საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბლეფის დიადი "კაიზერი" - "ლეგენადრული" ფეხბურთელის ისტორია, რომელსაც ფეხბურთი, ფაქტობრივად, არ უთამაშია
ბლეფის დიადი "კაიზერი" - "ლეგენადრული" ფეხბურთელის ისტორია, რომელსაც ფეხბურთი, ფაქტობრივად, არ უთამაშია

სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კას­ტორ დე ან­დრა­დემ, რო­მე­ლიც ბრა­ზი­ლი­ა­ში, ფეხ­ბურ­თე­ლებს, მწვრთნე­ლებს, მსა­ჯებს და უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­ებს ში­შის ზარს სცემ­და და პრობ­ლე­მებს ძვე­ლი, "კე­თი­ლი", მა­ფი­ო­ზუ­რი მე­თო­დე­ბით წყვეტ­და, ერთ დღეს ბედ­ნი­ერ­მა გა­იღ­ვი­ძა - მის კლუბ­ში ახა­ლი სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი კარ­ლოს ენ­რი­კე რა­პო­ზო ითა­მა­შებ­და. თუმ­ცა რა­პო­ზო მხო­ლოდ პას­პორ­ტში ეწე­რა, თა­ვად ითხოვ­და, რომ არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი კარ­ლოს "კა­ი­ზე­რი" და­ე­ძა­ხათ. ფსევ­დო­ნი­მი კი ბე­კენ­ბა­უ­ე­რის პა­ტივ­სა­ცე­მად და­ირ­ქვა. გა­სა­ო­ცა­რი ის იყო, რომ "ბან­გუს“ 25 წლის ფორ­ვარდს ცხოვ­რე­ბა­ში გოლი არ გა­ე­ტა­ნა, გოლი იქით იყოს და ერთ ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­შიც კი არ მი­ე­ღი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

საქ­მე იმა­შია, რომ 1980-ია­ნებ­ში არც ინ­ტერ­ნე­ტი იყო, მი­თუ­მე­ტეს არც "ვი­კე­პე­დია“ და "ტრანსფერ­მარ­კტი“, შე­სა­ბა­მი­სად, უც­ნო­ბი ფეხ­ბურ­თე­ლის რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობ­და.

"ბან­გუს“ ახ­ლად შე­ძე­ნი­ლი ფორ­ვარ­დი არც თა­მა­შობ­და და გო­ლე­ბიც არ გაჰ­ქონ­და. მუდ­მი­ვად მკურ­ნა­ლობ­და, ოჯა­ხურ პრობ­ლე­მებს აგ­ვა­რებ­და და ყვე­ლაფ­რით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი გარ­და ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში­სა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სი­ტუ­ა­ცია სე­ნი­ორ კას­ტორ­საც მო­ბეზ­რდა. კარ­ლო­სის კონ­ტრაქ­ტი იწუ­რე­ბო­და, კლუ­ბის მფლო­ბელს კი ფეხ­ბურ­თე­ლი მო­ე­დან­ზე სა­ერ­თოდ არ და­უ­ნა­ხავს.

"მის­ნი­მე, პრე­ზი­დენ­ტმა და­რე­კა. ხვალ უნდა, რომ მო­ე­დან­ზე გი­ხი­ლოს...“ - "ბან­გუს“ მწვრთნე­ლი დიდი ხნის წინ მიხ­ვდა, რომ "კა­ი­ზე­რი" დიდი არა­ფე­რი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ კას­ტორს ვერ ეტყო­და. ეში­ნო­და. კარ­გად იცო­და, რომ სე­ნი­ო­რი ხში­რად არ­ღვევ­და ადა­მი­ა­ნურ და იშ­ვი­ა­თად საღვთო კა­ნო­ნებ­საც. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ვერ გა­უ­ბე­დავ­და, რომ ეთ­ქვა - მის მიერ მოყ­ვა­ნი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, ფეხ­ბურ­თე­ლი არ არის. თვა­ლე­ბი­დან არ ამოს­დი­ო­და ის შემ­თხვე­ვა, როცა ან­დრა­დე რე­ფე­რის ხალ­ხით სავ­სე სტა­დი­ონ­ზე პის­ტო­ლე­ტით გა­ე­კი­და. "კა­ი­ზერ­მაც" კარ­გად იცო­და კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი და მწვრთნე­ლის ზა­რის შემ­დეგ ნერ­წყვი ძლივს გა­დაყ­ლა­პა. ბო­ლოს შე­თან­ხმდნენ, რომ თავ­კა­ცი მას გუნ­დის გა­ნა­ცხად­ში შე­იყ­ვან­და, თუმ­ცა ტრი­უმ­ფა­ლუ­რი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლას და­ა­ვი­წყდე­ბო­და "კა­ი­ზე­რი" და უფ­რო­სი აღარ გაბ­რაზ­დე­ბო­და.

