საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქვს ვენახი... დიდი ლამაზი ეზო, სადაც ლიზასთან ერთად ხშირად იღებს სტუმრებს" - როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილის ელიტარული სახლი "ლესნიკებში"
"აქვს ვენახი... დიდი ლამაზი ეზო, სადაც ლიზასთან ერთად ხშირად იღებს სტუმრებს" - როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილის ელიტარული სახლი "ლესნიკებში"

ამ სო­ფელ­ში კვად­რა­ტუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი 2000 დო­ლა­რი ღირს, და­სახ­ლე­ბას კი ლეს­ნი­კი ჰქვია და კი­ე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. სწო­რედ აქ ატა­რებ­დნენ დიდ დროს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და რა­დას დე­პუ­ტა­ტი ელი­ზა­ვე­ტა იას­კო.

გუ­შინ, მი­ხე­ილ სა­ა­აკშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ლი­ზამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობს, რომ ის და ლიზა ერთი ოჯა­ხია... წყვი­ლის რო­მა­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და, თუმ­ცა ისი­ნი ამ ფაქტს არ ადას­ტუ­რებ­დნენ. უფრო მე­ტიც, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ცოტა ხსნის წინ სან­დრა რუ­ლოვსთან და უმ­ცროს შვილ, ნი­კო­ლოზ­თან ერ­თად სა­ბერ­ძნეთ­ში და­ის­ვე­ნა.

სო­ფელ ლეს­ნიკ­ში აგა­რა­კის მშე­ნებ­ლო­ბა ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა 2018 წელს და­ი­წყო. მა­შინ ლეს­ნი­კი კერ კი­დევ არ იყო ისე­თი ელი­ტუ­რი და­სახ­ლე­ბა, რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში კონ­ჩა-ზას­პაა, მაგ­რამ ეს ად­გი­ლი ნელ-ნელა ივ­სე­ბა მდი­და­რი კი­ე­ვე­ლე­ბის სახ­ლე­ბით.

ლეს­ნიკ­ში ცხოვ­რობს უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ნა­ტა­ლია ია­რეს­კო. აქვე მდე­ბა­რე­ობს მომ­ღე­რა­ლი რუს­ლა­ნას ეკო-სა­სახ­ლე მზის პა­ნე­ლე­ბით. მხატ­ვარ სერ­გეი პო­ა­კორ­კოვ­სკის და იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი რო­მან ზვა­რი­ჩის სახ­ლე­ბი.

ასევე დაგაინტერესებთ
21:39 / 01-10-2021

"მე და ლიზამ გადავწვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ერთად ვართ... გვაქვს ერთობლივი ოჯახი" - რა ვიდეოს ავრცელებს სააკაშვილის მეგობარი ქალი?

22:42 / 01-10-2021

ვინ არის 30 წლის უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელთანაც მიხეილ სააკაშვილს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს

20:49 / 13-10-2021

ვინ არიან მიხეილ სააკაშვილის ძმები, რომლებსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს - "დავითი რამდენჯერმე გაეხვა სკანდალში.. გიორგი მედიაში არ ჩნდება"

10:59 / 18-10-2021

"მე მყავს ერთი უსაყვარლესი რძალი და ორი შვილიშვილი მიშასგან... ლიზა იასკოს არ ვიცნობ" - რას ამბობს მამა მიხეილ სააკაშვილის ახალ სიყვარულზე?

19:43 / 18-01-2023

სააკაშვილის შთამბეჭდავი უძრავი ქონება უკრაინაში და სოლიდურ ფასად ნაქირავები პენტჰაუსი კიევში - რას წერდა უკრაინული მედია ექსპრეზიდენტის სახლებსა და იასკოს ორსულობაზე?

