"იმდენი ქართული სისხლი დაღვარა სააკაშვილმა, რომ ის არ არის სიცოცხლის ღირსი, ღმერთი, ალბათ, გადაუხდის სამაგიეროს," - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც რობაქიძემ "მედიაჰოლდინგ კვირაში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მას მიხეილ სააკაშვილთან ციხეში სურს შესვლა, შეხვედრის შემდეგ კი სიმართლეს იტყვის ნამდვილად შიმშილობს თუ არა სააკაშვილი.
"ის რომ ადამიანი ციხეში არ უნდა მოკვდეს და იქ არავინ უნდა მოკლას, ამაზე "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ისე გველაპარაკებიან, თითქოს იგივეს თავად არ აკეთებდნენ... მიშას დედას რა უფლება აქვს როდესაც საუბრობს, კობა დავითაშვილს მშობლები არ ჰყავდა? არ იყო შვილი როცა კლავდნენ? ცინდელიანს დედ-მამა არ ჰყავდა საფლავიც რომ არ არსებობს მისი? ალასანიას უკლავენ შვილს თვალწინ? ჩვენ არ მოგვიკლეს? იმდენი ქართული სისხლი დაღვარა სააკაშვილმა, ის არ არის სიცოცხლის ღირსი, ღმერთი ალბათ გადაუხდის სამაგიეროს, მე არ ვამბობ, რომ ვიღაცამ უნდა მოკლას. მე რომ მკითხო, მიშა ციხეში კი არა მთელი ცხოვრება საგიჟეთში უნდა იყოს. მინდა მოვუწოდო ყველას, გამოდით, ჩამოვიდეს ცინდელიანის დედა, ჩამოდით მშობლები და ვაჩვენოთ რამდენი ვართ, იმაზე 10-ჯერ მეტი ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგზე მიდის ხალხი. ვინც ცოცხლები ვართ დარჩენილი, ვინც არის ციხეში გაუბედურებული შვილების მშობლები გამოვიდეთ და დედამისმა გაგვცეს პასუხი, თუნდაც ტელევიზიით. მე მინდა ახლა მიშასთან შესვლა, როგორც ერთი დაზარებული შემახვედრეთ, მე უნდა ვნახო სააკაშვილი და სიმართლეს გამოვიტან შიმშილობს თუ არა. რისი მოშიმშილეა ეგ მეორე, მესამე პირი რომ ჰქონდეს ყველგან ჩაიყრის საჭმელს“, - განაცხადა რობაქიძემ.
ვინ რისი ღირსია ობიექტურმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს და არა კერძო პირებმა. თქვენ კი დაანებეთ ტრაგედიით სპეკიულაციას თავი!!!
ადამიანი რისი ღირსა და რისი არა, ეს კანონის და სასამართლოს გადასაწყვეტია და არა ვინმე სოსო რობაქიძის ან მიშას მოწინააღმდეგეების. ამის შეგნებამდე რომ მივა ხალხი, იქნებ მერე მიხვდეთ რომ მიშა უნდა გასამართლდეს მაგრამ კანონის ფარგლებში და კანონიერი სასამართლოთი! და რაც დღეს ხდება არის უმსგავსობა, მაგრამ ხალხის უმრავლესობის ტვინი ვერ წვდება ამდენს და გაიძახიან თურმე ღირსი ყოფილა მიშა... ხვალ თქვენ რომ დაგიჭირონ და ირაკლი კობახიძემ ჩათვალოს რომ ციხეში ჯდომის ღირსი ხართ, მოგეწონებათ?? თუ მერე იტყვით რომ თურმე სასამართლოთი უნდა გავსამართლდეო?? დემოკრატიულ და განვითარებულ საზოგადეობაში ადამიანებს სასამართლო და კანონი ასამართლებს და არა ხალხი! შეიგნეთ!!