სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორხის კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობა
ხორხის კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობა

ხორ­ხის კიბო ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 3%-ს შე­ად­გენს. მა­მა­კა­ცებ­ში, თავ-კის­რის ავ­თვი­სე­ბი­ან სიმ­სივ­ნე­ებს შო­რის მას პირ­ვე­ლი ად­გი­ლი უკა­ვია. მი­სით გა­ცი­ლე­ბით ხში­რად ავად­დე­ბი­ან კა­ცე­ბი. ხორ­ხის კიბო, ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა შო­რის, სიხ­ში­რის მი­ხედ­ვით, კა­ცებ­ში მე-11, ქა­ლებ­ში კი მე-17 ად­გილ­ზეა.

და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე, მის სიმპტო­მებ­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე აკად. ფრი­დონ თო­დუ­ას სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ონ­კო­ლოგს მარი კა­ჭა­რა­ვა­სა და თავ-კის­რის ონ­კო­ქი­რურგს გი­ორ­გი ქრის­ტე­საშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

რა არის ხორ­ხის კი­ბოს გა­მომ­წვე­ვი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბი?

მარი კა­ჭა­რა­ვა: ხორ­ხის კი­ბოს ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი თამ­ბა­ქოს აქ­ტი­უ­რი მოხ­მა­რე­ბაა. პა­რა­ლე­ლუ­რად, ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ხორ­ხის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად ორ­მაგ­დე­ბა. სხვა ეტი­ო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბია: მტვრი­ა­ნი გა­რე­მო, პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტებ­თან ხში­რი კონ­ტაქ­ტი, მა­ღალ ან და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რულ პი­რო­ბებ­ში ყოფ­ნა.

ხორ­ხის კი­ბოს­წი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია პა­პი­ლო­მა ვირუ­სით (HPV) ინ­ფი­ცი­რე­ბის ანამ­ნე­ზი. პა­პი­ლო­მა ვირუ­სის ხორ­ხის სა­ნა­თურ­ში შეჭ­რამ, შე­საძ­ლოა, გა­ნა­პი­რო­ბოს უჯრე­დუ­ლი ციკ­ლის მოშ­ლა და ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნუ­რი პრო­ცე­სის

გან­ვი­თა­რე­ბა. ხორ­ხის კი­ბოს­წი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბებს, ასე­ვე, გა­ნე­კუთ­ვნე­ბა: პა­პი­ლო­მა­ტო­ზი, ფიბ­რო­მის არ­სე­ბო­ბა ფარ­თო ფუ­ძე­ზე, ლე­ი­კოპ­ლა­კია, პა­ქი­დერ­მია, დის­კე­რა­ტო­ზი, ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბი.

რა ასაკ­ში ვლინ­დე­ბა ყვე­ლა­ზე ხში­რად ხორ­ხის კიბო და რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს მას?

გი­ორ­გი ქრის­ტე­საშ­ვი­ლი: ხორ­ხის კიბო ძი­რი­თა­დად 50-65 წლის ასაკ­ში ფიქ­სირ­დე­ბა. მისი კლი­ნი­კუ­რი მა­ნი­ფეს­ტა­ცია და­მო­კი­დე­ბუ­ლია ხორ­ხის სა­ნა­თურ­ში, სიმ­სივ­ნის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ა­ზე. ხორ­ხის კი­ბოს იოგ­ზე­და ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის დროს (რო­მე­ლიც ფიქ­სირ­დე­ბა შემ­თხვე­ვა­თა 65%-ში) ჩი­ვი­ლე­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს ყლაპ­ვის გარ­თუ­ლე­ბა, ტკი­ვი­ლი ყლაპ­ვის აქ­ტის დროს, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, ირა­დი­რებ­დეს ყუ­რის მი­და­მო­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სიმ­სივ­ნუ­რი პრო­ცე­სის ხმის იოგ­ზე გავ­რცე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თავს იჩენს ხმის ტემ­ბრის შეც­ვლა, შე­საძ­ლოა, გან­ვი­თარ­დეს აფო­ნია. სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნის ზო­მებ­ში ზრდას­თან ერ­თად, ხორ­ხის სა­ნა­თუ­რის შე­ვიწ­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თავს იჩენს სუნ­თქვის გარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ძლი­ერ­დე­ბა ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ის მი­ღე­ბი­სას. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი სტრი­დო­რის (ხმა­უ­რი­ა­ნი სუნ­თქვის) გან­ვი­თა­რე­ბაც.

