Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ხო გადმოვრეკე, აი..." - როგორ იღებდნენ ჩვენი უახლოესი ისტორიის ერთ-ერთ საინტერესო სარეკლამო რგოლს და რატომ ფიქრობს მისი რეჟისორი, რომ დღეს ქართული რეკლამა "გადაშენების პირასაა"?
"ხო გადმოვრეკე, აი..." - როგორ იღებდნენ ჩვენი უახლოესი ისტორიის ერთ-ერთ საინტერესო სარეკლამო რგოლს და რატომ ფიქრობს მისი რეჟისორი, რომ დღეს ქართული რეკლამა "გადაშენების პირასაა"?

ის არა­ერ­თი სა­რეკ­ლა­მო თუ მუ­სი­კა­ლუ­რი რგო­ლის, ფილ­მის, ავ­ტო­რია. ბევრ ცნო­ბილ ბრენდთან თუ კომ­პა­ნი­ას­თან უთა­ნამ­შრომ­ლია. წარ­სულ­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე­ო­რე არ­ხის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც გახ­ლდათ, პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ვა. ძი­რი­თა­დი პრო­ფე­სი­ით კი ტელე-კი­ნო­რე­ჟი­სო­რია და ამ­ბობს, რომ მის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ტი­ტუ­ლი სწო­რედ რე­ჟი­სო­რო­ბაა. დიახ, გი­ორ­გი ებ­რა­ლი­ძეს ჩვენ­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სა­რეკ­ლა­მო რგო­ლი აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი და უმ­რავ­ლე­სო­ბას მა­ყუ­რე­ბე­ლი კარ­გად იც­ნობს... რეს­პონ­დენ­ტი წუხს იმა­ზე, რომ ქარ­თუ­ლი რეკ­ლა­მა გა­და­შე­ნე­ბის პი­რა­საა, რა აძ­ლევს მას ამის თქმის სა­ფუძ­ველს, რო­გო­რი უნდა იყოს რეკ­ლა­მა მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა რომ მი­იქ­ცი­ოს და რო­გორ იღებ­და წლე­ბის წინ თა­ვის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ რგოლს "გად­მო­რე­კე“, ამა­ზე ambebi.ge - ს თა­ვად უამ­ბობს.

- რეკ­ლა­მა, რო­მე­ლიც პრო­დუქტს ყი­დის, უკვე კარ­გია, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ის კრე­ა­ტი­უ­ლა­დაც კარ­გია. ცუდი უფრო ყი­დის, ძა­ლი­ან ცუ­დიც იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას - თუ მარ­კე­ტინ­გუ­ლად მი­ვუდ­გე­ბით, ასეა, მარ­კე­ტინ­გი, ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი სფე­როა. თუმ­ცა არა­მარ­კე­ტინ­გუ­ლად რომ ვთქვათ, რეკ­ლა­მის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი კრე­ა­ტი­ვია! რეკ­ლა­მა რაც უფრო კრე­ა­ტი­უ­ლია, მე­ტად გა­მახ­სოვ­რდე­ბა და როცა სა­ჭი­როა, მა­შინ გახ­სენ­დე­ბა.

მე, რო­გორც არა მარ­კე­ტო­ლო­გი, ასე­თი რეკ­ლა­მის მომ­ხრე ვარ, რად­გა­ნაც ეს ჩემი პრო­ფე­სი­აა, მარ­კე­ტო­ლო­გებს კი თა­ვის საქ­მე აქვთ. თუ ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა, მა­შინ შე­დე­გი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მიღ­წე­უ­ლია, მაგ­რამ ხში­რად ვერ ემ­თხვე­ვა...

- და მუ­შა­ო­ბას აღარ აგ­რძე­ლებთ?

