საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბოლოოდ, ხელისუფლება იძულებული გახდება, სააკაშვილი ადეკვატურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანოს - ჩათრევას სჯობს ჩაყოლა" - რომან გოცირიძე
"საბოლოოდ, ხელისუფლება იძულებული გახდება, სააკაშვილი ადეკვატურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანოს - ჩათრევას სჯობს ჩაყოლა" - რომან გოცირიძე

"ნა­ხავთ, რა მძი­მე საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღას მი­ი­ღებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ადეკ­ვა­ტურ სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნონ - ჩათ­რე­ვას სჯობს ჩა­ყო­ლა" - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტატ­მა, რო­მან გო­ცი­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, მათი გან­ცხა­დე­ბა, რომ კლი­ნი­კას­თან, სა­დაც სა­ა­კაშ­ვილს გა­და­იყ­ვა­ნენ, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს არ გა­მარ­თა­ვენ, არის პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნა­ცხა­დი.

"საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა პერ­მა­ნენ­ტუ­ლი, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, არ გა­ჩერ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი და ძა­ლი­ან ბევრ სი­ურპრიზს იხი­ლავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია, რაც აქ დღეს ხდე­ბა, ამ ეტაპ­ზე ელე­მენ­ტა­რუ­ლი მო­თხოვ­ნაა, უზ­რუნ­ველ­ყონ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა, გა­და­იყ­ვა­ნონ ნორ­მა­ლურ სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. თუ ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა, ნა­ხავთ, რა მძი­მე საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღას მი­ი­ღებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ადეკ­ვა­ტურ სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნონ. ჩათ­რე­ვას სჯობს ჩა­ყო­ლა დრო­ზე. გა­რან­ტია იმი­სა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" შე­წყვეტს ყო­ველ­გვარ პრო­ტესტს იმ კლი­ნი­კას­თან, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რად პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი პარ­ტი­ის სი­ტყვა, სა­ჯა­რო გა­ნა­ცხა­დი, რო­მელ­საც ის­მენს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი, ეს არის გა­რან­ტია (რომ კლი­ნი­კას­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი არ იქ­ნე­ბა), ეს გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თეთ ჩვენ,"- გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოქროპირს
2

ბატონო რომან, მთელმა სანაცეთმა და მიშმადიდებლებმა რომ ერთად დაიწყოთ შიმშილობა არააა? საახალწლოდ ჩვენც დავისვენებდით და ქვეყანაც.

სიმართლე
1

ხომ ხედავთ,რომ 200 კაცამდე დარჩით.ისინიც დაქირავებულები გყავთ და მეტს ვერ აგროვებთ.?არ გრცხვენიათ,რომ ქვეყანას რევოლუციისა და არეულობისაკენ მოუწოდებთ?როგორ შეიძლება ,რომ ხელისუფლებაში მოიყვანოთ ნაცების ის სისხლიანი ძალა,რომელმაც 2008 წელს აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსებს გადააბარა და ასეულობით ახალგაზრდა ადამიანების სიცოცხლე შეიწირა?რას ეუბნებით და როგორ უნდა შეხედოთ თვალებში შვილმკვდარ მშობლებს და სხვა გაუბედურებულ ადამიანებს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"საბოლოოდ, ხელისუფლება იძულებული გახდება, სააკაშვილი ადეკვატურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანოს - ჩათრევას სჯობს ჩაყოლა" - რომან გოცირიძე

"საბოლოოდ, ხელისუფლება იძულებული გახდება, სააკაშვილი ადეკვატურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანოს - ჩათრევას სჯობს ჩაყოლა" - რომან გოცირიძე

"ნახავთ, რა მძიმე საპროტესტო ტალღას მიიღებს ხელისუფლება და საბოლოოდ მაინც იძულებული გახდება, რომ სააკაშვილი ადეკვატურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანონ - ჩათრევას სჯობს ჩაყოლა" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მათი განცხადება, რომ კლინიკასთან, სადაც სააკაშვილს გადაიყვანენ, საპროტესტო აქციებს არ გამართავენ, არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური განაცხადი.

"საპროტესტო აქციები იქნება პერმანენტული, მარტივად რომ ვთქვათ, არ გაჩერდება ეს პროცესი და ძალიან ბევრ სიურპრიზს იხილავს ხელისუფლება. ეს მხოლოდ დასაწყისია, რაც აქ დღეს ხდება, ამ ეტაპზე ელემენტარული მოთხოვნაა, უზრუნველყონ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, გადაიყვანონ ნორმალურ სამკურნალო დაწესებულებაში. თუ ეს პროცესი გაგრძელდება, ნახავთ, რა მძიმე საპროტესტო ტალღას მიიღებს ხელისუფლება და საბოლოოდ მაინც იძულებული გახდება, რომ სააკაშვილი ადეკვატურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანონ. ჩათრევას სჯობს ჩაყოლა დროზე. გარანტია იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შეწყვეტს ყოველგვარ პროტესტს იმ კლინიკასთან, სადაც სააკაშვილი იქნება, ეს არის პოლიტიკურად პასუხისმგებლიანი პარტიის სიტყვა, საჯარო განაცხადი, რომელსაც ისმენს საქართველოს მოსახლეობა და საერთაშორისო პარტნიორები, ეს არის გარანტია (რომ კლინიკასთან საპროტესტო აქციები არ იქნება), ეს განცხადება გავაკეთეთ ჩვენ,"- განაცხადა გოცირიძემ.