პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა ფერმილაბთან ღრმავდება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა ფერმილაბთან ღრმავდება

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი 2019 წლი­დან არის ნე­იტ­რი­ნოს პრო­ექ­ტის LBNF/DUNE (Long-Baseline Neutrino Facility / Deep Undergraund Neutrino Experiment) აქ­ტი­უ­რი წევ­რი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს 1300-ზე მეტი კო­ლა­ბო­რანტს და 200 ინ­სტი­ტუტს მსოფ­ლი­ოს 30 ქვე­ყა­ნი­დან და ერთ-ერთი უდი­დე­სია მას­შტა­ბი­თა და სა­მეც­ნი­ე­რო თვალ­საზ­რი­სით. ექ­სპე­რი­მენ­ტი LBNF/DUNE გან­თავ­სდე­ბა ამე­რი­კის უდი­დე­სი ბირ­თვუ­ლი ფი­ზი­კის ცენ­ტრ ფერ­მი­ლაბ­ში (Fermilab, აშშ), მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ინ­ტენ­სი­ურ ნე­იტ­რი­ნოს ნა­კად­ზე. DUNE არის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფლაგ­მა­ნი ექ­სპე­რი­მენ­ტი, რო­მელ­მაც პა­სუ­ხი უნდა გას­ცეს ისეთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს კი­თხვებ­ზე, რო­გო­რი­ცაა მა­ტე­რი­ის ბუ­ნე­ბა და სამ­ყა­როს ევო­ლუ­ცია.

სტუ-ს ჯგუ­ფი არის DUNE კო­ლა­ბო­რა­ცი­ის ND-GAr და SAND კონ­სორ­ცი­უ­მე­ბის წევ­რი. SAND სუბ­დე­ტექ­ტო­რის კომ­პლექ­სის ძი­რი­თად ნა­წილს წარ­მო­ად­გენს ტრე­კუ­ლი დე­ტექ­ტო­რი, რომ­ლის მთა­ვარ კან­დი­და­ტე­ბად სტროუ მი­ლე­ბის ტრე­კე­რი STT (Straw Tube Tracker) და სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი პლას­ტი­კუ­რი სცინ­ტილ­ლა­ტო­რის ტრე­კე­რი 3DST (3 Dimention Scintillator Tracker) გა­ნი­ხი­ლე­ბო­და.

2021 წლის 7 სექ­ტემ­ბერს DUNE-ს ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა გა­მო­ა­ცხა­დეს კო­ლა­ბო­რა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი საბ­ჭოს (Executive Board of DUNE) გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, SAND-ის ძი­რი­თად ტრე­კულ დე­ტექ­ტო­რად მი­ღე­ბულ იქნა მხო­ლოდ STT. რო­გორც STT-ს ხელ­მძღვა­ნელ­მა, პრო­ფე­სორ­მა რო­ბერ­ტო პე­ტიმ (აშშ) აღ­ნიშ­ნა, გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წვლი­ლი სტუ-ს ინ­ჟინ­რებ­მა და ფი­ზი­კო­სებ­მა შე­ი­ტა­ნეს. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სტუ-ს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ფერ­მი­ლაბ­თან გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძ­ნენს, რად­გან სტუ და მისი კვან­ტუ­რი ფი­ზიკ­სა და სა­ინ­ჟინ­რო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი ამ სა­მუ­შოს ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და DUNE ექ­სპე­რი­მენ­ტის საკ­ვან­ძო პარტნი­ო­რი ხდე­ბა.

სტუ-ს კვან­ტუ­რი ფი­ზი­კი­სა და სა­ინ­ჟინ­რო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის კო­ლექ­ტი­ვი გეგ­მავს SAND-ის შიდა მაგ­ნი­ტუ­რი მო­ცუ­ლო­ბის (და­ახ­ლო­ე­ბით 43 მ3, B = 0.6 T) შევ­სე­ბას სტროუ მი­ლე­ბის ტრე­კე­რით. STT-ს მი­ზა­ნია, უზ­რუნ­ველ­ყოს ნე­იტ­რი­ნუ­ლი სა­მიზ­ნე­ე­ბის კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის, ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბი­სა და მა­სის კონ­ტრო­ლი, რომ­ლე­ბიც მსგავ­სია ელექტრო­ნე­ბის გაბ­ნე­ვის ექ­სპე­რი­მენ­ტებ­თან. ტრე­კინ­გის ტექ­ნო­ლო­გია უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია და­ბა­ლი მა­სის სტროუ მი­ლე­ბით (5 მმ დი­ა­მეტ­რი, 12 მიკ­რო­ნის კედ­ლე­ბი, 20 მიკ­რო­ნის მო­ოქ­რო­ვი­ლი ვოლფ­რა­მი­ა­ნი მავ­თუ­ლი, სა­მუ­შაო გა­რე­მო Xe/CO2 70/30 გა­ზით 1,9 ატ­მოს­ფე­რო­ში), ისე­ვე რო­გორც ბევრ ფი­ზი­კის ზუსტ თა­ნა­მედ­რო­ვე ექ­სპე­რი­მენ­ტებ­ში იშ­ვი­ა­თი დაშ­ლის პრო­ცე­სე­ბის ძი­ე­ბის დროს.