შვე­ბით ამო­სუნ­თქვის შემ­დეგ, ფორ­ვარ­დი წა­ვი­და იმის გა­სა­კე­თებ­ლად, რაც ცხოვ­რე­ბა­ში სა­უ­კე­თე­სოდ გა­მოს­დი­ო­და - ღა­მის კლუბ­ში გარ­თო­ბა.

მე­ო­რე დღეს, როცა "ბან­გუმ“ მატ­ჩის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე 2 გოლი გა­უშ­ვა, ნა­ბა­ხუ­სევ­ზე მყოფ­მა ფე­ბხურ­თელ­მა ში­შის­გან ერთი ლიტ­რი წყა­ლი და­ლია. მხო­ლოდ მოჩ­ვე­ნე­ბი­თი იმე­დი­ღა რჩე­ბო­და, რომ მწვრთნე­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვის მტე­რი არ იყო და მო­ე­დან­ზე ისეთ ფეხ­ბურ­თელს შე­უშ­ვებ­და, რო­მელ­საც რე­ა­ლუ­რად შე­ეძ­ლო გარ­დამ­ტე­ხი ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა. თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტის ლო­ჟა­დან ვი­ღაც ბიჭ­მა მო­ირ­ბი­ნა, კარ­ლოს­თან მი­ვი­და და უთხრა, რომ დრო იყო სა­კუ­თა­რი თავი ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა.

მწვრთნელ­მა და ფორ­ვარ­დმა ერ­თმა­ნეთს წყლი­ა­ნი თვა­ლე­ბით გა­და­ხე­დეს, კარ­ლო­სი კი მო­სა­თე­ლად წა­ვი­და. გო­ნე­ბა­ში მო­ე­დან­ზე შეს­ვლის არი­დე­ბის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი გა­ი­ფიქ­რა, ერთ-ერთი კი გა­ხუ­რე­ბის დროს წაქ­ცე­ვა და მზის დარ­ტყმის იმი­ტა­ცია იყო. თუმ­ცა უკე­თე­სი მო­ი­ფიქ­რა - მო­თელ­ვის დროს, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის გულ­შე­მატ­კივ­რის სექ­ტორ­ში შე­ვარ­და და ჩხუ­ბი და­ი­წყო. მსაჯს "ბან­გუს“ ბო­სის პი­სოტ­ლე­ტის არ შე­ე­შინ­და და ფორ­ვარ­დი მო­ედ­ნი­დან და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­ა­ძე­ვა. კარ­ლოსს თა­მა­ში აღარ ემუქ­რე­ბო­და, თუმ­ცა წინ იყო კას­ტორ­თან სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც არა­ნაკ­ლებ სა­ხი­ფა­თო იქ­ნე­ბო­და.

"ღმერ­თმა ჩემი ორი­ვე მშო­ბე­ლი წა­მარ­თვა, მაგ­რამ მე აქ მე­ო­რე მამა შე­ვი­ძი­ნე - ეს თქვენ ხართ - და­ი­წყო კარ­ლოს­მა აღ­სა­რე­ბა, როცა მა­ფი­ო­ზი გა­სახ­დელ­ში ჩა­ვი­და - ამი­ტომ, როცა ამ გა­რეწ­რებ­მა თქვე­ნი შე­უ­რა­ცხყო­ფა და­ი­წყეს, ვერ მო­ვით­მი­ნე და გმი­რუ­ლად ავ­ვარ­დი პა­სუ­ხის მო­სა­თხო­ვად! მა­პა­ტი­ეთ, თუ იმე­დე­ბი გა­გიც­რუ­ეთ. მეტ პრობ­ლე­მას აღარ მო­გი­ტანთ, ჩემი კონ­ტრაქ­ტი ისე­დაც იწუ­რე­ბა...“

გან­რის­ხე­ბულ სე­ნი­ორ კას­ტორს თვალ­ზე ცრემ­ლი მო­ად­გა, კა­ი­ზერს ჩა­ე­ხუ­ტა და და­პირ­და, რომ კონ­ტრაქტს კი­დევ ნა­ხე­ვა­რი წლით გა­უ­ხან­გრძლი­ვებ­და. მო­მა­ვალ 6 თვე­შიც, რა თქმა უნდა, ფორ­ვარდს შეხ­ვედ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია. ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ერ­თა­დერ­თი ვი­დეო, სა­დაც მას გოლი გა­აქვს, თუმ­ცა ეს ფე­ი­კია, ისე­ვე რო­გორც მთე­ლი მისი კა­რი­ე­რა.