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ზი­დენ­ცია ვა­ტუ­ტი­ნის ქუ­ჩა­ზეა. კარ­თან სამი დრო­შა ფრი­ა­ლებს, უკ­რა­ი­ნის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის. სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში შე­დის ბაღი, ავ­ტო­ფა­რე­ხი და კი­დევ პა­ტა­რა სახ­ლი, სა­დაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი ცხოვ­რობს. სახ­ლთან ყველ­გან არის კა­მე­რე­ბი და სპე­ცი­ა­ლუ­რი ნიშ­ნე­ბი, რომ „ობი­ექ­ტი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვე­შაა“, ხოლო ტე­რი­ტო­რი­ას ჰყავს დაც­ვა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, 2017 წელს 10 ჰექ­ტარ­ზე მეტი მიწა პო­ლი­ტი­კო­სის დე­დამ, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ შე­ი­ძი­ნა.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ვებგ­ვერ­დებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის თა­ნახ­მად, ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი და 15 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი მიწა მი­ნი­მუმ 450,000 აშშ დო­ლა­რი ღირს.

”2016 წელს, რო­დე­საც ოდე­სი­დან გა­და­ვე­დი კი­ევ­ში და დე­დამ გა­ყი­და ჩემი მშობ­ლე­ბის სახ­ლი თბი­ლი­სის ცენ­ტრში და იყი­და პა­ტა­რა ნაკ­ვე­თი კი­ე­ვის მახ­ლობ­ლად, სა­დაც და­ი­წყო ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა“,- წერ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი. მისი თქმით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი 120 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი იყო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით პა­ტა­რა სახ­ლის ად­გი­ლას დიდი შე­ნო­ბა გაჩ­ნდა, ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის აპარ­ტა­მენ­ტია, სა­ი­და­ნაც ძა­ლი­ან უყ­ვარს პირ­და­პი­რი ჩარ­თვე­ბი. აქვს ვე­ნა­ხი, დიდი, ლა­მა­ზი ეზო... ხში­რად იღებს სტუმ­რებს, მას­პინ­ძლობს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის დე­ლე­გა­ცი­ებს და ცხოვ­რობს კა­ტას­თან ერ­თად. თუმ­ცა გუ­შინ გა­ირ­კვა, რომ იქ ატა­რებ­და დიდ დროს მისი ოჯა­ხის ახა­ლი წევ­რი ლიზა იას­კო. ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რომ ის და ლიზა სტუმ­რებ­საც იღებ­დნენ.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნუ­ლი აპარ­ტა­მენ­ტი არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა იქა­ურ მე­დი­ა­შიც კი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი. ერთი წლის წინ ამ თე­მა­ზე ექ­სპრე­ზი­დენ­ტის დე­დამ გა­ნა­ცხა­და, რომ ქო­ნე­ბა რე­ა­ლუ­რად მას ეკუთ­ვნო­და.

"გა­მარ­ჯო­ბა, მე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დედა გი­უ­ლი ალა­სა­ნია ვარ. ახ­ლა­ხან გა­ვარ­კვიე, რომ პა­ი­არ­კოვ­მა ისა­უბ­რა სახლზე, რო­მე­ლიც ჩემ მიერ არის ნა­ყი­დი. ფაქ­ტია, რომ მე ვარ პრო­ფე­სო­რი, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტის – ეს არის „სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი“, ჩემი ხელ­ფა­სი დიდი ხა­ნია თვე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10 ათა­სი დო­ლა­რია, ასე რომ… მთე­ლი ცხოვ­რე­ბა პა­ტი­ოს­ნად ვშრო­მობ, ისე­ვე რო­გორც ჩემი შვი­ლი”, – ამ­ბობ­და გი­უ­ლი ალა­სა­ნია ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­ავ­რცე­ლა.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, ეს სახ­ლი სა­უ­კე­თე­სო რამ არის, რაც მას პო­ლი­ტი­კა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის 25 წლის ის­ტო­რი­ა­ში გა­უ­კე­თე­ბია.

ინ­ტე­რი­ე­რი პას­ტე­ლის ფე­რებ­შია, თუმ­ცა თვალ­ში სა­ცე­მია აქ­ცენ­ტე­ბი, კერ­ძოდ ფე­რა­დი ხა­ლი­ჩა და ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის, ალე­სან­დრო მენ­დი­ნის ხე­ლით შექ­მნი­ლი ულა­მა­ზე­სი სა­ვარ­ძე­ლი.

