მდინარაძე

"ჩვენს სამოქალაქო კლინიკებს მოშიმშილის მკურნალობის ან რეაბილიტაციის გამოცდილება არ აქვთ" -  მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამოქალაქო კლინიკებს მოშიმშილის მკურნალობის ან რეაბილიტაციის გამოცდილება არ აქვთ.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ასეთი გამოცდილება გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების ჰოსპიტალს აქვს.

"გუშინ გამოვიდა ლომჯარიას მიერ შერჩეული კონსილიუმის ექიმი და თქვა, რომ მე-18 დაწესებულებაში გამოცდილება არის ნაკლები. რა დარჩა, კედლების გამოცდილებაზე იყო საუბარი? ვერ გავიგეთ. თუმცა, თუ ავიღებთ გამოცდილებას, ბოლოს როდის გახსენდებათ, ჩვეულებრივ სიტუაციაში, როგორც ელენე ხოშტარიაა, ამ პერიოდამდე ციხის გარეთ შიმშილობა? რამდენი წელია არ გახსენდებათ? ანუ, ჩვენს სამოქალაქო კლინიკებს ამის გამოცდილება არ აქვთ. მოშიმშილის მართვის გამოცდილება, გამოდის, რომ რადგან იქ ათეულობით და ასეულობით მოშიმშილე იყო, მხოლოდ იმ დაწესებულებას აქვს, სადაც დღეს მიხეილ სააკაშვილია განთავსებული, სხვა კლინიკებს ამის გამოცდილება არ აქვთ. როგორც შიმშილობის დროს, ასევე შიმშილობის შემდეგ. თუ გამოცდილებაზეა საუბარი, ამ კლინიკას გამოცდილება აქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.