პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვენდეტა 20 წლის შემდეგ? - "ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა, სავარაუდოდ, დათო "ტბილისკის" შვილებმა რუსეთიდან დაუკვეთეს"
ვენდეტა 20 წლის შემდეგ? - "ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა, სავარაუდოდ,  დათო "ტბილისკის" შვილებმა რუსეთიდან დაუკვეთეს"

ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ო­ბენ. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მომ­ხდა­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, 20 წლის წი­ნან­დელ მკვლე­ლო­ბას და ე.წ. "სო­ხუ­მურ კლანს" უკავ­შირ­დე­ბა. AMBEBI.GE წერ­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთ ვერ­სი­ად მა­მის მი­მართ კრი­მი­ნა­ლურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას გა­ნი­ხი­ლავს.

ვე­რა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, უცხო ქვეყ­ნი­დან და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი "ქი­ლე­რია". "კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, კავ­ში­რი აქვს, ზუს­ტად 20 წლის წინ, მოს­კოვ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან. მა­შინ სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში ხელ­ნა­კე­თი ბომ­ბით ქარ­თვე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი და­ვით კა­კუ­ლია, მეტ­სა­ხე­ლად, დათო "ტბი­ლის­კი" აა­ფეთ­ქეს. გა­მო­ძი­ე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მუ­შა­ობს ვერ­სი­ა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა სწო­რედ კა­კუ­ლი­ას შვი­ლებ­მა რუ­სე­თი­დან და­უკ­ვე­თეს.

ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის მთა­ვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბია. კად­რებ­ში ჩანს, რომ მკვლე­ლი ობი­ექტს სა­კუ­თარ მან­ქა­ნას­თან, ხალ­ხმრა­ვალ ად­გილ­ზე, იქ, სა­დაც არა­ერ­თი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რაა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, კე­პით და პირ­ბა­დით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლის გა­რე­შე ელო­დე­ბა, შუა ქუ­ჩა­ში უხ­სნის ცე­ცხლს და 9 ტყვი­ის გას­რო­ლის შემ­დეგ, ტო­ვებს ტე­რი­ტო­რი­ას.

AMBEBI.GE-ის წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში სა­ვა­რა­უ­დო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ვით კა­კუ­ლი­ას შვი­ლის მე­გო­ბა­რია, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში ცხოვ­რობს.

ასევე დაგაინტერესებთ
13:36 / 16-09-2021

ვინ არის კრიმინალური ავტორიტეტი გია კვარაცხელია, რომლის შვილიც ვერაზე მოკლეს - "სავარაუდოდ, მტრები გიას რომ ვერ მიწვდნენ, შვილზე იძიეს შური"

17:09 / 16-09-2021

ვრცელდება 20 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის უმძიმესი კადრები

20:00 / 16-09-2021

"ნიკა კვარაცხელიას დედამ ტელევიზიით გაიგო შვილის გარდაცვალება და ახლა მოფრინავს საქართველოში" - რას წერს ნინო ზამბახიძე?

16:09 / 17-09-2021

"ვიცი, რომ ეჭვმიტანილის ოჯახი მკვდარია..." - რას ჰყვება ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის სავარაუდო ბრალდებულის ახლობელი?

08:32 / 18-09-2021

"უფროს კვარაცხელიაზე, რომელსაც "ლაფშას" ეძახიან, წარბი არ შემიტოკდებოდა, მაგრამ ნიკას მკვლელობა ტრაგედიაა" - როგორ ეხმაურებიან რუსები 22 წლის ბიჭის საქმეს?

10:01 / 21-09-2021

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის მოტივი სავარაუდო დამკვეთის ე.წ. კანონიერ ქურდად მონათვლის სურვილი გახდა? - რას შეეწირა 22 წლის ბიჭი

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ, ვე­რა­ზე სის­ხლი­ა­ნი ან­გა­რისშს­წო­რე­ბის შე­დე­გად 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლია გარ­და­იც­ვა­ლა. კვა­რა­ცხე­ლი­ას კი­ლე­რი თავს ვე­რა­ზე, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე და­ეს­ხა.