იმ შემ­თხვე­ვებ­ში, თუ ხორ­ხის კი­ბოს თავ­და­პირ­ვე­ლი ლო­კა­ლი­ზა­ცია ხმის იო­გია (რო­მელ­ზეც მო­დის შემ­თხვე­ვა­თა 30%) და­სა­წყის­ში­ვე თავს იჩენს ხმის ტემ­ბრის შეც­ვლა-აფო­ნია. მისი იო­გქვე­და ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში (რო­მე­ლიც შე­ად­გენს შემ­თხვე­ვა­თა 3-5%-ს) კი­ბოს ახა­სი­ა­თებს ენ­დო­ფი­ტუ­რი ზრდა, რის გა­მოც და­სა­წყის­ში­ვე ვლინ­დე­ბა ხორ­ხის სა­ნა­თუ­რის შე­ვიწ­რო­ე­ბა და კლი­ნი­კუ­რად ვლინ­დე­ბა სტრი­დო­რით.

იმ ფაქ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე ხორ­ხის კიბო გან­კურ­ნე­ბად და­ა­ვა­დე­ბებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სიმპტო­კომ­პლექ­სე­ბი­სა, სამ­წუ­ხა­რო ფაქტს წარ­მო­ად­გენს, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა.

ამი­ტომ, ჩვე­ნი მთა­ვა­რი რჩე­ვაა აღ­წე­რი­ლი სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენ­ტებ­მა დრო­უ­ლად მი­მარ­თონ სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბულ კლი­ნი­კებს, სა­დაც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა პა­ცი­ენ­ტის სრულ­ყო­ფი­ლი მკურ­ნა­ლო­ბა. ეს მათი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის სა­წინ­და­რია.

რო­გორ ხდე­ბა ხორ­ხის კი­ბოს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა?

მარი კა­ჭა­რა­ვა: ხორ­ხის კი­ბოს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ფიბ­რო­ლა­რინ­გოს­კო­პია ბი­ოფ­სი­ით და მა­სა­ლის მორ­ფო­ლო­გი­უ­რი ვე­რი­ფი­კა­ცია. ასე­ვე, ვა­ტა­რებთ კის­რის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ას კონ­ტრას­ტულ რე­ჟიმ­ში ან კის­რის მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სულ ტო­მოგ­რა­ფი­ას და გულ-მკერ­დის კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ას. და­ა­ვა­დე­ბის მე­სა­მე-მე­ო­თხე სტა­დი­ის დროს მივ­მარ­თავთ სხე­უ­ლის პო­ზიტ­რო­ნულ ემი­სი­უ­რი ტო­მოგ­რა­ფი­ას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ონ­კო­ქი­რურ­გი, რა­დი­ო­ლო­გი და კლი­ნი­კუ­რი ონ­კო­ლო­გი ერ­თობ­ლი­ვად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კის შე­სა­ხებ.

რა მე­თო­დე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ხორ­ხის კი­ბოს სამ­კურ­ნა­ლოდ?

გი­ორ­გი ქრის­ტე­საშ­ვი­ლი: ხორ­ხის კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა – ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, სხი­ვუ­რი და მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი თე­რა­პია. მათი თან­მიმ­დევ­რო­ბის შერ­ჩე­ვას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

ხორ­ხის კი­ბოს პირ­ვე­ლი-მე­ო­რე სტა­დი­ის დროს (T1-2N0M0), მკურ­ნა­ლო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა სხი­ვუ­რი თე­რა­პია ან ორ­გა­ნო­შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი ოპე­რა­ცია, პრე და იფ­სი­ლა­ტე­რა­ლუ­რი პა­რატ­რა­ქე­ა­ლუ­რი ლიმ­ფო­დი­სექ­ცი­ით.

