საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსახიობები გადარჩენაზე ვართ... საცოდაობაა... მე, ზურა ყიფშიძე, მიშა გომიაშვილი ახლა ასე უნდა ვიყოთ?" - რას ამბობს გიორგი გურგულია პოლიტიკაზე და ყოფილ ცოლთან სასამართლო გარჩევაზე?
"მსახიობები გადარჩენაზე ვართ... საცოდაობაა... მე, ზურა ყიფშიძე, მიშა გომიაშვილი ახლა ასე უნდა ვიყოთ?" - რას ამბობს გიორგი გურგულია პოლიტიკაზე და ყოფილ ცოლთან სასამართლო გარჩევაზე?

ერთი წლის წინ, სექ­ტემ­ბერ­ში, გი­ორ­გი გურ­გუ­ლია სე­რი­ო­ზულ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. მსა­ხი­ობს ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ლა­რი­სა გი­გა­უ­რი ძა­ლა­დო­ბა­ში სდებ­და ბრალს. გურ­გუ­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი­დან კი გი­რა­ო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლდა. იმ­ჟა­მად მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობ­და, რომ არა­თუ ცოლ­ზე, არა­მედ კი­ნო­შიც კი არ უძა­ლა­დია ქალ­ზე. ლა­რი­სა გი­გა­უ­რი მსა­ხი­ო­ბის მე­ო­თხე ცოლი გახ­ლდათ. მსა­ხი­ობს მას­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ აღარ უქორ­წი­ნია.

რო­გორ ცხოვ­რობს მას შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბი, რა­ტომ არ ერე­ვა პო­ლი­ტი­კა­ში და რა შეც­ვა­ლა პან­დე­მი­ამ მის ცხოვ­რე­ბა­ში, გი­ორ­გი გურ­გუ­ლია ambebi.ge-ს ესა­უბ­რე­ბა:

- მსა­ხი­ო­ბებს შე­მო­სა­ვა­ლი ნული გვაქვს, ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფოს­გან ორას­ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბა გვქონ­და და ახლა ეგეც შეგ­ვი­წყვი­ტეს, გა­დარ­ჩე­ნა­ზე ვართ. ალ­ბათ მთე­ლი სამ­ყა­როც ასეა, და­ნა­ზო­გი არ აქვს ხალ­ხს და პრობ­ლე­მე­ბი კი ბევ­რია. ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ძა­ლი­ან გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გარ­და, ხე­ლო­ვა­ნე­ბი ასეთ დღე­ში არ­სად არი­ან, რა­ღაც კომ­პენ­სა­ცი­ე­ბი არ­სე­ბობს, ჩვენ ძა­ლი­ან უკან ვართ.

- კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბას თუ გა­და­ურ­ჩით, აც­რი­ლი ხართ?

- ორი წე­ლია თით­ქმის კო­რო­ნა­ვირუ­სი მძვინ­ვა­რებს და არ ავცრილ­ვარ, პირ­ბა­დეს და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ვხმა­რობ. შარ­შან ზამ­თარ­ში პა­ტა­რა გრი­პი­ვით შეგ­ვხვდა მე და ჩემ შვილს და მა­შინ ვერ გა­ი­გეს ექი­მებ­მა, - შე­იძ­ლე­ბა კო­რო­ნაც არი­სო. არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა გა­და­ტა­ნი­ლიც მაქვს.

- წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ არ აქ­ტი­უ­რობთ, ვისი მხარ­დამ­ჭე­რი ხართ?