- ყვე­ლას­თან არ ვმუ­შა­ობ, თუმ­ცა მქო­ნია ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბაც, დავ­თან­ხმე­ბი­ვარ, მაგ­რამ პრო­დუქ­ტი ცუდი გა­მო­სუ­ლა. სა­ერ­თოდ, ნა­მუ­შე­ვა­რი კარ­გი გა­მო­ვა თუ ცუდი, ეს შემ­დგომ­ში ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა. ამი­ტომ ვცდი­ლობ, ხელი მო­ვა­წე­რო ისეთ კონ­ტრაქტს, როცა ვხვდე­ბი, რომ ცუდი შე­დე­გი არ ექ­ნე­ბა. თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ცუდი რეკ­ლა­მე­ბი არ გა­მი­კე­თე­ბია. მოკ­ლედ, ჩემი მი­ზა­ნია, სა­რეკ­ლა­მო რგო­ლი იყო კრე­ა­ტი­უ­ლი, ქარ­თუ­ლი, ეს უკვე თა­ვის­თა­ვად სა­ინ­ტე­რე­სოს და კარ­გს გუ­ლის­ხმობს.

- რა არის რეკ­ლა­მის­თვის მთა­ვა­რი?

- ჩვენს სფე­რო­ში მაგ მთა­ვარს "ფიშ­კას“ ვუ­წო­დებთ. ყვე­ლა რგოლ­ში მა­ყუ­რებ­ლის­თვის რა­ღაც მომ­ხიბ­ლა­ვი უნდა იყოს - ამ­ბის უე­ცა­რი შე­მოტ­რი­ა­ლე­ბა, თუ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ეპი­ზო­დი, რო­მე­ლიც ნა­მუ­შე­ვარს სხვე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევს. ჩემი "ფიშ­კა“ ის არის, რომ ვცდი­ლობ, ყვე­ლა რგოლ­ში რა­ღაც ამ­ბა­ვი ხდე­ბო­დეს და იყოს ქარ­თუ­ლი. რეკ­ლა­მას ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ვი­ღებ, თუმ­ცა უცხო­ე­ლე­ბის­თვი­საც მი­მუ­შა­ვია. ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ძი­რი­თა­დად ქარ­თუ­ლი რეკ­ლა­მა "მუ­შა­ობს,“ რაც უფრო ქარ­თუ­ლია და მის­თვის ორ­გა­ნუ­ლი, მე­ტად გა­სა­გე­ბია. ამი­ტომ, ჩემ­თან ის დამ­კვე­თე­ბი მო­დი­ან, რომ­ლებ­მაც ჩემი ხელ­წე­რა და რგო­ლე­ბი იცი­ან...

- რეკ­ლა­მის ქრო­ნო­მეტ­რა­ჟი გან­სა­ზღვრუ­ლია?

- შე­იძ­ლე­ბა იყოს 10 წამი და 5 წუ­თიც. გა­აჩ­ნია მო­ცე­მუ­ლო­ბას, იდე­ას და რგოლს რის­თვის იყე­ნებ. ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში უფრო გრძე­ლი რეკ­ლა­მე­ბიც "მო­სუ­ლა,“ რად­გან იქ ტე­ლე­ვი­ზი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა არ არის. იმის გამო, რომ სპე­ცი­ფი­კუ­რად სი­უ­ჟე­ტურ რგო­ლებს ვა­კე­თებ, სა­დაც რა­ღაც ამ­ბა­ვი ხდე­ბა, რა­საც 10-15 წამ­ში ვერ მოჰ­ყვე­ბი, ამი­ტომ ჩემი რეკ­ლა­მა ერთ წუ­თამ­დეა.

- მოკ­ლედ, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე სი­უ­ჟე­ტუ­რი ამ­ბით და იუ­მო­რით გა­ჯე­რე­ბუ­ლი რეკ­ლა­მა კარ­გად მუ­შა­ობს, რაც რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, გა­მოც­დი­ლე­ბამ აჩ­ვე­ნა...

