პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა CERN-ის სასწავლო-საგანმანათლებლო კოლაბორაციასთან IPPOG
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა CERN-ის სასწავლო-საგანმანათლებლო კოლაბორაციასთან IPPOG

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ფორ­მა­ციო ჯგუფს (IPPOG) შო­რის მიმ­დი­ნა­რე წლის 8 ივ­ლისს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორმ­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სტუ უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ა­მუ­შა­ვებს კოგ­ნი­ტურ პროგ­რა­მულ აპ­ლი­კა­ცი­ებს და აღ­ნიშ­ნულ ბა­ზა­ზე, ბირ­თვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (CERN) მას­ტერკლა­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია და­ი­ნერ­გე­ბა. ეს სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან მსოფ­ლიო მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კონ­ტრი­ბუ­ცია იქ­ნე­ბა.

ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ფორ­მა­ციო ჯგუ­ფი (IPPOG) წარ­მო­ად­გენს ბირ­თვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის , CERN-ის სას­წავ­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კო­ლა­ბო­რა­ცი­ას, რომ­ლის მი­ზა­ნიც ახალ­გაზ­რდებს შო­რის მეც­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, სა­მეც­ნი­ე­რო აღ­მო­ჩე­ნე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე მი­ტა­ნაა. IPPOG თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს CERN-ის – რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ბა­ზა­ზე. ამ ეტაპ­ზე თა­ნამ­შრომ­ლობს 30 ქვე­ყა­ნას­თან და მუ­შა­ობს 6 ექ­სპე­რი­მენ­ტულ პრო­ექ­ტზე.

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ აღ­ნიშ­ნულ ექპე­რი­მენ­ტულ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რებ­მა, ინ­ფორ­მა­ტი­კი­სა და მარ­თვის სის­ტე­მე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად უკვე და­ი­წყეს. კოგ­ნი­ტუ­რი პროგ­რა­მუ­ლი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი სტუ-ის ბირ­თვუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის ცენ­ტრში მუ­შავ­დე­ბა და მათ ბა­ზა­ზე შექ­მნი­ლი პროგ­რა­მულ-მე­თო­დუ­რი რე­სურ­სი, სა­მო­მავ­ლოდ, მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, CERN-თან და­კავ­ში­რე­ბულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­დე­ბა და და­ი­ნერ­გე­ბა. პრო­ცესს სტუ-ის პრო­ფე­სო­რი და CERN/IPPOG-ში სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ალექ­სან­დრე შარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

„ IPPOG -თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­თვით, სტუ-მ უნდა და­ა­მუ­შა­ვოს სას­წავ­ლო მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი კომ­პლექ­სი, რო­მე­ლიც CERN/IPPOG-ის მას­ტერკლა­სებ­ში და­ი­ნერ­გე­ბა. თუ ჩვენ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი გავ­ხდით ამ კუ­თხით, აპ­ლი­კა­ცი­ებ­თან ერ­თად IPPOG-ს ამ აპ­ლი­კა­ცი­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ მას­ტერკლა­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ახალ მე­თო­დო­ლო­გი­ას შევ­თა­ვა­ზებთ. მა­გა­ლი­თად, ამ პრო­ექ­ტში გვინ­და ჩავ­რთოთ სა­ინ­ჟინ­რო ფი­ზი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­სა­ნი­შა­ვი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც წვდო­მა­დი იქ­ნე­ბა მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი­დან. ამა­ზე ერ­თობ­ლი­ვად იმუ­შა­ვე­ბენ სტუ-ის ინ­ფორ­მა­ტი­კი­სა და მარ­თვის სის­ტე­მე­ბის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი, რო­გორც ინ­ფორ­მა­ტი­კის, ასე ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც ასე­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა.“- გა­ნა­ცხა­და პრო­ფე­სორ­მა ალექ­სან­დრე შარ­მა­ზა­ნაშ­ვილ­მა.

