ავტორი:

"ჩემთვის დათო კოდუა არის მილიონერიც, მილიარდერიც და ტრილიონერიც. მისი მთავარი ღირებულებები ამ ცხოვრებაში სიკეთე და ადამიანობაა" - ალექსანდრა პაიჭაძე

"ჩემთვის დათო კოდუა არის მილიონერიც, მილიარდერიც და ტრილიონერიც. მისი მთავარი ღირებულებები ამ ცხოვრებაში სიკეთე და ადამიანობაა" - ალექსანდრა პაიჭაძე

ალექსანდრა პაიჭაძემ, გიორგი გასვიანთან გადაცემაში "live კომენტარი" ბოლო დროს მის გარშემო განვითარებულ სკანდალზე ისაუბრა. შეგახსენებთ, დავით კოდუასა და ალექსანდრა პაიჭაძის გამხელილი "ლავსთორის“ შემდეგ, მეორე კვირაა მითქმა-მოთქმა არ წყდება. ტელეწამყვანს სოციალურ ქსელში არაერთი ქალი დაუპირისპირდა, მათ შორის იყო "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრის" დირექტორი მარიამ კუკუნაშვილიც...

გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:

- ყველა ქალმა უნდა იცოდეს დროულად თავისი ფასი და ადგილი, ამაზე მუდმივად ველაპარაკები ჩემს გამომწერებს სოციალური ქსელის საშუალებით. მარიამ კუკუნაშვილთან ვმეგობრობდი და საქმეში გაურკვევლად არასწორად მოიქცა. მე არ ვარ ის ტიპი, ვინც ვინმეს დაჩაგრავს, მარიამს ვურეკავდი, რადგან მაინტერესებდა, რატომ წამოვიდა ჩემი მისამართით ამხელა ბულინგი. ორმოცდაათჯერ დავურეკე, არ მერიდება, თუ ჩემს მიმართ უსამართლობას ვხედავ. ჩემმა რჩეულმა სწორედ ეს მასწავლა, - აიღე და დარეკე, თუ რამეს ვერ არკვევო.

- საყვარელი ადამიანის ოჯახის წევრზე, გარეგნობაზე დამცინავი ფოტო გამოაქვეყნე, ეს იყო პირველყოფილი ადამიანის ფოტო.

- მე არასოდეს დამიცინია ადამიანისთვის გარეგნობის გამო. როგორც ის ადამიანი იქცეოდა თვეების განმავლობაში ჩემი მისამართით, ზუსტად იმ გამოქვეყნებულ ფოტოზე არსებული ქალის განვითარებას შეესაბამებოდა. ვინმემ თუ მიამსგავსა, ეს ჩემი პრობლემა არ არის. ყველას ჩვენი ფანტაზია გვაქვს და ამას მივხედოთ.

მე ჩემი საყვარელი ადამიანის ემოციებისთვის ვიბრძვი, ეს ადამიანი იმსახურებს მშვიდ, წყნარ და ბედნიერ გარემოს, რასაც მე ვუქმნი. ჩემთვის დათო კოდუა არის მილიონერიც, მილიარდერიც და ტრილიონერიც. მისი მთავარი ღირებულებები ამ ცხოვრებაში სიკეთე და ადამიანობაა, ის ტესტოსტერონი, რაც უნდა ჰქონდეს მამაკაცს, და ორი წელია ასე გრძელდება. ფული ყოველთვის მქონდა და მაქვს, ასე შემილოცა საკუთარმა მამამ. არასოდეს მაკლდა ქონება და მანქანა. როგორც კი ჩემში სექსუალური ენერგეტიკა გავაძლიერე, რომ მერე უფრო ხარისხიანი მამაკაცი შემოსულიყო ჩემს ცხოვრებაში, ეგრევე შემოვიდა ის ადამიანი და ამოაყირავა ჩემი ცხოვრება. მის გამო მართლა ბევრს ვიბრძოლებ.

- შენ ღია კონფლიქტი გაქვს ადამიანთან, რომელიც არის შენი საყვარელი ადამიანის შვილი, კატო კოდუასთან.

- მე არ მაქვს კონფლიქტი კატოსთან, ეს იყო 13 აპრილს, როცა დათო დააკავეს. მერე დაველაპარაკეთ ერთმანეთს და ბოდიშიც მოვიხადეთ. ბოროტმა ქალებმა გამოიყენეს სათავისოდ, მაგრამ საკუთარი ტოტი მოიჭრეს. მარიამ კუკუნაშვილს კომენტარში დავუწერე, რომ საკუთარ თავზე არ ვდარდობდი, რატომ აყენებდა შეურაცხყოფას ადამიანს, რომელსაც არ იცნობდა. თითქოს დამადანაშაულა, რომ უსაყვარლესი წყვილი დავშალე, არადა, ეს წყვილი რამდენიმე წლის დაშლილი იყო. ხალხმა ისე აღიქვა, რომ ჩემ გამო მოხდა რაღაც საშინელება. რეალურად კი თვალები გავახელინე ყველას და ბინძური სათვალე გავუწმინდე...

- დათო კოდუას თუ მოსწონს შენი ბრძოლა...

- არ არსებობს, დავით კოდუა სხვანაირ ქალთან, ვერ წარმომიდგენია. ზუსტად ერთნაირები ვართ. ძალიან გული მწყდება, რომ ხალხი მხოლოდ გარეგნობით აფასებს ადამიანებს. ის ადამიანები, რომლებმაც ჩემზე თქვეს, რომ მასთან ფულის გამო ვარ, თავად ყველაფერზე წავლენ ფულის გამო. მყავდა ფანტასტიკური შეყვარებული დათომდე, სამი წელი, ბოლო წელი უმუშევარი იყო და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, შემდეგ მას დეპრესია დაეწყო და დავშორდით.

კუკუნაშვილის ნეგატიურმა დამოკიდებულებამ და ერთმა სტატუსმა ვერაფერი დამაკლო, გარდა იმისა, რომ უდიდესი პოზიტივი შემოიტანა იმ ადამიანებისგან, რომელებიც რეალურად ხედავენ ამ ყველაფრის შინაარსს და სიყვარულისთვის ბრძოლას.

ძალიან დიდი, სევდიანი და ტრაგიკული გავლენა ჰქონდა ამას ჩემზე. ბედნიერება უნდა შეინახო შენთვის... სულ ამას ვამბობდი, რომ არ გააზიაროთ პირადი, გავაზიარე და დაილეწა ყველაფერი.