- პო­ლი­ტი­კი­დან ცო­ტა­თი გა­მო­ვი­წიე. ამ ორ ძა­ლას, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა" და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ისე აწყობთ ერ­თმა­ნე­თი, რომ მე­სა­მე მო­თა­მა­შე არ სჭირ­დე­ბათ. გი­ორ­გი გა­ხა­რია გა­მოჩ­ნდა და ორი­ვე მხა­რემ ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­და. კი ნა­ხეთ, რომ მი­შამ ბი­ლე­თიც აიღო. მა­გას უკ­რა­ი­ნა­შიც არ აქვს საქ­მე კარ­გად და შე­იძ­ლე­ბა იქ და­ჭე­რას, სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­ჩი­ოს, რად­გან იმე­დი აქვს, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ბო­ლომ­დე არ გა­წი­რა­ვენ. ეც­დე­ბა სა­ზღვა­რი გად­მო­ლა­ხოს, გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტიქ­ტი აქვს. ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­დან ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნი მომ­წონს. თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, გი­ორ­გი გა­ხა­რია, რო­დე­საც მი­ნის­ტრე­ბი იყ­ვნენ, ფეხ­ზე და­ა­ყე­ნეს რა­ღა­ცე­ბი, ასე­ვე მომ­წონს, ვატო შა­ქა­რაშ­ვი­ლი. სიმ­პა­თი­ე­ბი კვლა­ვაც გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მი­მართ მაქვს. რამ­ხე­ლა აბ­სურ­დია, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" აწე­ბე­ბენ.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს ადა­მი­ა­ნე­ბის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­დით, დღეს რა გი­ჩენთ პრო­ტესტს?

- ადა­მი­ა­ნე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­მოს­წო­რე­ბუ­ლა. ასე­ვე კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ა­ზე თავ­ში­ვე ვუ­თხა­რი, რომ ეს იყო მა­თი­ვე დამ­ღუპ­ვე­ლი პრო­ცე­სი. თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და­ტო­ვეს. ნიკა რუ­რუ­ას მი­ნის­ტრო­ბის დრო­ი­დან ვგრძნობ­დი, რომ ხელს მიშ­ლიდ­ნენ, კონ­კურ­სებ­ში გა­ვი­მარ­ჯვე და ფილ­მი არ გა­და­მა­ღე­ბი­ნეს. მი­ნი­მუმ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან უნდა გა­ეშ­ვათ ეს ხალ­ხი, იმი­ტომ არის, რომ ხან სუს - იდან გა­მო­უძ­ვრე­ბათ ინ­ფორ­მა­ცია, ხან - სა­ი­დან.

- გჯე­რათ თქვენ სუს - ის ფა­ი­ლე­ბის ნამ­დვი­ლო­ბის?

- ეკ­ლე­სი­ას ებ­რძვი­ან და სა­ხელ­მწი­ფოს რომ ეს არ აწყობს, ყვე­ლას გვეს­მის. ესეც ალ­ბათ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხრი­კე­ბია. ძვე­ლი ბრძო­ლაა, რაც მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის დრო­ი­დან მო­დის. ჩემი მე­გო­ბა­რი ბერი ვარ­ძი­ა­ში მარ­ტო ცხოვ­რობს, მარ­ტო იჯდა გა­მოქ­ვა­ბულ­ში და ისე გა­ა­ღი­ზი­ა­ნეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, რომ გი­ნე­ბა წა­მოს­ცდა კაცს. მიყ­ვე­ბო­და, - ვე­ფე­რე სამი სა­ა­თი, ოთხი ვაშ­ლი მქონ­და, და­ვუ­ჭე­რი და ეკ­ლე­სი­ა­ში არ შე­მომ­ყვნე­ნო. ბე­რის­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლია აგ­რე­სია და მერე უწ­მა­წუ­რი სი­ტყვე­ბი... ძა­ლი­ან გულ­გა­ტე­ხი­ლი იყო. ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ბერ­საც წა­მო­აც­დე­ვი­ნონ რამე, პრო­ვო­კა­ცი­ებს უწყო­ბენ, რომ ტა­ლა­ხი ეს­რო­ლონ ეკ­ლე­სი­ას.

- ერთი წლის წინ, კა­ნონ­თან პრობ­ლე­მა შე­გექ­მნათ, ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ გი­ჩივ­ლათ, რა ეტაპ­ზეა ეს საქ­მე?