T1-T2 N+M0 ფორ­მე­ბის დროს, სა­წყის ეტაპ­ზე რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია ქი­მიო-სხი­ვუ­რი თე­რა­პია ან ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა – ორ­გა­შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი ოპე­რა­ცია, კის­რის ლიმ­ფო­დი­სექ­ცი­ით. T3 N1-3 M0 ფორ­მე­ბის დროს მივ­მარ­თავთ ქი­მიო-სხი­ვურ თე­რა­პი­ას ან ოპე­რა­ცი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას – ლა­რინ­გექ­ტო­მი­ას, იფ­სი­ლა­ტე­რა­ლურ ლიმ­ფო­დი­სექ­ცი­ას, კის­რის ლიმ­ფო­დი­სექ­ცი­ას. T4aN1-3M0 ფორ­მე­ბის დროს კი ლა­რინ­გექ­ტო­მი­ას ჰე­მი­თი­რე­ო­ი­დექ­ტი­ით (შე­საძ­ლოა, და­ჭირ­დეს სრუ­ლი თი­რე­ო­ი­დექ­ტო­მია), კის­რის ლიმ­ფო­დი­სექ­ცი­ით პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი ქი­მიო-სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ით.

ხორ­ხის კი­ბოს იოგ­ზე­და ლო­კა­ლი­ზა­ცი­ი­სას, და­ა­ვა­დე­ბის მე­სა­მე სტა­დი­ა­ზე (T3N0M0), მკურ­ნა­ლო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა ქი­მიო-სხი­ვუ­რი თე­რა­პია ან ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა – ლა­რინ­გექ­ტო­მია ჰე­მი­თი­რე­ო­ი­დექ­ტო­მი­ით, პრე და იფ­სი­ლა­ტე­რა­ლუ­რი პა­რატ­რა­ქე­ა­ლუ­რი ლიმ­ფო­დი­სექ­ცი­ით.

ხორ­ხის კი­ბოს ხმის იოგ­ზე ლო­კა­ლი­ზა­ცი­ი­სას, და­ა­ვა­დე­ბის მე­სა­მე სტა­დი­ა­ზე (T3N0M0), მკურ­ნა­ლო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა სხი­ვუ­რი თე­რა­პია ან ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა – ლა­რინ­გექ­ტო­მია ჰე­მი­თი­რე­ო­ი­დექ­ტო­მი­ით, პრე და იფ­სი­ლა­ტე­რა­ლუ­რი პა­რატ­რა­ქე­ა­ლუ­რი ლიმ­ფო­დი­სექ­ცი­ით.

ხორ­ხის კი­ბოს მე­ო­თხე ა სტა­დი­ი­სას, მკურ­ნა­ლო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი ქი­მიო-სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ით.

რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ და­ა­ვა­დე­ბის კონ­ტრო­ლი?

მარი კა­ჭა­რა­ვა: ხორ­ხის კი­ბოს დროს, მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დგომ ეტაპ­ზე აქ­ტი­უ­რი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა და­ა­ვა­დე­ბის კონ­ტროლს. პირ­ვე­ლი ერთი წლის მან­ძილ­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­კონ­ტრო­ლო კვლე­ვე­ბი 1-3 თვე­ში ერთხელ ჩა­ტარ­დეს. მე­ო­რე წლი­დან მათი ჩა­ტა­რე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია 2-6 თვე­ში ერთხელ, მე­სა­მი­დან მე­ხუ­თე წლის ინ­ტერ­ვალ­ში 4-8 თვე­ში ერთხელ, ხუთი წლის შემ­დეგ კი 12 თვე­ში ერთხელ.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ხორხის კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობა

ხორხის კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობა

ხორხის კიბო ონკოლოგიური დაავადებების დაახლოებით 3%-ს შეადგენს. მამაკაცებში, თავ-კისრის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის მას პირველი ადგილი უკავია. მისით გაცილებით ხშირად ავადდებიან კაცები. ხორხის კიბო, ონკოლოგიურ დაავადებათა შორის, სიხშირის მიხედვით, კაცებში მე-11, ქალებში კი მე-17 ადგილზეა.

