პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ზვიადაურს ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ
ზურაბ ზვიადაურს ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ

სო­ფელ წი­ნან­დლის ტყე­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს ფსი­ქო­ლო­გი­ურ-ფსი­ქი­ატ­რი­ულ ექ­სპერ­ტი­ზას ჩა­უ­ტა­რე­ბენ. მას ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბას, რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ზვი­ა­და­უ­რის ად­ვო­კა­ტი მაგ­და კოტ­რი­კა­ძე აცხა­დებს, ბრალ­დე­ბულს ჯან­მრთე­ლო­ბის მწვა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა და­უდ­გინ­და და ხერ­ხე­მალ­ზე ოპე­რა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, წი­ნან­დალ­ში, 16 აგ­ვის­ტოს 3 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს, მათ შო­რის ერთი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ძმა, ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი. შსს-მ ორი პირი და­ა­კა­ვა. ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი ერთი ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ხოლო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, რა­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა მოჰ­ყვა, 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯაბა ჯ. და­ა­კა­ვეს. შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მა იმ მა­მა­კაცს ეს­რო­ლა, რო­მელ­მაც გას­რო­ლა მისი ძმის და რამ­დე­ნი­მე პი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ზვი­ა­და­ურს სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
14

აჰჰაა როდის ვამბობდი ხონს უმიზნებენ თქო ეხლა ფსიქიურად გამოაცხადებენ და მკვლელს ერთ წელში გამოაგდებენ

)))
5

როგორ უნდა იცხოვროს ამ ქვეყანაში? გარეთ ზაქებიც დადიან!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ზურაბ ზვიადაურს ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ

ზურაბ ზვიადაურს ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ

სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. მას ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უახლოეს დღეებში გადაიყვანენ.

რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობას, როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ზვიადაურის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე აცხადებს, ბრალდებულს ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობა დაუდგინდა და ხერხემალზე ოპერაცია ესაჭიროება.

შეგახსენებთ, წინანდალში, 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯაბა ჯ. დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა. ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.