პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტოპ 5 წიგნი, რომელიც ოქტომბერში უნდა წაიკითხო
ტოპ 5 წიგნი, რომელიც ოქტომბერში უნდა წაიკითხო

ოქ­ტომ­ბე­რი არის დრო, რო­დე­საც შე­მოდ­გო­მა ნამ­დვი­ლი ხდე­ბა. წი­თელ-ყვი­თე­ლი ფოთ­ლე­ბით მო­ფე­ნი­ლი ქუ­ჩე­ბი, ბნე­ლი სა­ღა­მო­ე­ბი, ად­რე­უ­ლი მზის ჩას­ვლის ხიბ­ლი, გვი­ან გა­სე­ირ­ნე­ბა და ცხე­ლი, არო­მა­ტუ­ლი ჩაი - ეს ყვე­ლა­ფე­რი წლის ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი და მომ­ხიბ­ვლე­ლი თვის მა­გი­აა. ოქ­ტომ­ბე­რი სავ­სეა სა­ო­ცა­რი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბით, რო­მელ­თაც წიგ­ნე­ბის გა­რე­შე ვერ ამოხ­სნით.

1. კირ­კე

მი­თო­ლო­გია - ის სფე­როა, რო­მე­ლიც ყვე­ლა დრო­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ადა­მი­ა­ნე­ბი დღემ­დე იკ­ვლე­ვენ მას, რად­გან მი­თებ­სა და ლე­გენ­დებ­ში კა­ცობ­რი­ო­ბის უდი­დე­სი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი იმა­ლე­ბა. თუ გინ­დათ, რომ ისე­თი წიგ­ნი წა­ი­კი­თხოთ, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე გვერ­დე­ბი­დან სა­ო­ცარ სამ­ყა­რო­ში გა­და­გაგ­დებთ და ვერ და­ხუ­რავთ წიგნს, სა­ნამ კი­თხვას არ და­ას­რუ­ლებთ, მა­შინ მა­დე­ლინ მი­ლე­რის „კირ­კე“ - იდე­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა. „კირ­კე“ 2018 წელს, new York times-ის წლის ბესტსე­ლე­რე­ბის სი­ა­ში პირ­ველ ად­გი­ლას მოხ­ვდა.

თქვენს წი­ნა­შე ძველ­ბერ­ძნუ­ლი ქალღმერ­თის, ბრწყინ­ვა­ლე ჰე­ლი­ო­სის და პერ­სე­ი­დას ქა­ლიშ­ვი­ლის, კირ­კეს ცხოვ­რე­ბა გა­და­იშ­ლე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი უსას­რუ­ლო სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე, ჯა­დოქ­რო­ბის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს და­ე­უფ­ლე­ბა. ჯა­დოქ­რო­ბა­ში მას ბა­და­ლი არ ჰყავს... კირ­კე კუნ­ძუ­ლებს ილუ­ზი­ის სა­ბურ­ველ­ში ხვევს და თავ­ხედ სტუმ­რებს, ცხო­ვე­ლე­ბად აქ­ცევს. გა­უ­მა­ძღარ სკი­ლას ამ­შვი­დებს და ადა­მი­ა­ნებს გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი სე­ნის­გან არ­ჩენს. იმოგ­ზა­უ­რეთ ძვე­ლი სა­ბერ­ძნე­თის ნა­თელ და ფე­რად ატ­მოს­ფე­რო­ში და შეხ­ვდით მი­თე­ბის გმი­რებს. „კირ­კე“ 30 ენა­ზეა ნა­თარ­გმნი. 2018 წელს კი კომ­პა­ნია HBO Max-მა შე­ის­ყი­და „კირ­კეს“ ეკ­რა­ნი­ზე­ბის უფ­ლე­ბა.

2. ლა­ზი­ე­რის გამ­ბი­ტი

უოლ­ტერ ტე­ვი­სის რო­მა­ნი აღი­ა­რე­ბუ­ლია მე-20 სა­უ­კუ­ნის ამე­რი­კუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კად. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი პრო­ზა, ცო­ცხა­ლი და ძლი­ე­რი გმი­რი, რომ­ლის ბედ­ზე რე­ა­ლუ­რად ღე­ლავ. უოლ­ტერ ტე­ვი­სი თა­ვად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ჭად­რა­კე იყო, ამი­ტომ, წიგნ­ში მო­თხრო­ბი­ლია თა­მა­ში - სრულ­ყო­ფი­ლი სი­ზუს­ტით, რომ­ლის წა­კი­თხვა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა დამ­წყე­ბი მო­ჭად­რა­კის­თვის. სი­უ­ჟე­ტი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი დი­ნა­მი­კით, ძა­ლი­ან მკა­ფიო პერ­სო­ნა­ჟე­ბი­თა და ჭად­რა­კის სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ვნე­ბე­ბი­თაა გან­მსჭვა­ლუ­ლი. ამ­ბა­ვი ბეტ ჰარ­მო­ნის - ვუნ­დერ­კინ­გი გო­გო­ნას შე­სა­ხე­ბაა, რო­მე­ლიც დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ბავ­შვთა სახ­ლში მოხ­ვდე­ბა. სიყ­ვა­რულს და ემო­ცი­ურ მხარ­და­ჭე­რას მოკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვი, თავ­შე­სა­ფარს ჭად­რა­კის სამ­ყა­რო­ში პო­უ­ლობს...

