საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალბატონო სანდრა, ჩვენო ქართველო - ჰოლანდიელო, თქვენ ყოველთვის გერქმევათ ჩემი სამშობლოს პირველი ლედის სახელი..." - რას წერს მედეა ვასაძე სანდრა რულოვსზე?
"ქალბატონო სანდრა, ჩვენო ქართველო - ჰოლანდიელო, თქვენ ყოველთვის გერქმევათ ჩემი სამშობლოს პირველი ლედის სახელი..." - რას წერს მედეა ვასაძე სანდრა რულოვსზე?

აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რი მე­დეა ვა­სა­ძე, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პირ­ველ ლე­დი­ზე სან­დრა რუ­ლოვსზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"სან­დრა...

პრე­სა­ში, არ­ჩევ­ნე­ბის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სტა­ტი­ა­ში, იგი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი იყო, რო­გორც მ.სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, თუ არ ვცდე­ბი, ბა­ტონ მი­შა­საც, სა­დღაც აღ­ნიშ­ნუ­ლი აქვს მსგავ­სი ამ­ბა­ვი. ამ სა­კი­თხი­სად­მი ისე­თი მო­რი­დე­ბა აღ­მო­მაჩ­ნდა, რომ ყური და­ვიხ­შე და კი­თხვაც კი არ და­მიძ­რავს, ანუ, თვა­ლი და­ვიბრმა­ვე და ყური ავა­რი­დე. როცა, სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქი­დან ღა­მე­ნა­თე­ვი და უსაშ­ვე­ლოდ დაღ­ლი­ლი დავ­ბრუნ­დი სახ­ლში და ვსა­ჭი­რო­ებ­დი დას­ვე­ნე­ბას, სა­ნამ რული მო­მე­კი­დე­ბო­და, ფიქ­რი, სა­დღაც გა­მექ­ცა და ქალ­ბა­ტო­ნი სან­დრა რუ­ლოვ­სი გა­მახ­სენ­და...

ერთ-ერთი სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რის დროს გა­ვი­ცა­ნი - სადა, მომ­ღი­მა­რი, ლა­მა­ზი აღ­ნა­გო­ბის, ქცე­ვა­ში მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, მშვე­ნი­ე­რი, შე­ნე­ლე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლით მო­სა­უბ­რე, აქ­ცენ­ტით, მაგ­რამ ისე­თი ქარ­თუ­ლით, თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვი­სა და სას­ვე­ნი ნიშ­ნის ად­გი­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ბა რომ იცო­და... ეს ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა იყო... მქონ­და ში­ნა­გა­ნი დის­კო­ფორ­ტი (რაც, ალ­ბათ, გა­რეგ­ნუ­ლა­დაც მე­ტყო­ბო­და) თავს ძა­ლას ვა­ტან­დი გა­მეხ­სე­ნე­ბი­ნა, ჩემი, ყვე­ლა გა­მო­ნათ­ქვა­მის ფორ­მა და ში­ნა­არ­სი, ანუ ვა­ა­ნა­ლი­ზებ­დი, და­ტო­ვე­ბუ­ლი მქონ­და თუ არა, პო­ლი­ტი­კის მიღ­მა, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, უკან და­ხე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა...მშვე­ნივ­რად აე­წყო ის ხან­მოკ­ლე, ნა­უც­ბა­დე­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა. სა­დი­ლო­ბის დროს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი სუფ­რას­თან შე­ვიკ­რი­ბეთ. თბი­ლის­ში გახ­ლდით, მაგ­რამ, ერთი, ჩვე­ნი კუ­თხის, ანუ, ჩვე­ნე­ბუ­რი კაცი გვმას­პინ­ძლობ და მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი გვახ­ლდა მე­უღ­ლით - ქალ­ბა­ტო­ნი მე­დი­კო მარ­გოშ­ვი­ლით.

