პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"რა ქნას გამომძიებელმა, რომ სულ ფეხებზე ჰკიდია გუჯაბიძეც და მისი საქმის გამოძიებაც?! თავს დამცირებულად  ვგრძნობ..." - რას წერს ბიძინა გუჯაბიძის მეუღლე
"რა ქნას გამომძიებელმა, რომ სულ ფეხებზე ჰკიდია გუჯაბიძეც და მისი საქმის გამოძიებაც?! თავს დამცირებულად  ვგრძნობ..." - რას წერს ბიძინა გუჯაბიძის მეუღლე

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რის ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძის მე­უღ­ლე, მაკა სა­ხუ­რია ერთი წლის წინ მე­უღ­ლის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს­თან და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ჩემი მე­უღ­ლე, ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძე, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა 2020 წლის 12 ნო­ემ­ბერს. არა­სო­დეს უა­ვად­მყო­ფია, არა­ფე­რი აწუ­ხებ­და, მხნედ და ჯან­მრთე­ლად გრძნობ­და თავს. სახ­ლი­დან გა­ვი­და, ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბას­თან, ხო­შა­რა­უ­ლის ქუ­ჩა­ზე, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი საჭ­რე­ლი აპა­რა­ტი (ე.წ. ბალ­გარ­კა) მი­ი­ტა­ნა შე­სა­კე­თებ­ლად, იქვე მო­უ­ვი­და გუ­ლის შე­ტე­ვა და სას­წრა­ფოს მოს­ვლამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. მას თან ახ­ლდა ახ­ლო­ბე­ლი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ნა­ხა და მო­ის­მი­ნა. ეჭვი არა­ვის შე­პარ­ვია, რომ ეს ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლი იყო და გუ­ლის შე­ტე­ვით მსგავ­სი ფორ­მით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან ხში­რია. ასე გარ­და­იც­ვა­ლა ბი­ძი­ნას სულ ახალ­გაზ­რდა ძმა და მა­მაც, მაგ­რამ რად­გან შემ­თხვე­ვა ქუ­ჩა­ში მოხ­და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იქ გაჩ­ნდა პო­ლი­ცი­აც და ცხედ­რის სახ­ლში წა­მოს­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მომ­ცეს. ექ­სპერ­ტი­ზა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­აო და ამას ვერ შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბუ­ნებ­რივ სიკ­ვდილ­ზე ეჭ­ვის შე­სა­ტა­ნი სა­ერ­თოდ არა­ფე­რი იყო იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში იმ სა­ღა­მოს და­ტო­ვეს და მხო­ლოდ მე­ო­რე დღეს გა­მო­მა­ტა­ნეს, შუ­ა­დღი­სას. საქ­მეს იძი­ებ­და დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცია და პრო­კუ­რა­ტუ­რა, და­ვი­კი­თხეთ ყვე­ლა, მეც, თვითმხილ­ვე­ლე­ბიც, მძღო­ლიც. მისი პი­რა­დი ნივ­თე­ბი დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა რა­მინ ება­ნო­ი­ძემ და­ლუ­ქა, მათ შო­რის ბი­ძი­ნას მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნიც.

ექ­სპერ­ტი­ზა რომ მძი­მე რა­მაა, აქამ­დეც გა­მი­გია, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი, თუ ასე გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის უნდა ამო­ეჭ­რათ ყვე­ლა ორ­გა­ნო და და­ე­ჩე­ხათ ცხე­და­რი. ეს ჭი­რი­სუფ­ლის­თვის უმ­ძი­მე­სია. ფაქ­ტობ­რი­ვად, ნა­ხე­ვარ კაცს ასაფ­ლა­ვებ, გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლია ნახ­ვა მო­კე­რი­ლი თა­ვის და როცა მო­გი­ვა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რომ თურ­მე 385 გრამს იწო­ნის მისი გული, ამოჭ­რეს, აწო­ნეს და და­ა­მუ­შა­ვეს თირკმე­ლი თუ სხვა ორ­გა­ნო­ე­ბი, შენს სა­სო­წარ­კვე­თას სა­ზღვა­რი არ აქვს. დას­კვნა რომ წა­ვი­კი­თხე, რამ­დე­ნი­მე დღე გონს ვერ მოვ­დი­ო­დი...

მი­თხრეს, რომ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას დას­ჭირ­დე­ბო­და 45 სა­მუ­შაო დღე. მე მეჩ­ქა­რე­ბო­და დას­კვნის მი­ღე­ბა, რათა და­მებ­რუ­ნე­ბი­ნა მისი ტე­ლე­ფო­ნი და გა­მეს­წო­რე­ბი­ნა სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, ასე­ვე მი­მე­ღო მისი სი­ცო­ცხლის და­ზღვე­ვის ანა­ზღა­უ­რე­ბა. ბან­კე­ბი და სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას მთხოვ­დნენ. თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე ვუ­რე­კავ­დი სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­როს, მაგ­რამ ცხელ ხაზ­ზე მხო­ლოდ იმას მპა­სუ­ხობ­დნენ, რომ დას­კვნა მზად არ არის, ხოლო თუ რა­ტომ არ არის ან და­ახ­ლო­ე­ბით რო­დის შე­იძ­ლე­ბა იყოს, არა­ვინ მიმ­ხელ­და.

თავი რომ არ შე­გა­წყი­ნოთ, 2020 წლის 12 ნო­ემ­ბრი­დან, 45 სა­მუ­შაო დღის ნაც­ვლად, 8 თვე­ზე მეტი დას­ჭირ­დათ ექ­სპერ­ტებს, რომ და­ე­წე­რათ არაფ­რისმთქმე­ლი დი­აგ­ნო­ზი, რაც ისე­დაც ვი­ცო­დი, რომ ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძე ინ­ფარ­ქტით გარ­და­იც­ვა­ლა. არ გე­გო­ნოთ, რომ ამ 8 თვე­ში ექ­სპერ­ტებ­მა სა­კუ­თა­რი კე­თი­ლი ნე­ბით და­დეს ეს დას­კვნა. სა­ნამ არ ჩავ­რიე გავ­ლე­ნი­ა­ნი ხალ­ხი, არა­ფე­რი გა­კეთ­და და როცა გა­კეთ­და, მი­თხრეს, რომ უბ­რა­ლოდ მიგ­დე­ბუ­ლი იყო, რომ არა ამ ხალ­ხის მონ­დო­მე­ბა, დას­კვნა თვე­ე­ბი და წლე­ბი არ მე­ღირ­სე­ბო­და.

28 ივ­ლი­სის მერე ყო­ვე­ლი კვი­რის და­სა­წყის­ში ვუ­რე­კავ გა­მომ­ძი­ე­ბელ რა­მინ ება­ნო­ი­ძეს და ვთხოვ, რომ და­მიბ­რუ­ნოს მე­უღ­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი სახ­სო­ვა­რია და ბევ­რს ნიშ­ნავს, ის ყო­ველ ჯერ­ზე მპირ­დე­ბა, რომ ამ კვი­რის ბო­ლოს და­მიბ­რუ­ნებს, მაგ­რამ კვი­რის ბო­ლოს მე­უბ­ნე­ბა, რომ ან ახლა თა­ვა­დაა შვე­ბუ­ლე­ბა­ში, ან მერე საქ­მის პრო­კუ­რო­რი გა­ვი­და შვე­ბუ­ლე­ბა­ში, ხან პრო­კუ­რო­რი არის მივ­ლი­ნე­ბა­ში და სა­ნამ ის საქ­მის შე­წყვე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ და­წერს, ტე­ლე­ფონს ვერ და­მიბ­რუ­ნებს, ხან მე­უბ­ნე­ბა, რომ საქ­მის შე­წყვე­ტის გა­რე­შეც კი მომ­ცემ­და ტე­ლე­ფონს, მაგ­რამ სა­დღაც სა­ცავ­ში ინა­ხე­ბა და მან წე­რი­ლი უნდა მის­წე­როს იმ სა­ცავს, რომ გა­მო­უ­ტა­ნონ ტე­ლე­ფო­ნი და რო­გორც ჩანს, ამ წე­რი­ლის მი­წე­რა ავი­წყდე­ბა. ბო­ლოს­წი­ნა და­რეკ­ვა­ზე მი­თხრა, რომ თქვე­ნი მრცხვე­ნი­აო და მომ­დევ­ნო კვი­რის ბო­ლომ­დე უეჭ­ვე­ლად და­გიბ­რუ­ნებ­თო. ყო­ველ­თვის მე­ლა­პა­რა­კე­ბა გულ­გრი­ლად და უხე­შად, ყო­ველ­გვა­რი სინ­დი­სის ქენ­ჯნის გა­რე­შე. ამ პა­რას­კევ­საც რომ არ და­მიბ­რუ­ნა, გავ­ცხარ­დი და ვუ­თხა­რი, რომ ეს არის უპატ­ვი­ცე­მუ­ლო­ბა, ყვე­ლას და ყვე­ლაფ­რის ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბა. ჯიბრში ჩა­მიდ­გა, ვა­პი­რებ­დი მო­ცე­მას და ახლა აღარ მოგ­ცემთ, პრო­კუ­რორს და იმის ზემ­დგომს და­ვე­ლო­დე­ბი და თქვენც ელო­დე­თო. ანუ უკვე 2 თვეა პო­ლი­ცი­ამ და პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ი­ღო სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­როს დას­კვნა და იცი­ან, რომ გა­მო­ძი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა სა­ჭი­რო აღარ არის, ადა­მი­ა­ნი ბუ­ნებ­რი­ვად გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ რა ქნას რა­მინ­მა, რომ სულ ფე­ხებ­ზე ჰკი­დია გუ­ჯა­ბი­ძეც, მისი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბაც, მისი მე­უღ­ლეც, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეც და სა­კუ­თა­რი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბიც?

ჰუ­მა­ნიზმსა და ადა­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ზე სა­ერ­თოდ აღა­რა­ფერს ვამ­ბობ. მე კი­დევ შე­მიძ­ლია შე­ვა­წუ­ხო ბი­ძი­ნას მე­გობ­რე­ბი, რომ ამ­ჯე­რად ამ ადა­მი­ა­ნის­გან და­მიხ­სნან, და­ვიბ­რუ­ნო მე­უღ­ლის ნივ­თი, საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლიც, მაგ­რამ ჩემ­თვის მხო­ლოდ მისი სახ­სო­ვა­რი... მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლუ­რად არ ვე­უბ­ნე­ბი არა­ვის, მა­ინ­ტე­რე­სებს, სა­ნამ­დე მივა პო­ლი­ცი­ე­ლის გულ­გრი­ლო­ბა და უხე­შო­ბა?! თავს დამ­ცი­რე­ბუ­ლად და და­ჩაგ­რუ­ლად ვგრძნობ. რა­ტომ უნდა მჭირ­დე­ბო­დეს სხვე­ბის შე­წუ­ხე­ბა? რა­მეს გა­ურ­კვევ­ლად ვე­უბ­ნე­ბი და უკა­ნო­ნოს ვი­თხოვ თუ რა? ერთი უბ­რა­ლო და უპ­რე­ტენ­ზიო მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ და რად­გან გავ­ლე­ნა და ცნო­ბა­დო­ბა არ მაქვს, ასე ფე­ხებ­ზე უნდა და­მი­კი­დოს პო­ლი­ცი­ელ­მა?

აი, ასე­თი ხალ­ხი არ აძ­ლევს ამ სა­ხელ­მწი­ფოს წინსვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. აქ მო­ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სი ფე­ხებ­ზე ჰკი­დია მო­ხე­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას. მე კი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო შე­საძ­ლოა სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ამ უარი მი­თხრას სი­ცო­ცხლის და­ზღვე­ვის კომ­პენ­სა­ცი­ა­ზე მა­შინ, როცა ჩემს მე­უღ­ლეს ამ სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ის­თვის სო­ლი­დუ­რი თან­ხა აქვს გა­დახ­დი­ლი, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ვა­დე­ბი აქვს, როცა ჩვენს ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი, შე­იძ­ლე­ბა ბან­კმა მისი სეს­ხი პრობ­ლე­მუ­რად მიქ­ცი­ოს ამ დაგ­ვი­ა­ნე­ბე­ბის გამო და მო­რა­ლურ ზი­ანს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ფი­ნან­სუ­რი ზი­ა­ნი მო­მად­გეს სე­რი­ო­ზუ­ლი. ყვე­ლა­ფერ ამას თა­ვა­ზი­ა­ნად ვე­უბ­ნე­ბი ამ ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ "ჩემი ჩი­ვი­ლი ვის ეს­მის?"

ახლა მოგ­მარ­თავთ შსს-ში, პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და სხვა ოფი­ცი­ა­ლურ უწყე­ბებ­ში და­საქ­მე­ბულ ჩემს ახ­ლობ­ლებს, გა­მომ­ძი­ე­ბელ რა­მინ ება­ნო­ი­ძი­სა და პრო­კუ­რორ ლაშა გამ­ყრე­ლი­ძის ამ­გვა­რი ქცე­ვა ნორ­მა­ლუ­რია? შე­იძ­ლე­ბა ასე უხეთ­ქონ გული ადა­მი­ა­ნებს? აშენ­დე­ბა ასე სა­ხელ­მწი­ფო? მე პი­რა­დად არა­ნა­ი­რი ნდო­ბა არც სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­რო­სა და არც ამ ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი არ მაქვს. ასე ყვე­ლაფ­რის გა­ბი­აბ­რუ­ე­ბა უბ­რა­ლოდ მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის­თვის, თო­რემ ჯან­და­ბას ერთი მაკა სა­ხუ­რია და ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძე... და ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ ფონ­ზე, როცა თურ­მე არ­სე­ბობს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ბრძა­ნე­ბა, რომ ყვე­ლა ნივთმტკი­ცე­ბა დრო­უ­ლად და შე­უ­ფერ­ხებ­ლად და­უბ­რუ­ნონ მფლო­ბე­ლებს".

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
temur
99

ასეთი ინტრიგნობით ვერ მიიღებს მობილურს კაი ხანს ...........................

გია პაპა
12

გამოხტებიან ეხლა ტროლები და ჯოჯოები და ამ ქალბატონს გაამტყუნებენ კიდევ, ეეხ, ამ ქვეყანას აღარაფერი ეშველება.

ავტორი:

"რა ქნას გამომძიებელმა, რომ სულ ფეხებზე ჰკიდია გუჯაბიძეც და მისი საქმის გამოძიებაც?! თავს დამცირებულად  ვგრძნობ..." - რას წერს ბიძინა გუჯაბიძის მეუღლე

"რა ქნას გამომძიებელმა, რომ სულ ფეხებზე ჰკიდია გუჯაბიძეც და მისი საქმის გამოძიებაც?! თავს დამცირებულად  ვგრძნობ..." - რას წერს ბიძინა გუჯაბიძის მეუღლე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ბიძინა გუჯაბიძის მეუღლე, მაკა სახურია ერთი წლის წინ მეუღლის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ექსპერტიზის ბიუროსთან და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან ურთიერთობის საკუთარი გამოცდილების შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"ჩემი მეუღლე, ბიძინა გუჯაბიძე, მოულოდნელად გარდაიცვალა 2020 წლის 12 ნოემბერს. არასოდეს უავადმყოფია, არაფერი აწუხებდა, მხნედ და ჯანმრთელად გრძნობდა თავს. სახლიდან გავიდა, ელიავას ბაზრობასთან, ხოშარაულის ქუჩაზე, დაზიანებული საჭრელი აპარატი (ე.წ. ბალგარკა) მიიტანა შესაკეთებლად, იქვე მოუვიდა გულის შეტევა და სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა. მას თან ახლდა ახლობელი, რომელმაც ყველაფერი დაინახა და მოისმინა. ეჭვი არავის შეპარვია, რომ ეს ბუნებრივი სიკვდილი იყო და გულის შეტევით მსგავსი ფორმით სიკვდილიანობა ძალიან ხშირია. ასე გარდაიცვალა ბიძინას სულ ახალგაზრდა ძმა და მამაც, მაგრამ რადგან შემთხვევა ქუჩაში მოხდა, რასაკვირველია, იქ გაჩნდა პოლიციაც და ცხედრის სახლში წამოსვენების უფლება არ მომცეს. ექსპერტიზა აუცილებელიაო და ამას ვერ შევეწინააღმდეგებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივ სიკვდილზე ეჭვის შესატანი საერთოდ არაფერი იყო იმ სიტუაციაში.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იმ საღამოს დატოვეს და მხოლოდ მეორე დღეს გამომატანეს, შუადღისას. საქმეს იძიებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიცია და პროკურატურა, დავიკითხეთ ყველა, მეც, თვითმხილველებიც, მძღოლიც. მისი პირადი ნივთები დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა რამინ ებანოიძემ დალუქა, მათ შორის ბიძინას მობილური ტელეფონიც.

ექსპერტიზა რომ მძიმე რამაა, აქამდეც გამიგია, მაგრამ არ ვიცოდი, თუ ასე გულის შეტევით გარდაცვლილი ადამიანისთვის უნდა ამოეჭრათ ყველა ორგანო და დაეჩეხათ ცხედარი. ეს ჭირისუფლისთვის უმძიმესია. ფაქტობრივად, ნახევარ კაცს ასაფლავებ, გამანადგურებელია ნახვა მოკერილი თავის და როცა მოგივა ექსპერტიზის დასკვნა, რომ თურმე 385 გრამს იწონის მისი გული, ამოჭრეს, აწონეს და დაამუშავეს თირკმელი თუ სხვა ორგანოები, შენს სასოწარკვეთას საზღვარი არ აქვს. დასკვნა რომ წავიკითხე, რამდენიმე დღე გონს ვერ მოვდიოდი...

მითხრეს, რომ ექსპერტიზის დასკვნას დასჭირდებოდა 45 სამუშაო დღე. მე მეჩქარებოდა დასკვნის მიღება, რათა დამებრუნებინა მისი ტელეფონი და გამესწორებინა საბანკო ვალდებულებები, ასევე მიმეღო მისი სიცოცხლის დაზღვევის ანაზღაურება. ბანკები და სადაზღვევო კომპანია ექსპერტიზის დასკვნას მთხოვდნენ. თვეების მანძილზე ვურეკავდი სამხარაულის ბიუროს, მაგრამ ცხელ ხაზზე მხოლოდ იმას მპასუხობდნენ, რომ დასკვნა მზად არ არის, ხოლო თუ რატომ არ არის ან დაახლოებით როდის შეიძლება იყოს, არავინ მიმხელდა.

თავი რომ არ შეგაწყინოთ, 2020 წლის 12 ნოემბრიდან, 45 სამუშაო დღის ნაცვლად, 8 თვეზე მეტი დასჭირდათ ექსპერტებს, რომ დაეწერათ არაფრისმთქმელი დიაგნოზი, რაც ისედაც ვიცოდი, რომ ბიძინა გუჯაბიძე ინფარქტით გარდაიცვალა. არ გეგონოთ, რომ ამ 8 თვეში ექსპერტებმა საკუთარი კეთილი ნებით დადეს ეს დასკვნა. სანამ არ ჩავრიე გავლენიანი ხალხი, არაფერი გაკეთდა და როცა გაკეთდა, მითხრეს, რომ უბრალოდ მიგდებული იყო, რომ არა ამ ხალხის მონდომება, დასკვნა თვეები და წლები არ მეღირსებოდა.

28 ივლისის მერე ყოველი კვირის დასაწყისში ვურეკავ გამომძიებელ რამინ ებანოიძეს და ვთხოვ, რომ დამიბრუნოს მეუღლის მობილური ტელეფონი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი სახსოვარია და ბევრს ნიშნავს, ის ყოველ ჯერზე მპირდება, რომ ამ კვირის ბოლოს დამიბრუნებს, მაგრამ კვირის ბოლოს მეუბნება, რომ ან ახლა თავადაა შვებულებაში, ან მერე საქმის პროკურორი გავიდა შვებულებაში, ხან პროკურორი არის მივლინებაში და სანამ ის საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილებას არ დაწერს, ტელეფონს ვერ დამიბრუნებს, ხან მეუბნება, რომ საქმის შეწყვეტის გარეშეც კი მომცემდა ტელეფონს, მაგრამ სადღაც საცავში ინახება და მან წერილი უნდა მისწეროს იმ საცავს, რომ გამოუტანონ ტელეფონი და როგორც ჩანს, ამ წერილის მიწერა ავიწყდება. ბოლოსწინა დარეკვაზე მითხრა, რომ თქვენი მრცხვენიაო და მომდევნო კვირის ბოლომდე უეჭველად დაგიბრუნებთო. ყოველთვის მელაპარაკება გულგრილად და უხეშად, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. ამ პარასკევსაც რომ არ დამიბრუნა, გავცხარდი და ვუთხარი, რომ ეს არის უპატვიცემულობა, ყველას და ყველაფრის ფეხებზე დაკიდება და სამსახურებრივი გულგრილობა. ჯიბრში ჩამიდგა, ვაპირებდი მოცემას და ახლა აღარ მოგცემთ, პროკურორს და იმის ზემდგომს დაველოდები და თქვენც ელოდეთო. ანუ უკვე 2 თვეა პოლიციამ და პროკურატურამ მიიღო სამხარაულის ბიუროს დასკვნა და იციან, რომ გამოძიების გაგრძელება საჭირო აღარ არის, ადამიანი ბუნებრივად გარდაიცვალა, მაგრამ რა ქნას რამინმა, რომ სულ ფეხებზე ჰკიდია გუჯაბიძეც, მისი საქმის გამოძიებაც, მისი მეუღლეც, საქართველოს ყველა მოქალაქეც და საკუთარი სამსახურეობრივი მოვალეობებიც?

ჰუმანიზმსა და ადამიანურ მოპყრობაზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ. მე კიდევ შემიძლია შევაწუხო ბიძინას მეგობრები, რომ ამჯერად ამ ადამიანისგან დამიხსნან, დავიბრუნო მეუღლის ნივთი, საკმაოდ ძვირადღირებულიც, მაგრამ ჩემთვის მხოლოდ მისი სახსოვარი... მაგრამ სპეციალურად არ ვეუბნები არავის, მაინტერესებს, სანამდე მივა პოლიციელის გულგრილობა და უხეშობა?! თავს დამცირებულად და დაჩაგრულად ვგრძნობ. რატომ უნდა მჭირდებოდეს სხვების შეწუხება? რამეს გაურკვევლად ვეუბნები და უკანონოს ვითხოვ თუ რა? ერთი უბრალო და უპრეტენზიო მასწავლებელი ვარ და რადგან გავლენა და ცნობადობა არ მაქვს, ასე ფეხებზე უნდა დამიკიდოს პოლიციელმა?

აი, ასეთი ხალხი არ აძლევს ამ სახელმწიფოს წინსვლის შესაძლებლობას. აქ მოქალაქის ინტერესი ფეხებზე ჰკიდია მოხელეთა უმრავლესობას. მე კი ექსპერტიზის დასკვნის დაგვიანების გამო შესაძლოა სადაზღვევო კომპანიამ უარი მითხრას სიცოცხლის დაზღვევის კომპენსაციაზე მაშინ, როცა ჩემს მეუღლეს ამ სადაზღვევო კომპანიისთვის სოლიდური თანხა აქვს გადახდილი, ყველაფერს თავისი ვადები აქვს, როცა ჩვენს ვალდებულებებზეა საუბარი, შეიძლება ბანკმა მისი სესხი პრობლემურად მიქციოს ამ დაგვიანებების გამო და მორალურ ზიანს რომ თავი დავანებოთ, ფინანსური ზიანი მომადგეს სერიოზული. ყველაფერ ამას თავაზიანად ვეუბნები ამ ადამიანებს, მაგრამ "ჩემი ჩივილი ვის ესმის?"

ახლა მოგმართავთ შსს-ში, პროკურატურასა და სხვა ოფიციალურ უწყებებში დასაქმებულ ჩემს ახლობლებს, გამომძიებელ რამინ ებანოიძისა და პროკურორ ლაშა გამყრელიძის ამგვარი ქცევა ნორმალურია? შეიძლება ასე უხეთქონ გული ადამიანებს? აშენდება ასე სახელმწიფო? მე პირადად არანაირი ნდობა არც სამხარაულის ბიუროსა და არც ამ ადამიანებისადმი არ მაქვს. ასე ყველაფრის გაბიაბრუება უბრალოდ მომაკვდინებელია სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის, თორემ ჯანდაბას ერთი მაკა სახურია და ბიძინა გუჯაბიძე... და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა თურმე არსებობს მთავარი პროკურორის ბრძანება, რომ ყველა ნივთმტკიცება დროულად და შეუფერხებლად დაუბრუნონ მფლობელებს".