3. ცო­ცხლად დამ­წვა­რი

სუ­ა­დის ეს სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი რო­მა­ნი მრა­ვალ ენა­ზეა ნა­თარ­გმნი. „ცო­ცხლად დამ­წვა­რი“ წარ­მო­ად­გენს აღ­სა­რე­ბას ქა­ლის უნი­კა­ლუ­რი და ტრა­გი­კუ­ლი ბე­დი­სა, რო­მელ­საც ჩვიდ­მე­ტი წლის ასაკ­ში, „ოჯა­ხის წევ­რე­ბის ღირ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ“ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, უახ­ლო­ე­სი პი­რე­ბი სიკ­ვდი­ლით დას­ჯას მი­უს­ჯი­ან. წიგ­ნი ასე­ვე არის მისი სას­წა­უ­ლებ­რი­ვი ხსნის შე­სა­ხებ, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც მის და­სახ­მა­რებ­ლად მო­ვიდ­ნენ. ეს არის დო­კუ­მენ­ტუ­რი თხზუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ბესტსე­ლე­რი გახ­და.

4. თა­ნა­მედ­რო­ვე სიყ­ვა­რუ­ლი

წიგნ­ში თავ­მოყ­რი­ლია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში „ნიუ-იორ­კერ­ში", რე­დაქ­ტო­რის სვეტ­ში გა­მო­ცე­მულ მოკ­ლე მო­თხრო­ბე­ბი, რო­მელ­თა ავ­ტო­რე­ბიც ანო­ნი­მუ­რე­ბი არი­ან, ხოლო მათ ტექ­სტებს სა­ერ­თო თემა - თა­ნა­მედ­რო­ვე სიყ­ვა­რუ­ლი აერ­თი­ა­ნებს. სიყ­ვა­რუ­ლის მა­ცო­ცხლე­ბე­ლი თვი­სე­ბა მგრძნო­ბი­ა­რო­ბაა, მას კი ბევ­რი ფორ­მა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. თუმ­ცა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში მგრძნო­ბი­ა­რო­ბა ნიშ­ნავს, არ შე­უ­შინ­დე და­კარ­გვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მაგ­რამ, იმავდრო­უ­ლად და რაც უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია! - გა­ა­ჩი­ნო კავ­ში­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც, ეს უკა­ნას­კნე­ლი კი რის­კის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია.

სიყ­ვა­რულს ბევ­რი სხვა­დას­ხვა თვი­სე­ბა აქვს და მრა­ვალ­გვა­რია: რო­მან­ტი­კუ­ლი, ოჯა­ხუ­რი, დე­დაშ­ვი­ლუ­რი, ტრა­დი­ცი­უ­ლი თუ არატ­რა­დი­ცი­უ­ლი, უიღ­ბლო, ბედ­ნი­ე­რი, ზოგ­ჯერ სას­ტი­კიც და რო­გო­რიც უნდა ეწ­ვი­ოს, ადა­მი­ა­ნი ბევრ რა­მეს სწავ­ლობს - ეს წიგ­ნი შეგ­ვახ­სე­ნებს, რომ სიყ­ვა­რუ­ლი უა­სა­კოა და მას სი­ცო­ცხლის ყვე­ლა მო­ნაკ­ვეთ­ში მად­ლი­ე­რე­ბით უნდა შეხ­ვდე, მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, რამ­დე­ნად ხან­გრძლი­ვი თუ ხან­მოკ­ლე იქ­ნე­ბა.

5. ღირ­სე­ბა

ელიფ შა­ფა­ქის ამ რო­მან­ში მოქ­მე­დე­ბა ლონ­დონ­ში ვი­თარ­დე­ბა. ამ­ბა­ვი ერთი ოჯა­ხის სამი თა­ო­ბის შე­სა­ხე­ბაა, რო­მელ­თა ცხოვ­რე­ბა­საც გენ­დე­რი, კულ­ტუ­რა, ტრა­დი­ცი­ე­ბი და ცრურ­წმე­ნე­ბი გან­სა­ზღვრავს. ელიფ შა­ფა­ქის “ღირ­სე­ბა” ძი­რი­თა­დად კულ­ტუ­რულ სა­კი­თხებს ეხე­ბა. წიგნ­ში რე­ა­ლის­ტუ­რი ამ­ბე­ბის გარ­და მის­ტი­კურ ელე­მენ­ტებ­საც ვხვდე­ბით, თუმ­ცა ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი ოჯახ­ზე, სიყ­ვა­რულ­ზე, ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და ტრა­დი­ცი­ებ­ზეა. “ღირ­სე­ბა” მტკივ­ნე­უ­ლად წა­სა­კი­თხი წიგ­ნია. მტკივ­ნე­უ­ლია იმით, რომ ვხე­დავთ, რო­გორ ზრდი­ან ქა­ლე­ბი თა­ვი­ანთ ვა­ჟებს ისეთ კა­ცე­ბად, რო­გო­რებ­საც თა­ვად­ვე გა­ურ­ბი­ან; რო­გორ ღა­ლა­ტო­ბენ, სცე­მენ და კლა­ვენ ასე­თი კა­ცე­ბი ცო­ლებს; რო­გორ არი­ან მარ­ტო­ო­ბის­თვის გან­წი­რუ­ლი “ღირ­სე­ბა­შე­ლა­ხუ­ლი” ახალ­გაზ­რდა გო­გო­ე­ბი; რო­გორ მიჰ­ყავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ დამ­კვიდ­რე­ბულ ნორ­მებს ადა­მი­ა­ნის ბე­დის­წე­რა ტრა­გე­დი­ამ­დე. მტკივ­ნე­უ­ლია, რად­გან დრო და ად­გი­ლი, რო­მელ­ზეც ელიფ შა­ფა­ქი წერს, სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩვენ­გან არც ისე შორ­საა.

საქო
1

ჩათვალე, რომ წაკითხული მაქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ტოპ 5 წიგნი, რომელიც ოქტომბერში უნდა წაიკითხო

ტოპ 5 წიგნი, რომელიც ოქტომბერში უნდა წაიკითხო

ოქტომბერი არის დრო, როდესაც შემოდგომა ნამდვილი ხდება. წითელ-ყვითელი ფოთლებით მოფენილი ქუჩები, ბნელი საღამოები, ადრეული მზის ჩასვლის ხიბლი, გვიან გასეირნება და ცხელი, არომატული ჩაი - ეს ყველაფერი წლის ყველაზე უცნაური და მომხიბვლელი თვის მაგიაა. ოქტომბერი სავსეა საოცარი საიდუმლოებებით, რომელთაც წიგნების გარეშე ვერ ამოხსნით.

1. კირკე

მითოლოგია - ის სფეროა, რომელიც ყველა დროში აქტუალურია. ადამიანები დღემდე იკვლევენ მას, რადგან მითებსა და ლეგენდებში კაცობრიობის უდიდესი საიდუმლოებები იმალება. თუ გინდათ, რომ ისეთი წიგნი წაიკითხოთ, რომელიც პირველივე გვერდებიდან საოცარ სამყაროში გადაგაგდებთ და ვერ დახურავთ წიგნს, სანამ კითხვას არ დაასრულებთ, მაშინ მადელინ მილერის „კირკე“ - იდეალური არჩევანი იქნება. „კირკე“ 2018 წელს, new York times-ის წლის ბესტსელერების სიაში პირველ ადგილას მოხვდა.

თქვენს წინაშე ძველბერძნული ქალღმერთის, ბრწყინვალე ჰელიოსის და პერსეიდას ქალიშვილის, კირკეს ცხოვრება გადაიშლება, რომელიც თავისი უსასრულო სიცოცხლის მანძილზე, ჯადოქრობის საიდუმლოებებს დაეუფლება. ჯადოქრობაში მას ბადალი არ ჰყავს... კირკე კუნძულებს ილუზიის საბურველში ხვევს და თავხედ სტუმრებს, ცხოველებად აქცევს. გაუმაძღარ სკილას ამშვიდებს და ადამიანებს განუკურნებელი სენისგან არჩენს. იმოგზაურეთ ძველი საბერძნეთის ნათელ და ფერად ატმოსფეროში და შეხვდით მითების გმირებს. „კირკე“ 30 ენაზეა ნათარგმნი. 2018 წელს კი კომპანია HBO Max-მა შეისყიდა „კირკეს“ ეკრანიზების უფლება.

2. ლაზიერის გამბიტი

უოლტერ ტევისის რომანი აღიარებულია მე-20 საუკუნის ამერიკული ლიტერატურის კლასიკად. წარმოუდგენელი კინემატოგრაფიული პროზა, ცოცხალი და ძლიერი გმირი, რომლის ბედზე რეალურად ღელავ. უოლტერ ტევისი თავად პროფესიონალი მოჭადრაკე იყო, ამიტომ, წიგნში მოთხრობილია თამაში - სრულყოფილი სიზუსტით, რომლის წაკითხვა განსაკუთრებით საინტერესოა დამწყები მოჭადრაკისთვის. სიუჟეტი წარმოუდგენელი დინამიკით, ძალიან მკაფიო პერსონაჟებითა და ჭადრაკის სამყაროში არსებული ვნებებითაა განმსჭვალული. ამბავი ბეტ ჰარმონის - ვუნდერკინგი გოგონას შესახებაა, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ ბავშვთა სახლში მოხვდება. სიყვარულს და ემოციურ მხარდაჭერას მოკლებული ბავშვი, თავშესაფარს ჭადრაკის სამყაროში პოულობს...

3. ცოცხლად დამწვარი

სუადის ეს სულისშემძვრელი რომანი მრავალ ენაზეა ნათარგმნი. „ცოცხლად დამწვარი“ წარმოადგენს აღსარებას ქალის უნიკალური და ტრაგიკული ბედისა, რომელსაც ჩვიდმეტი წლის ასაკში, „ოჯახის წევრების ღირსების წინააღმდეგ“ ჩადენილი დანაშაულისთვის, უახლოესი პირები სიკვდილით დასჯას მიუსჯიან. წიგნი ასევე არის მისი სასწაულებრივი ხსნის შესახებ, იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მის დასახმარებლად მოვიდნენ. ეს არის დოკუმენტური თხზულება, რომელიც მსოფლიოს ბესტსელერი გახდა.

4. თანამედროვე სიყვარული

წიგნში თავმოყრილია წლების განმავლობაში „ნიუ-იორკერში", რედაქტორის სვეტში გამოცემულ მოკლე მოთხრობები, რომელთა ავტორებიც ანონიმურები არიან, ხოლო მათ ტექსტებს საერთო თემა - თანამედროვე სიყვარული აერთიანებს. სიყვარულის მაცოცხლებელი თვისება მგრძნობიარობაა, მას კი ბევრი ფორმა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა ყველა შემთხვევაში მგრძნობიარობა ნიშნავს, არ შეუშინდე დაკარგვის შესაძლებლობას, მაგრამ, იმავდროულად და რაც უფრო მნიშვნელოვანია! - გააჩინო კავშირების შესაძლებლობაც, ეს უკანასკნელი კი რისკის გარეშე შეუძლებელია.

სიყვარულს ბევრი სხვადასხვა თვისება აქვს და მრავალგვარია: რომანტიკული, ოჯახური, დედაშვილური, ტრადიციული თუ არატრადიციული, უიღბლო, ბედნიერი, ზოგჯერ სასტიკიც და როგორიც უნდა ეწვიოს, ადამიანი ბევრ რამეს სწავლობს - ეს წიგნი შეგვახსენებს, რომ სიყვარული უასაკოა და მას სიცოცხლის ყველა მონაკვეთში მადლიერებით უნდა შეხვდე, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად ხანგრძლივი თუ ხანმოკლე იქნება.

5. ღირსება

ელიფ შაფაქის ამ რომანში მოქმედება ლონდონში ვითარდება. ამბავი ერთი ოჯახის სამი თაობის შესახებაა, რომელთა ცხოვრებასაც გენდერი, კულტურა, ტრადიციები და ცრურწმენები განსაზღვრავს. ელიფ შაფაქის “ღირსება” ძირითადად კულტურულ საკითხებს ეხება. წიგნში რეალისტური ამბების გარდა მისტიკურ ელემენტებსაც ვხვდებით, თუმცა ძირითადი აქცენტი ოჯახზე, სიყვარულზე, ურთიერთობებსა და ტრადიციებზეა. “ღირსება” მტკივნეულად წასაკითხი წიგნია. მტკივნეულია იმით, რომ ვხედავთ, როგორ ზრდიან ქალები თავიანთ ვაჟებს ისეთ კაცებად, როგორებსაც თავადვე გაურბიან; როგორ ღალატობენ, სცემენ და კლავენ ასეთი კაცები ცოლებს; როგორ არიან მარტოობისთვის განწირული “ღირსებაშელახული” ახალგაზრდა გოგოები; როგორ მიჰყავს საზოგადოების მიერ დამკვიდრებულ ნორმებს ადამიანის ბედისწერა ტრაგედიამდე. მტკივნეულია, რადგან დრო და ადგილი, რომელზეც ელიფ შაფაქი წერს, სინამდვილეში ჩვენგან არც ისე შორსაა.