- გა­ჩე­რე­ბუ­ლია... თუ გახ­სოვთ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი იყო მა­ში­ნაც და რომ არ მე­აქ­ტი­უ­რა, გა­მა­ჩე­რეს. სა­შიშ­რო­ე­ბა იყო მა­ში­ნაც, რომ მე­სა­მე ძალა არ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, ჩა­მო­მა­ცი­ლეს. "ნა­ცი­ო­ნა­ლი" მე­ზო­ბე­ლი იყო და­მუქ­რე­ბუ­ლი, რომ და­მა­კა­ვებ­დნენ, არა­და, რე­ა­ლუ­რად არა­ფე­რი სე­რი­ო­ზუ­ლი არ ხდე­ბო­და. ად­რეც და­რე­კა ჩემ­მა ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ პო­ლი­ცი­ა­ში, მო­ვიდ­ნენ, ნა­ხეს რომ ბავ­შვი მე­ხუ­ტე­ბო­და, რომ მე­ჩხუ­ბა, ბავ­შვი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდე­ბო­დათ? - პირ­ვე­ლი გა­მო­ძა­ხე­ბა ასე დას­რულ­და. მე­ო­რე­დაც ბავ­შვი მეხ­ვე­წე­ბო­და, და­მა­ძი­ნე და ისე წა­დიო,- ტი­რო­და. ყო­ფილ მე­უღ­ლეს ვუ­თხა­რი რა პრობ­ლე­მაა, ზღა­პარს მო­ვუყ­ვე­ბი, და­ი­ძი­ნებს და წა­ვალ-მეთ­ქი, გა­რეთ მე­გო­ბა­რი მე­ლო­დე­ბო­და მო­ტო­ციკ­ლე­ტით. მე­უღ­ლემ მი­თხრა, წადი, თო­რემ პო­ლი­ცი­ა­ში დავ­რე­კა­ვო. ჩემი ნა­ჩუ­ქა­რი ტე­ლე­ფო­ნი გა­მო­ვარ­თვი, ცოტა ხან­ში ბავ­შვი რომ დამ­შვიდ­და, მო­ტო­ციკ­ლე­ტით წა­მო­ვე­დი და არ და­ვუბ­რუ­ნე ტე­ლე­ფო­ნი. მი­თხრა, თუ არ და­მიბ­რუ­ნებ, სა­ჩი­ვარს დავ­წე­რო და მარ­თლა და­წე­რა. მერე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ შე­გი­ნე­ბა ყო­ფი­ლა "შენი დედა ვა­ტი­რე" და "დე­დას გი­ტი­რებ" კი­დევ მუ­ქა­რა, რად­გან მო­მა­ვალ­ში ეუბ­ნე­ბი. ერთი პრო­ცე­სის გარ­და, აღარ გან­ხი­ლუ­ლა ეს საქ­მე, თუ პო­ლი­ტი­კუ­რად გა­ვაქ­ტი­ურ­დე­ბი, ალ­ბათ მა­გა­საც გა­ა­აქ­ტი­უ­რე­ბენ.

- შვი­ლის ნახ­ვას თუ ახერ­ხებთ ახლა?

- რა თქმა უნდა, ახ­ლაც თვე­ნა­ხე­ვა­რი ჩემ­თან ცხოვ­რობ­და, იქ რე­მონ­ტი ჰქონ­დათ. მარ­თლა არ ვარ კონ­ფლიქ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი.

- რა გეგ­მე­ბი გაქვთ მო­მა­ვალ­ში, რას გა­ა­კე­თებ­დით ხელს თუ არ შე­გიშ­ლიდ­ნენ?

- ჩემი პრო­ფე­სი­ით ვი­მუ­შა­ვებ­დი. საცო­და­ო­ბაა, ზურა ყიფ­ში­ძე, მიშა გო­მი­აშ­ვი­ლი ახლა ასე უნდა ვი­ყოთ?.. ჩვენ ახლა უხუ­ცეს­თა თა­ო­ბა­ში გა­და­ვე­დით, წინა თა­ო­ბი­დან ორი სამი კა­ცია ცო­ცხა­ლი, ჯე­მალ ღა­ღა­ნი­ძე, თენ­გიზ არჩვა­ძე... ჩვენ ვართ ახლა ის თა­ო­ბა, კახი კავ­სა­ძე, გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი რომ იყ­ვნენ...