დაავადების გამომწვევ მიზეზებზე, მის სიმპტომებსა და მკურნალობაზე აკად. ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის ონკოლოგს მარი კაჭარავასა და თავ-კისრის ონკოქირურგს გიორგი ქრისტესაშვილს ვესაუბრეთ.

რა არის ხორხის კიბოს გამომწვევი ძირითადი მიზეზები?

მარი კაჭარავა: ხორხის კიბოს ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი თამბაქოს აქტიური მოხმარებაა. პარალელურად, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შემთხვევაში, ხორხის კიბოს განვითარების ალბათობა პრაქტიკულად ორმაგდება. სხვა ეტიოლოგიური ფაქტორებია: მტვრიანი გარემო, პროფესიიდან გამომდინარე ნავთობპროდუქტებთან ხშირი კონტაქტი, მაღალ ან დაბალ ტემპერატურულ პირობებში ყოფნა.

ხორხის კიბოსწინარე დაავადებებიდან აღსანიშნავია პაპილომა ვირუსით (HPV) ინფიცირების ანამნეზი. პაპილომა ვირუსის ხორხის სანათურში შეჭრამ, შესაძლოა, განაპირობოს უჯრედული ციკლის მოშლა და ავთვისებიანი სიმსივნური პროცესის

განვითარება. ხორხის კიბოსწინარე დაავადებებს, ასევე, განეკუთვნება: პაპილომატოზი, ფიბრომის არსებობა ფართო ფუძეზე, ლეიკოპლაკია, პაქიდერმია, დისკერატოზი, ქრონიკული ანთებითი პროცესები.

რა ასაკში ვლინდება ყველაზე ხშირად ხორხის კიბო და რა სიმპტომები ახასიათებს მას?

გიორგი ქრისტესაშვილი: ხორხის კიბო ძირითადად 50-65 წლის ასაკში ფიქსირდება. მისი კლინიკური მანიფესტაცია დამოკიდებულია ხორხის სანათურში, სიმსივნის ლოკალიზაციაზე. ხორხის კიბოს იოგზედა ლოკალიზაციის დროს (რომელიც ფიქსირდება შემთხვევათა 65%-ში) ჩივილებიდან ყურადღებას იქცევს ყლაპვის გართულება, ტკივილი ყლაპვის აქტის დროს, რომელიც, შესაძლოა, ირადირებდეს ყურის მიდამოში. მოგვიანებით, სიმსივნური პროცესის ხმის იოგზე გავრცელების შემთხვევაში თავს იჩენს ხმის ტემბრის შეცვლა, შესაძლოა, განვითარდეს აფონია. სიმსივნური წარმონაქმნის ზომებში ზრდასთან ერთად, ხორხის სანათურის შევიწროების შემთხვევაში თავს იჩენს სუნთქვის გართულება, რომელიც ძლიერდება ჰორიზონტალური პოზიციის მიღებისას. არ არის გამორიცხული სტრიდორის (ხმაურიანი სუნთქვის) განვითარებაც.

იმ შემთხვევებში, თუ ხორხის კიბოს თავდაპირველი ლოკალიზაცია ხმის იოგია (რომელზეც მოდის შემთხვევათა 30%) დასაწყისშივე თავს იჩენს ხმის ტემბრის შეცვლა-აფონია. მისი იოგქვედა ლოკალიზაციის შემთხვევაში (რომელიც შეადგენს შემთხვევათა 3-5%-ს) კიბოს ახასიათებს ენდოფიტური ზრდა, რის გამოც დასაწყისშივე ვლინდება ხორხის სანათურის შევიწროება და კლინიკურად ვლინდება სტრიდორით.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ადრეულ სტადიაზე ხორხის კიბო განკურნებად დაავადებებს განეკუთვნება, მიუხედავად ასეთი მრავალფეროვანი სიმპტოკომპლექსებისა, სამწუხარო ფაქტს წარმოადგენს, ხშირ შემთხვევაში პაციენტების დაგვიანებული მომართვიანობა.

ამიტომ, ჩვენი მთავარი რჩევაა აღწერილი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტებმა დროულად მიმართონ სპეციალიზირებულ კლინიკებს, სადაც უზრუნველყოფილი იქნება პაციენტის სრულყოფილი მკურნალობა. ეს მათი გამოჯანმრთელების საწინდარია.

