პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
''ჩვენთან სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები იკურნებიან'' - კურორტი თბილისში, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს
''ჩვენთან სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები იკურნებიან'' - კურორტი თბილისში, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

თბი­ლი­სის ის­ტო­რია გო­გირ­დო­ვა­ნი წყლე­ბით იწყე­ბა, რო­მელ­საც ხალ­ხი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აბა­ნოს სა­ხით იყე­ნებ­და. დღეს გო­გირ­დის მი­ნე­რა­ლურ წყლებს უნი­კა­ლუ­რი გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი, სამ­კურ­ნა­ლო და რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს, რო­მე­ლიც ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტის შე­ნო­ბა­შია თავ­მოყ­რი­ლი და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

თბი­ლი­სის ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი სპა კუ­რორ­ტის და­არ­სე­ბამ­დე თბი­ლისს გერ­მა­ნე­ლი გე­ო­ლო­გე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ჯგუ­ფი ეს­ტუმ­რა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ მი­ნე­რა­ლურ წყლებს შე­ის­წავ­ლიდ­ნენ. იმის გამო, რომ დღე­ვან­დე­ლი კუ­რორ­ტის ად­გილს, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის სა­სარ­გებ­ლო და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბი აღ­მო­აჩ­ნდა, გაჩ­ნდა აზრი, რომ თბი­ლის­ში, ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ულ ნა­წილ­ში, 200 ჰექ­ტარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­კუ­რორ­ტო ქა­ლა­ქი გა­შე­ნე­ბუ­ლი­ყო.

ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ­მა კუ­რორ­ტმა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა 1938 წელს და­ი­წყო, ხოლო 1998 წელს კუ­რორ­ტის შე­ნო­ბას კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა.

თბი­ლი­სის ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი სა­ლო­მე ყვა­ვი­ლაშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ თბი­ლი­სის ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ კუ­რორ­ტს მთელს მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ მო­ე­პო­ვე­ბა. მსგავ­სი ტი­პის სა­რეკ­რე­ა­ციო-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ცენ­ტრე­ბი მხო­ლოდ ბუ­და­პეშ­ტში, ჩე­ხეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში გვხვდე­ბა.

დღეს თბი­ლი­სის ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი სპა კუ­რორ­ტი გან­ვი­თა­რე­ბის უახ­ლეს სა­ფე­ხურ­ზეა, რად­გან შე­ნო­ბას 2017 წელს სრუ­ლი რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

ამ­ჟა­მად, კუ­რორ­ტი მომ­ხმა­რებ­ლებს უნი­კა­ლურ გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ პრო­ცე­დუ­რებს სთა­ვა­ზობს: მი­ნე­რა­ლუ­რი, გო­გირ­დო­ვა­ნი წყლის აბა­ზა­ნებს, ვულ­კა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის სამ­კურ­ნა­ლო ტა­ლა­ხის აპ­ლი­კა­ცი­ებს, ფი­ზი­ო­თე­რა­პი­ას, გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ და სამ­კურ­ნა­ლო მა­სა­ჟებს. ცენ­ტრი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, სა­დაც მომ­ხმა­რებ­ლებს მხო­ლოდ გა­მოც­დი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი უწევს მომ­სა­ხუ­რე­ბას.

ამ­რი­გად, თბი­ლი­სის ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი სპა კუ­რორ­ტი წარ­მო­ად­გენს სამ­კურ­ნა­ლო-დი­აგ­ნოს­ტი­კურ, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია თერ­მულ-გო­გირ­დო­ვა­ნი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბით, ვულ­კა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის სამ­კურ­ნა­ლო ტა­ლა­ხით, ფი­ზი­ო­თე­რა­პი­უ­ლი ფაქ­ტო­რე­ბით.

რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი კუ­რორ­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხელ­მძღვა­ნელ სა­ლო­მე ყვა­ვი­ლაშ­ვილ­თან სა­უბ­რი­სას შე­ვი­ტყვეთ, მათ პა­ცი­ენ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად აკი­თხა­ვენ ძვალ-სახ­სრო­ვა­ნი, ურო­გო­გი­უ­რი, გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი, გასრტო­ენ­ტე­რო­ლო­გი­უ­რი, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი, დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბით. ამას­თან, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ზრუ­ნა­ვენ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე.

იმის­თვის, რომ პა­ცი­ენ­ტებს შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი და პრო­ცე­დუ­რე­ბი და­ე­ნიშ­ნოთ, პირ­ველ რიგ­ში, სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, კონ­სულ­ტა­ცია ბალ­ნეო თე­რა­პევტთან გა­ი­ა­რონ, რის შემ­დე­გაც ინიშ­ნე­ბა კვლე­ვე­ბი და ანამ­ნე­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ინიშ­ნე­ბა პრო­ცე­დუ­რე­ბი.