24 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­ტის­ტე­ტის რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი და­ვით გურ­გე­ნი­ძე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბირ­თვუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის ცენ­ტრის ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუფს შეხ­ვდა და CERN/IPPOG-თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ესა­უბ­რა:

„სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვე­რის­ტე­ტის ბირ­თვუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის ცენ­ტრი 2017 წლი­დან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს IPPOG კო­ლა­ბო­რა­ცი­ას­თან, რომ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წევ­რი ქვე­ყა­ნა სა­ქარ­თვე­ლო ახ­ლა­ხან გახ­და. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ახა­ლი სას­წავ­ლო-მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი კომ­პლექ­სი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­მუ­შავ­დე­ბა, CERN-თან და­კავ­ში­რე­ბულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­დე­ბა. ეს იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო პო­ტენ­ცი­ა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ტრი­ბუ­ცია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე­ში არა მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით.“ - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, ბა­ტონ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა CERN-ის სასწავლო-საგანმანათლებლო კოლაბორაციასთან IPPOG

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა CERN-ის სასწავლო-საგანმანათლებლო კოლაბორაციასთან IPPOG

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფს (IPPOG) შორის მიმდინარე წლის 8 ივლისს ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სტუ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით დაამუშავებს კოგნიტურ პროგრამულ აპლიკაციებს და აღნიშნულ ბაზაზე, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მასტერკლასების ჩატარების ახალი მეთოდოლოგია დაინერგება. ეს საქართველოს მხრიდან მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში უმნიშვნელოვანესი კონტრიბუცია იქნება.

ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფი (IPPOG) წარმოადგენს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის , CERN-ის სასწავლო-საგანმანათლებლო კოლაბორაციას, რომლის მიზანიც ახალგაზრდებს შორის მეცნიერების პოპულარიზაცია, სამეცნიერო აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ფართო საზოგადოებამდე მიტანაა. IPPOG თავის საქმიანობას ახორციელებს CERN-ის – როგორც საერთაშორისო ლაბორატორიის ბაზაზე. ამ ეტაპზე თანამშრომლობს 30 ქვეყანასთან და მუშაობს 6 ექსპერიმენტულ პროექტზე.

ხელშეკრულებით გათვალისწინებულ აღნიშნულ ექპერიმენტულ პროექტზე მუშაობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად უკვე დაიწყეს. კოგნიტური პროგრამული აპლიკაციები სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრში მუშავდება და მათ ბაზაზე შექმნილი პროგრამულ-მეთოდური რესურსი, სამომავლოდ, მსოფლიო მასშტაბით, CERN-თან დაკავშირებულ უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო ქსელებში გავრცელდება და დაინერგება. პროცესს სტუ-ის პროფესორი და CERN/IPPOG-ში საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი, ალექსანდრე შარმაზანაშვილი ხელმძღვანელობს.

„ IPPOG -თან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედთვით, სტუ-მ უნდა დაამუშავოს სასწავლო მეთოდოლოგიური კომპლექსი, რომელიც CERN/IPPOG-ის მასტერკლასებში დაინერგება. თუ ჩვენ წარმატებულები გავხდით ამ კუთხით, აპლიკაციებთან ერთად IPPOG-ს ამ აპლიკაციებზე დაფუძნებულ მასტერკლასების ჩატარების ახალ მეთოდოლოგიას შევთავაზებთ. მაგალითად, ამ პროექტში გვინდა ჩავრთოთ საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის შესანიშავი ვირტუალური ლაბორატორია, რომელიც წვდომადი იქნება მობილური აპლიკაციებიდან. ამაზე ერთობლივად იმუშავებენ სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები, როგორც ინფორმატიკის, ასე ფიზიკის მიმართულებით, რაც ასევე ძალიან საინტერესოა.“- განაცხადა პროფესორმა ალექსანდრე შარმაზანაშვილმა.

24 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერტისტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ახალგაზრდების ჯგუფს შეხვდა და CERN/IPPOG-თან გაფორმებული ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ესაუბრა:

„საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრი 2017 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს IPPOG კოლაბორაციასთან, რომლის ოფიციალური წევრი ქვეყანა საქართველო ახლახან გახდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასწავლო-მეთოდოლოგიური კომპლექსი, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში დამუშავდება, CERN-თან დაკავშირებულ უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო ქსელებში გავრცელდება. ეს იქნება ქართული სამეცნიერო პოტენციალის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია საგანმანათლებლო სივრცეში არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით.“ - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა დავით გურგენიძემ.

NS