საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა..." - როგორ ეხმაურება პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას და რატომ აკრიტიკებს "ოცნების" ხელისუფლებას?
"დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა..." - როგორ ეხმაურება პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას და რატომ აკრიტიკებს "ოცნების" ხელისუფლებას?

და­ცინ­ვა და ქი­ლი­კი პა­სუ­ხი არაა, როცა ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას ვი­ღა­ცე­ბი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნე­ბენ - ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­აქ­ცია არ არის, ის რაც ევა­ლე­ბა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ელო­დე­ბა და რაც მას და­ამ­შვი­დებს და და­აბ­რუ­ნებს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გან­წყო­ბა­ზე, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­სას აღ­ნიშ­ნა.

მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბაა.

„არე­უ­ლო­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბაა ქვე­ყა­ნა­ში, იმ დროს, როცა ყვე­ლა­ზე მე­ტად ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა სიმ­შვი­დე, რათა ხვა­ლინ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს ღიად, სა­მარ­თლი­ა­ნად და თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში. მარ­თა­ლი თუ ტყუ­ი­ლი, ეს თემა თა­ვის­თა­ვად არ­ღვევს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს, სიმ­შვი­დეს და ძა­ბავს, ისე­დაც და­ძა­ბულ და გა­დაღ­ლილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, აჩენს კი­დევ გაზ­რდილ პო­ლა­რი­ზა­ცი­ის წი­ნა­პი­რო­ბას.

ვინც ამ თე­მას ტი­რა­ჟი­რე­ბას უკე­თებს და ამით სპე­კუ­ლი­რებს, გა­მო­დის, რომ არც ქვე­ყა­ნა­ზე, არც სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებ­ზე ფიქ­რობს, არა­მედ ფსონს დებს, რო­გორც ნათ­ქვა­მი აქვთ, 3 ოქ­ტომ­ბერ­ზე, ქუ­ჩის გა­მოს­ვლა­ზე, ანუ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ზე. სი­ტყვით მო­ქა­ლა­ქე­ებს მშვი­დო­ბი­ან არ­ჩევ­ნებ­ზე მის­ვლის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ და ქმე­დე­ბე­ბით რე­ა­ლუ­რად აჩე­ნენ ეჭვს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის მა­გივ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა მზა­დე­ბა.

მე­ო­რე მხრივ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­აქ­ცია არ არის, ის რაც ევა­ლე­ბა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ელო­დე­ბა და რაც მას და­ამ­შვი­დებს და და­აბ­რუ­ნებს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გან­წყო­ბა­ზე. კო­მენ­ტა­რე­ბი დღეს პარ­ტი­ი­დან არ უნდა მო­დი­ო­დეს, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან ფაქ­ტე­ბით და­უ­დას­ტუ­რონ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ტყუ­ილ-მარ­თა­ლი და ამით და­ა­წყნა­რონ. და­ცინ­ვა და ქი­ლი­კი პა­სუ­ხი არაა, როცა ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას ვი­ღა­ცე­ბი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნე­ბენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის ყვე­ლა მცდე­ლო­ბა და ყვე­ლა კერა აღ­კვე­თოს და არ მის­ცეს გზა პო­ლა­რი­ზა­ცი­ას, თუნ­დაც სა­კუ­თარ მო­წო­დე­ბე­ბით. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მშვიდ და თა­ვი­სუ­ფალ სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­შია.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ ემ­ზა­დე­ბა 3 ოქ­ტომ­ბრის­თვის, ასეთ დესტრუქ­ცი­ულ გზა­ზე არც ერთ პარ­ტი­ას არ გაჰ­ყვე­ბა, რა­მე­თუ ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს სა­ით­კენ შე­იძ­ლე­ბა მი­დი­ო­დეს ქუ­ჩა­ში გა­და­ტა­ნი­ლი პო­ლა­რი­ზა­ცია. სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის დრო გავ­ლი­ლია და არა­ვინ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ამ ცე­ცხლს არ უნდა ეთა­მა­შე­ბო­დეს თუ კი ქვე­ყა­ნა და მისი მო­მა­ვა­ლი ადარ­დებს. ეს დრო მჯე­რა არ დაბ­რუნ­დე­ბა, რა­მე­თუ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ბი პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე ბევ­რად ფხიზ­ლად არი­ან. მე მათ­თან ვდგა­ვარ, არა რო­მე­ლი­მე ქუ­ჩა­სა თუ მო­ე­დან­ზე, არა­მედ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის და მშვი­დი მო­მავ­ლის მხა­რე­ზე. ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­კენ.

ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბა არის ჩვე­ნი სა­ერ­თო მო­ნა­პო­ვა­რი, რო­მელ­საც არა­ვის, არა­სო­დეს და­ვუთ­მობთ,“ - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქალი
33

ბრძენი პრეზიდენტი გვყავს, ალბათ შთამომავლობა უკეთ შეაფასებს წლების შემდეგ.

ქვეყნის სტაბილურობა???
28

2012 წლის მერე სად არის ქვეყანაში სტაბილურობა? აღარ გვინდა ამდენი ზღაპრების მოსმენა. როცა რუსული მმართველობის ზეგავლენაა ქვეყანაში იქ სტაბილურობა გამორიცხულია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა..." - როგორ ეხმაურება პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას და რატომ აკრიტიკებს "ოცნების" ხელისუფლებას?

"დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა..." - როგორ ეხმაურება პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას და რატომ აკრიტიკებს "ოცნების" ხელისუფლებას?

დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა, როცა ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ - ხელისუფლების რეაქცია არ არის, ის რაც ევალება, რასაც საზოგადოება ელოდება და რაც მას დაამშვიდებს და დააბრუნებს წინასაარჩევნო განწყობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არეულობის ტირაჟირებაა.

„არეულობის ტირაჟირებაა ქვეყანაში, იმ დროს, როცა ყველაზე მეტად ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, რათა ხვალინდელი არჩევნები ჩატარდეს ღიად, სამართლიანად და თავისუფალ გარემოში. მართალი თუ ტყუილი, ეს თემა თავისთავად არღვევს წინასაარჩევნო გარემოს, სიმშვიდეს და ძაბავს, ისედაც დაძაბულ და გადაღლილ საზოგადოებას, აჩენს კიდევ გაზრდილ პოლარიზაციის წინაპირობას.

ვინც ამ თემას ტირაჟირებას უკეთებს და ამით სპეკულირებს, გამოდის, რომ არც ქვეყანაზე, არც სამართლიან არჩევნებზე ფიქრობს, არამედ ფსონს დებს, როგორც ნათქვამი აქვთ, 3 ოქტომბერზე, ქუჩის გამოსვლაზე, ანუ დესტაბილიზაციაზე. სიტყვით მოქალაქეებს მშვიდობიან არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებენ და ქმედებებით რეალურად აჩენენ ეჭვს, რომ არჩევნების მაგივრად მიმდინარეობს სხვა მზადება.

მეორე მხრივ, ხელისუფლების რეაქცია არ არის, ის რაც ევალება, რასაც საზოგადოება ელოდება და რაც მას დაამშვიდებს და დააბრუნებს წინასაარჩევნო განწყობაზე. კომენტარები დღეს პარტიიდან არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან, რომლებიც ვალდებულნი არიან ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ-მართალი და ამით დააწყნარონ. დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა, როცა ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, წინასაარჩევნოდ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ყველა მცდელობა და ყველა კერა აღკვეთოს და არ მისცეს გზა პოლარიზაციას, თუნდაც საკუთარ მოწოდებებით. პასუხისმგებლობა მშვიდ და თავისუფალ საარჩევნო გარემოს შენარჩუნებაზე ხელისუფლების ხელშია.

საზოგადოება არ ემზადება 3 ოქტომბრისთვის, ასეთ დესტრუქციულ გზაზე არც ერთ პარტიას არ გაჰყვება, რამეთუ ჩვენ საზოგადოებას კარგად გაცნობიერებული აქვს საითკენ შეიძლება მიდიოდეს ქუჩაში გადატანილი პოლარიზაცია. სამოქალაქო დაპირისპირების დრო გავლილია და არავინ პასუხისმგებელი ამ ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდეს თუ კი ქვეყანა და მისი მომავალი ადარდებს. ეს დრო მჯერა არ დაბრუნდება, რამეთუ ჩვენი მოქალაქები პოლიტიკოსებზე ბევრად ფხიზლად არიან. მე მათთან ვდგავარ, არა რომელიმე ქუჩასა თუ მოედანზე, არამედ კონსტიტუციური წესრიგის და მშვიდი მომავლის მხარეზე. ყველას მოვუწოდებ პასუხისმგებლობისკენ.

ქვეყნის სტაბილურობა არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, რომელსაც არავის, არასოდეს დავუთმობთ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.