მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვიშის ფრენბურთში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გოგონათა გუნდმა  ეროვნული ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
ქვიშის ფრენბურთში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გოგონათა გუნდმა  ეროვნული ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

ქვი­შის ფრენ­ბურთში სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ტის გო­გო­ნა­თა გუნ­დმა, მიმ­დი­ნა­რე წლის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა. გო­გო­ნებ­მა ფი­ნალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის გუნ­დი და­ა­მარ­ცხეს. სა­ქარ­თვე­ლოს ფრენ­ბურ­თის ეროვ­ნულ­მა ფე­დე­რა­ცი­ამ გა­მარ­ჯვე­ვუ­ლებს ფუ­ლა­დი ჯილ­დო, 1500 ლარი გა­დას­ცა.

გუნდს ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატ­ში გა­მარ­ჯვე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი და­ვით გურ­გე­ნი­ძე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი ულო­ცა­ვენ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ უნი­ვერ­სი­ტი მსგავ­სი გა­მარ­ჯვე­ბით, ქვი­შის ფრენ­ბურთში სტუ-ის ვაჟ­თა გუნ­დმაც გა­ა­ხა­რა, რო­მელ­მაც ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა.

„ ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფარ­გლებ­ში, ეს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტთა მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ჯვე­ბაა. ვუ­ლო­ცავ ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გო­გო­ნა­თა გუნდს, მათ ღირ­სე­უ­ლად და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მო­ი­პო­ვეს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი! ქვეყ­ნის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლის ფლო­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სათ­ვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნაა. სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად გა­აგ­რძე­ლებს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას, სპორ­ტუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის აღორ­ძი­ნე­ბა­სა და ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბებ­ში სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. ასე­ვე ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ვი­შუ­რებთ, იმ სტუ­დენ­ტე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი არი­ან. სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­ურ საბ­ჭოს­თან შე­თან­ხმე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლია.“ - გა­ნა­ცხა­და რექ­ტორ­მა

ქვი­შის ფრენ­ბურთში სა­ქარ­თვე­ლოს 2021 წლის ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი, ფრენ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით ჩა­ტარ­და.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ქვიშის ფრენბურთში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გოგონათა გუნდმა  ეროვნული ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

ქვიშის ფრენბურთში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გოგონათა გუნდმა  ეროვნული ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

ქვიშის ფრენბურთში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის გოგონათა გუნდმა, მიმდინარე წლის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა. გოგონებმა ფინალში საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს. საქართველოს ფრენბურთის ეროვნულმა ფედერაციამ გამარჯვევულებს ფულადი ჯილდო, 1500 ლარი გადასცა.

გუნდს ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ულოცავენ. რამდენიმე დღის წინ უნივერსიტი მსგავსი გამარჯვებით, ქვიშის ფრენბურთში სტუ-ის ვაჟთა გუნდმაც გაახარა, რომელმაც ასევე საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

„ ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში, ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა მეორე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ვულოცავ ჩვენი უნივერსიტეტის გოგონათა გუნდს, მათ ღირსეულად და დამსახურებულად მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული! ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის ფლობა, ნებისმიერი უნივერსიტეტისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებას, სპორტული ტრადიციების აღორძინებასა და ახალგაზრდა თაობებში სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას. ასევე ძალისხმევას არ დავიშურებთ, იმ სტუდენტების წახალისებისათვის, რომლებიც წარმატებული სპორტსმენები არიან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.“ - განაცხადა რექტორმა

ქვიშის ფრენბურთში საქართველოს 2021 წლის ეროვნული ჩემპიონატი, ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

NS