„ამე­რი­კის უდი­დე­სი ბირ­თვუ­ლი ფი­ზი­კის ცენ­ტრთან, ფერ­მი­ლაბ­თან (Fermilab) ერ­თად, სტუ იწყებს DUNE–ის ექ­სპე­რი­მენ­ტში SAND–ს დე­ტექ­ტო­რულ სის­ტე­მა­ში შე­მა­ვა­ლი ახა­ლი ტი­პის STT ტრე­კუ­ლი დე­ტექ­ტო­რის­თვის სტროუ მი­ლე­ბის შექ­მნას, ტეს­ტი­რე­ბას და მო­დუ­ლე­ბის აწყო­ბას. ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მიერ ახ­ლა­ხანს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სტროუ მი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა გან­თავ­სდე­ბა სტუ–ში და მო­ი­ცავს მი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბის ხაზს, ყვე­ლა ტეს­ტი­სა და ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის ჩათ­ვლით. STT– სთვის სა­ჭი­როა მი­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი სიგ­რძეა 4 მ. სტუ-ში იგეგ­მე­ბა 2 და­ნად­გა­რის შექ­მნა და სრუ­ლი აღ­ჭურ­ვა STT მო­დუ­ლე­ბის აწყო­ბის­თვის, ასე­ვე ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი სტენ­დის და მე­ქა­ნიზ­მე­ბის მო­წყო­ბა. ეს ახა­ლი STT წარ­მო­ე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა პრო­ტო­ტი­პე­ბის ასა­გე­ბად და შე­სა­მოწ­მებ­ლად , ასე­ვე გახ­დე­ბა ერთ–ერთი სა­წარ­მოო ად­გი­ლი, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია STT–ს სრუ­ლი დე­ტექ­ტო­რის შე­საქ­მნე­ლად. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ STT-თვის სა­ჭი­როა და­ახ­ლო­ე­ბით 280,000 სხვა­დას­ხვა სიგ­რძის (2-4 მ) მილი, სა­ერ­თო ჯამ­ში, მი­ლე­ბის სიგ­რძეა 980,000მ.

ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ე­რო პო­ტენ­ცი­ა­ლის კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე, რო­მელ­საც წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს სა­მეც­ნი­ე­რო ჯგუ­ფი პრო­ფე­სორ ზვი­ად წა­მა­ლა­ი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით.

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს ფარ­თო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა სტუ-სა და ფერ­მი­ლაბს შო­რის, რო­მე­ლიც ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვებს და მა­ღალ დო­ნე­ზე აიყ­ვანს“ - აცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი და­ვით გურ­გე­ნი­ძე.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა ფერმილაბთან ღრმავდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა ფერმილაბთან ღრმავდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2019 წლიდან არის ნეიტრინოს პროექტის LBNF/DUNE (Long-Baseline Neutrino Facility / Deep Undergraund Neutrino Experiment) აქტიური წევრი, რომელიც აერთიანებს 1300-ზე მეტი კოლაბორანტს და 200 ინსტიტუტს მსოფლიოს 30 ქვეყანიდან და ერთ-ერთი უდიდესია მასშტაბითა და სამეცნიერო თვალსაზრისით. ექსპერიმენტი LBNF/DUNE განთავსდება ამერიკის უდიდესი ბირთვული ფიზიკის ცენტრ ფერმილაბში (Fermilab, აშშ), მსოფლიოს ყველაზე ინტენსიურ ნეიტრინოს ნაკადზე. DUNE არის საერთაშორისო ფლაგმანი ექსპერიმენტი, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს ისეთ უმნიშვნელოვანეს კითხვებზე, როგორიცაა მატერიის ბუნება და სამყაროს ევოლუცია.

სტუ-ს ჯგუფი არის DUNE კოლაბორაციის ND-GAr და SAND კონსორციუმების წევრი. SAND სუბდეტექტორის კომპლექსის ძირითად ნაწილს წარმოადგენს ტრეკული დეტექტორი, რომლის მთავარ კანდიდატებად სტროუ მილების ტრეკერი STT (Straw Tube Tracker) და სამგანზომილებიანი პლასტიკური სცინტილლატორის ტრეკერი 3DST (3 Dimention Scintillator Tracker) განიხილებოდა.

2021 წლის 7 სექტემბერს DUNE-ს ხელმძღვანელებმა გამოაცხადეს კოლაბორაციის აღმასრულებელი საბჭოს (Executive Board of DUNE) გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, SAND-ის ძირითად ტრეკულ დეტექტორად მიღებულ იქნა მხოლოდ STT. როგორც STT-ს ხელმძღვანელმა, პროფესორმა რობერტო პეტიმ (აშშ) აღნიშნა, გადაწვეტილების მიღებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი სტუ-ს ინჟინრებმა და ფიზიკოსებმა შეიტანეს. ამ გადაწყვეტილებით სტუ-ს თანამშრომლობა ფერმილაბთან განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძნენს, რადგან სტუ და მისი კვანტური ფიზიკსა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი ამ სამუშოს ერთ-ერთი ძირითადი შემსრულებელი და DUNE ექსპერიმენტის საკვანძო პარტნიორი ხდება.

სტუ-ს კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის კოლექტივი გეგმავს SAND-ის შიდა მაგნიტური მოცულობის (დაახლოებით 43 მ3, B = 0.6 T) შევსებას სტროუ მილების ტრეკერით. STT-ს მიზანია, უზრუნველყოს ნეიტრინული სამიზნეების კონფიგურაციის, ქიმიური შემადგენლობისა და მასის კონტროლი, რომლებიც მსგავსია ელექტრონების გაბნევის ექსპერიმენტებთან. ტრეკინგის ტექნოლოგია უზრუნველყოფილია დაბალი მასის სტროუ მილებით (5 მმ დიამეტრი, 12 მიკრონის კედლები, 20 მიკრონის მოოქროვილი ვოლფრამიანი მავთული, სამუშაო გარემო Xe/CO2 70/30 გაზით 1,9 ატმოსფეროში), ისევე როგორც ბევრ ფიზიკის ზუსტ თანამედროვე ექსპერიმენტებში იშვიათი დაშლის პროცესების ძიების დროს.

„ამერიკის უდიდესი ბირთვული ფიზიკის ცენტრთან, ფერმილაბთან (Fermilab) ერთად, სტუ იწყებს DUNE–ის ექსპერიმენტში SAND–ს დეტექტორულ სისტემაში შემავალი ახალი ტიპის STT ტრეკული დეტექტორისთვის სტროუ მილების შექმნას, ტესტირებას და მოდულების აწყობას. ცენტრის ხელმძღვანელობის მიერ ახლახანს მიღებული გადაწყვეტილებით, სტროუ მილების წარმოება განთავსდება სტუ–ში და მოიცავს მილების წარმოების ხაზს, ყველა ტესტისა და ხარისხის კონტროლის ჩათვლით. STT– სთვის საჭიროა მილის მაქსიმალური სიგრძეა 4 მ. სტუ-ში იგეგმება 2 დანადგარის შექმნა და სრული აღჭურვა STT მოდულების აწყობისთვის, ასევე ყველა შესაბამისი ლაბორატორიული სტენდის და მექანიზმების მოწყობა. ეს ახალი STT წარმოება გამოყენებულ იქნება სხვადასხვა პროტოტიპების ასაგებად და შესამოწმებლად , ასევე გახდება ერთ–ერთი საწარმოო ადგილი, რომელიც გათვალისწინებულია STT–ს სრული დეტექტორის შესაქმნელად. უნდა აღინიშნოს, რომ STT-თვის საჭიროა დაახლოებით 280,000 სხვადასხვა სიგრძის (2-4 მ) მილი, საერთო ჯამში, მილების სიგრძეა 980,000მ.

ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა საერთაშორისო ასპარეზზე, რომელსაც წარმატებით ახორციელებს სამეცნიერო ჯგუფი პროფესორ ზვიად წამალაიძის ხელმძღვანელობით.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ფართო ხელშეკრულების მომზადება სტუ-სა და ფერმილაბს შორის, რომელიც ჩვენს თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს და მაღალ დონეზე აიყვანს“ - აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

NS