ერ­თა­დერ­თი ბრა­ზი­ლი­ე­ლი, რო­მელ­საც ფეხ­ბურ­თი არ უყ­ვარ­და

კარ­ლოს "კა­ი­ზე­რი"ს სი­ტყვა არ და­ი­ჯე­რე­ბა, თუმ­ცა მშობ­ლებ­ზე არ მო­უ­ტყუ­ე­ბია. ისი­ნი 3 წლის სხვა­ო­ბით გარ­და­იც­ვალ­ნენ, პა­ტა­რა აფე­რის­ტი, მა­შინ 16 წლის იყო. რო­გორც ჩანს, "კა­ი­ზე­რი" ერ­თა­დერ­თი ბრა­ზი­ლი­ე­ლი ბი­ჭუ­ნა იყო, რო­მელ­საც ფეხ­ბურ­თი არ უყ­ვარ­და. უფრო სწო­რედ, უშუ­ა­ლოდ ბურ­თის გო­რა­ო­ბა არ ხიბ­ლავ­და, თო­რემ დი­დე­ბა, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, ფული და ტი­ტუ­ლე­ბი უნ­დო­და. თუმ­ცა ამის გამო ვარ­ჯიშ­ზე და­უ­ღა­ლა­ვი მუ­შა­ო­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბის გა­რის­კვა მა­ინ­ცდა­მა­ინც არ სურ­და. "ბო­ტა­ფო­გოს“ სა­ფეხ­ბურ­თო აკა­დე­მი­ა­შიც დე­დამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ძა­ლით მი­იყ­ვა­ნა.

დიდ ბრა­ზი­ლი­ელ ფეხ­ბურ­თელ ზი­კოს­თან ერ­თად

"დე­დამ იმე­დი მომ­ცა, რომ შე­მეძ­ლო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ცხოვ­რე­ბა და კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლი მქო­ნო­და. მაგ­რამ ყო­ველ­დღე ვარ­ჯი­შებ­ზე სი­ა­რუ­ლი და მუ­შა­ო­ბა არ მინ­დო­და", - იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით.

მშობ­ლე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რას და­ემ­შვი­დო­ბე­ბო­და, თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად მექ­სი­კი­დან, კერ­ძოდ კი "პუ­ებ­ლუ­დან“ სკა­უ­ტე­ბი მო­ვიდ­ნენ.

"მექ­სი­კა­ში რო­გორც კი ჩა­ვე­დი, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან სახ­ლი მე­ნატ­რე­ბო­და. მე არ მომ­წონ­და ეს ქვე­ყა­ნა, არც მათი კერ­ძე­ბი და სა­ერ­თო­დაც, ფეხ­ბურ­თის თა­მა­შიც არ მინ­დო­და. რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან მატჩში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ჯა­რი­მი­დან გო­ლიც გა­ვი­ტა­ნე, მაგ­რამ მალე მომ­ბეზ­რდა და გან­ვა­ცხა­დე, რომ კუნ­თის ტრავ­მა მი­ვი­ღე და ფეხი მტკი­ო­და. ექი­მებ­მა გამ­სინ­ჯეს, ჩემ სი­ტყვებ­ში ეჭვი შე­ი­ტა­ნეს, მაგ­რამ სა­პი­რის­პი­როს რო­გორ და­მიმ­ტკი­ცებ­დნენ?“

ფეხ­ბურ­თე­ლის ვი­თომ კუნ­თის ტრავ­მა მო­მა­ვალ­ში მისი სა­ფირ­მო მი­ზე­ზი გახ­და, რომ მო­ე­დან­ზე არ გა­სუ­ლი­ყო.

“ფლა­მენ­გო­სა“ და "ბო­ტა­ფო­გოს“ ჭა­ბუკ­თა გუნდში კარ­ლოსს საკ­მა­ოდ ნი­ჭი­ერ და იმე­დის­მომ­ცემ ფეხ­ბურ­თე­ლად თვლიდ­ნენ. თით­ქმის ყო­ველ­თვის ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ხვდე­ბო­და და მწვრთნე­ლებ­ში დიდი სან­დო­ო­ბით სარ­გებ­ლობ­და. როცა ტრავ­მას იღებ­და დიდი ხნით იკარ­გე­ბო­და და აკე­თებ­და იმას, რაც რე­ა­ლუ­რად უყ­ვარ­და - ღა­მის კლუ­ბებ­ში ერ­თო­ბო­და, იც­ნობ­და ვარ­სკვლა­ვებ­სა და ხიბ­ლავ­და ლა­მაზ­მე­ნებს.

როცა კარ­ლო­სის "ტრავ­მე­ბის" მო­შუ­შე­ბის ვადა ახ­ლოვ­დე­ბო­და, ფეხ­ბურ­თელს ახა­ლი პრობ­ლე­მე­ბი ეწყე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, ინ­ფი­ცი­რე­ბა კბი­ლის დაბ­ჟე­ნის დროს, აქ მას ექი­მი ეხ­მა­რე­ბო­და, რო­მელ­საც სა­გან­გე­ბოდ გა­უ­რიგ­და და ისიც ყვე­ლა შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენტს უვ­სებ­და.

