Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ბანერებზე გაჟღერებულია სლოგანები: "არა ნაცებს", "არა ბოროტებას" და "არა ღალატს" - სამივეს ავტორები და სულის ჩამდგმელები არიან პირები, რომელიც იქ არიან გამოსახული - შინაარსში ვეთანხმები"
"ბანერებზე გაჟღერებულია სლოგანები: "არა ნაცებს", "არა ბოროტებას" და "არა ღალატს" - სამივეს ავტორები და სულის ჩამდგმელები არიან პირები, რომელიც იქ არიან გამოსახული - შინაარსში ვეთანხმები"

სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც წინა არ­ჩევ­ნებ­ში ასე­ვე ამ არ­ჩევ­ნებ­შიც სი­ძულ­ვი­ლის ენა, ზი­ზღი და აგ­რე­სია არა­ვის უკ­ვირს - ამ ყვე­ლა­ფის მთა­ვა­რი წყა­რო სამი კონ­კრე­ტუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­აა, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად აღ­ვი­ვებს სი­ძულ­ვი­ლის ატ­მოს­ფე­როს ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში , - ამის შე­სა­ხებ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ბრი­ფინგზე ჟურ­ნა­ლის­ტებს იმ ბა­ნე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც ოპო­ზი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ლი­დე­რია გა­მო­სა­ხუ­ლი წარ­წე­რით - „არა ნა­ცებს, არა ბო­რო­ტე­ბას! არა ღა­ლატს!“.

კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ სი­ძულ­ვი­ლის ენა მათი დღის წეს­რი­გის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი არ არის.

"ეს ბა­ნე­რე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის მიერ არის გაკ­რუ­ლი, რო­მელ­მაც უკვე სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­კე­თა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ პრო­ცე­დუ­რულ მხა­რე­ზე რა­ი­მე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც წინა არ­ჩევ­ნებ­ში, ასე­ვე ამ არ­ჩევ­ნებ­შიც სი­ძულ­ვი­ლის ენა, ზი­ზღი და აგ­რე­სია არა­ვის უკ­ვირს. ამ ყვე­ლაფ­რის მთა­ვა­რი წყა­რო სამი კონ­კრე­ტუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­აა, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად აღ­ვი­ვებს სი­ძულ­ვი­ლის ატ­მოს­ფე­როს ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ამას ცდი­ლო­ბენ და ნა­წი­ლობ­რივ წარ­მა­ტე­ბით გა­მოს­დით. სამ­წუ­ხა­როა ეს ყვე­ლა­ფე­რი. მთა­ვა­რი არის, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბა მშვი­დო­ბი­ან გა­რე­მო­ში და ჩვენ­თვის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა რომ შემ­დე­გი ორი კვი­რაც ასე­თი იყოს და არ­ჩევ­ნე­ბის დღეც ასე­თი­ვე მშვი­დი იყოს. ჩვენ ამის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არის ერ­თა­დერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას პროგ­რა­მე­ბით ესა­უბ­რე­ბა და სა­უბ­რობს იმა­ზე, თუ რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია დე­და­ქა­ლა­ქის, რე­გი­ო­ნე­ბის და თი­თო­ე­უ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა. ჩვენ ამა­ზე ვართ მთლი­ა­ნად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სი­ძულ­ვი­ლის ენა ეს არ არის ჩვე­ნი დღის წეს­რი­გის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ბა­ნე­რე­ბის ში­ნა­არსს ეთან­ხმე­ბა, თუმ­ცა გა­მო­ხატ­ვის ფორ­მა მე­ო­რე სა­კი­თხია.

„ზოგი რა­ღაც ში­ნარ­სის ბა­ნერ­ზე იქ­ნე­ბა გა­დაკ­რუ­ლი, ზოგი რა­ღაც კო­მერ­ცი­ულ­ზე, ეს არ ვიცი იმი­ტომ, რომ სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი არ გვაქვს ამ კუ­თხით.

რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ იქ გაჟ­ღე­რე­ბულ სლო­განს პირ­ვე­ლი არის "არა ნა­ცებს", მე­ო­რე არის "არა ბო­რო­ტე­ბას" და მე­სა­მე არის "არა ღა­ლატს". რა თქმა უნდა, სა­მი­ვე ჩემ­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია და ვე­თან­ხმე­ბი ზო­გა­დად იმას, რომ ერ­თის, მე­ო­რეს და მე­სა­მეს ავ­ტო­რე­ბი და სუ­ლის ჩამ­დგმე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან ის პი­რე­ბი, რო­მე­ლიც იქ არი­ან გა­მო­სა­ხუ­ლი. ში­ნა­არსში ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ გა­მო­ხატ­ვის ფორ­მა, ეს არის მე­ო­რე სა­კი­თხი“, - აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gege
39

ამ იდიოტის სიბრიყვეები იმედია 3 ოქტომბერს დასრულდება. ოცნება 30%.

.....
10

თმები შეიჭრა ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ბანერებზე გაჟღერებულია სლოგანები: "არა ნაცებს", "არა ბოროტებას" და "არა ღალატს" - სამივეს ავტორები და სულის ჩამდგმელები არიან პირები, რომელიც იქ არიან გამოსახული - შინაარსში ვეთანხმები"

"ბანერებზე გაჟღერებულია სლოგანები: "არა ნაცებს", "არა ბოროტებას" და "არა ღალატს" - სამივეს ავტორები და სულის ჩამდგმელები არიან პირები, რომელიც იქ არიან გამოსახული - შინაარსში ვეთანხმები"

სამწუხაროდ, როგორც წინა არჩევნებში ასევე ამ არჩევნებშიც სიძულვილის ენა, ზიზღი და აგრესია არავის უკვირს - ამ ყველაფის მთავარი წყარო სამი კონკრეტული ტელევიზიაა, რომელიც მუდმივად აღვივებს სიძულვილის ატმოსფეროს ჩვენ ქვეყანაში , - ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს იმ ბანერებთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით - „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“.

კობახიძემ აღნიშნა, რომ სიძულვილის ენა მათი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი არ არის.

"ეს ბანერები კონკრეტული პირის მიერ არის გაკრული, რომელმაც უკვე საჯარო კომენტარი ამასთან დაკავშირებით გააკეთა. შესაბამისად, ჩვენ პროცედურულ მხარეზე რაიმე კომენტარის გაკეთება გაგვიჭირდება. სამწუხაროდ, როგორც წინა არჩევნებში, ასევე ამ არჩევნებშიც სიძულვილის ენა, ზიზღი და აგრესია არავის უკვირს. ამ ყველაფრის მთავარი წყარო სამი კონკრეტული ტელევიზიაა, რომელიც მუდმივად აღვივებს სიძულვილის ატმოსფეროს ჩვენ ქვეყანაში. ყოველ შემთხვევაში ამას ცდილობენ და ნაწილობრივ წარმატებით გამოსდით. სამწუხაროა ეს ყველაფერი. მთავარი არის, რომ ეს არჩევნები ტარდება მშვიდობიან გარემოში და ჩვენთვის მთავარი ამოცანაა რომ შემდეგი ორი კვირაც ასეთი იყოს და არჩევნების დღეც ასეთივე მშვიდი იყოს. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

"ქართული ოცნება" არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც საზოგადოებას პროგრამებით ესაუბრება და საუბრობს იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენია დედაქალაქის, რეგიონების და თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება. ჩვენ ამაზე ვართ მთლიანად კონცენტრირებული. რაც შეეხება სიძულვილის ენა ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ბანერების შინაარსს ეთანხმება, თუმცა გამოხატვის ფორმა მეორე საკითხია.

„ზოგი რაღაც შინარსის ბანერზე იქნება გადაკრული, ზოგი რაღაც კომერციულზე, ეს არ ვიცი იმიტომ, რომ საერთოდ არანაირი ინტერესი არ გვაქვს ამ კუთხით.

რაც შეეხება თვითონ იქ გაჟღერებულ სლოგანს პირველი არის "არა ნაცებს", მეორე არის "არა ბოროტებას" და მესამე არის "არა ღალატს". რა თქმა უნდა, სამივე ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია და ვეთანხმები ზოგადად იმას, რომ ერთის, მეორეს და მესამეს ავტორები და სულის ჩამდგმელები საქართველოში არიან ის პირები, რომელიც იქ არიან გამოსახული. შინაარსში ვეთანხმები, მაგრამ გამოხატვის ფორმა, ეს არის მეორე საკითხი“, - აღნიშნა კობახიძემ.