საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მღვდელოვიჩი", "წერტილა", "ბოთე", "ჩაინიკა", "პაწე" და "ტყუპა"... - ვინ არის "ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის დაკავებული 11 პირი და კონკრეტულად რას ედავებიან მათ
"მღვდელოვიჩი", "წერტილა", "ბოთე", "ჩაინიკა", "პაწე" და "ტყუპა"... - ვინ არის "ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის დაკავებული 11 პირი და კონკრეტულად რას ედავებიან მათ

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ „ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან“ კავ­შირ­ში მყო­ფი 11 პრი და­ა­კა­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბა­ში ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა.

რო­გორც შსს-ში გა­ნა­ცხა­დეს, პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლია ასე­ვე 4 პირი.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს და შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გორ­სა და ხა­შურ­ში 11 პირი და­ა­კა­ვეს, 4 პირი კი პი­რის მი­მართ კი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო.

„ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის და „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შ.მ., 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ. მ. (მეტ­სა­ხე­ლად „რი­ჟო­ვი­ჩი“), 1963 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ. ნ., 1964 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ. გ. (მეტ­სა­ხე­ლად „პაპ­ლი­კა“), 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა. ც. (მეტ­სა­ხე­ლად „მღვდე­ლო­ვი­ჩი“), 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. რ. (მეტ­სა­ხე­ლად „წერ­ტი­ლა“), 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო. მ. (მეტ­სა­ხე­ლად „ომო“), 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ. მ., 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. გ., 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ. ნ. და 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ. ა.

ამა­ვე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის ბრა­ლი წა­რედ­გი­ნე­ბათ: 1990 წელს და­ბა­დე­ბულ ა.ა.-ს (მეტ­სა­ხე­ლად „ბოთე“), 1983 წელს და­ბა­დე­ბულ მ.მ.-ს (მეტ­სა­ხე­ლად „ჩა­ი­ნი­კა“), 1998 წელს და­ბა­დე­ბულ პ.ბ.-ს (მეტ­სა­ხე­ლად „პაწე“) და 1989 წელს და­ბა­დე­ბულ შ. ქ.-ს (მეტ­სა­ხე­ლად „ტყუ­პა“).

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 3-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კომ­პლექ­სუ­რი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი აღი­ა­რებ­დნენ „ქურ­დულ სამ­ყა­როს“ და აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. კერ­ძოდ, ისი­ნი სის­ტე­მა­ტუ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ „ქურ­დულ გარ­ჩე­ვებ­ში“ და ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის და­ვა­ლე­ბით, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­სა­ღე­ბად, მო­ქა­ლა­ქე­ებს ფულს და ძვი­რად ღი­რე­ბულ ავ­ტო­მან­ქა­ნებს არ­თმევ­დნენ.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ვე­ბის მოგ­ვა­რე­ბის, სა­და­ვო სა­კი­თხე­ბის „ქურ­დუ­ლი წე­სე­ბის“ შე­სა­ბა­მი­სად გან­ხილ­ვი­სა და მათი თა­ვი­ანთ სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით, უცხო­ეთ­ში მყო­ფი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის - „ტერ­ტე­რას“ და­ვა­ლე­ბით, არა­ერთ საქ­მე­ში ჩა­ერ­თნენ. „ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვის“ შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ფი­ნან­სურ და­ვებს „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად წყვეტ­დნენ და მო­და­ვე მხა­რე­ე­ბი­დან ერთ-ერთს სა­და­ვო თან­ხის მი­ტა­ნას აი­ძუ­ლებ­დნენ.

გარ­და ამი­სა, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა - „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რებ­მა, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის - „ტერ­ტე­რას“ და­ვა­ლე­ბით, ასე­ვე „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რს - მეტ­სა­ხე­ლად „ჩა­ი­ნი­კას“ თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა წა­არ­თვეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, აღ­ნიშ­ნუ­ლი მან­ქა­ნის დაბ­რუ­ნე­ბის მიზ­ნით, „ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა“ მო­ე­წყო, რო­მელ­შიც „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რი მეტ­სა­ხე­ლად - „რი­ჟო­ვი­ჩი“ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. „ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვის“ შე­დე­გად, ავ­ტო­მან­ქა­ნა „ჩა­ი­ნი­კას“ და­უბ­რუნ­და. აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა ასე­ვე კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა წა­არ­თვეს ერთ-ერთ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც „ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვის“ შემ­დეგ, გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ და­უბ­რუ­ნეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კე­ბი­სას ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს: კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ ქარ­თველ „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ. ასე­ვე, ამო­ღე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი, „მერ­სე­დე­სის“ მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა და 15 ათა­სი დო­ლა­რი, „მაგ­ნუ­მის“ და „კოლ­ტის“ სის­ტე­მის 2 ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, ჯავ­შან­ჟი­ლე­ტი და საბ­რძო­ლო ვაზ­ნე­ბი.

„ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის და „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 223-ე მე-3 პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და 223-ე მე-4 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - გა­ნა­ცხა­დეს შსს-ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტრეი
4

ამ ტიპების სახელებიდან ამ 3 თვეში მესამრდ მაინც ვკითხულობ რომ დააკავეს..........უშვებთ და მერე აკავებთ თუ "ქოცმაცომთ" თქვე ჩემისებო?

სტალინი
0

რასტრელიატ ვსეხ! ნემედლენნო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მღვდელოვიჩი", "წერტილა", "ბოთე", "ჩაინიკა", "პაწე" და "ტყუპა"... - ვინ არის "ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის დაკავებული 11 პირი და კონკრეტულად რას ედავებიან მათ

"მღვდელოვიჩი", "წერტილა", "ბოთე", "ჩაინიკა", "პაწე" და "ტყუპა"... - ვინ არის "ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის დაკავებული 11 პირი და კონკრეტულად რას ედავებიან მათ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 11 პრი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში ბრიფინგი გაიმართა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, პასუხისგებაში მიცემულია ასევე 4 პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გორსა და ხაშურში 11 პირი დააკავეს, 4 პირი კი პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1985 წელს დაბადებული შ.მ., 1988 წელს დაბადებული ნ. მ. (მეტსახელად „რიჟოვიჩი“), 1963 წელს დაბადებული კ. ნ., 1964 წელს დაბადებული ბ. გ. (მეტსახელად „პაპლიკა“), 1987 წელს დაბადებული ა. ც. (მეტსახელად „მღვდელოვიჩი“), 1990 წელს დაბადებული გ. რ. (მეტსახელად „წერტილა“), 2002 წელს დაბადებული ო. მ. (მეტსახელად „ომო“), 1999 წელს დაბადებული ბ. მ., 1974 წელს დაბადებული გ. გ., 1972 წელს დაბადებული ზ. ნ. და 1996 წელს დაბადებული ბ. ა.

ამავე დანაშაულებისთვის ბრალი წარედგინებათ: 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს (მეტსახელად „ბოთე“), 1983 წელს დაბადებულ მ.მ.-ს (მეტსახელად „ჩაინიკა“), 1998 წელს დაბადებულ პ.ბ.-ს (მეტსახელად „პაწე“) და 1989 წელს დაბადებულ შ. ქ.-ს (მეტსახელად „ტყუპა“).

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. კერძოდ, ისინი სისტემატურად მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და ე.წ. კანონიერი ქურდების დავალებით, „ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად და მატერიალური სარგებლის მისაღებად, მოქალაქეებს ფულს და ძვირად ღირებულ ავტომანქანებს ართმევდნენ.

ბრალდებულები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, უცხოეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის - „ტერტერას“ დავალებით, არაერთ საქმეში ჩაერთნენ. „ქურდული გარჩევის“ შედეგად, ბრალდებულები ფინანსურ დავებს „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად წყვეტდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.

გარდა ამისა, ბრალდებულებმა - „ქურდული სამყაროს“ წევრებმა, ე.წ. კანონიერი ქურდის - „ტერტერას“ დავალებით, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრს - მეტსახელად „ჩაინიკას“ თავისი კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს. მოგვიანებით კი, აღნიშნული მანქანის დაბრუნების მიზნით, „ქურდული გარჩევა“ მოეწყო, რომელშიც „ქურდული სამყაროს“ წევრი მეტსახელად - „რიჟოვიჩი“ მონაწილეობდა. „ქურდული გარჩევის“ შედეგად, ავტომანქანა „ჩაინიკას“ დაუბრუნდა. აღნიშნულმა პირებმა ასევე კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც „ქურდული გარჩევის“ შემდეგ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაუბრუნეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკებისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. ასევე, ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა და 15 ათასი დოლარი, „მაგნუმის“ და „კოლტის“ სისტემის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანჟილეტი და საბრძოლო ვაზნები.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - განაცხადეს შსს-ში.