- კი, ასეა... სა­ერ­თოდ ისეთ არე­ულ პე­რი­ოდ­ში მო­მი­წია ცხოვ­რე­ბამ, რომ კი­ნო­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კუ­თხით რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა ვერ მო­მე­ცა. ამის კომ­პენ­სა­ცია კი რეკ­ლა­მა­ში მოხ­და. ამი­ტო­მაც და­ვი­წყე ასე­თი სი­უ­ჟე­ტუ­რი რგო­ლე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, ქარ­თულ კი­ნო­ში მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაც არ­სე­ბობ­და, რომ­ლის უმე­ტე­სო­ბა იუ­მო­რი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი, ჩავ­თვა­ლე, ისე­თი­ვე ხა­სი­ა­თი, რო­გორც ფილ­მებ­ში მუ­შა­ობ­და, რეკ­ლა­მა­შიც გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა...

- სა­უბ­რის და­წყე­ბამ­დე მი­თხა­რით, რომ ქარ­თუ­ლი რეკ­ლა­მა დღეს გა­და­შე­ნე­ბის გზა­ზე­აო. რას გუ­ლის­ხმობთ?

- ქარ­თუ­ლია რეკ­ლა­მა, რო­მელ­შიც არის ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი. მე ამ კუ­თხით პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი მა­შინ გა­მო­მი­ვი­და, როცა კა­ხე­თის რე­გი­ონ­ზე გათ­ვლი­ლი რეკ­ლა­მა გა­და­ვი­ღე - "აქა­ცა რე­კავს“... ამ რგოლ­მა ბევრ ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­მარ­ჯვა, ჟი­უ­რი მუდ­მი­ვად აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ამ რგოლს აქვს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი შტრი­ხე­ბი, მას­ში არის კო­ლო­რი­ტი, რაც ევ­რო­პულ რეკ­ლა­მას არ აქვს და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ერ­თნა­ი­რია. მარ­თლაც რეკ­ლა­მას გარ­კვე­ულ­წი­ლად ეროვ­ნუ­ლი თვი­სე­ბა უნდა ჰქონ­დეს. სწო­რედ ამი­ტო­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი რგო­ლი ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო კა­ტა­ლოგ­შია შე­სუ­ლი, პრი­ზე­ბიც აიღო და გან­სა­ზღვრა ჩემი და­ნარ­ჩე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბის ბე­დიც. ჩვენ იმ­დე­ნი კარ­გი რამ გვაქვს, რომ სხვის­გან გად­მო­სა­ღე­ბი და მო­სა­პა­რი არა­ფე­რი გვჭირს. ხოლო თუ რა­ტომ არის ქარ­თუ­ლი რეკ­ლა­მა გა­და­შე­ნე­ბის გზა­ზე, გე­ტყვით, რომ ამის მი­ზე­ზი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბია, რო­მე­ლიც ისე გან­ვი­თარ­და, რომ ვი­საც ამ სფე­რო­ში გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით უმე­ტე­სად უცხო­უ­რი რეკ­ლა­მე­ბის კო­პი­რე­ბას ახ­დე­ნენ. ასეთ დროს კრე­ა­ტი­უ­ლი მიდ­გო­მა უკა­ნა პლან­ზე გა­და­დის.

სხვა­თა შო­რის, ეს დე­ფი­ცი­ტი მსოფ­ლი­ო­შიც შე­იმ­ჩნე­ვა. წინა წლებ­ში რეკ­ლა­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ჟი­უ­რი­ში ვი­ყა­ვი ხოლ­მე. მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ბევ­რი რამ მი­ნა­ხავს და კრე­ა­ტი­უ­ლი "ფიშ­კე­ბი“ რეკ­ლა­მებს აღარ აქვთ... თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ ადრე თუ გვი­ან, ამას მა­ინც და­უბ­რუნ­დე­ბი­ან.

- და­უ­ვი­წყა­რია თქვე­ნი შექ­მნი­ლი რეკ­ლა­მა "გად­მო­რე­კე,“ რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს ბევ­რი წლის შემ­დე­გაც ახ­სოვს...