ნიკა კვა­რა­ცხე­ლია, რო­მელ­საც თავ­დამ­სხმელ­მა 9 ტყვია ეს­რო­ლა, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის", გია კვა­რა­ცხე­ლი­ას შვი­ლია, თუმ­ცა ბიჭს კრი­მი­ნალ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ის უნი­ჭი­ე­რე­სი და მი­ზან­სწრა­ფუ­ლი ახალ­გაზ­რდა იყო და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობ­და, არის პლატ­ფორ­მა Feedc-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.. ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­ნათ­ლე­ბა საფ­რან­გე­თის სა­უ­კე­თე­სო ბიზ­ნეს სკო­ლა­ში – SKEMA Business School-ში მი­ი­ღო.

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის მუხ­ლე­ბით და­წყო, თუმ­ცა, დღეს საქ­მე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბად გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და. ამ დრომ­დე, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა.

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: და­ვით კა­კუ­ლია (დათო "ტბი­ლის­კი") და გია კვა­რა­ცხე­ლია

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუ
61

უფრო ახლოს ჩავეხუტოთ რუსეთს უფრო მეტად რომ დავემსგავსოთ

ბუბა
20

სულ როგორ უნდა ბნელოდეს ამ ქვეყანაში 30 წელი გადის. რა გჭირთ მართლა რუსეთის გუბერნია ხომ არ ხართ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ვენდეტა 20 წლის შემდეგ? - "ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა, სავარაუდოდ, დათო "ტბილისკის" შვილებმა რუსეთიდან დაუკვეთეს"

ვენდეტა 20 წლის შემდეგ? - "ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა, სავარაუდოდ,  დათო "ტბილისკის" შვილებმა რუსეთიდან დაუკვეთეს"

ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ. ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი, სავარაუდოდ, 20 წლის წინანდელ მკვლელობას და ე.წ. "სოხუმურ კლანს" უკავშირდება. AMBEBI.GE წერდა, რომ გამოძიება მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად მამის მიმართ კრიმინალურ ანგარიშსწორებას განიხილავს.

ვერაზე მომხდარი მკვლელობის შემსრულებელი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნიდან დაქირავებული "ქილერია". "კურიერის" ინფორმაციით, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, სავარაუდოდ, კავშირი აქვს, ზუსტად 20 წლის წინ, მოსკოვში მომხდარ მკვლელობასთან. მაშინ საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი კანონიერი ქურდი დავით კაკულია, მეტსახელად, დათო "ტბილისკი" ააფეთქეს. გამოძიება, სავარაუდოდ, მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა სწორედ კაკულიას შვილებმა რუსეთიდან დაუკვეთეს.

ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის მთავარი მტკიცებულება სათვალთვალო კამერის ჩანაწერებია. კადრებში ჩანს, რომ მკვლელი ობიექტს საკუთარ მანქანასთან, ხალხმრავალ ადგილზე, იქ, სადაც არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, კეპით და პირბადით, განსაკუთრებული სიფრთხილის გარეშე ელოდება, შუა ქუჩაში უხსნის ცეცხლს და 9 ტყვიის გასროლის შემდეგ, ტოვებს ტერიტორიას.

AMBEBI.GE-ის წყაროს ინფორმაციით, მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი დავით კაკულიას შვილის მეგობარია, რომელიც თბილისში ცხოვრობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვერაზე სისხლიანი ანგარისშსწორების შედეგად 22 წლის ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა. კვარაცხელიას კილერი თავს ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაესხა.

ნიკა კვარაცხელია, რომელსაც თავდამსხმელმა 9 ტყვია ესროლა, "კანონიერი ქურდის", გია კვარაცხელიას შვილია, თუმცა ბიჭს კრიმინალთან არანაირი შეხება არ ჰქონია. როგორც ახლობლები ამბობენ, ის უნიჭიერესი და მიზანსწრაფული ახალგაზრდა იყო და ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობდა, არის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი.. ნიკა კვარაცხელიამ განათლება საფრანგეთის საუკეთესო ბიზნეს სკოლაში – SKEMA Business School-ში მიიღო.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაწყო, თუმცა, დღეს საქმე განზრახ მკვლელობად გადაკვალიფიცირდა. ამ დრომდე, ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მთავარ ფოტოზე: დავით კაკულია (დათო "ტბილისკი") და გია კვარაცხელია