ავტორი:

"ქართული ოცნებისა“ და "ნაციონალური მოძრაობის“ ჩხუბში მონაწილეობის მიღება ჩვენ არ გვინდა" - ვახტანგ მეგრელიშვილი

"ქართული ოცნებისა“ და "ნაციონალური მოძრაობის“  ჩხუბში მონაწილეობის მიღება ჩვენ არ გვინდა" - ვახტანგ მეგრელიშვილი

"არ მესმის როგორ უნდა დამთავრდეს ის კრიზისი, რომელიც "ქართულ ოცნებასა“ და "ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებობს - ამ ჩხუბში მონაწილეობის მიღება ჩვენ არ გვინდა" - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

ის პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთთან თანამშრომლობის ერთგვარ პლატფორმასა და სივრცეს სთავაზობს.

"თუ გახსოვთ, შარლ მიშელთან შეხვედრები რომ იყო, გამოვედი და ვთქვი, რომ ვერაფერი გავიგე იმ შეთანხმებების-მეთქი. დამცინეს მაშინ. ახლაც, მართალი გითხრათ, არ მესმის როგორ უნდა დამთავრდეს ის კრიზისი, რომელიც "ქართულ ოცნებასა“ და "ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებობს. იმიტომ არ მესმის, რომ ბევრი რამ ჩემთვის უცნობია და თეთრი ლაქები მაქვს ამ ამბავში. დრო გავა და გამოჩნდება ყველაფერი. ვიდრე ეს გაურკვეველი სიტუაციაა, ჩვენი, ჩემი და ჩემი მეგობრების პოზიციაა, რომ ორივე მხარეს მოგცეთ რაღაცნაირი შესაძლებლობა ჩვენთან თანამშრომლობის, როგორც "ქართულ ოცნებას“, ასევე "ნაციონალურ მოძრაობას“. ამ ჩხუბში მონაწილეობის მიღება ჩვენ არ გვინდა, იმიტომ, რომ არ გვესმის ამ ჩხუბის შინაარსი და ბევრი დეტალი,“- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.