- იმ სტუ­დი­ა­ში, სა­დაც მისი წარ­მო­ე­ბა შედ­გა, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს ჰქონ­და ფრა­ზის "გად­მო­რე­კე“ რეკ­ლა­მა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის იდეა. ერთხე­ლაც შე­მომ­თა­ვა­ზეს, იქ­ნებ ამა­ზე იმუ­შა­ოო. ოღონდ, იდეა ძა­ლი­ან ნედ­ლი იყო და ამ­ბა­ვი სულ სხვა­გან მი­დი­ო­და. დავ­ჯე­ქი, და­ვა­მუ­შა­ვე - შევ­ქმე­ნი ამ­ბა­ვი და ის რო­გორ უნდა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო. თემა კი სიყ­ვა­რუ­ლი იყო. მოკ­ლედ, კონ­კრე­ტულ სცე­ნად გა­და­ვაქ­ციე.

- ამ რგოლ­ში ვფიქ­რობ, მუ­სი­კამ, იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვინც მო­ნა­წი­ლე­ობს, გა­რე­მომ, თუ­შე­თის კად­რებ­მაც ითა­მა­შა როლი...

- კი, ასე იყო. დამ­კვე­თებ­მა ხელი შეგ­ვი­წყეს, რომ კად­რე­ბი თუ­შეთ­ში გა­დაგ­ვე­ღო და წა­ვე­დით, მაგ­რამ უა­მინ­დო­ბის გამო გზა ჩა­ი­კე­ტა და ორი კვი­რით ჩავ­რჩით, ვე­ღარ მოვ­დი­ო­დით... მა­ნამ­დე კი ყვე­ლას უკ­ვირ­და, როცა ვამ­ბობ­დი, - "იაშ­კა“ (მსა­ხი­ო­ბი დათო იაშ­ვი­ლი) მე­ცხვა­რე იქ­ნე­ბა-მეთ­ქი. არ გა­მო­ვაო, მაგ­რამ გა­მო­ვი­და... მა­ნამ­დე მო­ნა­წი­ლე­ე­ბის შე­სარ­ჩე­ვად კას­ტინ­გი ჩა­ვა­ტა­რე, რა­საც ასე­ვე არა­სე­რი­ო­ზუ­ლად უყუ­რებ­დნენ. კას­ტინ­გის მერე "იაშ­კას“ წვე­რი მო­ვაშ­ვე­ბი­ნე, თმა ავუ­ჩე­ჩე და მის­გან მე­ცხვა­რეც გა­მო­ი­ძერ­წა.

მთა­ვა­რი ის არის, რომ უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი იყო და და­ი­ჭი­რა ის მარ­ცვა­ლი, რო­გო­რი ტიპი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მე­ცხვა­რე, რო­მე­ლიც უნდა ეთა­მა­შა და რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ასე რომ, სი­ა­მოვ­ნე­ბით დამ­თან­ხმდა სა­მუ­შა­ო­ზე, რეკ­ლა­მის გარ­და, ჩვენ ვმე­გობ­რობ­დით, მას­თან არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა, პი­რი­ქით, დიდი სი­ხა­რუ­ლით დამ­თან­ხმდა და იმუ­შა­ვა.

კარ­გად იმუ­შა­ვა ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტმა ნინო კუ­რა­ტაშ­ვილ­მა, გო­გო­ებ­მა - ანი მაღ­ლა­კე­ლი­ძემ, შო­რე­ნა მა­ი­სუ­რა­ძემ, სა­ერ­თოდ, იმ გა­რე­მომ, სა­დაც ორი კვი­რა ვი­ყა­ვით და გა­მო­და­რე­ბას ვე­ლო­დე­ბო­დით. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში საათ-ნა­ხე­ვა­რი იდა­რებ­და, გავ­რბო­დით და ვი­ღებ­დით. იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იმ­დენ ხანს ვი­ყა­ვით, რომ ამა­ნაც თა­ვი­სი გავ­ლე­ნა იქო­ნია, თუშ­ნი (სო­ფე­ლი დარ­თლო) გა­ვი­თა­ვი­სეთ და ამა­ნაც იმუ­შა­ვა. მყავ­და ასე­ვე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოპე­რა­ტო­რი ცხო­ნე­ბუ­ლი გი­ორ­გი ბე­რი­ძე, რო­მელ­მაც ხელი დი­დად შე­მი­წყო. რგოლ­ზე სა­ერ­თოდ ძა­ლი­ან კარ­გი ჯგუ­ფი მუ­შა­ობ­და. ნიკა მე­მა­ნიშ­ვილ­მაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მუ­სი­კა შექ­მნა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში ეს პრო­დუქ­ტი "დადო“.

