პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საინტერესოა,  რამდენად იგრძნობოდა საფრთხე და იყო თუ არა საჭირო ევაკუაცია" - რას ამბობს ომბუდსმენი რუსთავის ციხეში გაჩენილ ხანძარზე, რომელსაც 2 პატიმარი ემსხვერპლა
"საინტერესოა,  რამდენად იგრძნობოდა საფრთხე და იყო თუ არა საჭირო ევაკუაცია" - რას ამბობს ომბუდსმენი რუსთავის ციხეში გაჩენილ ხანძარზე, რომელსაც 2 პატიმარი ემსხვერპლა

"ჩვენც დღეს, სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ვი­გეთ, რომ ხან­ძრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლია 2 პა­ტი­მა­რი. ნამ­დვი­ლად სამ­წუ­ხა­როა, რომ არც პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა და არც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა არ შეგ­ვა­ტყო­ბი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე", - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ რუს­თა­ვის მე-17 სა­პა­ტიმ­რო­ში მის­ვლის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ნინო ლომ­ჯა­რი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცი­ხის სა­სა­დი­ლო, სა­დაც ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, პა­ტიმ­რე­ბი­სა­გან მო­შო­რე­ბით არის გან­ლა­გე­ბუ­ლი, ამი­ტომ სა­ინ­ტე­რე­სოა რამ­დე­ნად იგ­რძნო­ბო­და საფრ­თხე და იყო თუ არა სა­ჭი­რო ევა­კუ­ა­ცია შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში.

"დღეს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია ჩემი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გა­ე­სა­უბრნენ პა­ტიმ­რებს და და­ა­თა­ვა­ლი­ე­რეს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი. მათ­თვი­საც ცნო­ბი­ლია, რომ ხან­ძა­რი და­ი­წყო სა­სა­დი­ლო­ში, სა­დი­ლის შემ­დეგ იმ­ყო­ფე­ბო­და ერთი პირი, რომ­ლის გა­მოყ­ვა­ნა­საც ცდი­ლობ­და სხვა პა­ტი­მა­რი და ისიც და­ი­ღუ­პა. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­დი­ლო არის მო­შო­რე­ბით პა­ტიმ­რე­ბი­სა­გან, ამი­ტომ გა­ვე­სა­უბ­რე­ბი რამ­დე­ნად იგ­რძნო­ბო­და მათ­თვის საფრ­თხე და იყო თუ არა სა­ჭი­რო ევა­კუ­ა­ცია შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში.

პა­ტიმ­რე­ბის ნა­წი­ლი აცხა­დებს, რომ არ არ­სე­ბობ­და ასე­თი საფრ­თხე, ამი­ტომ თვი­თო­ნაც გა­ვე­სა­უბ­რე­ბი პა­ტიმ­რებს და გე­ტყვით რო­გო­რია მდგო­მა­რე­ო­ბა. და­შა­ვე­ბუ­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს, არის ორი გარ­დაც­ვლი­ლი, რომ­ლე­ბიც გუ­შინ სას­წრა­ფომ წა­იყ­ვა­ნა და გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში“, - აღ­ნიშ­ნა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუს­თა­ვის მე-17 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი სა­პა­ტიმ­როს სა­მე­ურ­ნეო ნა­წილ­ში იყ­ვნენ და­საქ­მე­ბუ­ლი.

ამას­თან, რო­გორც უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ხან­ძრის შე­დე­გად და­შავ­და პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის კვე­ბი­თი მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნი­ის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლიც, რო­მელ­თა სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ხან­ძრის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ეს ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
w
4

მიჰას რა და როდის მოუნდება იმას ხომ კარგად ხვდები და სხვები არ გკიდია.

ნინო
0

მიშას პირადი დამცველი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"საინტერესოა,  რამდენად იგრძნობოდა საფრთხე და იყო თუ არა საჭირო ევაკუაცია" - რას ამბობს ომბუდსმენი რუსთავის ციხეში გაჩენილ ხანძარზე, რომელსაც 2 პატიმარი ემსხვერპლა

"საინტერესოა,  რამდენად იგრძნობოდა საფრთხე და იყო თუ არა საჭირო ევაკუაცია" - რას ამბობს ომბუდსმენი რუსთავის ციხეში გაჩენილ ხანძარზე, რომელსაც 2 პატიმარი ემსხვერპლა

"ჩვენც დღეს, საჯაროდ გავრცელებული განცხადების საფუძველზე გავიგეთ, რომ ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 2 პატიმარი. ნამდვილად სამწუხაროა, რომ არც პენიტენციურმა სამსახურმა და არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არ შეგვატყობინა აღნიშნულის თაობაზე", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რუსთავის მე-17 საპატიმროში მისვლის შემდეგ განაცხადა.

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ციხის სასადილო, სადაც ხანძარი გაჩნდა, პატიმრებისაგან მოშორებით არის განლაგებული, ამიტომ საინტერესოა რამდენად იგრძნობოდა საფრთხე და იყო თუ არა საჭირო ევაკუაცია შექმნილ ვითარებაში.

"დღეს რამდენიმე საათია ჩემი წარმომადგენლები იმყოფებიან ციხის ტერიტორიაზე, გაესაუბრნენ პატიმრებს და დაათავალიერეს შემთხვევის ადგილი. მათთვისაც ცნობილია, რომ ხანძარი დაიწყო სასადილოში, სადილის შემდეგ იმყოფებოდა ერთი პირი, რომლის გამოყვანასაც ცდილობდა სხვა პატიმარი და ისიც დაიღუპა. ჩემი ინფორმაციით, სასადილო არის მოშორებით პატიმრებისაგან, ამიტომ გავესაუბრები რამდენად იგრძნობოდა მათთვის საფრთხე და იყო თუ არა საჭირო ევაკუაცია შექმნილ ვითარებაში.

პატიმრების ნაწილი აცხადებს, რომ არ არსებობდა ასეთი საფრთხე, ამიტომ თვითონაც გავესაუბრები პატიმრებს და გეტყვით როგორია მდგომარეობა. დაშავებულებზე ინფორმაცია არ გვაქვს, არის ორი გარდაცვლილი, რომლებიც გუშინ სასწრაფომ წაიყვანა და გადაიყვანეს საავადმყოფოში“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული პატიმრები საპატიმროს სამეურნეო ნაწილში იყვნენ დასაქმებული.

ამასთან, როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ხანძრის შედეგად დაშავდა პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანიის რამდენიმე თანამშრომელიც, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, პენიტენციური სამსახურის ცნობით, ეს ჯერჯერობით დაუდგენელია.