საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საჩუქარი „ოლიმპიოსგან“  მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება
საჩუქარი „ოლიმპიოსგან“  მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება

სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­გორც კომ­პა­ნი­ის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი ახა­ლი, ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია „ოლიმ­პი­ოს“ და­არ­სე­ბის მო­მენ­ტი­დან­ვე მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გახ­და.

კომ­პა­ნია „ოლიმ­პიო“ სწო­რედ პან­დე­მი­ის დროს შე­იქ­მნა და ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელს იმ პრო­დუქტს სთა­ვა­ზობს, რაც დღე­ის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და.

„ოლიმ­პიო“- ს მოვ­ლი­სა და ჰი­გი­ე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ბა­ზარ­ზე ამ ეტაპ­ზე, სა­ბი­თუ­მო ხა­ზით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის 11 სა­ხე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ას აწარ­მო­ებს. რაც მთა­ვა­რია, თი­თო­ე­უ­ლი პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხი შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი­თაა აღი­ა­რე­ბუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ქარ­თულ ბა­ზარ­ზე უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტით სარ­გებ­ლობს.

დღეს­დღე­ო­ბით „ოლიმ­პიო“ აწარ­მო­ებს 3 სა­ხის თხე­ვად სა­პონს, ჭურ­ჭლის სა­რე­ცხ სა­შუ­ა­ლე­ბას, სხვა­დას­ხვა სა­ფეხ­მავ­ლო ზე­და­პი­რის და ავე­ჯის საწ­მენდ სა­შუ­ა­ლე­ბას, მი­ნე­ბის საწ­მენ­დს, და­ნად­გა­რე­ბის საწ­მენ­დს, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნარს, სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო და სამ­ზა­რე­უ­ლოს მი­ლე­ბის გამ­წმენდ სა­შუ­ა­ლე­ბას.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ „ოლიმ­პიო“ ახ­ლა­ხან შე­იქ­მნა, ჩვენს გუნდს ამ სფე­რო­ში ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და კვა­ლი­ფი­კა­ცია აქვს. ვი­ცით რო­გო­რი პრო­დუქ­ტი უნდა მი­ვა­წო­დოთ მომ­ხმა­რებ­ლებს. ამ ყვე­ლა­ფერს ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი სჭირ­დე­ბა, რათა ერთი სა­ხე­ო­ბის ერთი ნა­წარ­მიც კი, ჩვენ მი­ერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლი ხა­რის­ხის მა­ღალ თა­მა­სას არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­დეს,“ - აღ­ნიშ­ნავს სო­ფიო სურ­მა­ვა.

უკვე მე­წარ­მე ქა­ლის სტა­ტუ­სით, სო­ფიო სურ­მა­ვამ და მის მიერ ახ­ლად და­ფუძ­ნე­ბულ­მა კომ­პა­ნია „ოლიმ­პი­ომ“ საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია #ჩვე­ნი­ა­ნე­ბის­თვის წა­მო­ი­წყო და კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, იმ სტრუქ­ტუ­რე­ბი­სა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის, რომ­ლე­ბის­თვი­საც ჰი­გი­ე­ნუ­რი მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი დღეს ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტია, სა­სა­ჩუქ­რე ნაკ­რე­ბის გა­და­ცე­მა და­ი­წყო.

პირ­ვე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­მაც ქარ­თვე­ლი მე­წარ­მის­გან თხე­ვა­დი საპ­ნე­ბი, ჭურ­ჭლის და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ფან­ჯრე­ბის საწ­მენ­დი ხსნა­რე­ბი სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო, ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრია. კამ­პა­ნია #ჩვე­ნი­ა­ნე­ბის­თვის ა მხო­ლოდ ამით არ შე­მო­ი­ფარ­გლა, ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გარ­და, „ოლიმ­პი­ოს“ სა­ჩუქ­რე­ბი ნაკ­რე­ბი, მი­ი­ღო თბი­ლი­სის რეს­პუბ­ლი­კურ­მა სა­ა­ვად­მყო­ფომ და საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდმა - „ჩემი სახ­ლი“. რო­გორც სო­ფიო ამ­ბობს, მისი კომ­პა­ნია თან­და­თა­ნო­ბით უფრო მეტ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას გა­დას­ცემს იმ პრო­დუქტს, რო­მე­ლიც დღეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და სა­ჭი­როა.

სო­ფი­ოს თქმით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი დღეს, Covid 19-თან ბრძო­ლის წინა ხაზ­ზეა, „ოლიმ­პი­ომ“ კი, ამით ჩვე­ნი გმი­რი ექი­მე­ბი­სად­მი მად­ლი­ე­რე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მო­ხა­ტა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ისიც რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ცია ერთჯე­რა­დი არ იქ­ნე­ბა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

საჩუქარი „ოლიმპიოსგან“  მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება

საჩუქარი „ოლიმპიოსგან“  მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება

სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც კომპანიის ფუნქციონირების განუყოფელი ნაწილი ახალი, ქართული კომპანია „ოლიმპიოს“ დაარსების მომენტიდანვე მთავარი მახასიათებელი გახდა.

კომპანია „ოლიმპიო“ სწორედ პანდემიის დროს შეიქმნა და ქართველ მომხმარებელს იმ პროდუქტს სთავაზობს, რაც დღეისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა.

„ოლიმპიო“- ს მოვლისა და ჰიგიენის საშუალებები, ბაზარზე ამ ეტაპზე, საბითუმო ხაზით არის წარმოდგენილი და უმაღლესი ხარისხის 11 სახეობის პროდუქციას აწარმოებს. რაც მთავარია, თითოეული პროდუქტის ხარისხი შესაბამისი სერტიფიკატებითაა აღიარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა ქართულ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ქართული პროდუქტით სარგებლობს.

დღესდღეობით „ოლიმპიო“ აწარმოებს 3 სახის თხევად საპონს, ჭურჭლის სარეცხ საშუალებას, სხვადასხვა საფეხმავლო ზედაპირის და ავეჯის საწმენდ საშუალებას, მინების საწმენდს, დანადგარების საწმენდს, სადეზინფექციო ხსნარს, საკანალიზაციო და სამზარეულოს მილების გამწმენდ საშუალებას.

„მიუხედავად იმისა, რომ „ოლიმპიო“ ახლახან შეიქმნა, ჩვენს გუნდს ამ სფეროში ძალიან დიდი გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვს. ვიცით როგორი პროდუქტი უნდა მივაწოდოთ მომხმარებლებს. ამ ყველაფერს ხარისხის კონტროლი სჭირდება, რათა ერთი სახეობის ერთი ნაწარმიც კი, ჩვენ მიერვე დაწესებული ხარისხის მაღალ თამასას არ ჩამოუვარდებოდეს,“ - აღნიშნავს სოფიო სურმავა.

უკვე მეწარმე ქალის სტატუსით, სოფიო სურმავამ და მის მიერ ახლად დაფუძნებულმა კომპანია „ოლიმპიომ“ საქველმოქმედო აქცია #ჩვენიანებისთვის წამოიწყო და კამპანიის ფარგლებში, იმ სტრუქტურებისა და დაწესებულებებისთვის, რომლებისთვისაც ჰიგიენური მოვლის საშუალებები დღეს ძალზედ მნიშვნელოვანი პროდუქტია, სასაჩუქრე ნაკრების გადაცემა დაიწყო.

პირველი დაწესებულება, რომელმაც ქართველი მეწარმისგან თხევადი საპნები, ჭურჭლის დასამუშავებელი ანტიბაქტერიული სარეცხი საშუალებები და ფანჯრების საწმენდი ხსნარები საჩუქრად მიიღო, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრია. კამპანია #ჩვენიანებისთვის ა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა, ინფექციური საავადმყოფოს გარდა, „ოლიმპიოს“ საჩუქრები ნაკრები, მიიღო თბილისის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ და საქველმოქმედო ფონდმა - „ჩემი სახლი“. როგორც სოფიო ამბობს, მისი კომპანია თანდათანობით უფრო მეტ დაწესებულებას გადასცემს იმ პროდუქტს, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და საჭიროა.

სოფიოს თქმით, საავადმყოფოები დღეს, Covid 19-თან ბრძოლის წინა ხაზზეა, „ოლიმპიომ“ კი, ამით ჩვენი გმირი ექიმებისადმი მადლიერება და პატივისცემა გამოხატა. მნიშვნელოვანია, ისიც რომ აღნიშნული აქცია ერთჯერადი არ იქნება.

NS