- რამ­დენ ხან­ში ეხ­სნე­ბათ პა­ცი­ენ­ტებს ჩი­ვი­ლე­ბი და უბ­რუნ­დე­ბი­ან ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს?

- საკ­მა­ოდ კარ­გი შე­დე­გე­ბი გვაქვს, გვყავს უამ­რა­ვი გა­მო­ჯამ­რთე­ლე­ბუ­ლი და კმა­ყო­ფი­ლი პა­ცი­ენ­ტი, თუმ­ცა პე­რი­ო­დი თუ რამ­დენ ხან­ში შე­უძ­ლი­ათ, და­უბ­რუნ­დნენ ჩვე­ულ რე­ჟიმს, ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, კო­ვი­დის შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კუ­თხი­თაც თუ მუ­შა­ობთ და ჩი­ვი­ლე­ბის მი­ხედ­ვით თუ უწევთ კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლებს დახ­მა­რე­ბას?

- დიახ, თბი­ლი­სის ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტი გთა­ვა­ზობთ პოსტ კო­ვიდ -19 რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, ჩვე­ნი ექი­მე­ბის მიერ მოხ­და პრო­ტო­კო­ლის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და­ამ­ტკი­ცა. ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­თხოვ­ნა, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურ­სი ჩვენ­თან გა­ი­ა­რონ, საკ­მა­ოდ დი­დია.

- თქვენ­თან მკურ­ნა­ლო­ბა ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია?

- ჩვენ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ყვე­ლა სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ას­თან და ფა­სე­ბიც საკ­მა­ოდ და­ბა­ლია.

ამ­რი­გად, თბი­ლი­სის ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი სპა კუ­რორ­ტი პა­ცი­ენ­ტებს სთა­ვა­ზობს რო­გორც სამ­კურ­ნა­ლო სა­მე­დი­ცი­ნო, ბალ­ნეო და ველ­ნეს სპა პრო­ცე­დუ­რებს, რო­გო­რიც არის მი­ნე­რა­ლუ­რი, გო­გირ­დი­ვა­ნი წყლის აბა­ზა­ნე­ბი, ვულ­კა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის სამ­კურ­ნა­ლო ტა­ლა­ხის აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, პა­რა­ფი­ნის აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, წყალ­ქვე­შა და მშრალ გა­ჭიმ­ვე­ბი, შარ­კო, ცირ­კუ­ლა­რუ­ლი და აღ­მა­ვალ შხა­პე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­ხის გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი მა­სა­ჟე­ბი, წერ­ტი­ლო­ვა­ნი, სამ­კურ­ნა­ლო, მა­ნუ­ა­ლურ, ტა­ი­ლან­დუ­რი ან­ტი­ცე­ლუ­ლი­ტუ­რი, ველ­ნეს სპა პრო­ცე­დუ­რე­ბი იოგა, აკვა აე­რო­ბი­კა, ფიტ­ნე­სი, სო­ლა­რი­უ­მი, ლა­ზე­რულ ეპი­ლა­ცია და ა.შ.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ტარ­დე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მიერ, გა­მოც­დი­ლი ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით. და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ასე­ვე აღ­ჭურ­ვი­ლია უახ­ლე­სი თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რი­თა და ტექ­ნო­ლო­გი­ით.

თბი­ლი­სის ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი სპა კუ­რორ­ტი არის ად­გი­ლი, სა­დაც ტრა­დი­ცია ხვდე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას!

R

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანს-სსს
1

აბა გაიხსენედ ბოლო პერიოდში 1 ლარად ნაჩუქარი 100 ობიექტი->>>,დაფიქრდით-გაიხენედ??-ეგაა

ლია-ს
25

წავლენ-წამოვლენ,რომ არ უკბინონ არ შეუძლიათ,ვიცით,რომ თქვენნაირი უცოდველი არ დაიარება,მაგრამ სხვის კბენას და განკითხვას,არ ჯობია საკუთარ (წმინდანობაზე) ისაუბროთ.

ავტორი:

''ჩვენთან სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები იკურნებიან'' - კურორტი თბილისში, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

''ჩვენთან სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები იკურნებიან'' - კურორტი თბილისში, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

თბილისის ისტორია გოგირდოვანი წყლებით იწყება, რომელსაც ხალხი საუკუნეების განმავლობაში აბანოს სახით იყენებდა. დღეს გოგირდის მინერალურ წყლებს უნიკალური გამაჯანსაღებელი, სამკურნალო და რეკრეაციული დანიშნულება აქვს, რომელიც ბალნეოლოგიური კურორტის შენობაშია თავმოყრილი და გაერთიანებული.

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის დაარსებამდე თბილისს გერმანელი გეოლოგებისა და მეცნიერების ჯგუფი ესტუმრა, რომლებიც საქართველოში არსებულ მინერალურ წყლებს შეისწავლიდნენ. იმის გამო, რომ დღევანდელი კურორტის ადგილს, მინერალური წყლების სასარგებლო და გამაჯანსაღებელი თვისებები აღმოაჩნდა, გაჩნდა აზრი, რომ თბილისში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, 200 ჰექტარ ტერიტორიაზე საკურორტო ქალაქი გაშენებულიყო.

ბალნეოლოგიურმა კურორტმა ფუნქციონირება 1938 წელს დაიწყო, ხოლო 1998 წელს კურორტის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის აღმასრულებელი ხელმძღვანელი სალომე ყვავილაშვილი გვეუბნება, რომ თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს მთელს მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. მსგავსი ტიპის სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრები მხოლოდ ბუდაპეშტში, ჩეხეთსა და გერმანიაში გვხვდება.

დღეს თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი განვითარების უახლეს საფეხურზეა, რადგან შენობას 2017 წელს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა.

ამჟამად, კურორტი მომხმარებლებს უნიკალურ გამაჯანსაღებელ პროცედურებს სთავაზობს: მინერალური, გოგირდოვანი წყლის აბაზანებს, ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახის აპლიკაციებს, ფიზიოთერაპიას, გამაჯანსაღებელ და სამკურნალო მასაჟებს. ცენტრი ფუნქციონირებს სამედიცინო მიმართულებითაც, სადაც მომხმარებლებს მხოლოდ გამოცდილი სამედიცინო პერსონალი უწევს მომსახურებას.

ამრიგად, თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი წარმოადგენს სამკურნალო-დიაგნოსტიკურ, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ დაწესებულებას, რომელიც ცნობილია თერმულ-გოგირდოვანი მინერალური წყლებით, ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახით, ფიზიოთერაპიული ფაქტორებით.

როგორც აღნიშნული კურორტის აღმასრულებელ ხელმძღვანელ სალომე ყვავილაშვილთან საუბრისას შევიტყვეთ, მათ პაციენტები ძირითადად აკითხავენ ძვალ-სახსროვანი, უროგოგიური, გინეკოლოგიური, გასრტოენტეროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, დერმატოლოგიური პრობლემებით. ამასთან, ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ჯანსაღი ცხოვრების გაუმჯობესებაზე.

იმისთვის, რომ პაციენტებს შესაბამისი მკურნალობის კურსი და პროცედურები დაენიშნოთ, პირველ რიგში, სავალდებულოა, კონსულტაცია ბალნეო თერაპევტთან გაიარონ, რის შემდეგაც ინიშნება კვლევები და ანამნეზიდან გამომდინარე ინიშნება პროცედურები.

- რამდენ ხანში ეხსნებათ პაციენტებს ჩივილები და უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს?

- საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, გვყავს უამრავი გამოჯამრთელებული და კმაყოფილი პაციენტი, თუმცა პერიოდი თუ რამდენ ხანში შეუძლიათ, დაუბრუნდნენ ჩვეულ რეჟიმს, ეს ინდივიდუალურია.

- საინტერესოა, კოვიდის შემდგომი რეაბილიტაციის კუთხითაც თუ მუშაობთ და ჩივილების მიხედვით თუ უწევთ კოვიდგადატანილებს დახმარებას?

- დიახ, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი გთავაზობთ პოსტ კოვიდ -19 რეაბილიტაციას, ჩვენი ექიმების მიერ მოხდა პროტოკოლის შემუშავება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა. ასეთი პაციენტების მოთხოვნა, სარეაბილიტაციო კურსი ჩვენთან გაიარონ, საკმაოდ დიდია.

- თქვენთან მკურნალობა ყველასთვის ხელმისაწვდომია?

- ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა სადაზღვევო კომპანიასთან და ფასებიც საკმაოდ დაბალია.

ამრიგად, თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი პაციენტებს სთავაზობს როგორც სამკურნალო სამედიცინო, ბალნეო და ველნეს სპა პროცედურებს, როგორიც არის მინერალური, გოგირდივანი წყლის აბაზანები, ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახის აპლიკაციები, პარაფინის აპლიკაციები, წყალქვეშა და მშრალ გაჭიმვები, შარკო, ცირკულარული და აღმავალ შხაპები, სხვადასხვა სახის გამაჯანსაღებელი მასაჟები, წერტილოვანი, სამკურნალო, მანუალურ, ტაილანდური ანტიცელულიტური, ველნეს სპა პროცედურები იოგა, აკვა აერობიკა, ფიტნესი, სოლარიუმი, ლაზერულ ეპილაცია და ა.შ.

ეს ყველაფერი ტარდება კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ, გამოცდილი ექიმების მეთვალყურეობით. დაწესებულება ასევე აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურითა და ტექნოლოგიით.

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი არის ადგილი, სადაც ტრადიცია ხვდება თანამედროვეობას!

R