რა თქმა უნდა, ლე­გენ­და­რუ­ლი მა­ტყუ­ა­რა მო­მა­ვალ­ზეც ფიქ­რობ­და. მდიდ­რულ წვე­უ­ლე­ბებ­ზე ის ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან კავ­შირს ამ­ყა­რებ­და. მა­გა­ლი­თად, კარ­ლოს ალ­ბერ­ტო, რი­კარ­დო როშა და რე­ნა­ტო გა­უ­შო, თა­ვი­ანთ თუ სხვა­დას­ხვა კლუ­ბებ­ში, სა­დაც სი­ტყვა ეთ­ქმო­დათ, კა­ი­ზერს რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევ­დნენ. ასე­ვე, კარ­ლო­სი კარ­გად მე­გობ­რობ­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, რომ­ლე­ბიც მას­ზე ხან ვრცელ სტა­ტი­ას და­წერ­დნენ, ხან ჭორს გა­ავ­რცე­ლებ­დნენ, არი­ქა, ფე­ნო­მე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლით ევ­რო­პუ­ლი გრან­დე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნე­ნო და ასე შემ­დეგ.

"კა­ი­ზე­რი" პირ­ვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, რო­მელ­მაც ბე­ბია წარ­მა­ტე­ბით "მოკ­ლა“.

12 წლის წინ სტი­ვენ აირ­ლენდმა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს გა­სა­გე­ბად სა­ხე­ლი გა­ი­ტე­ხა. მას ნაკ­რებ­ში თა­მა­ში და­ე­ზა­რა, მწვრთნელს უთხრა, რომ ბე­ბია გარ­და­ეც­ვა­ლა და დაკ­რძალ­ვა­ზე უნდა წა­სუ­ლი­ყო. ცბი­ერ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მა­ლე­ვე გა­არ­კვი­ეს ბე­ბი­ის ვი­ნა­ო­ბა, და­უ­კავ­შირ­დნენ და აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ჯან­მრთე­ლი და ცო­ცხა­ლი იყო. სტი­ვე­ნიც არ და­ნებ­და და გა­ნა­ცხა­და, რომ მა­მის დედა გარ­და­ეც­ვა­ლა და არა - დე­დის. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ისევ მო­იკ­ვლი­ეს ინ­ფორ­მა­ცია და კვლავ აღ­მოჩ­ნდა, რომ აირ­ლენ­დი იტყუ­ე­ბო­და. აფე­რის­ტი ფეხ­ბურ­თე­ლი სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რას სა­მუ­და­მოდ და­ემ­შვი­დო­ბა.

გა­მო­ი­ცა­ნით, მსგავ­სი "ტრი­უ­კის“ წარ­მა­ტე­ბით შეს­რუ­ლე­ბა ვის გა­მო­უ­ვი­დო­და? რა თქმა უნდა, ჩვენ ყოვ­ლად ნი­ჭი­ერ "კა­ი­ზერს". კარ­ლო­სი ბე­ბი­ის, ბა­ბუ­ი­სა და სხვა ნა­თე­სა­ვე­ბის ვი­თომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზით ხში­რად ითხოვ­და შვე­ბუ­ლე­ბას. შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე კვი­რას იმა­ტებ­და - რა­ღაც პე­რი­ო­დი ხომ ფსი­ქო­ლო­გი­ურ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას სჭირ­დე­ბო­და?! ბრა­ზი­ლი­ა­ში, 1980-იან წლებ­ში, სა­დაც ინ­ტერ­ნე­ტი კი არა, სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბიც კი არ იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ვე­რა­ვინ გა­არ­კვევ­და "კა­ი­ზე­რის' "ტრა­გე­დი­ე­ბის“ ამ­ბებს, მე­ტიც, არც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლან.