ეკ­ლექ­ტუ­რი ფერ­თა გამა ლას­კუ­ტე­ბით გე­ო­მეტ­რი­ულ ფი­გუ­რებ­ში გარ­და­იქ­მნე­ბა და ორი­გი­ნა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. სა­ვარ­ძლის სიგ­რძე 105 სმ-ია, სი­გა­ნე - 93 სმ, სა­ზურ­გის სი­მაღ­ლე 42 სმ. სა­ვარ­ძე­ლი 50 კგ-ს იწო­ნის. ფასი სა­შუ­ა­ლოდ 14 ათა­სი ევ­როა.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეიმურაზ რეხვიაშვილი
0

სააკაშვილის სამი მთავარი შეცდომააა 1. 2002 წელს ალიანსი რომ გააფორმა ბურჯანაძესთან და მისი 40 წევრი ჯერ პარლამენტარები გახადა ხოლო შემდეგ მათ ხელში ჩაუგდო ძირითადი პოზიციები. 2) 2012 წელს რომ არაფერი იღონა არჩევნების მოსაგებად( რასაც ეხლა აკეთებს ივანაშვილი) მოკურცხლა კიევში და ფეხებზე დაგვიკიდა პარტიის წევრები,რომლებიც ყველა სამსახურებიდან გამოგვყარეს ქვეყნის მართვაში მოსულმა ცალტვინება. 3) ვერ გათვალა ელემენტარული რეალობა, ჩამოიპარა საქართველოში,ჩაჯდა ციხეში და დაიწყო ყოვლად გაუთვლელი შიმშილობა და თავის ჯანმრთელობას გამოუსწორბელი ზიანი მიაყენა,მას შეეძლო რომ უკრაინიდან გამოესწორებინა თავისი ძირითადი შეცდომა.

კატერინა
0

მიშას კი არა საქართველოდან წასული ქართველები, ჩემი საახლობლო წრე, არაცნობილი ხალხი, ასჯერ უკეთეს სახში ცხოვრობენ, რაღაც პრიმიტიულზე არ გავამახვილოთ ყურედღება, ვილაპარაკოთ პოლიტიკურ შეცდომებზე, ვინც არ უნდა იყოს, სხვა პოლიტიკოსებსაც ეხება, მთავარი უნდა იყოს პოლიტიკური შეცდომების გამოაშკარავება სხვამ რომ არ დაუშვას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"აქვს ვენახი... დიდი ლამაზი ეზო, სადაც ლიზასთან ერთად ხშირად იღებს სტუმრებს" - როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილის ელიტარული სახლი "ლესნიკებში"

"აქვს ვენახი... დიდი ლამაზი ეზო, სადაც ლიზასთან ერთად ხშირად იღებს სტუმრებს" - როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილის ელიტარული სახლი "ლესნიკებში"

ამ სოფელში კვადრატული მიწის ნაკვეთი 2000 დოლარი ღირს, დასახლებას კი ლესნიკი ჰქვია და კიევიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. სწორედ აქ ატარებდნენ დიდ დროს მიხეილ სააკაშვილი და რადას დეპუტატი ელიზავეტა იასკო.

გუშინ, მიხეილ საააკშვილის დაკავების შემდეგ, ლიზამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ის და ლიზა ერთი ოჯახია... წყვილის რომანის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, თუმცა ისინი ამ ფაქტს არ ადასტურებდნენ. უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხსნის წინ სანდრა რულოვსთან და უმცროს შვილ, ნიკოლოზთან ერთად საბერძნეთში დაისვენა.

სოფელ ლესნიკში აგარაკის მშენებლობა ექსპრეზიდენტმა 2018 წელს დაიწყო. მაშინ ლესნიკი კერ კიდევ არ იყო ისეთი ელიტური დასახლება, როგორც უკრაინაში კონჩა-ზასპაა, მაგრამ ეს ადგილი ნელ-ნელა ივსება მდიდარი კიეველების სახლებით.

ლესნიკში ცხოვრობს უკრაინის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნატალია იარესკო. აქვე მდებარეობს მომღერალი რუსლანას ეკო-სასახლე მზის პანელებით. მხატვარ სერგეი პოაკორკოვსკის და იუსტიციის ყოფილი მინისტრი რომან ზვარიჩის სახლები.

