საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კრიტიკულ მდგომარეობას ვუახლოვდებით, ძალიან განვიცდი..." - რა განაცხადა ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ?
"კრიტიკულ მდგომარეობას ვუახლოვდებით, ძალიან განვიცდი..." - რა განაცხადა ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ?

ახლა კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბას ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, რომ ის ცი­ხის კედ­ლებს მიღ­მა იმ­ყო­ფე­ბა, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან შექ­მნი­ლი იმის­თვის, რომ ცი­ხე­ში ის­ხდნენ. ესა­ჭი­რო­ე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და უნდა იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტატ­მა, ლიზა იას­კომ რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ლიზა იას­კოს თქმით, მისი მი­ზა­ნია სა­ა­კაშ­ვილს პი­როვ­ნუ­ლად და­ეხ­მა­როს და გა­დას­ცეს უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა. ამას­თან, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მუდ­მივ კავ­შირ­ზეა უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს­თან და ძა­ლი­ან უნ­დათ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი იყოს უკ­რა­ი­ნა­ში.

"სამ­წუ­ხა­როდ, ვხე­დავ რო­გორ უა­რეს­დე­ბა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ეს ჩანს რო­გორც მისი სა­ხით, ასე­ვე სა­უბ­რი­თა და ენერ­გი­ით. რა თქმა უნდა, მო­რა­ლუ­რად მხნედ არის, რად­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, მებ­რძო­ლი და მსოფ­ლიო დო­ნის პო­ლი­ტი­კო­სია, რო­გო­რე­ბიც 100 წე­ლი­წად­ში ერთხელ იბა­დე­ბი­ან.

ახლა კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბას ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, რომ ის ცი­ხის კედ­ლებს მიღ­მა იმ­ყო­ფე­ბა, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან შექ­მნი­ლი იმის­თვის, რომ ცი­ხე­ში ის­ხდნენ, ესა­ჭი­რო­ე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და უნდა იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი.

ჩემი მი­ზა­ნია მას და­ვეხ­მა­რო პი­როვ­ნუ­ლად და გა­დავ­ცე უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა. მე, რო­გორც დე­პუ­ტა­ტი, მუდ­მივ კავ­შირ­ზე ვარ უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს­თან, ვა­წარ­მო­ებთ მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგს და ძა­ლი­ან გვინ­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი იყოს უკ­რა­ი­ნა­ში. ის და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და მისი სი­ცო­ცხლე სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის ქვეშ დგას. არ ვიცი რო­გორ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქ­ნე­ბა, რო­დე­საც შემ­დეგ ჯერ­ზე ვნა­ხავ”, - აღ­ნიშ­ნა ლიზა იას­კომ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sos
38

ნარკოტიკი უნდა ეხლა მიშას,ამიტომაც არის ცუდად. 

ნინა
17

ნუ კრიტიკულ ასაკში უკვე არის და უნდა შეეგუოს ლიზა

ავტორი:

"კრიტიკულ მდგომარეობას ვუახლოვდებით, ძალიან განვიცდი..." - რა განაცხადა ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ?

"კრიტიკულ მდგომარეობას ვუახლოვდებით, ძალიან განვიცდი..." - რა განაცხადა ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ?

ახლა კრიტიკულ მდგომარეობას ვუახლოვდებით, ძალიან განვიცდი, რომ ის ციხის კედლებს მიღმა იმყოფება, ასეთი ადამიანები არ არიან შექმნილი იმისთვის, რომ ციხეში ისხდნენ. ესაჭიროება სამედიცინო დახმარება და უნდა იყოს თავისუფალი, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ლიზა იასკოს თქმით, მისი მიზანია სააკაშვილს პიროვნულად დაეხმაროს და გადასცეს უკრაინის მხარდაჭერა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მუდმივ კავშირზეა უკრაინულ მხარესთან და ძალიან უნდათ, რომ სააკაშვილი იყოს უკრაინაში.

"სამწუხაროდ, ვხედავ როგორ უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს ჩანს როგორც მისი სახით, ასევე საუბრითა და ენერგიით. რა თქმა უნდა, მორალურად მხნედ არის, რადგან განსაკუთრებული ადამიანი, მებრძოლი და მსოფლიო დონის პოლიტიკოსია, როგორებიც 100 წელიწადში ერთხელ იბადებიან.

ახლა კრიტიკულ მდგომარეობას ვუახლოვდებით, ძალიან განვიცდი, რომ ის ციხის კედლებს მიღმა იმყოფება, ასეთი ადამიანები არ არიან შექმნილი იმისთვის, რომ ციხეში ისხდნენ, ესაჭიროება სამედიცინო დახმარება და უნდა იყოს თავისუფალი.

ჩემი მიზანია მას დავეხმარო პიროვნულად და გადავცე უკრაინის მხარდაჭერა. მე, როგორც დეპუტატი, მუდმივ კავშირზე ვარ უკრაინულ მხარესთან, ვაწარმოებთ მუდმივ მონიტორინგს და ძალიან გვინდა, რომ სააკაშვილი იყოს უკრაინაში. ის დაპატიმრებულია საქართველოში და მისი სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას. არ ვიცი როგორ მდგომარეობაში იქნება, როდესაც შემდეგ ჯერზე ვნახავ”, - აღნიშნა ლიზა იასკომ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"