ისე, რო­გორც ხში­რად, ნე­ბის­მი­ერ ქარ­თულ სუფ­რა­ზე, თა­მა­დამ, დე­დის სა­დღეგ­რძე­ლო წარ­მოს­თქვა, რა­საც მოჰ­ყვა უხვსი­ტყვა­ო­ბა, სევ­და და სი­ხა­რუ­ლიც. ის იყო, რომ სათ­ქმე­ლი ამო­წუ­რუ­ლი მე­გო­ნა და ურ­თი­ერ­თშო­რის სა­უ­ბარ­მა ში­ნა­არ­სი შე­იც­ვა­ლა, რომ სან­დრას­კენ თვა­ლი გა­მექ­ცა ხე­ლის მკვეთ­რი მოძ­რა­ო­ბის გამო, რომ­ლი­თაც, ცხვირ­სახცს იშ­ვე­ლი­ებ­და. თვა­ლე­ბი და ღაწ­ვე­ბი სვე­ლი ჰქონ­და და თეფშს ჩაშ­ტე­რე­ბო­და...ხომ მშვი­დო­ბაა-მეთ­ქი-ვი­კი­თხე მო­რი­დე­ბუ­ლად... მე­ნატ­რე­ბა...დედა მე­ნატ­რე­ბაო, ჩურ­ჩუ­ლით თქვა და ემო­ცი­ის­თვის ბო­დი­ში მო­ი­ხა­და... არ ვიცი, რა და­მე­მარ­თა, რა­ტომ მე­გო­ნა, რომ დე­დე­ბი, ჩვენ­ში სხვა­დას­ხვაგ­ვარ და გან­სხვა­ვე­ბულ ემო­ცი­ებს იწ­ვევ­დნენ, ან, ის რა­ტომ მე­გო­ნა, რომ სან­დრას, დედა, არ შე­იძ­ლე­ბო­და მო­ნატ­რე­ბო­და და ეს მო­ნატ­რე­ბა, თა­ვი­სი ში­ნა­არ­სი­თა და სიღ­რმით იდენ­ტუ­რი კი არა, მსგავ­სიც კი არ შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო. მოკლეხ­ნი­ა­ნი სი­ჩუ­მის შემ­დეგ, მისი მხრე­ბის­კენ ხელი წა­ვი­ღე და ვკი­თხე - ხომ გაქვთ მას­თან შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა?! კი-ო-მი­პა­სუ­ხა და გა­ი­ღი­მა, აი, მე, კი, ეს წარ­თმე­უ­ლი მაქვს-მეთ­ქი-ვუ­პა­სუ­ხე და მა­შინ­ვე ვიგ­რძე­ნი, ჩვენს შო­რის სა­ო­ცა­რი სით­ბო­სა და სი­ახ­ლო­ვის ჩა­მოდ­გო­მა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ში­ნა­უ­რუ­ლი, ანუ, “ჩე­მე­ბუ­რი” იყო.