- რე­ა­ლუ­რად რამ­დე­ნი ცხვა­რი იყო ვა­კის პარკთან მიყ­ვა­ნი­ლი, როცა მე­ცხვა­რე სა­ფი­ნა­ლო ფრა­ზას ამ­ბობს - "ხო გად­მოვ­რე­კე, აი“?

- და­ახ­ლო­ე­ბით 30-მდე, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ კომ­პი­უ­ტე­რით გა­ვამ­რავ­ლეთ...

- ეს ნა­მუ­შე­ვა­რი ჩემ­თვის წუთ­ში ჩა­ტე­უ­ლი ფილ­მია.

- ბევრ ფეს­ტი­ვალ­ზე გა­სუ­ლა და ყველ­გან მო­წო­ნე­ბა ჰქონ­და. ამ რეკ­ლა­მას­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს. ის ემო­ცია დღემ­დე მომ­ყვე­ბა, როცა ამ რგოლს სად­მე გა­და­ვა­წყდე­ბი ხოლ­მე, ისე­ვე ემო­ცი­უ­რად ვუ­ყუ­რებ, რო­გორც ადრე და არა იმი­ტომ, რომ მახ­სენ­დე­ბა ის პე­რი­ო­დი, ვფიქ­რობ, რგოლს დღემ­დე არ და­უ­კარ­გავს მნიშ­ვნე­ლო­ბა. ბევ­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ისევ ის სათ­ქმე­ლი, სი­კე­თე და სით­ბო მო­აქვს. ეს არის ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მართლაც...
1

კიდევ ეს რეკლამები ხმოვან შეტყობინებებზე 

1. როცა დაცლილ აუზში ხტება გივი სიხარულიძე

2. და მოულოდნელად დაბრუნებულ მშობლებს ''წვეულების ბიჭებს '' აივანზე რომ უმალავენ გოგონები

 

////////////////////...
2

//////////////////////////-----------------

ქართული რეკლამები საერთო ჯამში ახლაც კარგია, ხარისხი კი ბოლო 3-4 წელია ცოტა მართლა დაეცა. საქართველოს ბანკს ქონდა არაჩვეულებრივი რეკლამები, თი-ბი-სისაც, მაგთსაც

ავტორი:

"ხო გადმოვრეკე, აი..." - როგორ იღებდნენ ჩვენი უახლოესი ისტორიის ერთ-ერთ საინტერესო სარეკლამო რგოლს და რატომ ფიქრობს მისი რეჟისორი, რომ დღეს ქართული რეკლამა "გადაშენების პირასაა"?

"ხო გადმოვრეკე, აი..." - როგორ იღებდნენ ჩვენი უახლოესი ისტორიის ერთ-ერთ საინტერესო სარეკლამო რგოლს და რატომ ფიქრობს მისი რეჟისორი, რომ დღეს ქართული რეკლამა "გადაშენების პირასაა"?

