მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკრებულოების არჩევნების მეორე ტურში, სადაც 42 მაჟორიტარს ირჩევდნენ, "ქართული ოცნების“ 14 კანდიდატი დამარცხდა
საკრებულოების არჩევნების მეორე ტურში, სადაც 42 მაჟორიტარს ირჩევდნენ, "ქართული ოცნების“ 14 კანდიდატი დამარცხდა

ცეს­კოს წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ 14 მა­ჟო­რი­ტა­რი კან­დი­და­ტი და­მარ­ცხდა. საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის მა­ჟო­რი­ტარ წევრთა არ­ჩე­ვის მე­ო­რე ტური 24 მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში ჩა­ტარ­და, რო­მელ­თა ფარ­გლებ­ში ჯამ­ში 42 მა­ჟო­რი­ტა­რი აირ­ჩი­ეს.

  • კერ­ძოდ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი საკ­რე­ბუ­ლოს არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურს შემ­დეგ ოლ­ქებ­ში ვერ იგე­ბენ:

ქა­რელ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ჟო­რი­ტა­რის არ­ჩე­ვის მე­ო­რე ტური ორ ოლ­ქში ჩა­ტარ­და. აქე­დან ერთი ოლქი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა მო­ი­გო. ქა­რე­ლის #3 მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში კი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ კან­დი­და­ტი მურ­თაზ ცის­კა­ძე ხმე­ბის 52.178%-ით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატს უგებს.

ლენ­ტე­ხის #5 ად­გი­ლობ­რივ მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" კან­დი­და­ტებს შო­რის გა­ი­მარ­თა, სა­დაც "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი შავ­რე­ში­ან­მა ხმე­ბის 54.268%-ით მო­ი­გო.

ოზურ­გეთ­ში არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური ოთხ ად­გი­ლობ­რივ მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში ჩა­ტარ­და, სა­ი­და­ნაც ორში ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­დატ­მა მო­ი­გო. აქე­დან #1 მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი სი­რა­ძემ მე­ო­რე ტური "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატს მო­უ­გო და ხმე­ბის 54.461% აიღო. ოზურ­გე­თის #6 მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­მა რა­ინ­დი დუმ­ბა­ძემ ხმე­ბის 54.528%-ით ასე­ვე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი და­ა­მარ­ცხა.

მარ­ტვილ­ში საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის მა­ჟო­რი­ტარ­თა არ­ჩე­ვის მე­ო­რე ტური სამ ად­გი­ლობ­რივ ოლ­ქში ჩა­ტარ­და. აქე­დან ორს ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იგებს. კერ­ძოდ, მარ­ტვი­ლის #3 მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში პარ­ტია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტი კობა ასა­ბაშ­ვი­ლი ხმე­ბის 50.72%-ით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატს უგებს. მარ­ტვი­ლის #9 მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში კი, "ევ­რო­პუ­ლი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის" კან­დი­დატს გი­ორ­გი ჯი­ჯე­ლა­ვას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ­თან ხმე­ბის 50.446%-იანი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს.

ჩხო­რო­წყუ­ში საკ­რე­ბუ­ლოს მა­ჟო­რი­ტა­რი წევ­რე­ბის არ­ჩე­ვის მე­ო­რე ტური ხუთ ად­გი­ლობ­რივ მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში გა­ი­მარ­თა. აქე­დან ერ­თში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ წარ­დგე­ნილ­მა მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა ვარ­ლამ სი­ჭი­ნა­ვამ გა­ი­მარ­ჯვა. ჩხო­რო­წყუს სამ მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლქს კი პარ­ტია "გა­ხა­რია - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" კან­დი­და­ტე­ბი იგე­ბენ.

წა­ლენ­ჯი­ხის ხუთი მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქი­დან, სა­დაც მე­ო­რე ტური შედ­გა, ოთხში ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­და­ტე­ბი იმარ­ჯვე­ბენ. კერ­ძოდ, სამ ოლ­ქში მეტი ხმა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­მა და­აგ­რო­ვა. წა­ლენ­ჯი­ხის #1 მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლქი კი პარ­ტია "გა­ხა­რია - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" კან­დი­დატ­მა მო­ი­გო.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სუ­რა­თია ხუ­ლო­ში, სა­დაც #1 მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში, მე­ო­რე ტურ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­და­ვიდ­ნენ და ცეს­კოს წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, აღ­ნიშ­ნულ მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლქს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ირაკ­ლი ბოლ­ქვა­ძე იგებს.

ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური 5 თვით­მმარ­თველ ქა­ლაქ­ში, 15 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­სა და 24 სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში ჩა­ტარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

საკრებულოების არჩევნების მეორე ტურში, სადაც 42 მაჟორიტარს ირჩევდნენ, "ქართული ოცნების“ 14 კანდიდატი დამარცხდა

საკრებულოების არჩევნების მეორე ტურში, სადაც 42 მაჟორიტარს ირჩევდნენ, "ქართული ოცნების“ 14 კანდიდატი დამარცხდა

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოების არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების“ 14 მაჟორიტარი კანდიდატი დამარცხდა. საკრებულოების მაჟორიტარ წევრთა არჩევის მეორე ტური 24 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა, რომელთა ფარგლებში ჯამში 42 მაჟორიტარი აირჩიეს.

  • კერძოდ, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები საკრებულოს არჩევნების მეორე ტურს შემდეგ ოლქებში ვერ იგებენ:

ქარელში ადგილობრივი მაჟორიტარის არჩევის მეორე ტური ორ ოლქში ჩატარდა. აქედან ერთი ოლქი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მოიგო. ქარელის #3 მაჟორიტარულ ოლქში კი, "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მურთაზ ცისკაძე ხმების 52.178%-ით "ქართული ოცნების" კანდიდატს უგებს.

ლენტეხის #5 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური "ქართული ოცნებისა" და პარტია "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატებს შორის გაიმართა, სადაც "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატმა გიორგი შავრეშიანმა ხმების 54.268%-ით მოიგო.

ოზურგეთში არჩევნების მეორე ტური ოთხ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა, საიდანაც ორში ოპოზიციის კანდიდატმა მოიგო. აქედან #1 მაჟორიტარულ ოლქში პარტია "გახარია საქართველოსთვის" კანდიდატმა გიორგი სირაძემ მეორე ტური "ქართული ოცნების" კანდიდატს მოუგო და ხმების 54.461% აიღო. ოზურგეთის #6 მაჟორიტარულ ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა რაინდი დუმბაძემ ხმების 54.528%-ით ასევე "ქართული ოცნების" კანდიდატი დაამარცხა.

მარტვილში საკრებულოების მაჟორიტართა არჩევის მეორე ტური სამ ადგილობრივ ოლქში ჩატარდა. აქედან ორს ოპოზიციის წარმომადგენელი იგებს. კერძოდ, მარტვილის #3 მაჟორიტარულ ოლქში პარტია "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი კობა ასაბაშვილი ხმების 50.72%-ით "ქართული ოცნების" კანდიდატს უგებს. მარტვილის #9 მაჟორიტარულ ოლქში კი, "ევროპული სოციალისტების" კანდიდატს გიორგი ჯიჯელავას "ქართული ოცნების" კანდიდატთან ხმების 50.446%-იანი უპირატესობა აქვს.

ჩხოროწყუში საკრებულოს მაჟორიტარი წევრების არჩევის მეორე ტური ხუთ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა. აქედან ერთში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ვარლამ სიჭინავამ გაიმარჯვა. ჩხოროწყუს სამ მაჟორიტარულ ოლქს კი პარტია "გახარია - საქართველოსთვის" კანდიდატები იგებენ.

წალენჯიხის ხუთი მაჟორიტარული ოლქიდან, სადაც მეორე ტური შედგა, ოთხში ოპოზიციის კანდიდატები იმარჯვებენ. კერძოდ, სამ ოლქში მეტი ხმა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა დააგროვა. წალენჯიხის #1 მაჟორიტარული ოლქი კი პარტია "გახარია - საქართველოსთვის" კანდიდატმა მოიგო.

განსხვავებული სურათია ხულოში, სადაც #1 მაჟორიტარულ ოლქში, მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობისა" და "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლები გადავიდნენ და ცესკოს წინასწარი მონაცემებით, აღნიშნულ მაჟორიტარულ ოლქს გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი ირაკლი ბოლქვაძე იგებს.

ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდა.