საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „საქპატენტის“ წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „საქპატენტის“ წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა

21 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრ „საქპა­ტენტს“ შო­რის 27.04.21 წელს გა­ფორ­მე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის სა­მარ­თლის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტარ­და.

აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რას ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მხრი­დან ეს­წრე­ბოდ­ნენ: რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ზუ­რაბ გა­სი­ტაშ­ვი­ლი, მეც­ნი­ე­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი და­ვით თავ­ხე­ლი­ძე, ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი და­ვით მახ­ვი­ლა­ძე, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის სა­მარ­თლის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი მი­რან­და გურ­გე­ნი­ძე, ინ­ფორ­მა­ტი­კი­სა და მარ­თვის სის­ტე­მე­ბის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი თა­მარ ლო­მი­ნა­ძე, სტუ-ს ფაბ-ლა­ბის სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­მურ მა­ი­სუ­რა­ძე, სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი არ­ჩილ და­დი­ა­ნი და შიდა აუ­დი­ტის უფ­რო­სი თა­მაზ ურ­თმე­ლი­ძე. „საქპა­ტენ­ტის“ მხრი­დან შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ გა­მო­გო­ნე­ბი­სა და ახა­ლი ჯი­შე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი მე­რაბ კუ­ცია, სას­წავ­ლო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ანა და­ლა­ქიშ­ვი­ლი და ამა­ვე ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მე­ლი ნანა გე­გია.

შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლეს "ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის მარ­თვის წე­სე­ბის“ პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც საქპა­ტენ­ტის მიერ იქნა მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ცნო­ბი­ლია, რომ და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლი გა­მო­გო­ნე­ბის, სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის, სა­სა­ქონ­ლო ნიშ­ნის ან ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის სხვა ობი­ექ­ტის უნე­ბარ­თვო გა­მო­ყე­ნე­ბა წარ­მო­ად­გენს სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვას, რაც იწ­ვევს სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­კუთ­რე­ბა­ზე უფ­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა კომ­პლექ­სუ­რი სა­კი­თხია და და­მო­კი­დე­ბუ­ლია ისეთ ფაქ­ტო­რებ­ზე, რო­გო­რი­ცაა აღ­ნიშ­ნუ­ლი ობი­ექ­ტის კო­მერ­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, გა­მო­გო­ნე­ბის ლი­ცენ­ზი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი რო­ი­ალ­თის გა­ნა­წი­ლე­ბა და ბევ­რი სხვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გი­ის შექ­მნას სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შექ­მნი­ლი გა­მო­გო­ნე­ბე­ბის, დი­ზა­ი­ნის, აღ­მო­ჩე­ნე­ბი­სა და სხვა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ობი­ექ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ხელ­შე­წყო­ბის, მათ მრეწ­ვე­ლო­ბა­ში და­ნერგვი­სა და მო­მა­ვალ­ში კო­მერ­ცი­ულ რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში. დო­კუ­მენ­ტი ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის შემ­ქმნე­ლე­ბი­სა (გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბი, პა­ტენ­ტმფლო­ბე­ლე­ბი, შემ­ქმნე­ლე­ბი, ავ­ტო­რე­ბი...) და მათი სპონ­სო­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბი­სა და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის სტან­დარ­ტე­ბის დად­გე­ნას, რაც უნდა გახ­დეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.

შეხ­ვედ­რა­ზე მხა­რე­ებ­მა ისა­უბ­რეს სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შექ­მნი­სა და "ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის მარ­თვის წე­სე­ბის“ პრო­ექ­ტის ში­და­სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნი­ხი­ლის სა­კი­თხებ­ზეც. „საქპა­ტენ­ტსა“ და უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში, ასე­ვე და­გეგ­მი­ლია ერ­თობ­ლი­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბის, თე­მა­ტუ­რი სე­მი­ნა­რე­ბის, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის, დის­კუ­სი­ე­ბი­სა და ტრე­ნინ­გე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, რაც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­გორც ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის სა­კი­თხში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას, ისე უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი­სა და პერ­სო­ნა­ლი­სათ­ვის სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნებს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „საქპატენტის“ წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „საქპატენტის“ წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა

21 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტს“ შორის 27.04.21 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, რომელიც უნივერსიტეტში არსებული ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ლაბორატორიის ორგანიზებით ჩატარდა.

აღნიშნულ შეხვედრას ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ: რექტორის მოადგილე ზურაბ გასიტაშვილი, მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი დავით თავხელიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით მახვილაძე, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ლაბორატორიის ხელმძღვანელი მირანდა გურგენიძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი თამარ ლომინაძე, სტუ-ს ფაბ-ლაბის სამეცნიერო ხელმძღვანელი თემურ მაისურაძე, სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი არჩილ დადიანი და შიდა აუდიტის უფროსი თამაზ ურთმელიძე. „საქპატენტის“ მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ კუცია, სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ანა დალაქიშვილი და ამავე ცენტრის თანამშრომელი ნანა გეგია.

შეხვედრაზე განიხილეს ,,ინტელექტუალური საკუთრების მართვის წესების“ პროექტი, რომელიც საქპატენტის მიერ იქნა მომზადებული. ცნობილია, რომ დაპატენტებული გამოგონების, საავტორო უფლებების, სასაქონლო ნიშნის ან ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტის უნებართვო გამოყენება წარმოადგენს საკუთრების უფლებების შელახვას, რაც იწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების განხორციელება კომპლექსური საკითხია და დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა აღნიშნული ობიექტის კომერციული ღირებულება, გამოგონების ლიცენზიის რეალიზაციის შედეგად მიღებული როიალთის განაწილება და ბევრი სხვა.

აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს ერთიანი სტრატეგიის შექმნას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შექმნილი გამოგონებების, დიზაინის, აღმოჩენებისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების გამოყენების ხელშეწყობის, მათ მრეწველობაში დანერგვისა და მომავალში კომერციულ რეალიზაციის საკითხებში. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ინტელექტუალური საკუთრების შემქმნელებისა (გამომგონებლები, პატენტმფლობელები, შემქმნელები, ავტორები...) და მათი სპონსორების უფლებებისა და მოვალეობების სტანდარტების დადგენას, რაც უნდა გახდეს უნივერსიტეტში კვლევითი საქმიანობის სტიმულირების საფუძველი.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამუშაო ჯგუფის შექმნისა და ,,ინტელექტუალური საკუთრების მართვის წესების“ პროექტის შიდასაუნივერსიტეტო განიხილის საკითხებზეც. „საქპატენტსა“ და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, თემატური სემინარების, კონფერენციების, დისკუსიებისა და ტრენინგების ორგანიზება, რაც მოემსახურება როგორც ინტელექტუალური საკუთრების საკითხში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ისე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის მიზნებს.

NS