ის არაერთი სარეკლამო თუ მუსიკალური რგოლის, ფილმის, ავტორია. ბევრ ცნობილ ბრენდთან თუ კომპანიასთან უთანამშრომლია. წარსულში ტელეკომპანია "მეორე არხის“ დამფუძნებელიც გახლდათ, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. ძირითადი პროფესიით კი ტელე-კინორეჟისორია და ამბობს, რომ მისთვის ყველაზე დიდი ტიტული სწორედ რეჟისორობაა. დიახ, გიორგი ებრალიძეს ჩვენში რამდენიმე ათეული სარეკლამო რგოლი აქვს გადაღებული და უმრავლესობას მაყურებელი კარგად იცნობს... რესპონდენტი წუხს იმაზე, რომ ქართული რეკლამა გადაშენების პირასაა, რა აძლევს მას ამის თქმის საფუძველს, როგორი უნდა იყოს რეკლამა მაყურებლის ყურადღება რომ მიიქციოს და როგორ იღებდა წლების წინ თავის ყველაზე ცნობილ რგოლს "გადმორეკე“, ამაზე ambebi.ge - ს თავად უამბობს.

- რეკლამა, რომელიც პროდუქტს ყიდის, უკვე კარგია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის კრეატიულადაც კარგია. ცუდი უფრო ყიდის, ძალიან ცუდიც იქცევს ყურადღებას - თუ მარკეტინგულად მივუდგებით, ასეა, მარკეტინგი, ძალიან უცნაური სფეროა. თუმცა არამარკეტინგულად რომ ვთქვათ, რეკლამის მამოძრავებელი კრეატივია! რეკლამა რაც უფრო კრეატიულია, მეტად გამახსოვრდება და როცა საჭიროა, მაშინ გახსენდება.

მე, როგორც არა მარკეტოლოგი, ასეთი რეკლამის მომხრე ვარ, რადგანაც ეს ჩემი პროფესიაა, მარკეტოლოგებს კი თავის საქმე აქვთ. თუ ჩვენი სურვილები ერთმანეთს დაემთხვა, მაშინ შედეგი, ფაქტობრივად, მიღწეულია, მაგრამ ხშირად ვერ ემთხვევა...

- და მუშაობას აღარ აგრძელებთ?

- ყველასთან არ ვმუშაობ, თუმცა მქონია ასეთი გამოცდილებაც, დავთანხმებივარ, მაგრამ პროდუქტი ცუდი გამოსულა. საერთოდ, ნამუშევარი კარგი გამოვა თუ ცუდი, ეს შემდგომში ჩემს საქმიანობაზე აისახება. ამიტომ ვცდილობ, ხელი მოვაწერო ისეთ კონტრაქტს, როცა ვხვდები, რომ ცუდი შედეგი არ ექნება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი რეკლამები არ გამიკეთებია. მოკლედ, ჩემი მიზანია, სარეკლამო რგოლი იყო კრეატიული, ქართული, ეს უკვე თავისთავად საინტერესოს და კარგს გულისხმობს.

- რა არის რეკლამისთვის მთავარი?

- ჩვენს სფეროში მაგ მთავარს "ფიშკას“ ვუწოდებთ. ყველა რგოლში მაყურებლისთვის რაღაც მომხიბლავი უნდა იყოს - ამბის უეცარი შემოტრიალება, თუ არაჩვეულებრივი ეპიზოდი, რომელიც ნამუშევარს სხვებისგან გამოარჩევს. ჩემი "ფიშკა“ ის არის, რომ ვცდილობ, ყველა რგოლში რაღაც ამბავი ხდებოდეს და იყოს ქართული. რეკლამას ქართველებისთვის ვიღებ, თუმცა უცხოელებისთვისაც მიმუშავია. ქართველ მომხმარებელზე ძირითადად ქართული რეკლამა "მუშაობს,“ რაც უფრო ქართულია და მისთვის ორგანული, მეტად გასაგებია. ამიტომ, ჩემთან ის დამკვეთები მოდიან, რომლებმაც ჩემი ხელწერა და რგოლები იციან...

- რეკლამის ქრონომეტრაჟი განსაზღვრულია?