მიხეილ სააკაშვილის რეზიდენცია ვატუტინის ქუჩაზეა. კართან სამი დროშა ფრიალებს, უკრაინის, საქართველოსა და ევროკავშირის. საცხოვრებელ კომპლექსში შედის ბაღი, ავტოფარეხი და კიდევ პატარა სახლი, სადაც, სავარაუდოდ, მომსახურე პერსონალი ცხოვრობს. სახლთან ყველგან არის კამერები და სპეციალური ნიშნები, რომ „ობიექტი დაკვირვების ქვეშაა“, ხოლო ტერიტორიას ჰყავს დაცვა.

ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, 2017 წელს 10 ჰექტარზე მეტი მიწა პოლიტიკოსის დედამ, გიული ალასანიამ შეიძინა.

უძრავი ქონების ვებგვერდებზე განთავსებული განცხადებების თანახმად, ერთსართულიანი სახლი და 15 ათასი კვადრატული მეტრი მიწა მინიმუმ 450,000 აშშ დოლარი ღირს.

”2016 წელს, როდესაც ოდესიდან გადავედი კიევში და დედამ გაყიდა ჩემი მშობლების სახლი თბილისის ცენტრში და იყიდა პატარა ნაკვეთი კიევის მახლობლად, სადაც დაიწყო ერთსართულიანი სახლის მშენებლობა“,- წერდა სააკაშვილი. მისი თქმით, საცხოვრებელი ფართი 120 კვადრატული მეტრი იყო.

მოგვიანებით პატარა სახლის ადგილას დიდი შენობა გაჩნდა, ეს სააკაშვილის აპარტამენტია, საიდანაც ძალიან უყვარს პირდაპირი ჩართვები. აქვს ვენახი, დიდი, ლამაზი ეზო... ხშირად იღებს სტუმრებს, მასპინძლობს პოლიტიკოსების დელეგაციებს და ცხოვრობს კატასთან ერთად. თუმცა გუშინ გაირკვა, რომ იქ ატარებდა დიდ დროს მისი ოჯახის ახალი წევრი ლიზა იასკო. ფოტოებზე ჩანს, რომ ის და ლიზა სტუმრებსაც იღებდნენ.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინული აპარტამენტი არაერთხელ გამხდარა იქაურ მედიაშიც კი კრიტიკის ობიექტი. ერთი წლის წინ ამ თემაზე ექსპრეზიდენტის დედამ განაცხადა, რომ ქონება რეალურად მას ეკუთვნოდა.

"გამარჯობა, მე მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ვარ. ახლახან გავარკვიე, რომ პაიარკოვმა ისაუბრა სახლზე, რომელიც ჩემ მიერ არის ნაყიდი. ფაქტია, რომ მე ვარ პროფესორი, დამფუძნებელი და პრეზიდენტი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო უნივერსიტეტის – ეს არის „საქართველოს უნივერსიტეტი“, ჩემი ხელფასი დიდი ხანია თვეში დაახლოებით 10 ათასი დოლარია, ასე რომ… მთელი ცხოვრება პატიოსნად ვშრომობ, ისევე როგორც ჩემი შვილი”, – ამბობდა გიული ალასანია ვიდეოში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ "ფეისბუქზე" გაავრცელა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ეს სახლი საუკეთესო რამ არის, რაც მას პოლიტიკაში მოღვაწეობის 25 წლის ისტორიაში გაუკეთებია.

ინტერიერი პასტელის ფერებშია, თუმცა თვალში საცემია აქცენტები, კერძოდ ფერადი ხალიჩა და ცნობილი იტალიელი დიზაინერის, ალესანდრო მენდინის ხელით შექმნილი ულამაზესი სავარძელი.

ეკლექტური ფერთა გამა ლასკუტებით გეომეტრიულ ფიგურებში გარდაიქმნება და ორიგინალურად გამოიყურება. სავარძლის სიგრძე 105 სმ-ია, სიგანე - 93 სმ, საზურგის სიმაღლე 42 სმ. სავარძელი 50 კგ-ს იწონის. ფასი საშუალოდ 14 ათასი ევროა.