როგორ ხდება ხორხის კიბოს დიაგნოსტირება?

მარი კაჭარავა: ხორხის კიბოს დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია ფიბროლარინგოსკოპია ბიოფსიით და მასალის მორფოლოგიური ვერიფიკაცია. ასევე, ვატარებთ კისრის კომპიუტერული ტომოგრაფიას კონტრასტულ რეჟიმში ან კისრის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას და გულ-მკერდის კომპიუტერულ ტომოგრაფიას. დაავადების მესამე-მეოთხე სტადიის დროს მივმართავთ სხეულის პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფიას.

აღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ონკოქირურგი, რადიოლოგი და კლინიკური ონკოლოგი ერთობლივად იღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის ტაქტიკის შესახებ.

რა მეთოდები გამოიყენება ხორხის კიბოს სამკურნალოდ?

გიორგი ქრისტესაშვილი: ხორხის კიბოს მკურნალობის მეთოდებს განეკუთვნება – ოპერაციული მკურნალობა, სხივური და მედიკამენტოზური თერაპია. მათი თანმიმდევრობის შერჩევას არსებითი მნიშვნელობა აქვს.

ხორხის კიბოს პირველი-მეორე სტადიის დროს (T1-2N0M0), მკურნალობის საწყის ეტაპზე განიხილება სხივური თერაპია ან ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია, პრე და იფსილატერალური პარატრაქეალური ლიმფოდისექციით.

T1-T2 N+M0 ფორმების დროს, საწყის ეტაპზე რეკომენდირებულია ქიმიო-სხივური თერაპია ან ოპერაციული მკურნალობა – ორგაშემანარჩუნებელი ოპერაცია, კისრის ლიმფოდისექციით. T3 N1-3 M0 ფორმების დროს მივმართავთ ქიმიო-სხივურ თერაპიას ან ოპერაციულ მკურნალობას – ლარინგექტომიას, იფსილატერალურ ლიმფოდისექციას, კისრის ლიმფოდისექციას. T4aN1-3M0 ფორმების დროს კი ლარინგექტომიას ჰემითირეოიდექტიით (შესაძლოა, დაჭირდეს სრული თირეოიდექტომია), კისრის ლიმფოდისექციით პოსტოპერაციული ქიმიო-სხივური თერაპიით.

ხორხის კიბოს იოგზედა ლოკალიზაციისას, დაავადების მესამე სტადიაზე (T3N0M0), მკურნალობის საწყის ეტაპზე განიხილება ქიმიო-სხივური თერაპია ან ოპერაციული მკურნალობა – ლარინგექტომია ჰემითირეოიდექტომიით, პრე და იფსილატერალური პარატრაქეალური ლიმფოდისექციით.

ხორხის კიბოს ხმის იოგზე ლოკალიზაციისას, დაავადების მესამე სტადიაზე (T3N0M0), მკურნალობის საწყის ეტაპზე განიხილება სხივური თერაპია ან ოპერაციული ჩარევა – ლარინგექტომია ჰემითირეოიდექტომიით, პრე და იფსილატერალური პარატრაქეალური ლიმფოდისექციით.

ხორხის კიბოს მეოთხე ა სტადიისას, მკურნალობის საწყის ეტაპზე განიხილება ოპერაციული მკურნალობა, პოსტოპერაციული ქიმიო-სხივური თერაპიით.

რამდენად მნიშვნელოვანია მკურნალობის შემდეგ დაავადების კონტროლი?

მარი კაჭარავა: ხორხის კიბოს დროს, მკურნალობის შემდგომ ეტაპზე აქტიური ყურადღება ექცევა დაავადების კონტროლს. პირველი ერთი წლის მანძილზე აუცილებელია საკონტროლო კვლევები 1-3 თვეში ერთხელ ჩატარდეს. მეორე წლიდან მათი ჩატარება რეკომენდებულია 2-6 თვეში ერთხელ, მესამიდან მეხუთე წლის ინტერვალში 4-8 თვეში ერთხელ, ხუთი წლის შემდეგ კი 12 თვეში ერთხელ.

NS