  • კა­ი­ზერ­მა ევ­რო­პე­ლე­ბიც გა­ა­ცუ­რა

კა­ი­ზერს ევ­რო­პა­ში თა­მა­შის პა­ტი­ვიც ერგო. დიახ, დიახ, მის "ტრი­უ­კებ­ზე“ ფრან­გუ­ლი "აია­ჩოც“ წა­მო­ე­გო. "ლე­გენ­და­რუ­ლი ბრა­ზი­ლი­ე­ლი მე­ფის“ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ასო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მო­ვი­და. ტრა­დი­ცი­უ­ლი ცე­რე­მო­ნი­ის დროს, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი თა­ვი­ანთ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მცი­რე დე­მონ­სტრი­რე­ბას ცდი­ლო­ბენ. ფა­ნებ­მა კარ­ლი­ტოს ფი­ლიგ­რა­ნუ­ლი ტექ­ნი­კის ჩვე­ნე­ბა მოს­თხო­ვეს. ფეხ­ბურ­თე­ლი ბურ­თებ­თან მი­ვი­და და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ყვე­ლა მათ­გა­ნი ფა­ნებს გა­და­უგ­დო. ამან დაბ­ნე­უ­ლო­ბა და გულ­შე­მატ­კივ­რის სი­ხა­რუ­ლი გა­მო­იწ­ვია - ისი­ნი მე­ცხრე ცაზე იყ­ვნენ "ცო­ცხალ­მა ლე­გენ­დამ“ მათ ბურ­თე­ბი და­უ­რი­გა. ასე ეშ­მა­კუ­რად აი­რი­და მო­რი­გი შერ­ცხვე­ნა თა­ვი­დან.

ბე­ბე­ტო, მის რე­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს იხ­სე­ნებს:

"რა ფეხ­ბურ­თე­ლი, რის ფეხ­ბურ­თე­ლი, ერთი სა­ჯა­რი­მო­დან მე­ო­რემ­დე ძლივს მი­დი­ო­და. ოფ­ლად იწუ­რე­ბო­და".

თუმ­ცა გუნ­დე­ლებს ის ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ. "კა­ი­ზე­რი" მო­ედ­ნის გა­რეთ გუნ­დის სული იყო, კარ­გი იუ­მო­რით, სი­კე­თი­თა და მო­ტი­ვა­ცი­ის გა­და­ცე­მის უნა­რით ფეხ­ბურ­თე­ლებს ხიბ­ლავ­და. ყვე­ლას სურ­და მას­თან წვე­უ­ლე­ბა­ზე მის­ვლა.

დღეს მისი ცხოვ­რე­ბა დი­დად არ შეც­ვლი­ლა, კარ­ლო­სი ქა­ლე­ბის ფიტ­ნეს - ინ­სტრუქ­ტო­რია. რო­გორც უკვე მიხ­ვდე­ბო­დით, გარ­თო­ბა, ფლირ­ტი, სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი - ეს ყვე­ლა­ფე­რი მის­თვის კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

"მხო­ლოდ იმას ვნა­ნობ, რომ მშობ­ლე­ბის იმე­დი ვერ გა­ვა­მარ­თლე. მათ გულ­წრფე­ლად სჯე­რო­დათ, რომ ჩე­მი­დან კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლი დად­გე­ბო­და, მაგ­რამ მე ეს არ მსურ­და“, - ამ­ბობს "კა­ი­ზე­რი".

ჩვენს დრო­ში კარ­ლო­სის ტყუ­ი­ლე­ბით ფონს გას­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა ის უკვე ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და. და მარ­თლაც, გა­უ­გო­ნა­რია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში ერთი მატ­ჩიც კი არ გქონ­დეს ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და ზო­გი­ერთ იმ ფეხ­ბურ­თელ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, ვინც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მო­ე­დან­ზეა...

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
0

ქვილითაია მინდორზე ქე მაინც გადის.... და ეს ვინ ყოფილა კაცოო!

luka
12

ასეთი ზღაპარი კაი ხანია არ მომისმენია. სგ ავტორ :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ბლეფის დიადი "კაიზერი" - "ლეგენადრული" ფეხბურთელის ისტორია, რომელსაც ფეხბურთი, ფაქტობრივად, არ უთამაშია

ბლეფის დიადი "კაიზერი" - "ლეგენადრული" ფეხბურთელის ისტორია, რომელსაც ფეხბურთი, ფაქტობრივად, არ უთამაშია

სათამაშო ბიზნესის წარმომადგენელმა კასტორ დე ანდრადემ, რომელიც ბრაზილიაში, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, მსაჯებს და უბრალო მოქალაქეებს შიშის ზარს სცემდა და პრობლემებს ძველი, "კეთილი", მაფიოზური მეთოდებით წყვეტდა, ერთ დღეს ბედნიერმა გაიღვიძა - მის კლუბში ახალი სუპერვარსკვლავი კარლოს ენრიკე რაპოზო ითამაშებდა. თუმცა რაპოზო მხოლოდ პასპორტში ეწერა, თავად ითხოვდა, რომ არც მეტი არც ნაკლები კარლოს "კაიზერი" დაეძახათ. ფსევდონიმი კი ბეკენბაუერის პატივსაცემად დაირქვა. გასაოცარი ის იყო, რომ "ბანგუს“ 25 წლის ფორვარდს ცხოვრებაში გოლი არ გაეტანა, გოლი იქით იყოს და ერთ ოფიციალურ შეხვედრაშიც კი არ მიეღი მონაწილეობა.

საქმე იმაშია, რომ 1980-იანებში არც ინტერნეტი იყო, მითუმეტეს არც "ვიკეპედია“ და "ტრანსფერმარკტი“, შესაბამისად, უცნობი ფეხბურთელის რეალური შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა.

"ბანგუს“ ახლად შეძენილი ფორვარდი არც თამაშობდა და გოლებიც არ გაჰქონდა. მუდმივად მკურნალობდა, ოჯახურ პრობლემებს აგვარებდა და ყველაფრით იყო დაკავებული გარდა ფეხბურთის თამაშისა. მოგვიანებით, სიტუაცია სენიორ კასტორსაც მობეზრდა. კარლოსის კონტრაქტი იწურებოდა, კლუბის მფლობელს კი ფეხბურთელი მოედანზე საერთოდ არ დაუნახავს.

"მისნიმე, პრეზიდენტმა დარეკა. ხვალ უნდა, რომ მოედანზე გიხილოს...“ - "ბანგუს“ მწვრთნელი დიდი ხნის წინ მიხვდა, რომ "კაიზერი" დიდი არაფერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამის შესახებ კასტორს ვერ ეტყოდა. ეშინოდა. კარგად იცოდა, რომ სენიორი ხშირად არღვევდა ადამიანურ და იშვიათად საღვთო კანონებსაც. გამომდინარე აქედან, ვერ გაუბედავდა, რომ ეთქვა - მის მიერ მოყვანილი ფეხბურთელი, ფეხბურთელი არ არის. თვალებიდან არ ამოსდიოდა ის შემთხვევა, როცა ანდრადე რეფერის ხალხით სავსე სტადიონზე პისტოლეტით გაეკიდა. "კაიზერმაც" კარგად იცოდა კლუბის პრეზიდენტის ავტორიტარული ხასიათი და მწვრთნელის ზარის შემდეგ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. ბოლოს შეთანხმდნენ, რომ თავკაცი მას გუნდის განაცხადში შეიყვანდა, თუმცა ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, ყველას დაავიწყდებოდა "კაიზერი" და უფროსი აღარ გაბრაზდებოდა.

შვებით ამოსუნთქვის შემდეგ, ფორვარდი წავიდა იმის გასაკეთებლად, რაც ცხოვრებაში საუკეთესოდ გამოსდიოდა - ღამის კლუბში გართობა.

მეორე დღეს, როცა "ბანგუმ“ მატჩის დაწყებისთანავე 2 გოლი გაუშვა, ნაბახუსევზე მყოფმა ფებხურთელმა შიშისგან ერთი ლიტრი წყალი დალია. მხოლოდ მოჩვენებითი იმედიღა რჩებოდა, რომ მწვრთნელი საკუთარი თავის მტერი არ იყო და მოედანზე ისეთ ფეხბურთელს შეუშვებდა, რომელსაც რეალურად შეეძლო გარდამტეხი ცვლილების შეტანა. თუმცა პრეზიდენტის ლოჟადან ვიღაც ბიჭმა მოირბინა, კარლოსთან მივიდა და უთხრა, რომ დრო იყო საკუთარი თავი ეჩვენებინა.

მწვრთნელმა და ფორვარდმა ერთმანეთს წყლიანი თვალებით გადახედეს, კარლოსი კი მოსათელად წავიდა. გონებაში მოედანზე შესვლის არიდების რამდენიმე ვარიანტი გაიფიქრა, ერთ-ერთი კი გახურების დროს წაქცევა და მზის დარტყმის იმიტაცია იყო. თუმცა უკეთესი მოიფიქრა - მოთელვის დროს, მოწინააღმდეგის გულშემატკივრის სექტორში შევარდა და ჩხუბი დაიწყო. მსაჯს "ბანგუს“ ბოსის პისოტლეტის არ შეეშინდა და ფორვარდი მოედნიდან დაუფიქრებლად გააძევა. კარლოსს თამაში აღარ ემუქრებოდა, თუმცა წინ იყო კასტორთან საუბარი, რომელიც არანაკლებ სახიფათო იქნებოდა.

"ღმერთმა ჩემი ორივე მშობელი წამართვა, მაგრამ მე აქ მეორე მამა შევიძინე - ეს თქვენ ხართ - დაიწყო კარლოსმა აღსარება, როცა მაფიოზი გასახდელში ჩავიდა - ამიტომ, როცა ამ გარეწრებმა თქვენი შეურაცხყოფა დაიწყეს, ვერ მოვითმინე და გმირულად ავვარდი პასუხის მოსათხოვად! მაპატიეთ, თუ იმედები გაგიცრუეთ. მეტ პრობლემას აღარ მოგიტანთ, ჩემი კონტრაქტი ისედაც იწურება...“

განრისხებულ სენიორ კასტორს თვალზე ცრემლი მოადგა, კაიზერს ჩაეხუტა და დაპირდა, რომ კონტრაქტს კიდევ ნახევარი წლით გაუხანგრძლივებდა. მომავალ 6 თვეშიც, რა თქმა უნდა, ფორვარდს შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია. ინტერნეტში გავრცელებულია ერთადერთი ვიდეო, სადაც მას გოლი გააქვს, თუმცა ეს ფეიკია, ისევე როგორც მთელი მისი კარიერა.