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემ საქ­მი­ა­ნო­ბას, კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის გამ­გე­ო­ბის წევ­რი ვარ. ბუბა ხო­ტი­ვა­რი მე და დათო ცინ­ცა­ძემ გა­ვიყ­ვა­ნეთ და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ" ძა­ლებ­ზე გა­ვა­მარ­ჯვე­ბი­ნეთ. ბუბა იცით, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით მა­ის­ში გარ­და­იც­ვა­ლა და ახლა ისევ არ­ჩევ­ნე­ბი უნდა იყოს. "ქარ­თუ­ლი ფილ­მი", რო­მე­ლიც 115 წლის არის, და­შა­ლეს და სტუ­დი­ურ კი­ნოდ აქ­ცი­ეს. რაც შე­ეძ­ლოთ გა­ყი­დეს, კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის შე­ნო­ბა­საც ყიდ­დნენ და ბეწ­ვზე მი­ვუს­წა­რით.

ახლა მე და და­თოს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ფორ­მა გვაქვს და­გეგ­მი­ლი - კი­ნო­ცენ­ტრი, კი­ნო­ა­კა­დე­მია და ქარ­თუ­ლი ფილ­მი, რო­მე­ლიც სამ ნა­წი­ლად გაყ­ვეს, გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ და სამ­ხატ­ვრო საბ­ჭო შევ­ქმნათ. სწო­რედ ამ თე­მა­ზე შევ­ხვდე­ბით კულ­ტუ­რის მი­ნისტრს არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარია
18

ოხ, ხელად ყიფშიძის და გომიაშვილის გვერდით არ დაიყენა თავი?

აზრი
14

მიმართედ ტვ-იმედს,მოამზადებენ სპეც-რეპორტაჟს და ყველა პრობლემა (მოგეხსნებათ).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მსახიობები გადარჩენაზე ვართ... საცოდაობაა... მე, ზურა ყიფშიძე, მიშა გომიაშვილი ახლა ასე უნდა ვიყოთ?" - რას ამბობს გიორგი გურგულია პოლიტიკაზე და ყოფილ ცოლთან სასამართლო გარჩევაზე?

"მსახიობები გადარჩენაზე ვართ... საცოდაობაა... მე, ზურა ყიფშიძე, მიშა გომიაშვილი ახლა ასე უნდა ვიყოთ?" - რას ამბობს გიორგი გურგულია პოლიტიკაზე და ყოფილ ცოლთან სასამართლო გარჩევაზე?

ერთი წლის წინ, სექტემბერში, გიორგი გურგულია სერიოზულ სკანდალში გაეხვა. მსახიობს ყოფილი მეუღლე ლარისა გიგაური ძალადობაში სდებდა ბრალს. გურგულია დაკავებული არ ყოფილა, სასამართლო პროცესიდან კი გირაოთი გათავისუფლდა. იმჟამად მსახიობი ამბობდა, რომ არათუ ცოლზე, არამედ კინოშიც კი არ უძალადია ქალზე. ლარისა გიგაური მსახიობის მეოთხე ცოლი გახლდათ. მსახიობს მასთან დაშორების შემდეგ აღარ უქორწინია.

როგორ ცხოვრობს მას შემდეგ მსახიობი, რატომ არ ერევა პოლიტიკაში და რა შეცვალა პანდემიამ მის ცხოვრებაში, გიორგი გურგულია ambebi.ge-ს ესაუბრება:

- მსახიობებს შემოსავალი ნული გვაქვს, ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფოსგან ორასლარიანი დახმარება გვქონდა და ახლა ეგეც შეგვიწყვიტეს, გადარჩენაზე ვართ. ალბათ მთელი სამყაროც ასეა, დანაზოგი არ აქვს ხალხს და პრობლემები კი ბევრია. ვფიქრობ, საქართველოსა და ძალიან გაჭირვებული ქვეყნების გარდა, ხელოვანები ასეთ დღეში არსად არიან, რაღაც კომპენსაციები არსებობს, ჩვენ ძალიან უკან ვართ.

