პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"თელმიკომ“ აბონენტთა მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა
"თელმიკომ“ აბონენტთა მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა

ამი­ე­რი­დან, თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ნე­ბის­მი­ერ მომ­სა­ხუ­რე­ბას მის­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი ფორ­მით შეძ­ლებს. თბი­ლი­სის ელექტრო­მიმ­წო­დე­ბელ­მა კომ­პა­ნია "თელ­მი­კომ“ კლი­ენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის პირ­ვე­ლი ცენ­ტრი გახ­სნა.

რა მომ­სა­ხუ­რე­ბას მი­ი­ღე­ბენ აბო­ნენ­ტე­ბი სერ­ვის­ცენ­ტრში?

"თელ­მი­კოს“ კლი­ენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრში აბო­ნენ­ტებს გა­უ­წე­ვენ ისეთ მომ­სა­ხუ­რე­ბებს, რო­გო­რი­ცაა:

● ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­ვა­ლი­ა­ნე­ბის და­ფარ­ვა;

● ბრუნ­ვის ის­ტო­რი­ის მი­ღე­ბა;

● მომ­ხმა­რებ­ლის გა­ნა­ცხა­დის მი­ღე­ბა:

● რეკ­ვი­ზი­ტე­ბის და­ზუს­ტე­ბა;

● ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­წყვე­ტა/აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა;

● გა­დახ­დი­ლი თან­ხის კო­რექ­ტი­რე­ბა;

● და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა;

● გა­დახ­დის ვა­დის გა­და­ვა­დე­ბა და სხვა.

"თბი­ლი­სის ელექტრო­მიმ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა დმიტ­რი გო­ლოვ­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ 2021 წლის ბო­ლომ­დე თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა უბან­ში კი­დევ 5 ანა­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის გახ­სნა იგეგ­მე­ბა:

"ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ "თელ­მი­კოს“ ნე­ბის­მი­ე­რი სერ­ვი­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის გავ­ხა­დოთ ხელ­მი­საწ­ვდო­მი. გვინ­და, აქ მო­სულ­მა მომ­ხმა­რებ­ლებ­მა კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში, მარ­ტი­ვად და უპ­რობ­ლე­მოდ შეძ­ლონ სა­სურ­ვე­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა“.

მომ­ხმა­რე­ბელ­თა მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრი თბი­ლის­ში, ოთარ ჩხე­ი­ძის №10-ში მდე­ბა­რე­ო­ბას და ის აბო­ნენ­ტებს ორ­შა­ბა­თი­დან შა­ბა­თის ჩათ­ვლით მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

საიდან გამოცხვა ეს თელმიკო ?!

------------
0

ან რატომ?? თუმცა პასუხი ყველას გავქვს.რაღა თქმა უნდა ხლხისთვის ვაიიიი

ავტორი:

"თელმიკომ“ აბონენტთა მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა

"თელმიკომ“ აბონენტთა მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა

ამიერიდან, თბილისის მოსახლეობა ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მომსახურებას მისთვის მოსახერხებელი ფორმით შეძლებს. თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია "თელმიკომ“ კლიენტთა მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა.

რა მომსახურებას მიიღებენ აბონენტები სერვისცენტრში?

"თელმიკოს“ კლიენტთა მომსახურების ცენტრში აბონენტებს გაუწევენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა:

● ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა;

● ბრუნვის ისტორიის მიღება;

● მომხმარებლის განაცხადის მიღება:

● რეკვიზიტების დაზუსტება;

● ელექტროენერგიის ინდივიდუალურად შეწყვეტა/აღდგენასთან დაკავშირებული მომსახურება;

● გადახდილი თანხის კორექტირება;

● დავალიანების გადანაწილება;

● გადახდის ვადის გადავადება და სხვა.

"თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი გოლოვკომ განაცხადა, რომ 2021 წლის ბოლომდე თბილისის სხვადასხვა უბანში კიდევ 5 ანალოგიური ცენტრის გახსნა იგეგმება:

"ჩვენი მიზანია, რომ "თელმიკოს“ ნებისმიერი სერვისი მაქსიმალურად ბევრი მომხმარებლისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი. გვინდა, აქ მოსულმა მომხმარებლებმა კომფორტულ გარემოში, მარტივად და უპრობლემოდ შეძლონ სასურველი მომსახურების მიღება“.

მომხმარებელთა მომსახურების ცენტრი თბილისში, ოთარ ჩხეიძის №10-ში მდებარეობას და ის აბონენტებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მოემსახურება.