ერთადერთი ბრაზილიელი, რომელსაც ფეხბურთი არ უყვარდა

კარლოს "კაიზერი"ს სიტყვა არ დაიჯერება, თუმცა მშობლებზე არ მოუტყუებია. ისინი 3 წლის სხვაობით გარდაიცვალნენ, პატარა აფერისტი, მაშინ 16 წლის იყო. როგორც ჩანს, "კაიზერი" ერთადერთი ბრაზილიელი ბიჭუნა იყო, რომელსაც ფეხბურთი არ უყვარდა. უფრო სწორედ, უშუალოდ ბურთის გორაობა არ ხიბლავდა, თორემ დიდება, გულშემატკივრების სიყვარული, ფული და ტიტულები უნდოდა. თუმცა ამის გამო ვარჯიშზე დაუღალავი მუშაობა და ჯანმრთელობის გარისკვა მაინცდამაინც არ სურდა. "ბოტაფოგოს“ საფეხბურთო აკადემიაშიც დედამ, ფაქტობრივად, ძალით მიიყვანა.

დიდ ბრაზილიელ ფეხბურთელ ზიკოსთან ერთად

"დედამ იმედი მომცა, რომ შემეძლო უზრუნველყოფილი ცხოვრება და კარგი შემოსავალი მქონოდა. მაგრამ ყოველდღე ვარჯიშებზე სიარული და მუშაობა არ მინდოდა", - იხსენებდა მოგვიანებით.

მშობლების გარდაცვალების შემდეგ, დიდი ალბათობით, საფეხბურთო კარიერას დაემშვიდობებოდა, თუმცა მოულოდნელად მექსიკიდან, კერძოდ კი "პუებლუდან“ სკაუტები მოვიდნენ.

"მექსიკაში როგორც კი ჩავედი, პირველივე დღიდან სახლი მენატრებოდა. მე არ მომწონდა ეს ქვეყანა, არც მათი კერძები და საერთოდაც, ფეხბურთის თამაშიც არ მინდოდა. რამდენიმე მნიშვნელოვან მატჩში მივიღე მონაწილეობა და ჯარიმიდან გოლიც გავიტანე, მაგრამ მალე მომბეზრდა და განვაცხადე, რომ კუნთის ტრავმა მივიღე და ფეხი მტკიოდა. ექიმებმა გამსინჯეს, ჩემ სიტყვებში ეჭვი შეიტანეს, მაგრამ საპირისპიროს როგორ დამიმტკიცებდნენ?“

ფეხბურთელის ვითომ კუნთის ტრავმა მომავალში მისი საფირმო მიზეზი გახდა, რომ მოედანზე არ გასულიყო.

“ფლამენგოსა“ და "ბოტაფოგოს“ ჭაბუკთა გუნდში კარლოსს საკმაოდ ნიჭიერ და იმედისმომცემ ფეხბურთელად თვლიდნენ. თითქმის ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში ხვდებოდა და მწვრთნელებში დიდი სანდოობით სარგებლობდა. როცა ტრავმას იღებდა დიდი ხნით იკარგებოდა და აკეთებდა იმას, რაც რეალურად უყვარდა - ღამის კლუბებში ერთობოდა, იცნობდა ვარსკვლავებსა და ხიბლავდა ლამაზმენებს.

როცა კარლოსის "ტრავმების" მოშუშების ვადა ახლოვდებოდა, ფეხბურთელს ახალი პრობლემები ეწყებოდა. მაგალითად, ინფიცირება კბილის დაბჟენის დროს, აქ მას ექიმი ეხმარებოდა, რომელსაც საგანგებოდ გაურიგდა და ისიც ყველა შესაბამის დოკუმენტს უვსებდა.

რა თქმა უნდა, ლეგენდარული მატყუარა მომავალზეც ფიქრობდა. მდიდრულ წვეულებებზე ის ცნობილ ფეხბურთელებთან კავშირს ამყარებდა. მაგალითად, კარლოს ალბერტო, რიკარდო როშა და რენატო გაუშო, თავიანთ თუ სხვადასხვა კლუბებში, სადაც სიტყვა ეთქმოდათ, კაიზერს რეკომენდაციას უწევდნენ. ასევე, კარლოსი კარგად მეგობრობდა ჟურნალისტებთან, რომლებიც მასზე ხან ვრცელ სტატიას დაწერდნენ, ხან ჭორს გაავრცელებდნენ, არიქა, ფენომენი ფეხბურთელით ევროპული გრანდები დაინტერესდნენო და ასე შემდეგ.

"კაიზერი" პირველი ფეხბურთელი იყო, რომელმაც ბებია წარმატებით "მოკლა“.

12 წლის წინ სტივენ აირლენდმა მთელი მსოფლიოს გასაგებად სახელი გაიტეხა. მას ნაკრებში თამაში დაეზარა, მწვრთნელს უთხრა, რომ ბებია გარდაეცვალა და დაკრძალვაზე უნდა წასულიყო. ცბიერმა ჟურნალისტებმა მალევე გაარკვიეს ბებიის ვინაობა, დაუკავშირდნენ და აღმოჩნდა, რომ ის ჯანმრთელი და ცოცხალი იყო. სტივენიც არ დანებდა და განაცხადა, რომ მამის დედა გარდაეცვალა და არა - დედის. ჟურნალისტებმა ისევ მოიკვლიეს ინფორმაცია და კვლავ აღმოჩნდა, რომ აირლენდი იტყუებოდა. აფერისტი ფეხბურთელი სანაკრებო კარიერას სამუდამოდ დაემშვიდობა.

გამოიცანით, მსგავსი "ტრიუკის“ წარმატებით შესრულება ვის გამოუვიდოდა? რა თქმა უნდა, ჩვენ ყოვლად ნიჭიერ "კაიზერს". კარლოსი ბებიის, ბაბუისა და სხვა ნათესავების ვითომ გარდაცვალების მიზეზით ხშირად ითხოვდა შვებულებას. შემდეგ რამდენიმე კვირას იმატებდა - რაღაც პერიოდი ხომ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას სჭირდებოდა?! ბრაზილიაში, 1980-იან წლებში, სადაც ინტერნეტი კი არა, სატელეფონო კომუნიკაციებიც კი არ იყო განვითარებული, ვერავინ გაარკვევდა "კაიზერის' "ტრაგედიების“ ამბებს, მეტიც, არც დაინტერესებულან.

  • კაიზერმა ევროპელებიც გააცურა

კაიზერს ევროპაში თამაშის პატივიც ერგო. დიახ, დიახ, მის "ტრიუკებზე“ ფრანგული "აიაჩოც“ წამოეგო. "ლეგენდარული ბრაზილიელი მეფის“ პრეზენტაციაზე ასობით გულშემატკივარი მოვიდა. ტრადიციული ცერემონიის დროს, ფეხბურთელები თავიანთ შესაძლებლობების მცირე დემონსტრირებას ცდილობენ. ფანებმა კარლიტოს ფილიგრანული ტექნიკის ჩვენება მოსთხოვეს. ფეხბურთელი ბურთებთან მივიდა და მოულოდნელად ყველა მათგანი ფანებს გადაუგდო. ამან დაბნეულობა და გულშემატკივრის სიხარული გამოიწვია - ისინი მეცხრე ცაზე იყვნენ "ცოცხალმა ლეგენდამ“ მათ ბურთები დაურიგა. ასე ეშმაკურად აირიდა მორიგი შერცხვენა თავიდან.

ბებეტო, მის რეალურ შესაძლებლობებს იხსენებს:

"რა ფეხბურთელი, რის ფეხბურთელი, ერთი საჯარიმოდან მეორემდე ძლივს მიდიოდა. ოფლად იწურებოდა".

თუმცა გუნდელებს ის ძალიან უყვარდათ. "კაიზერი" მოედნის გარეთ გუნდის სული იყო, კარგი იუმორით, სიკეთითა და მოტივაციის გადაცემის უნარით ფეხბურთელებს ხიბლავდა. ყველას სურდა მასთან წვეულებაზე მისვლა.

დღეს მისი ცხოვრება დიდად არ შეცვლილა, კარლოსი ქალების ფიტნეს - ინსტრუქტორია. როგორც უკვე მიხვდებოდით, გართობა, ფლირტი, სექსუალური ურთიერთობები - ეს ყველაფერი მისთვის კვლავ აქტუალურია.

"მხოლოდ იმას ვნანობ, რომ მშობლების იმედი ვერ გავამართლე. მათ გულწრფელად სჯეროდათ, რომ ჩემიდან კარგი ფეხბურთელი დადგებოდა, მაგრამ მე ეს არ მსურდა“, - ამბობს "კაიზერი".

ჩვენს დროში კარლოსის ტყუილებით ფონს გასვლა შეუძლებელია, თუმცა ის უკვე ისტორიაში შევიდა. და მართლაც, გაუგონარია, როგორ შეიძლება ცხოვრებაში ერთი მატჩიც კი არ გქონდეს ნორმალურად ჩატარებული და ზოგიერთ იმ ფეხბურთელზე პოპულარული იყო, ვინც მთელი ცხოვრება მოედანზეა...

ავტორი: ანრი კურტანიძე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"