- კორონავირუსით ინფიცირებას თუ გადაურჩით, აცრილი ხართ?

- ორი წელია თითქმის კორონავირუსი მძვინვარებს და არ ავცრილვარ, პირბადეს დახურულ სივრცეში ვხმარობ. შარშან ზამთარში პატარა გრიპივით შეგვხვდა მე და ჩემ შვილს და მაშინ ვერ გაიგეს ექიმებმა, - შეიძლება კორონაც არისო. არ ვიცი, შეიძლება გადატანილიც მაქვს.

- წინასაარჩევნოდ არ აქტიურობთ, ვისი მხარდამჭერი ხართ?

- პოლიტიკიდან ცოტათი გამოვიწიე. ამ ორ ძალას, "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" ისე აწყობთ ერთმანეთი, რომ მესამე მოთამაშე არ სჭირდებათ. გიორგი გახარია გამოჩნდა და ორივე მხარემ ბრძოლა გამოუცხადა. კი ნახეთ, რომ მიშამ ბილეთიც აიღო. მაგას უკრაინაშიც არ აქვს საქმე კარგად და შეიძლება იქ დაჭერას, საქართველოში ერჩიოს, რადგან იმედი აქვს, რომ ქართველები ბოლომდე არ გაწირავენ. ეცდება საზღვარი გადმოლახოს, გადარჩენის ინსტიქტი აქვს. ქართველი პოლიტიკოსებიდან ძალიან ცოტა ადამიანი მომწონს. თეა წულუკიანი, გიორგი გახარია, როდესაც მინისტრები იყვნენ, ფეხზე დააყენეს რაღაცები, ასევე მომწონს, ვატო შაქარაშვილი. სიმპათიები კვლავაც გიორგი გახარიას მიმართ მაქვს. რამხელა აბსურდია, რომ "ნაციონალებს" აწებებენ.

- "ნაციონალური მოძრაობის" დროს ადამიანების უკანონო დაკავებას აპროტესტებდით, დღეს რა გიჩენთ პროტესტს?

- ადამიანების სოციალური მდგომარეობა არ გამოსწორებულა. ასევე კოჰაბიტაციაზე თავშივე ვუთხარი, რომ ეს იყო მათივე დამღუპველი პროცესი. თანამდებობებზე "ნაციონალების" მხარდამჭერები დატოვეს. ნიკა რურუას მინისტრობის დროიდან ვგრძნობდი, რომ ხელს მიშლიდნენ, კონკურსებში გავიმარჯვე და ფილმი არ გადამაღებინეს. მინიმუმ თანამდებობებიდან უნდა გაეშვათ ეს ხალხი, იმიტომ არის, რომ ხან სუს - იდან გამოუძვრებათ ინფორმაცია, ხან - საიდან.

- გჯერათ თქვენ სუს - ის ფაილების ნამდვილობის?

- ეკლესიას ებრძვიან და სახელმწიფოს რომ ეს არ აწყობს, ყველას გვესმის. ესეც ალბათ "ნაციონალური მოძრაობის" ხრიკებია. ძველი ბრძოლაა, რაც მიშა სააკაშვილის დროიდან მოდის. ჩემი მეგობარი ბერი ვარძიაში მარტო ცხოვრობს, მარტო იჯდა გამოქვაბულში და ისე გააღიზიანეს ჟურნალისტებმა, რომ გინება წამოსცდა კაცს. მიყვებოდა, - ვეფერე სამი საათი, ოთხი ვაშლი მქონდა, დავუჭერი და ეკლესიაში არ შემომყვნენო. ბერისთვის ძალიან ძნელია აგრესია და მერე უწმაწური სიტყვები... ძალიან გულგატეხილი იყო. ჩასაფრებულები არიან, რომ ბერსაც წამოაცდევინონ რამე, პროვოკაციებს უწყობენ, რომ ტალახი ესროლონ ეკლესიას.

- ერთი წლის წინ, კანონთან პრობლემა შეგექმნათ, ყოფილმა მეუღლემ გიჩივლათ, რა ეტაპზეა ეს საქმე?

- გაჩერებულია... თუ გახსოვთ წინასაარჩევნო პერიოდი იყო მაშინაც და რომ არ მეაქტიურა, გამაჩერეს. საშიშროება იყო მაშინაც, რომ მესამე ძალა არ გამოჩენილიყო, ჩამომაცილეს. "ნაციონალი" მეზობელი იყო დამუქრებული, რომ დამაკავებდნენ, არადა, რეალურად არაფერი სერიოზული არ ხდებოდა. ადრეც დარეკა ჩემმა ყოფილმა მეუღლემ პოლიციაში, მოვიდნენ, ნახეს რომ ბავშვი მეხუტებოდა, რომ მეჩხუბა, ბავშვი ასეთ მდგომარეობაში დახვდებოდათ? - პირველი გამოძახება ასე დასრულდა. მეორედაც ბავშვი მეხვეწებოდა, დამაძინე და ისე წადიო,- ტიროდა. ყოფილ მეუღლეს ვუთხარი რა პრობლემაა, ზღაპარს მოვუყვები, დაიძინებს და წავალ-მეთქი, გარეთ მეგობარი მელოდებოდა მოტოციკლეტით. მეუღლემ მითხრა, წადი, თორემ პოლიციაში დავრეკავო. ჩემი ნაჩუქარი ტელეფონი გამოვართვი, ცოტა ხანში ბავშვი რომ დამშვიდდა, მოტოციკლეტით წამოვედი და არ დავუბრუნე ტელეფონი. მითხრა, თუ არ დამიბრუნებ, საჩივარს დავწერო და მართლა დაწერა. მერე აღმოვაჩინე, რომ შეგინება ყოფილა "შენი დედა ვატირე" და "დედას გიტირებ" კიდევ მუქარა, რადგან მომავალში ეუბნები. ერთი პროცესის გარდა, აღარ განხილულა ეს საქმე, თუ პოლიტიკურად გავაქტიურდები, ალბათ მაგასაც გაააქტიურებენ.

- შვილის ნახვას თუ ახერხებთ ახლა?

- რა თქმა უნდა, ახლაც თვენახევარი ჩემთან ცხოვრობდა, იქ რემონტი ჰქონდათ. მართლა არ ვარ კონფლიქტური ადამიანი.

- რა გეგმები გაქვთ მომავალში, რას გააკეთებდით ხელს თუ არ შეგიშლიდნენ?

- ჩემი პროფესიით ვიმუშავებდი. საცოდაობაა, ზურა ყიფშიძე, მიშა გომიაშვილი ახლა ასე უნდა ვიყოთ?.. ჩვენ ახლა უხუცესთა თაობაში გადავედით, წინა თაობიდან ორი სამი კაცია ცოცხალი, ჯემალ ღაღანიძე, თენგიზ არჩვაძე... ჩვენ ვართ ახლა ის თაობა, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი რომ იყვნენ...

რაც შეეხება ჩემ საქმიანობას, კინოაკადემიის გამგეობის წევრი ვარ. ბუბა ხოტივარი მე და დათო ცინცაძემ გავიყვანეთ და "ნაციონალურ" ძალებზე გავამარჯვებინეთ. ბუბა იცით, რომ კორონავირუსით მაისში გარდაიცვალა და ახლა ისევ არჩევნები უნდა იყოს. "ქართული ფილმი", რომელიც 115 წლის არის, დაშალეს და სტუდიურ კინოდ აქციეს. რაც შეეძლოთ გაყიდეს, კინოაკადემიის შენობასაც ყიდდნენ და ბეწვზე მივუსწარით.

ახლა მე და დათოს ძალიან სერიოზული რეფორმა გვაქვს დაგეგმილი - კინოცენტრი, კინოაკადემია და ქართული ფილმი, რომელიც სამ ნაწილად გაყვეს, გავაერთიანოთ და სამხატვრო საბჭო შევქმნათ. სწორედ ამ თემაზე შევხვდებით კულტურის მინისტრს არჩევნების შემდეგ.