შემ­დე­გი შეხ­ვედ­რა ასე­ვე სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას უკავ­შირ­დე­ბო­და, რო­მელ­საც, გი­უ­ლი ალა­სა­ნია ეს­წრე­ბო­და. ღო­ნის­ძი­ე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ქალ­ბა­ტონ­მა გი­უ­ლიმ რამ­დე­ნი­მე თა­ვის მე­გო­ბარ­თან ერ­თად “უკ­რა­ი­ნო­ჩკა­ში” დამ­პა­ტი­ჟა. ად­გილ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ქალ­ბა­ტო­ნე­ბი დამ­ხვდნენ, მათ შო­რის, ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა ჯე­ბაშ­ვი­ლი.ქალ­ბა­ტო­ნი გი­უ­ლის და­ბა­დე­ბის დღე ყო­ფი­ლა, თურ­მე. როცა სუფ­რის წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­ვუ­ში­ნა­ურ­დით, სან­დრა ადგა, ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გულ­თან მი­ვი­და, საყ­ვა­ვი­ლე­დან ამო­ი­ღო, გულ­ზე მი­იკ­რა, ხელი გა­და­უს­ვა და მი­თხრა - ჰო­ლან­დი­უ­რია, ჩემი სამ­შობ­ლოს ენერ­გე­ტი­კას ვი­ღე­ბო... სა­ო­ცა­რი სი­ნა­ზე იგ­რძნო­ბო­და მის­გან და მივ­ხვდი, რომ, ეს მშვე­ნი­ე­რი ქალი, შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ნატ­რე­ბო­და... დიდ­ხანს დავ­ყა­ვით ერ­თად, მი­შაც გვე­სა­უბ­რა კი­ე­ვი­დან. ისე­თი ვი­თა­რე­ბა იყო, რო­მელ­ზე­დაც არა­მარ­ტო თვა­ლი უნდა გე­დევ­ნე­ბი­ნა - არა­მედ, მა­გა­ლი­თა­დაც. უნდა აგე­ღო, კერ­ძოდ, სან­დრას დე­დამ­თი­ლი­სად­მი ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მა - მო­რი­დე­ბი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით გამ­სჭვა­ლუ­ლი და დედა-შვილს შო­რის სიყ­ვა­რუ­ლი­თა და მად­ლი­ე­რე­ბით გაჟ­ღენ­თი­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი. მძი­მედ შევ­დი­ვარ ახალ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით იშ­ვი­ა­თად ვი­ჩენ ინი­ცი­ა­ტი­ვას, მგო­ნია, რომ იგი თა­ვის ნე­ბა­ზე უნდა მი­უშ­ვა და თა­ვად მი­ი­ღებს გარ­კვე­ულ, ბუ­ნევ­რივ ფორ­მას. ასეც მო­ვი­ქე­ცი, რომ არა, ერთი დღის, ერთი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი - გა­მარ­ჯო­ბათ ქალ­ბა­ტო­ნო მე­დეა, სან­დრა ვარ რუ­ლოვ­სი - მეს­მის მისი ხმა, შე­იძ­ლე­ბა ქე­თუ­შა მა­სა­უბ­როთ? - მე­კი­თხე­ბა, კარ­გა ხანს გაგ­რძელ­და მათი სა­უ­ბა­რი და მე ვხე­დავ­დი, ჩემი შვი­ლის, ალე­წილ, აწით­ლე­ბულ ლო­ყებს, გაბრ­წყი­ნე­ბულ და ბედ­ნი­ერ სა­ხეს - ქვეყ­ნის პირ­ველ ლე­დის­თან გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­უბ­რის გამო... რამ გა­მახ­სე­ნა, ან რა­ტომ გა­გი­ზი­ა­რეთ ეს ყვე­ლა­ფე­რი? მგო­ნი, სი­ტყვა “ყო­ფილ­მა” რა­ღაც მატ­კი­ნა, რა­ღაც კი არა სული მატ­კი­ნა... ეს სი­ტყვა, ჩემ­ში, ძვირ­ფა­სი რა­მის და­კარ­გვას­თან ასო­ცირ­დე­ბა... რას ვი­ზამთ, ჩვენ, ხომ, ყვე­ლას, ჩვენ-ჩვე­ნი გზა გვაქვს...კად­ნი­ე­რე­ბა­ში ნუ ჩა­მო­მარ­თმევთ რა­საც ახლა ჩავ­დი­ვარ - ქალ­ბა­ტო­ნო სან­დრა, ჩვე­ნო ქარ­თვე­ლო - ჰო­ლან­დი­ე­ლო, თქვენ ყო­ველ­თვის გერ­ქმე­ვათ ჩემი სამ­შობ­ლოს სურ­ნე­ლით, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და ტკი­ვი­ლით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ჩემი ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი ლე­დის სა­ხე­ლი..." - წერს მე­დეა ვა­სა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰეე
44

არსად დაკარგო ნაზი და სათუთი აგენტი

დიანა
44

სანდრა სიმპატიური ქალია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ქალბატონო სანდრა, ჩვენო ქართველო - ჰოლანდიელო, თქვენ ყოველთვის გერქმევათ ჩემი სამშობლოს პირველი ლედის სახელი..." - რას წერს მედეა ვასაძე სანდრა რულოვსზე?

"ქალბატონო სანდრა, ჩვენო ქართველო - ჰოლანდიელო, თქვენ ყოველთვის გერქმევათ ჩემი სამშობლოს პირველი ლედის სახელი..." - რას წერს მედეა ვასაძე სანდრა რულოვსზე?

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი მედეა ვასაძე, "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოს ყოფილ პირველ ლედიზე სანდრა რულოვსზე პოსტს აქვეყნებს.

"სანდრა...

პრესაში, არჩევნების თემასთან დაკავშირებულ სტატიაში, იგი მოხსენიებული იყო, როგორც მ.სააკაშვილის ყოფილი მეუღლე, თუ არ ვცდები, ბატონ მიშასაც, სადღაც აღნიშნული აქვს მსგავსი ამბავი. ამ საკითხისადმი ისეთი მორიდება აღმომაჩნდა, რომ ყური დავიხშე და კითხვაც კი არ დამიძრავს, ანუ, თვალი დავიბრმავე და ყური ავარიდე. როცა, საარჩევნო ოლქიდან ღამენათევი და უსაშველოდ დაღლილი დავბრუნდი სახლში და ვსაჭიროებდი დასვენებას, სანამ რული მომეკიდებოდა, ფიქრი, სადღაც გამექცა და ქალბატონი სანდრა რულოვსი გამახსენდა...

ერთ-ერთი საარჩევნო შეხვედრის დროს გავიცანი - სადა, მომღიმარი, ლამაზი აღნაგობის, ქცევაში მოკრძალებული, მშვენიერი, შენელებული ქართულით მოსაუბრე, აქცენტით, მაგრამ ისეთი ქართულით, თითოეული სიტყვისა და სასვენი ნიშნის ადგილი და მნიშვნელობა რომ იცოდა... ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო... მქონდა შინაგანი დისკოფორტი (რაც, ალბათ, გარეგნულადაც მეტყობოდა) თავს ძალას ვატანდი გამეხსენებინა, ჩემი, ყველა გამონათქვამის ფორმა და შინაარსი, ანუ ვაანალიზებდი, დატოვებული მქონდა თუ არა, პოლიტიკის მიღმა, მასთან ურთიერთობაში, უკან დახევის შესაძლებლობა...მშვენივრად აეწყო ის ხანმოკლე, ნაუცბადევი ურთიერთობა. სადილობის დროს რამდენიმე ადამიანი სუფრასთან შევიკრიბეთ. თბილისში გახლდით, მაგრამ, ერთი, ჩვენი კუთხის, ანუ, ჩვენებური კაცი გვმასპინძლობ და მალხაზ მაჩალიკაშვილი გვახლდა მეუღლით - ქალბატონი მედიკო მარგოშვილით.

ისე, როგორც ხშირად, ნებისმიერ ქართულ სუფრაზე, თამადამ, დედის სადღეგრძელო წარმოსთქვა, რასაც მოჰყვა უხვსიტყვაობა, სევდა და სიხარულიც. ის იყო, რომ სათქმელი ამოწურული მეგონა და ურთიერთშორის საუბარმა შინაარსი შეიცვალა, რომ სანდრასკენ თვალი გამექცა ხელის მკვეთრი მოძრაობის გამო, რომლითაც, ცხვირსახცს იშველიებდა. თვალები და ღაწვები სველი ჰქონდა და თეფშს ჩაშტერებოდა...ხომ მშვიდობაა-მეთქი-ვიკითხე მორიდებულად... მენატრება...დედა მენატრებაო, ჩურჩულით თქვა და ემოციისთვის ბოდიში მოიხადა... არ ვიცი, რა დამემართა, რატომ მეგონა, რომ დედები, ჩვენში სხვადასხვაგვარ და განსხვავებულ ემოციებს იწვევდნენ, ან, ის რატომ მეგონა, რომ სანდრას, დედა, არ შეიძლებოდა მონატრებოდა და ეს მონატრება, თავისი შინაარსითა და სიღრმით იდენტური კი არა, მსგავსიც კი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. მოკლეხნიანი სიჩუმის შემდეგ, მისი მხრებისკენ ხელი წავიღე და ვკითხე - ხომ გაქვთ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა?! კი-ო-მიპასუხა და გაიღიმა, აი, მე, კი, ეს წართმეული მაქვს-მეთქი-ვუპასუხე და მაშინვე ვიგრძენი, ჩვენს შორის საოცარი სითბოსა და სიახლოვის ჩამოდგომა, რომელიც ძალიან შინაურული, ანუ, “ჩემებური” იყო.

შემდეგი შეხვედრა ასევე საარჩევნო კამპანიას უკავშირდებოდა, რომელსაც, გიული ალასანია ესწრებოდა. ღონისძიების დამთავრების შემდეგ ქალბატონმა გიულიმ რამდენიმე თავის მეგობართან ერთად “უკრაინოჩკაში” დამპატიჟა. ადგილზე საინტერესო ქალბატონები დამხვდნენ, მათ შორის, ქალბატონი მანანა ჯებაშვილი.ქალბატონი გიულის დაბადების დღე ყოფილა, თურმე. როცა სუფრის წევრები ერთმანეთს გავუშინაურდით, სანდრა ადგა, ყვავილების თაიგულთან მივიდა, საყვავილედან ამოიღო, გულზე მიიკრა, ხელი გადაუსვა და მითხრა - ჰოლანდიურია, ჩემი სამშობლოს ენერგეტიკას ვიღებო... საოცარი სინაზე იგრძნობოდა მისგან და მივხვდი, რომ, ეს მშვენიერი ქალი, შეიძლებოდა მომნატრებოდა... დიდხანს დავყავით ერთად, მიშაც გვესაუბრა კიევიდან. ისეთი ვითარება იყო, რომელზედაც არამარტო თვალი უნდა გედევნებინა - არამედ, მაგალითადაც. უნდა აგეღო, კერძოდ, სანდრას დედამთილისადმი ურთიერთობის ფორმა - მორიდებითა და პატივისცემით გამსჭვალული და დედა-შვილს შორის სიყვარულითა და მადლიერებით გაჟღენთილი სატელეფონო საუბარი. მძიმედ შევდივარ ახალ ურთიერთობებში, განსაკუთრებით იშვიათად ვიჩენ ინიციატივას, მგონია, რომ იგი თავის ნებაზე უნდა მიუშვა და თავად მიიღებს გარკვეულ, ბუნევრივ ფორმას. ასეც მოვიქეცი, რომ არა, ერთი დღის, ერთი სატელეფონო ზარი - გამარჯობათ ქალბატონო მედეა, სანდრა ვარ რულოვსი - მესმის მისი ხმა, შეიძლება ქეთუშა მასაუბროთ? - მეკითხება, კარგა ხანს გაგრძელდა მათი საუბარი და მე ვხედავდი, ჩემი შვილის, ალეწილ, აწითლებულ ლოყებს, გაბრწყინებულ და ბედნიერ სახეს - ქვეყნის პირველ ლედისთან გამოწვეული საუბრის გამო... რამ გამახსენა, ან რატომ გაგიზიარეთ ეს ყველაფერი? მგონი, სიტყვა “ყოფილმა” რაღაც მატკინა, რაღაც კი არა სული მატკინა... ეს სიტყვა, ჩემში, ძვირფასი რამის დაკარგვასთან ასოცირდება... რას ვიზამთ, ჩვენ, ხომ, ყველას, ჩვენ-ჩვენი გზა გვაქვს...კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ რასაც ახლა ჩავდივარ - ქალბატონო სანდრა, ჩვენო ქართველო - ჰოლანდიელო, თქვენ ყოველთვის გერქმევათ ჩემი სამშობლოს სურნელით, სიყვარულითა და ტკივილით გაჯერებული ჩემი ქვეყნის პირველი ლედის სახელი..." - წერს მედეა ვასაძე.