პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"კულმინაციის დროს, სააკაშვილი გამოჩნდებოდა როგორც მხსნელი და იქ მოხდებოდა შოკი.." - რას ჰყვება ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტის გეგმებზე
"კულმინაციის დროს, სააკაშვილი გამოჩნდებოდა როგორც მხსნელი და იქ მოხდებოდა შოკი.." - რას ჰყვება ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტის გეგმებზე

"თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბა, და­წყე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლომ­დე, იყო სრუ­ლი კონ­ტრო­ლის ქვეშ, ვი­ცო­დით, რო­მელ ბი­ნა­ში იმა­ლე­ბო­და და ვე­ლო­დე­ბო­დით სა­ჭი­რო მო­მენტს", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, იგეგ­მე­ბო­და ძა­ლი­ან მძი­მე პრო­ვო­კა­ცია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვი­დან ჰქონ­და.

"სულ რა­ღაც ერთი კვი­რის წინ, მათი რი­ტო­რი­კა რა იყო, მთე­ლი კამ­პა­ნია ჰქონ­დათ, რომ ჩვენ­თან ქვე­ყა­ნა­ში არის ტო­ტა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არის დიქ­ტა­ტო­რუ­ლი რე­ჟი­მი, ჩვენ ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს ვა­კონ­ტრო­ლებთ და ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს აკე­თებს ისე, რომ ჩვენ არ ვი­ცო­დეთ, ყვე­ლას ვუს­მენთ, ყვე­ლას ვუ­ყუ­რებთ, ყვე­ლას ვა­კონ­ტრო­ლებთ - ეს ერთი ბრალ­დე­ბა; მე­ო­რეს მხრივ, მას შემ­დეგ, რაც ეს სუ­ლე­ლი კაცი შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, აღ­მოჩ­ნდა, რომ თით­ქოს ვე­რა­ფერს ვა­კონ­ტრო­ლებთ, ამ დროს ვნა­ხეთ, რო­გორ მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად, ჩვენ თვი­თონ გა­ვა­ღეთ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მა­ლა­ვი ბი­ნის კარი და შე­ვე­დით და გა­მო­ვაბ­რძა­ნეთ მა­შინ, როცა მარ­ტოდ­მარ­ტო იყო სახ­ლში, სა­მა­ლავ ბი­ნა­ში.

ახლა მი­თხა­რით, ვინ მარ­თავს და აკონ­ტრო­ლებს დღეს სი­ტუ­ა­ცი­ას ქვე­ყა­ნა­ში და ვინ არის ჩა­მოშ­ლი­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, მით უმე­ტეს, შე­ხე­დეთ შე­დე­გებს. რა თქმა უნდა, ამ ეტაპ­ზე არ შე­მიძ­ლია, ეს არ არის ჩემი კომ­პე­ტენ­ცია და გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მე­ში არ უნდა შე­ვიჭ­რა, მაგ­რამ იმ დო­ზით, რა დო­ზი­თაც მე შე­მიძ­ლია, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დო ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას, ვე­ტყვი შემ­დეგს - ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა­ფე­რი ჩავ­ლი­ლია, თუმ­ცა მე­ო­რე ტუ­რე­ბიც გვაქვს და ამ ყვე­ლა­ფერ­საც მშვი­დო­ბით ჩა­ვამ­თავ­რებთ, ძა­ლი­ან მძი­მე პრო­ვო­კა­ცია იგეგ­მე­ბო­და, სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვი­დან გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია.

თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, მისი გა­და­ად­გი­ლე­ბა, და­წყე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლომ­დე, იყო სრუ­ლი კონ­ტრო­ლის ქვეშ. ვი­ცო­დით, რო­მელ ბი­ნა­ში იმა­ლე­ბო­და და ვე­ლო­დე­ბო­დით სა­ჭი­რო მო­მენტს. კი­თხვა და­ის­ვა, რა­ტომ არ და­ა­კა­ვეს მა­ნამ­დე, ისიც იკი­თხეს ხუმ­რო­ბით, ხომ არ იყო ეს შოუ შეგ­ნე­ბუ­ლად დამ­თხვე­უ­ლი 1-ლი ოქ­ტომ­ბრის­თვის, რომ სა­ჩუ­ქა­რი მიგ­ვე­ძღვნა ჩვე­ნი ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის, ვი­ნა­ი­დან სიმ­ბო­ლუ­რი იყო 1-ლი ოქ­ტომ­ბე­რი ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის დღე. თუმ­ცა, ამ ვერ­სი­ას აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა, ეს ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით. მე­ო­რე და მთა­ვა­რი მინ­და ვთქვა, ერ­თია, რა გაქვს სურ­ვი­ლი და მე­ო­რეა, რო­გორ ემ­თხვე­ვა ოპე­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­ო­ბი­დან და ტაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. რო­დე­საც გა­მო­ძი­ე­ბა მძი­მე და­ნა­შა­ულს იძი­ებს, შე­საძ­ლოა, ტაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ისე გა­ა­ნა­წი­ლოს და და­გეგ­მოს მთე­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­ო­ბა, რომ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის, შე­საძ­ლო თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და­ა­ფიქ­სი­როს და ამის სურ­ვი­ლი ჰქონ­დეს. რო­დე­საც მი­ვი­და იმ ზღვრამ­დე, რომ სა­ჭი­რო იყო მისი ლო­კა­ლი­ზე­ბა და აყ­ვა­ნა, ეს მოხ­და.

ერთ ვერ­სი­ას ვე­ტყო­დი ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას და მათ შო­რის ჩვენს ოპო­ნენ­ტებს, პი­რი­ქით ხომ არ არის შემ­თხვე­ვით, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა ან ივა­რა­უ­და, ან მა­თაც გა­ი­გეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩვენ უკვე ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დით და ვა­პი­რებ­დით მის და­კა­ვე­ბას, ამი­ტომ გა­ავ­რცე­ლა ის ვი­დეო? ჩვენ უნდა ვი­სა­უბ­როთ შე­დეგ­ზე. მათი გეგ­მა იყო შემ­დე­გი - სა­ა­კაშ­ვილს ბრიყ­ვუ­ლად ეგო­ნა, რომ ჩვენ სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ვი­ცო­დით, არ გვჯე­რო­და მისი ჩა­მოს­ვლის თუ არ ვი­ცო­დით მისი შე­მო­პარ­ვის შე­სა­ხებ. ამ დროს ყვე­ლა­ფე­რი კონ­ტრო­ლის ქვეშ იყო, მისი ეს ვი­თომ შე­მო­პარ­ვის ოპე­რა­ცია.

  • იმ­დე­ნად ბრიყ­ვუ­ლად მო­იქ­ცა, შემ­დეგ აპი­რებ­და, აქ­ცია და­ა­ა­ნონ­სეს, 3 ოქ­ტომ­ბერს, ანუ უკვე დღეს უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო აქ­ცია თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე და სა­ღა­მოს, კულ­მი­ნა­ცი­ის დროს, სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდე­ბო­და რო­გორც მხსნე­ლი და იქ მოხ­დე­ბო­და შოკი და იქ­ნე­ბო­და უზარ­მა­ზა­რი ემო­ცია, რომ რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ამ დევ­ნილ­მა კაც­მა, მა­შინ, როცა ჩვენ წე­სით ვე­ლო­დე­ბო­დით თვითმფრი­ნა­ვით, ჩა­მო­ვი­და და სა­ი­დან­ღაც გაჩ­ნდა. ეს ხომ არა­ნორ­მა­ლურ­მა, ავად­მყოფ­მა კაც­მა შე­იძ­ლე­ბა და­ი­ჯე­როს.

ილუ­ზი­ე­ბით ვინც ცხოვ­რობს, მან შე­იძ­ლე­ბა და­ი­ჯე­როს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ელე­მენ­ტა­რუ­ლი გათ­ვლა არ გა­ა­კე­თოს. მე მახ­სენ­დე­ბა ჩვე­ნი დამ­ფუძ­ნებ­ლის შე­ფა­სე­ბა "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბის შე­სა­ხებ, ჩვენს შიგ­ნით უთ­ქვამს, იც­ნობ­და რა მათ და მათ ხელ­წე­რას, ერთი ნა­ბი­ჯის იქით ვერ გეგ­მა­ვენ და ვერ იხე­დე­ბი­ა­ნო. ეს არის, რაც მოხ­და. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად რა­ღაც და­გეგ­მეს, თით­ქოს რა­ღაც კულ­მი­ნა­ცი­ას, მღელ­ვა­რე­ბას გა­მო­იწ­ვევ­დნენ და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­ა­კაშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი თვით­მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა. ეს არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად. რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ვთქვი, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას სულ რა­ღაც 10 პო­ლი­ცი­ე­ლი შეძ­ლებ­და. ასეც მოხ­და, სულ ორი მან­ქა­ნით, ისე, რომ ვე­რა­ვინ გა­ი­გო, რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი გმი­რი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ძა­ლი­ან მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად შე­ას­რუ­ლეს მისი აყ­ვა­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბა და შე­აბ­რძა­ნეს ცი­ხე­ში", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ი­დან შე­მო­ვი­და სა­ა­კაშ­ვი­ლი, ძა­ლი­ან მალე მო­სახ­ლე­ო­ბას დე­ტა­ლუ­რად მო­უყ­ვე­ბი­ან სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი.

პრე­მი­ე­რის თქმით, არა­ვი­თა­რი კი­თხვა მისი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ იქ­ნე­ბა, და ეს მოხ­დე­ბა უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

"მას შემ­დეგ, რაც ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდა ვაჟ­ბა­ტო­ნი, კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რამ­დე­ნად სა­შიშ ადა­მი­ან­თან გვაქვს საქ­მე. თვი­თონ სა­შიშ კი არ არის, ავად არის ეს კაცი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ავად­მყო­ფია და მას სჭირ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა. კა­ტარ­სტო­ფაა, რომ ეს კაცი იყო პრე­ზი­დენ­ტი 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. შემ­თხვე­ვი­თი არ არის,რომ 9 წლის გან­მავ­ლო­ბაშ არ­ყევ­და ქვე­ყა­ნას და ახლა ბოლო 9 წელი. 18 წე­ლია არ­ყევს ქვე­ყა­ნას და ეს კაცი მუდ­მი­ვად არის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის წყა­რო. და­მი­სა­ხე­ლეთ რე­ვო­ლუ­ცი­ით მო­სულ კაცს, ვის მო­უ­ტა­ნია შე­ნე­ბა და პროგ­რე­სი. მო­ი­ტა­ნა ნგრე­ვა და ომი, ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­კარ­გა, ადა­მი­ა­ნე­ბი ჩა­ხო­ცა, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­სა­ჯა და გა­ა­უ­ბე­დუ­რა. ესშმა­კი არ ას­ვე­ნებს ამ ადა­მი­ანს და იქ­ნებ ცი­ხე­ში და­ის­ვე­ნოს.

ჩვენ­თვის ტვირ­თი და გა­მოწ­ვე­ვა სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო "იუ­თუბ" არ­ხებ­ზე ჩარ­თვე­ბით და ტელე­ხი­დე­ბით. რა­ტომ? ერთი, რომ უკ­რა­ი­ნას­თან გვი­ფუ­ჭებ­და ურ­თი­ერ­თო­ბას და მე­ო­რე - ყვე­ლა და­ი­ღა­ლა. და­ი­ღა­ლა მთე­ლი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა. სა­ა­კაშ­ვი­ლი ან უნდა დაგ­ვე­წი­რა, ან წა­სუ­ლი­ყო პო­ლი­ტი­კი­დან. ეს კაცი პო­ლი­ტი­კი­დან არ მი­დის, ბო­დიშს არ იხ­დის,არ ითხოვს შე­წყა­ლე­ბას. მად­ლო­ბა მი­შას, რომ ჩა­მო­ვი­და თა­ვი­სი ფე­ხით და თა­ვი­სი ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ვფიქ­რობ, რომ იდე­ა­ლუ­რად დაჯ­და და დავ­სვით ყვე­ლა­ფე­რი, ვი­ნა­ი­დან, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ამის შემ­დეგ რო­გორ უნდა გან­ვი­თარ­დეს, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. ბოლო იმე­დი იყო სა­ა­კაშ­ვი­ლი. ბოლო რე­სურ­სი ჩა­დეს ამ არ­ჩევ­ნე­ბის­თვის. ჩა­მო­ვი­და და პირ­და­პირ ცი­ხე­ში შე­ვი­და, ისე, რომ ვე­რა­ფე­რი გა­ა­კე­თა. მე ვფიქ­რობ, რომ ის ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად იქ­ნე­ბა. ჩვენ მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორ­ტს შე­ვუქ­მნით მას ცი­ხე­ში და არა­ვი­თა­რი კი­თხვა მისი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ იქ­ნე­ბა, ჩვენ ამას გა­ვა­კე­თებთ უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ჩვენ ისე არ მო­ვექ­ცე­ვით და ვექ­ცე­ვით ოპო­ნენ­ტებს, რო­გორც ისი­ნი იმ­სა­ხუ­რე­ბენ და ექ­ცე­ოდ­ნენ თა­ვის ოპო­ნენ­ტებს, მაგ­რამ ჩვენ ვართ დე­მოკ­რა­ტია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გამჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­სია და პირ­ვე­ლი­ვე სა­ა­თი­დან ად­ვო­კა­ტიც შე­ვი­და, მნახ­ვე­ლე­ბიც ყავს და პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა არა­ვი­თა­რი", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საიდან
3

ცხონებული სესილია რო იძახის იმ ფილმში, მაქანავებსო, ისეა ამის საქმე. 

ანეკდოტი
4

ეს დიდიხანია რაც შეჰზადე ბერას დაძახილზე ბავშვებს საქმეებს არ ურჩევს?! 

ავტორი:

"კულმინაციის დროს, სააკაშვილი გამოჩნდებოდა როგორც მხსნელი და იქ მოხდებოდა შოკი.." - რას ჰყვება ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტის გეგმებზე

"კულმინაციის დროს, სააკაშვილი გამოჩნდებოდა როგორც მხსნელი და იქ მოხდებოდა შოკი.." - რას ჰყვება ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტის გეგმებზე

"თავიდან ბოლომდე, სააკაშვილის გადაადგილება, დაწყებული უკრაინიდან საქართველომდე, იყო სრული კონტროლის ქვეშ, ვიცოდით, რომელ ბინაში იმალებოდა და ველოდებოდით საჭირო მომენტს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იგეგმებოდა ძალიან მძიმე პროვოკაცია და ხელისუფლებას ეს ინფორმაცია სააკაშვილის გარემოცვიდან ჰქონდა.

"სულ რაღაც ერთი კვირის წინ, მათი რიტორიკა რა იყო, მთელი კამპანია ჰქონდათ, რომ ჩვენთან ქვეყანაში არის ტოტალური კონტროლი, რომ "ქართული ოცნება" არის დიქტატორული რეჟიმი, ჩვენ ყველას და ყველაფერს ვაკონტროლებთ და ვერავინ ვერაფერს აკეთებს ისე, რომ ჩვენ არ ვიცოდეთ, ყველას ვუსმენთ, ყველას ვუყურებთ, ყველას ვაკონტროლებთ - ეს ერთი ბრალდება; მეორეს მხრივ, მას შემდეგ, რაც ეს სულელი კაცი შემოვიდა საქართველოში, აღმოჩნდა, რომ თითქოს ვერაფერს ვაკონტროლებთ, ამ დროს ვნახეთ, როგორ მაღალპროფესიონალურად, ჩვენ თვითონ გავაღეთ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი და შევედით და გამოვაბრძანეთ მაშინ, როცა მარტოდმარტო იყო სახლში, სამალავ ბინაში.

ახლა მითხარით, ვინ მართავს და აკონტროლებს დღეს სიტუაციას ქვეყანაში და ვინ არის ჩამოშლილი და განადგურებული, მით უმეტეს, შეხედეთ შედეგებს. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე არ შემიძლია, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია და გამოძიების საქმეში არ უნდა შევიჭრა, მაგრამ იმ დოზით, რა დოზითაც მე შემიძლია, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს მოსახლეობას, ვეტყვი შემდეგს - ვინაიდან ყველაფერი ჩავლილია, თუმცა მეორე ტურებიც გვაქვს და ამ ყველაფერსაც მშვიდობით ჩავამთავრებთ, ძალიან მძიმე პროვოკაცია იგეგმებოდა, სააკაშვილის გარემოცვიდან გვქონდა ინფორმაცია.

თავიდან ბოლომდე, მისი გადაადგილება, დაწყებული უკრაინიდან საქართველომდე, იყო სრული კონტროლის ქვეშ. ვიცოდით, რომელ ბინაში იმალებოდა და ველოდებოდით საჭირო მომენტს. კითხვა დაისვა, რატომ არ დააკავეს მანამდე, ისიც იკითხეს ხუმრობით, ხომ არ იყო ეს შოუ შეგნებულად დამთხვეული 1-ლი ოქტომბრისთვის, რომ საჩუქარი მიგვეძღვნა ჩვენი ამომრჩევლებისთვის, ვინაიდან სიმბოლური იყო 1-ლი ოქტომბერი ჩვენი გამარჯვების დღე. თუმცა, ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, ეს ნახევრად ხუმრობით. მეორე და მთავარი მინდა ვთქვა, ერთია, რა გაქვს სურვილი და მეორეა, როგორ ემთხვევა ოპერატიული მუშაობიდან და ტაქტიკიდან გამომდინარე. როდესაც გამოძიება მძიმე დანაშაულს იძიებს, შესაძლოა, ტაქტიკიდან გამომდინარე ისე გაანაწილოს და დაგეგმოს მთელი ოპერატიული მუშაობა, რომ უფრო მეტი ადამიანის, შესაძლო თანამზრახველების თანამონაწილეობა დააფიქსიროს და ამის სურვილი ჰქონდეს. როდესაც მივიდა იმ ზღვრამდე, რომ საჭირო იყო მისი ლოკალიზება და აყვანა, ეს მოხდა.

ერთ ვერსიას ვეტყოდი ჩვენს მოსახლეობას და მათ შორის ჩვენს ოპონენტებს, პირიქით ხომ არ არის შემთხვევით, რომ სააკაშვილმა ან ივარაუდა, ან მათაც გაიგეს ინფორმაცია, რომ ჩვენ უკვე ყველაფერი ვიცოდით და ვაპირებდით მის დაკავებას, ამიტომ გაავრცელა ის ვიდეო? ჩვენ უნდა ვისაუბროთ შედეგზე. მათი გეგმა იყო შემდეგი - სააკაშვილს ბრიყვულად ეგონა, რომ ჩვენ საერთოდ არაფერი ვიცოდით, არ გვჯეროდა მისი ჩამოსვლის თუ არ ვიცოდით მისი შემოპარვის შესახებ. ამ დროს ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო, მისი ეს ვითომ შემოპარვის ოპერაცია.

  • იმდენად ბრიყვულად მოიქცა, შემდეგ აპირებდა, აქცია დააანონსეს, 3 ოქტომბერს, ანუ უკვე დღეს უნდა გამართულიყო აქცია თავისუფლების მოედანზე და საღამოს, კულმინაციის დროს, სააკაშვილი გამოჩნდებოდა როგორც მხსნელი და იქ მოხდებოდა შოკი და იქნებოდა უზარმაზარი ემოცია, რომ როგორ მოახერხა ამ დევნილმა კაცმა, მაშინ, როცა ჩვენ წესით ველოდებოდით თვითმფრინავით, ჩამოვიდა და საიდანღაც გაჩნდა. ეს ხომ არანორმალურმა, ავადმყოფმა კაცმა შეიძლება დაიჯეროს.

ილუზიებით ვინც ცხოვრობს, მან შეიძლება დაიჯეროს. როგორ შეიძლება, ელემენტარული გათვლა არ გააკეთოს. მე მახსენდება ჩვენი დამფუძნებლის შეფასება "ნაცმოძრაობის" ლიდერების შესახებ, ჩვენს შიგნით უთქვამს, იცნობდა რა მათ და მათ ხელწერას, ერთი ნაბიჯის იქით ვერ გეგმავენ და ვერ იხედებიანო. ეს არის, რაც მოხდა. ძალიან მარტივად რაღაც დაგეგმეს, თითქოს რაღაც კულმინაციას, მღელვარებას გამოიწვევდნენ და საბოლოო ჯამში, სააკაშვილმა პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაიდინა. ეს არის ძალიან მარტივად. რამდენიმე დღით ადრე ვთქვი, რომ სააკაშვილის დაკავებას სულ რაღაც 10 პოლიციელი შეძლებდა. ასეც მოხდა, სულ ორი მანქანით, ისე, რომ ვერავინ გაიგო, როგორ გადაადგილდებოდნენ ჩვენი გმირი პოლიციელები, ძალიან მაღალპროფესიონალურად შეასრულეს მისი აყვანის ღონისძიება და შეაბრძანეს ციხეში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საიდან შემოვიდა სააკაშვილი, ძალიან მალე მოსახლეობას დეტალურად მოუყვებიან საგამოძიებო უწყებები.

პრემიერის თქმით, არავითარი კითხვა მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენასთან დაკავშირებით არ იქნება, და ეს მოხდება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.

"მას შემდეგ, რაც ციხეში აღმოჩნდა ვაჟბატონი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად საშიშ ადამიანთან გვაქვს საქმე. თვითონ საშიშ კი არ არის, ავად არის ეს კაცი, ჩვეულებრივი ავადმყოფია და მას სჭირდება მკურნალობა. კატარსტოფაა, რომ ეს კაცი იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში. შემთხვევითი არ არის,რომ 9 წლის განმავლობაშ არყევდა ქვეყანას და ახლა ბოლო 9 წელი. 18 წელია არყევს ქვეყანას და ეს კაცი მუდმივად არის დესტაბილიზაციის წყარო. დამისახელეთ რევოლუციით მოსულ კაცს, ვის მოუტანია შენება და პროგრესი. მოიტანა ნგრევა და ომი, ტერიტორიები დაკარგა, ადამიანები ჩახოცა, ათასობით ადამიანი დასაჯა და გააუბედურა. ესშმაკი არ ასვენებს ამ ადამიანს და იქნებ ციხეში დაისვენოს.

ჩვენთვის ტვირთი და გამოწვევა სააკაშვილი იყო "იუთუბ" არხებზე ჩართვებით და ტელეხიდებით. რატომ? ერთი, რომ უკრაინასთან გვიფუჭებდა ურთიერთობას და მეორე - ყველა დაიღალა. დაიღალა მთელი ქვეყნის მოსახლეობა. სააკაშვილი ან უნდა დაგვეწირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან. ეს კაცი პოლიტიკიდან არ მიდის, ბოდიშს არ იხდის,არ ითხოვს შეწყალებას. მადლობა მიშას, რომ ჩამოვიდა თავისი ფეხით და თავისი ნებით საქართველოში.

ვფიქრობ, რომ იდეალურად დაჯდა და დავსვით ყველაფერი, ვინაიდან, "ნაციონალური მოძრაობა" ამის შემდეგ როგორ უნდა განვითარდეს, ვერ წარმომიდგენია. ბოლო იმედი იყო სააკაშვილი. ბოლო რესურსი ჩადეს ამ არჩევნებისთვის. ჩამოვიდა და პირდაპირ ციხეში შევიდა, ისე, რომ ვერაფერი გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან კომფორტულად იქნება. ჩვენ მაქსიმალურ კომფორტს შევუქმნით მას ციხეში და არავითარი კითხვა მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენასთან დაკავშირებით არ იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ ისე არ მოვექცევით და ვექცევით ოპონენტებს, როგორც ისინი იმსახურებენ და ექცეოდნენ თავის ოპონენტებს, მაგრამ ჩვენ ვართ დემოკრატია, აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესია და პირველივე საათიდან ადვოკატიც შევიდა, მნახველებიც ყავს და პრობლემა არ იქნება არავითარი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.