- შეიძლება იყოს 10 წამი და 5 წუთიც. გააჩნია მოცემულობას, იდეას და რგოლს რისთვის იყენებ. ინტერნეტსივრცეში უფრო გრძელი რეკლამებიც "მოსულა,“ რადგან იქ ტელევიზიისგან განსხვავებით, რეკლამის განთავსება ძვირი სიამოვნება არ არის. იმის გამო, რომ სპეციფიკურად სიუჟეტურ რგოლებს ვაკეთებ, სადაც რაღაც ამბავი ხდება, რასაც 10-15 წამში ვერ მოჰყვები, ამიტომ ჩემი რეკლამა ერთ წუთამდეა.

- მოკლედ, ქართულ ბაზარზე სიუჟეტური ამბით და იუმორით გაჯერებული რეკლამა კარგად მუშაობს, რაც როგორც აღნიშნეთ, გამოცდილებამ აჩვენა...

- კი, ასეა... საერთოდ ისეთ არეულ პერიოდში მომიწია ცხოვრებამ, რომ კინოში შემოქმედებითი კუთხით რეალიზაციის საშუალება ვერ მომეცა. ამის კომპენსაცია კი რეკლამაში მოხდა. ამიტომაც დავიწყე ასეთი სიუჟეტური რგოლები. ამასთანავე, ქართულ კინოში მოკლემეტრაჟიანი ფილმების დიდი გამოცდილებაც არსებობდა, რომლის უმეტესობა იუმორითაა გაჯერებული, ჩავთვალე, ისეთივე ხასიათი, როგორც ფილმებში მუშაობდა, რეკლამაშიც გამომეყენებინა...

- საუბრის დაწყებამდე მითხარით, რომ ქართული რეკლამა დღეს გადაშენების გზაზეაო. რას გულისხმობთ?

- ქართულია რეკლამა, რომელშიც არის ქართული ხასიათი. მე ამ კუთხით პირველი ნამუშევარი მაშინ გამომივიდა, როცა კახეთის რეგიონზე გათვლილი რეკლამა გადავიღე - "აქაცა რეკავს“... ამ რგოლმა ბევრ ფესტივალზე გაიმარჯვა, ჟიური მუდმივად აღნიშნავდა, რომ ამ რგოლს აქვს ნაციონალური შტრიხები, მასში არის კოლორიტი, რაც ევროპულ რეკლამას არ აქვს და შესაბამისად, ყველა ერთნაირია. მართლაც რეკლამას გარკვეულწილად ეროვნული თვისება უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომაც აღნიშნული რგოლი ევროპის საუკეთესო კატალოგშია შესული, პრიზებიც აიღო და განსაზღვრა ჩემი დანარჩენი ნამუშევრების ბედიც. ჩვენ იმდენი კარგი რამ გვაქვს, რომ სხვისგან გადმოსაღები და მოსაპარი არაფერი გვჭირს. ხოლო თუ რატომ არის ქართული რეკლამა გადაშენების გზაზე, გეტყვით, რომ ამის მიზეზი ტექნოლოგიებია, რომელიც ისე განვითარდა, რომ ვისაც ამ სფეროში გამოცდილება აქვს, ნიჭიერები არიან, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით უმეტესად უცხოური რეკლამების კოპირებას ახდენენ. ასეთ დროს კრეატიული მიდგომა უკანა პლანზე გადადის.

სხვათა შორის, ეს დეფიციტი მსოფლიოშიც შეიმჩნევა. წინა წლებში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალების ჟიურიში ვიყავი ხოლმე. მსოფლიოს მასშტაბით ბევრი რამ მინახავს და კრეატიული "ფიშკები“ რეკლამებს აღარ აქვთ... თუმცა ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან, ამას მაინც დაუბრუნდებიან.

- დაუვიწყარია თქვენი შექმნილი რეკლამა "გადმორეკე,“ რომელიც მაყურებელს ბევრი წლის შემდეგაც ახსოვს...

- იმ სტუდიაში, სადაც მისი წარმოება შედგა, რამდენიმე ადამიანს ჰქონდა ფრაზის "გადმორეკე“ რეკლამაში გამოყენების იდეა. ერთხელაც შემომთავაზეს, იქნებ ამაზე იმუშაოო. ოღონდ, იდეა ძალიან ნედლი იყო და ამბავი სულ სხვაგან მიდიოდა. დავჯექი, დავამუშავე - შევქმენი ამბავი და ის როგორ უნდა განვითარებულიყო. თემა კი სიყვარული იყო. მოკლედ, კონკრეტულ სცენად გადავაქციე.

- ამ რგოლში ვფიქრობ, მუსიკამ, იმ ადამიანებმა, ვინც მონაწილეობს, გარემომ, თუშეთის კადრებმაც ითამაშა როლი...

- კი, ასე იყო. დამკვეთებმა ხელი შეგვიწყეს, რომ კადრები თუშეთში გადაგვეღო და წავედით, მაგრამ უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა და ორი კვირით ჩავრჩით, ვეღარ მოვდიოდით... მანამდე კი ყველას უკვირდა, როცა ვამბობდი, - "იაშკა“ (მსახიობი დათო იაშვილი) მეცხვარე იქნება-მეთქი. არ გამოვაო, მაგრამ გამოვიდა... მანამდე მონაწილეების შესარჩევად კასტინგი ჩავატარე, რასაც ასევე არასერიოზულად უყურებდნენ. კასტინგის მერე "იაშკას“ წვერი მოვაშვებინე, თმა ავუჩეჩე და მისგან მეცხვარეც გამოიძერწა.

მთავარი ის არის, რომ უნიჭიერესი ადამიანი იყო და დაიჭირა ის მარცვალი, როგორი ტიპი უნდა ყოფილიყო მეცხვარე, რომელიც უნდა ეთამაშა და რა უნდა გაეკეთებინა. ასე რომ, სიამოვნებით დამთანხმდა სამუშაოზე, რეკლამის გარდა, ჩვენ ვმეგობრობდით, მასთან არანაირი პრობლემა არ ყოფილა, პირიქით, დიდი სიხარულით დამთანხმდა და იმუშავა.

კარგად იმუშავა ასევე ჟურნალისტმა ნინო კურატაშვილმა, გოგოებმა - ანი მაღლაკელიძემ, შორენა მაისურაძემ, საერთოდ, იმ გარემომ, სადაც ორი კვირა ვიყავით და გამოდარებას ველოდებოდით. დღის განმავლობაში საათ-ნახევარი იდარებდა, გავრბოდით და ვიღებდით. იმ სიტუაციაში იმდენ ხანს ვიყავით, რომ ამანაც თავისი გავლენა იქონია, თუშნი (სოფელი დართლო) გავითავისეთ და ამანაც იმუშავა. მყავდა ასევე არაჩვეულებრივი ოპერატორი ცხონებული გიორგი ბერიძე, რომელმაც ხელი დიდად შემიწყო. რგოლზე საერთოდ ძალიან კარგი ჯგუფი მუშაობდა. ნიკა მემანიშვილმაც არაჩვეულებრივი მუსიკა შექმნა. ამ ყველაფერმა ერთობლიობაში ეს პროდუქტი "დადო“.

- რეალურად რამდენი ცხვარი იყო ვაკის პარკთან მიყვანილი, როცა მეცხვარე საფინალო ფრაზას ამბობს - "ხო გადმოვრეკე, აი“?

- დაახლოებით 30-მდე, რომლებიც შემდგომ კომპიუტერით გავამრავლეთ...

- ეს ნამუშევარი ჩემთვის წუთში ჩატეული ფილმია.

- ბევრ ფესტივალზე გასულა და ყველგან მოწონება ჰქონდა. ამ რეკლამასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ის ემოცია დღემდე მომყვება, როცა ამ რგოლს სადმე გადავაწყდები ხოლმე, ისევე ემოციურად ვუყურებ, როგორც ადრე და არა იმიტომ, რომ მახსენდება ის პერიოდი, ვფიქრობ, რგოლს დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა. ბევრი აღნიშნავს, რომ ისევ ის სათქმელი, სიკეთე და სითბო მოაქვს. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი.